მიხეილ სარჯველაძე: ადგილი აქვს მცდელობას, რომ აგენტების ამერიკული კანონი და იდეა, რაღაც კონკრეტული მიზეზის გამო იქცეს ახალი კონფრონტაციის მიზეზად

მიხეილ სარჯველაძე
ფოტო: IMEDI
ალბათ, ყველაზე მეტად საინტერესო ის არის, ამოიხსნას, რატომ შეიქმნა ვითარება, როდესაც საზოგადოების ერთი ნაწილი მთელ ძალისხმევას დებს იმაში, რომ საკითხის ირგვლივ დისკუსია არ დაიწყოს. მეჩვენება, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი უფრო მცირე ნაწილისგან შეიძლება რაღაც გავლენის ქვეშ მოექცა ერთბაშად და შესაბამისად, ადგილი აქვს მცდელობას, რომ ეს კანონპროექტი და იდეა რაღაც კონკრეტული მიზეზის გამო იქცეს ახალ საჯილდაო ქვად, ახალი კონფრონტაციის მიზეზად, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას აგენტების ამერიკულ კანონზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იმ ფონზე როდესაც არავითარი კრიტიკული შენიშვნა არ გვსმენია იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციების ტრანსპარენტულობის მიმართ შეიძლება არსებობდეს რაიმე კრიტიკული შეხედულება, დისკუსიაში არშესვლა და საკითხის ამგვარად დაყენება მართებული არ არის.
„არ ყოფილა ასეთი არგუმენტი წარმოდგენილი. ამ ფონზე დისკუსიაში არშესვლა და საკითხის ამგვარად დაყენება მართებული არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას ერთის მხრივ დავუმალოთ ინფორმაცია და ვიყოთ ამ ინიციატივის წინააღმდეგი, ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას ვუთხრათ, რომ შენ არ გაქვს უფლება, რომ ფლობდე ინფორმაციას მათ შორის საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ და მეორე - უფრო უარესი, ვეუბნებით საზოგადოებას, რომ შენ უფლება არ გაქვს იცოდე, რატომ არ გაქვს იმის უფლება, რომ ფლობდე რაღაც კონკრეტულ საკითხზე ინფორმაციას, ეს არ გამოიყურება კორექტულად. თუმცა, ამას პირდაპირ ხომ ვერ იტყვის ვინმე, ამიტომ აუცილებელია ურთუერთობების ისე რადიკალიზაცია, სადაც საუბარი აღარ იქნება“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კითხვაზე, რით ახსნის მესამე სექტორის რადიკალურ პოზიციას, რომ ისინი შინაარსობრივ განხილვაში არ შემოდიან, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ეს არის ზუსტად უცნაური და არასწორი და გონია, რომ თუნდაც ამ შეთანხმების მონაწილე ან ზოგადად კრიტიკულად განწყობილი მთლიანად საზოგადოების დამოკიდებულება იყოს ეს, რომ ისინი არ შედიან დისკუსიაში.
„სხვათა შორის, პირველი განხილვის დროს მოვისმინე გამომსვლელები, რომლებიც ცდილობდნენ ესაუბრათ ყველაფერზე, გარდა კონკრეტული არგუმენტებისა. ეს ხომ არასწორია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დემოკრატიულ საზოგადოებას და სახელმწიფოს ვაშენებთ და ვამბობთ, რომ აქ უბრალოდ რაღაც თემას ტაბუირებულს ვტოვებთ, ვკეტავთ და ვამბობთ, რომ იმაზე არ ვისაუბროთ. ეს ბუნებრივად არ გამოიყურება.
თუ მე ვინმე მომიტანს არგუმენტს, რომლის გამოც მეცოდინება, რის გამოც არ უნდა დავთანხმდე ამ კანონპროექტს, მზად ვარ, ამაზე საჯარო დისკუსიაში პოზიციები გამოვხატო, მაგრამ ასეთი არგუმენტი უნდა არსებობდეს. არ შეიძლება, უარგუმენტოდ უბრალოდ ითხოვდე, რომ ამ პოზიციას დაადექი. შესაძლოა ვინმეს ქონდეს განსხვავებული შეხედულება და ყოველთვის უნდა არსებობდეს ასპარეზი, სადაც ვიღაც გამოხატავს ამ პოზიციას. არ შეიძლება ასეთი რამ, რომ დაიხუროს თემა, არადა, საკითხი საჭირბოროტოა. საზოგადოებას ობიექტურად აინტერესებს, სწორია ინიციატივა, თუ არასწორია. ამაზე ინფორმირებული უნდა იყოს საზოგადოება. სამწუხარო რეალობაა, რომ არ ვიცი მედიის გამო, პოლიტიკური პარტიების თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამო, ფაქტია, რომ ჩრდილშია მოხვედრილი საკითხის არსი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ყველა სიახლე

27 მარტი 2023, 07:58
მსოფლიო
ტუნისის სანაპიროსთან მიგრანტების ორი ნავი ჩაიძირა, დაიღუპა, სულ მცირე, 29 აფრიკელი მიგრანტი
ტუნისის სანაპიროსთან, სულ მცირე, 29 აფრიკელი მიგრანტი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერის“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სანაპიროს მახლობლად მიგრანტების ორი ნავი ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის დროს ჩაიძირა. ტუნისის სანაპირო დაცვის სამსახურმა 11 ადამიანი გადაარჩინა.

27 მარტი 2023, 01:00
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: თავი დაანებონ ქართული ეკლესიის შეურაცხყოფას, რადგან საქართველოში ძალიან დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევს
ყველაფერს ითმენდა ქართველი კაცი, მაგრამ საკუთარი რწმენისა და ეკლესიის შეურაცხყოფას არ ითმენდა და ცეცხლს ნუ ეთამაშებიან. ძალიან ცუდად დაამთავრებენ, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. იგი ბოლო დღეებში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მსოფლიო პატრიარქისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა. მისივე თქმით, შეურაცხმყოფელია ის, რასაც პატრიარქის აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით ისმენს.

27 მარტი 2023, 00:37
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა კელი დეგნანზე: ამ ქალბატონმა იმდენი დააშავა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ამის გამოსწორებას წლები დასჭირდება
„ვფიქრობ, რომ ამ ქალბატონმა იმდენი დააშავა ქართულ -ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ამის გამოსწორებას წლები დასჭირდება. ერთ-ერთი კრახი ამერიკის პოლიტიკის არის საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მუშაობა. ერთადერთი პროამერიკული ქვეყანა რეგიონში არის საქართველო - იყო, დღესაც არის და იქნება კიდეც, იმიტომ რომ ქართველი ხალხი და პირადად მე არასოდეს დავივიწყებთ 90-იან წლებში გემებს რომ ველოდებოდით ფოთში ამერიკიდან გამოგზავნილი ხორბლით. 30 წლის თავზე ვხედავთ წმინდა ბოლშევიკურ მოქმედებას, როდესაც სიმართლე სიმართლე არ არის, ცილისწამება ცილისწამებაზე მოდის“, - ამბობს ხაინდრავა.

27 მარტი 2023, 00:20
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: ვიდრე ევროპარლამენტარები არ დაინახავენ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მანიპულატორია, ჩვენ ნამდვილად ვერ შევთანხმდებით იმაზე, რა არის სწორი და რა - არასწორი
ვიდრე ევროპარლამენტარები არ მიხვდებიან, გაიაზრებენ, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელმაც შექმნა რეპრესიული მანქანა, საკუთარ სახელმწიფოში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ; ვიდრე ისინი არ დაინახავენ, რომ სააკაშვილი არის პირწმინდა პოლიტიკური მანიპულატორი, ჩვენ ნამდვილად ვერ შევთანხმდებით იმაზე, რა არის სწორი და რა - არასწორი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

27 მარტი 2023, 00:11
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: 9 აპრილს სრული კრახი იქნება, რადგან ქართული საზოგადოება ხაბეიშვილს 9 აპრილის სიმბოლოდ არასოდეს მიიღებს
„ბუნებრივია, 9 აპრილს სრული კრახი იქნება, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება ხაბეიშვილს 9 აპრილის სიმბოლოდ არასოდეს მიიღებს. არც ლიაკა ხოშტარიას. არც საერთოდ იმ ძალას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ და რაც რეალურად ბოლშევიზმია საქართველოში. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება რომ 21-ე საუკუნის 20-იან წლებში, 100 წლის თავზე, საქართველოში დაბრუნდნენ ბოლშევიკები“, - განაცხადა ხაინდრავამ.

27 მარტი 2023, 00:03
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: მე მგონი, ოპოზიციამაც კარგად დაინახა, რომ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას ვერ შეაჩერებს მათი დესტრუქცია. ჩვენ გვაქვს არსებითი პროგრესი და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ
„საზოგადოებას კარგად ესმის, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება არ არის მხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. პოლარიზაცია არის ერთადერთი არსებითი საშუალება ოპოზიციისთვის, დაუპირისპიროს რაიმე ხელისუფლებას. არ ვამბობ, რომ ხელისუფლებს არ აქვს ისეთი რამ, რაზეც კიდევ უფრო მეტად უნდა იმუშაოს, გამოასწოროს. მაგრამ იმდენად უშინაარსოა მთლიანად ოპოზიციური დღის წესრიგი, რომ მათთვის პოლარიზაცია არსებობის ერთადერთი საშუალებაა. ევროპელობაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც წლის განმავლობაში თავიანთი პოლიტიკური ქმედებებით ეწეოდნენ არა „ქართული ოცნების“ საბოტაჟს, არამედ საკუთარი სახელმწიფოს და კონსტიტუციური ინსტიტუტების საბოტაჟს“, - ამბობს ჩიქოვანი.

26 მარტი 2023, 23:43
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიციის რეალური თანამონაწილეობა რეკომენდაციების შესრულებაში არის ნულის ტოლი
„ყველა კარგად ხედავს, რომ საქართველომ აქაც უდიდეს პროგრესს მიაღწია და აქაც უკეთესი შედეგი აქვს, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით. ამიტომ, ოპოზიციის წარმომადგენლებს უკვე არ უნდათ ამ პროცესს მოაკლდნენ. მინდა განვმარტო, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს სამუშაო პროცესში რეალურად მონაწილეობა არ მიუღიათ. ფიქსირდება მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული ოპოზიციური სუბიექტების ხმები, როდესაც ჩვენ ამ კანონებს ვიღებდით. ისიც, მხოლოდ იმიტომ, რომ დაფიქსირებულიყვნენ. რეალური მათი თანამონაწილეობა ამ რეკომენდაციების შესრულებაში არის ნულის ტოლი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

26 მარტი 2023, 23:41
პოლიტიკა
გიორგი ფუტკარაძე გამომცემლობებიდან მარიკა ბაკურაძის გათავისუფლებაზე: თუ რევანშიზმისა და ნეობოლშევიზმის გამგრძელებლები იქნებით, გამოდის, თავად ვერაფერი ისწავლეთ იმ წიგნებიდან, რასაც გამოსცემთ და თავად აღმოჩნდით ისტორიის ბნელ მხარეს
დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიმღებ ბატონებს უნდა ვუთხრათ, რაც უნდა კარგი წიგნები გამოსცეთ, რაც უნდა ლამაზად შეფუთოთ ამბები, რაც უნდა ევროპის სახელით ისაუბროთ, თუ ამ ზიზღის კამპანიის ნაწილი იქნებით, თუ რევანშიზმისა და ნეობოლშევიზმის გამაგრძელებლები, გამოდის, რომ თავად ვერაფერი ისწავლეთ იმ წიგნებიდან, რასაც გამოსცემთ და თავად აღმოჩნდით ისტორიის ბნელ მხარეს, - განაცხადა გადაცემის „იმედი LIVE“ წამყვანმა, გიორგი ფუტკარაძემ მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტთან დაკავშირებით.

26 მარტი 2023, 23:36
პოლიტიკა
მაგდა ანიკაშვილი მარიკა ბაკურაძეზე: მოხდა ადამიანის დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის, ნეო-ბოლშევიზმის უხეში გამოვლინება და ამის გამართლება არ გამოვა
მოხდა ადამიანის დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის, გნებავთ ნეო-ბოლშევიზმის უხეში გამოვლინება და ამის გამართლება არ გამოვა, უბრალოდ შეუძლებელია, - განაცხადა გადაცემის „იმედი LIVE“ წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა მარიკა ბაკურაძის გათავისუფლების ფაქტზე საუბრისას.

26 მარტი 2023, 22:42
ტექნოლოგიები
„ჯეიმს უებმა“ შორეულ პლანეტაზე მტვრის ქარიშხალი დააფიქსირა
ტელსკოპის მიერ აღმოჩენილი მტვერი სილიკატების ნაწილაკებს წარმოადგენს - კაჟბადისა და ჟანგბადის შენაერთებს. ასტრონომები განმარტავენ, რომ ეს ქარიშხალი არ ჰგავს დედამიწის უდაბნოების ქარიშხლებს.

26 მარტი 2023, 22:42
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: მეტი დაფასება, მეტი სოციალური გარანტია, მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ პედაგოგებს. ასევე, კვალიფიკაციის მხარდამჭერი მექანიზმები. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს
მეტი დაფასება, მეტი სოციალური გარანტიები, მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ პედაგოგებს. ასევე, კვალიფიკაციის მხარდამჭერი მექანიზმები. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს, - ამის შესახებ ახლად დანიშნულმა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

26 მარტი 2023, 22:07
საზოგადოება
ჭორვილაში გამრავლებული ხოხობი და კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტერიტორიაზე მიეხედოს არა მხოლოდ ფლორას, არამედ ფაუნას. ჩვენი კვლევის მიხედვით რომელიც სამუშაოების დაწყებამდე გაკეთდა, აღმოჩნდა, რომ ამ ტერიტორიაზე ბინადრობს 130 ჯიშის ფრინველი და, რაც მთავარია, ამ ტერიტორიის დამახასიათებელ ფრინველს ოდითგანვე წარმოადგენდა კოლხური ხოხობი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე და სწორედ ამ ფრინველის დაბრუნება თავის ბუნებრივ გარემოში ხდება ამ პროექტის ფარგლებში“, - ამბობს ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანი.

26 მარტი 2023, 22:05
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: ჩვენ უნდა შემოვიტანოთ საქართველოში და წავახალისოთ მეტი ევროპული და დასავლური განათლება
მე მინდა ვიარო ადგილებზე: სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებში, უნივერსიტეტებში და ადგილზე გავეცნო პრობლემებს, საკითხებს, გამოწვევებს. ეს შემდეგ გახდება საფუძველი, რომ კაბინეტში მივიღოთ სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ახლად დანიშნულმა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის კვირას“ სამინისტროში სტუმრობისას განუცხადა.

26 მარტი 2023, 21:43
სამართალი
„იმედის კვირა“ ივერი მელაშვილს გაესაუბრა - რას ამბობს ბრალდებული კარტოგრაფი
ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ქმედება ედებათ ბრალი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9-12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

26 მარტი 2023, 21:24
რეგიონი
რუსთავში ღია საგამოფენო სივრცეში „Art ბაზარი“ მოეწყო
„დღევანდელი „Art ბაზარი“, რომელიც ძალიან კარგ, ახალ რეაბილიტირებულ სივრცეში მოეწყო, იყო ახალგაზრდების მოთხოვნა. მათი სურვილი იყო, რომ მცირე მეწარმეებს უფრო მეტად შევუწყოთ ხელი და ასევე შეგვექმნა სივრცე, სადაც ახალგაზრდები შაბათ-კვირას განიტვირთებოდნენ კარგი მუსიკის ფონზე და დღეს მათ ეს შესაძლებლობა მიეცათ“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

26 მარტი 2023, 21:12
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი „ნაცმოძრაობის“ აქციაზე: 9 აპრილს ადამიანებს ყვავილის მიტანის საშუალებას რომ არ მისცემ მემორიალთან, ეს არის საშინელება და ტრაგედია
„როცა შენ ასეთ აქციას ვიწროპარტიულად გადმოთარგმნი, შენს მომხრეებს გამოიყვან ქუჩაში, რომ „მიშა, მიშა“ აბღავლო ამ ხალხს და 9 აპრილს სააკაშვილის სურათებით იარო რუსთაველის გამზირზე, ადამიანებს ყვავილის მიტანის საშუალებას რომ არ მისცემ მემორიალთან, ეს არის საშინელება და ტრაგედია“, - ამბობს ცაგარეიშვილი.

26 მარტი 2023, 21:00
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზება ხორციელდება ეპიზოდურად - მაშინ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით გაუჭირდება ხოლმე
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზება ხორციელდება ეპიზოდურად - მაშინ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით გაუჭირდება ხოლმე. აქ, რა თქმა უნდა, ინტერესი აქვს როგორც მსჯავრდებულს, ასევე მისი გარემოცვის ახლო წევრებს, იმისთვის რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიყენონ თავისუფლების უკანონოდ მოსაპოვებლად“, - აცხადებს ბრეგაძე.

26 მარტი 2023, 21:00
საზოგადოება
სააკაშვილის მკურნალი ექიმი გიული ალასანიაზე: ერთი კვირაა, სადილზე სუში მოაქვს. ჯერ მეგონა, რომ თევზის სუშია და ძალიან გამიხარდა. თევზი კალორიულია და რამდენჯერ ვურჩიე და თურმე, ბოსტნეულის სუში ყოფილა
ერთი კვირაა, სადილზე სუში მოაქვს. ჯერ მეგონა, რომ თევზის სუშია და ძალიან გამიხარდა. თევზი კალორიულია და რამდენჯერ ვურჩიე და თურმე, ბოსტნეულის სუში ყოფილა, - ამის შესახებ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ლუიზა შენგელიამ „იმედის კვირას“ სააკაშვილის კვების რაციონზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კვების რაციონის შედგენისას ენდოკრინოლოგის რჩევებს საერთოდ არ ითვალისწინებს.

26 მარტი 2023, 20:42
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: სიტყვით არიან პროდასავლურები, ფაქტები კი იმაზე მეტყველებს, რომ ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებენ
„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არის მათი გენეტიკური კოდი. რა - ისინი არასოდეს ემსახურებიან თავის ქვეყანას. საქართველოს ისინი არ ემსახურებიან, არასდროს. ვის და რას ემსახურებიან ეს მეორე საკითხია. ბევრ რამეზე საუბრისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, გამოდის რომ სიტყვით არიან პროდასავლურები და ვითომ მათ გარდა სხვას არ უნდა ევროპა, ევროპელობა და ღირებულებები, ფაქტები კი იმაზე მეტყველებს, რომ ყოველთვის აკეთებენ რუსულ საქმეს“, - აცხადებს მდინარაძე.

26 მარტი 2023, 20:30
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: 2024 წელი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა აირჩიონ ისეთი პარტიები ოპოზიციაში, ვინც დემოკრატიული წესების დაცვით შეასრულებენ თავის ფუნქციასა და საქმეს
2024 წელი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა აირჩიონ ისეთი პარტიები ოპოზიციაში, ვინც დემოკრატიული წესების დაცვით შეასრულებენ თავის ფუნქციასა და საქმეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა. მან არასამთავრობო სექტორს ამოფარებულ იმ პირებზე ისაუბრა, რომლებსაც პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი აქვთ და ამ მიზნით არასამთავრობოებს აფუძნებენ, მიღებულ დაფინანსებას კი სხვა მიზნებით იყენებენ.