ბერლინის მერი: ბატონო ირაკლი, განსაკუთრებულად მოგესალმებით თქვენ და თქვენს დელეგაციას ბერლინში, ძალიან მიხარია, რომ საქართველო წლევანდელი ღონისძიების მასპინძელი ქვეყანაა, ჩვენ ურთიერთობის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ისტორია გვაქვს

ფრანცისკა გიფაი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ბატონო ირაკლი, განსაკუთრებულად მოგესალმებით თქვენ და თქვენს დელეგაციას ბერლინში, ძალიან მიხარია, რომ საქართველო წლევანდელი ღონისძიების მასპინძელი ქვეყანაა, ჩვენ ურთიერთობის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ისტორია გვაქვს - ამის შესახებ ბერლინის მერმა ფრანცისკა გიფაიმ ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ფრანცისკა გიფაიმ აღნიშნა, მას დიდი სურვილი აქვს, რომ ბერლინში ჩასულმა ქართველებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში.
„ყველას მოგესალმებით ბერლინში, გერმანიის დედაქალაქში. ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ყველას მოგესალმებით ამ ღონისძიების გახსნით ცერემონიაზე, გულწრფელად მივესალმები ჩვენს სტუმრებს საქართველოდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. ბატონო ირაკლი მოგესალმებით თქვენ და თქვენს დელეგაციას ბერლინში, ძალიან მიხარია, რომ საქართველო არის წლევანდელი ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა, განსაკუთრებით მოგესალმებით თქვენ, ბატონო ირაკლი. საქართველოსა და ბერლინის ძალიან ბევრი რამით მსგავსება ცხადყოფს და მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ისტორია გაგვაჩნია ურთიერთობის. საქართველო იყო განსაკუთრებული სტუმარი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. ეხლა მაქვს საშუალება, რომ ამ საოცარ ქვეყანას კიდევ ერთხელ გავეცნო და მაქვს ძალიან დიდი სურვილი და მოლოდინი ამისა. ასევე მე მინდა, რომ ქართველებმა, საქართველოდან ჩამოსულმა სტუმრებმა ბერლინში თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. ჩვენ ძალიან ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისეთი თვალწარმტაცი მთიანი ბუნება გვაქვს, როგორიც საქართველოშია, მაგრამ ბოლო ღონისძიების შემდეგ, კორონა პანდემიის შემდეგ, ომის გამო ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვიწვნიეთ, ჩვენი საზოგადოება ძალიან დამძიმდა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში გაერთიანდა ხალხი, რომ სოლიდარობა გამოეჩინა უკრაინის მიმართ და ლტოლვილები მიეღო ამ ქვეყნიდან“,- აღნიშნა ფრანცისკა გიფაიმ.
ყველა სიახლე

21 მარტი 2023, 14:11
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: მოლდოვამ რუსულ „გაზპრომთან“ განაახლა ურთიერთობა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი მოლდოვისგან მილიონებს მიიღებს, სანაცვლოდ კი რუსული გაზით გათბება
„მოლდოვა, ქვეყანას რომელსაც არაფერს არ ვერჩი, პირიქით, შეიძლება წარმატებაც კი ვუსურვო. უბრალოდ არ შეიძლება გინდა შინაური და გინდაც გარეული (უცხოელი), საქართველოს და მის ხელისუფლებას ყველაფერში აკრიტიკებდეს და არაფერს არ ამბობდეს მოლდოვის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე“

21 მარტი 2023, 14:01
რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია 16 ქვეყნის ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა
გამოფენების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ტურისტული ასოციაციების, სააგენტოების, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან. მათ შორის, ჩეხეთის ტურიზმის სააგენტოსა და ჩეხეთი ტუროპერატორებისა და ტურისტული აგენტების ასოციაციის ხელმძღვანელებთან.

21 მარტი 2023, 13:58
საზოგადოება
„არემჯის“ 2023 წლის სასტიპენდიო პროგრამის რჩეული სტუდენტები გამოვლინდნენ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „არემჯის“ სასტიპენდიო პროგრამის რჩეული სტუდენტები გამოვლინდნენ, რომელთაც კომპანიისგან ერთწლიანი სტიპენდია გადაეცემათ.

21 მარტი 2023, 13:56
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე კეზერაშვილზე: მედიამფლობელობა არ შეიძლება ინდულგენცია იყოს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არ შეიძლება ინდულგენცია იყოს ჟურნალისტური საქმიანობა, მედიამფლობელობა, ან ნებისმიერი სხვა სფერო. ამით პოლიტიკოსი დავით კეზერაშვილზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

21 მარტი 2023, 13:55
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ხელისუფლება ერთი წელია ცდილობს იმ შეტევების მოგერიებას, რომლის საბოლოო მიზანია, ქვეყანა საომარი პლაცდარმი გახდეს
ერთი წელია ქვეყანას უწევს ბეწვის ხიდზე სიარული, ამას ყველა ვხედავთ, მაგრამ ვიღაც აღიარებს, ვიღაც - არა. ხელისუფლება ერთი წელია ცდილობს იმ შეტევების მოგერიებას, რომლის საბოლოო მიზანი არის, რომ ეს ქვეყანა რაღაცნაირად, საომარი პლაცდარმი გახდეს და შეიჭრას იმ თემაში, რასაც „მეორე ფრონტი“ ჰქვია. ეს არის სიმართლე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

21 მარტი 2023, 13:49
რეგიონი
აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35%-ით გაიზარდა
,,ბიზნეს საქმიანობის ეს დადებითი ტენდენცია განპირობებულია იმ სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება. შესაბამისად, ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურ ბიზნეს გარემოს. ეს არის განმაპირობებელი იმ ნდობის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ როგორც ეკონომიკურ, ისე საინვესტიციო პოლიტიკას, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ შარშანდელი შედეგები“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

21 მარტი 2023, 13:45
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: საზღვარგარეთ ახალგაზრდების განათლების და სტაჟირების დაფინანსება გაორმაგდება
აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ 2023 წელს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამით საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება 400 სტუდენტს დაუფინანსდება.

21 მარტი 2023, 13:42
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: სახალხო პარტიის ინიციატივა არის მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ადგილი ჰქონდა საუკუნის აფიორას
ევროპის ყველაზე დიდი პარტია, სახალხო პარტიის ინიციატივა არის მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ადგილი ჰქონდა საუკუნის აფიორას. რაც საქართველოში მონათლეს რუსულად, ის ამერიკულია ევროპაში, ის ამერიკულია კანადაში, ის ამერიკულია ავსტრალიაში, ის ამერიკულია დიდ ბრიტანეთში, ის ამერიკული ისრაელში და ა.შ., - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

21 მარტი 2023, 13:40
საზოგადოება
რატი იონათამიშვილი: ყველაზე სასარგებლო, ზუსტი რჩევები და რეკომენდაციები შეიძლება თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებმა გვითხრან
„როდესაც ამ დღეს აღვნიშნავთ, ან ფერადი წინდებით ვპოზირებთ ხოლმე ეკრანებთან, ან ვესაუბრებით მესამე პირებს, მაშინ, როდესაც ყველაზე სასარგებლო, ზუსტი რჩევები და რეკომენდაციები თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებმა შეიძლება გვითხრან“.

21 მარტი 2023, 13:39
თავდაცვა
თავდაცვის მინისტრმა „შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა
შუმანის ფორუმი ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება, რათა მონაწილეებმა კოლექტიურად შეაფასონ განვითარებადი გეოპოლიტიკური კონტექსტი, ასევე, განიხილონ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

21 მარტი 2023, 13:35
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილის შეფასებით, მარგველაშვილი ანტიკონსტიტუციურ მისწრაფებებს ესარჩლება, რომელიც არჩევს რომელ რადიკალთან ითანამშრომლოს: კეზერაშვილთან თუ გახარიასთან და მერაბიშვილთან
„ელექტორალურად სრულიად გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანამატები, რომელთაც არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვთ, არ აკლებენ მცდელობას, გააღრმავონ რადიკალიზაციის ნიშნული, ტყუილების პროპაგანდით საზოგადოებაში გამოიწვიონ ტემპერატურის აწევა და ძალადობით დააბრუნონ სააკაშვილი ხელისუფლებაში“, -განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

21 მარტი 2023, 13:34
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე Politico-ს სტატიაზე: ყველანაირი მტკიცებულება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ბიძინა ივანიშვილს არც კრემლთან და არც რუსეთთან
„პირველ რიგში, არ ვიცი საგარეო საქმეთა მინისტრები, საუბრობენ, თუ არ საუბრობენ. მეორე, შეკვეთილი სტატიები ძალიან ბევრი იწერება. რაც შეეხება კრემლთან კავშირზე საუბარს“

21 მარტი 2023, 13:32
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: ბოლშევიკური „ტროიკა“ პირდაპირაა ჩართული ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში, რომლის მიზანია, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
ბოლშევიკური „ტროიკა“ პირდაპირ ევროკავშირის დერეფნებში დადის და აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

21 მარტი 2023, 13:32
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა მარნეულში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა
მარნეულში გამართულ ღონისძიებას პრემიერთან ერთად დაესწრნენ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი,

21 მარტი 2023, 13:31
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ვინც დღეს ბოიკოტი გამოუცხადა არა პარლამენტს, არამედ 12 რეკომენდაციის შესრულებას, მათ მიერ განხორციელებულ საუკუნის „აფიორასთან“ გვქონდა საქმე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის ბიოკოტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ დღეს ბოიკოტი გამოუცხადეს არა პარლამენტს, არამედ 12 რეკომენდაციის შესრულებას.

21 მარტი 2023, 13:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: შეიძლება გუნდის ფარგლებში გარკვეული გადაადგილებები იყოს
„ირაკლი კოვზანაძის პარლამენტიდან გასვლა არ უკავშირდებოდა კანონპროექტს, რომელიც დაინიცირებული იყო. მას ჰქონდა თავისი მიზეზი, მას სურს კერძო სექტორში დაბრუნება და ეს გადაწყვეტილება ამის გამო მიიღო. ჩვენ მის სურვილს და გადაწყვეტილებას პატივისცემით მოვეკიდეთ. სხვა გადაადგილებებს რაც შეეხება, შეიძლება, გუნდის ფარგლებში გარკვეული გადადგილებები იყოს“.

21 მარტი 2023, 13:20
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მათთან ერთად გადავწყვიტოთ ის საკითხები, რომლებიც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
,21 მარტი არის დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, რომლის საერთო გზავნილი წელს არის - “ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სესიის გახსნის დროს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს.

21 მარტი 2023, 13:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე კეზერაშვილზე: ტელევიზიის ფლობა ინდულგენცია ვერავისთვის იქნება
ყველამ იცის ვინ არის კეზერაშვილი და რით აქვს მას ნაშოვნი ფული. ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო და შემდეგ უკვე კერძო სტრუქტურიდან ძარცვავდა ბიზნესს საქართველოში. მას ფული აქვს ნაშოვნი ქართული ჯარის გაძარცვის ხარჯზე. მილიონები იშოვა ქართული ჯარის გაძარცვის ხარჯზე. დღეს ის ფულს შოულობს ევროპელი პენსიონერების ძარცვის ხარჯზე და ამ ყველაფრის მიუხედავად, მას აქვს უზრუნველყოფილი ევროპაში თავისუფალი მიმოსვლა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

21 მარტი 2023, 12:55
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ლიბერალურ-ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებს საქართველოში, სწორედ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არის ინიცირებული
მე რამდენადაც ვიცი, დიმიტრი სამხარაძემ უარყო ასეთი მუქარა და ბუნებრივია ის უპასუხებს ამ შეკითხვას. მე გამიჭირდება ამაზე პასუხი, ვიდრე არ მეცოდინება დეტალები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

21 მარტი 2023, 12:55
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: სადაც იქნება ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა, რა თქმა უნდა მხედველობაში მივიღებთ
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის გაცნობა ვერ მოვახერხე, თუმცა ვნახე რამდენიმე სათაური. რა თქმა უნდა, ყურადღებით გავეცნობით ანგარიშს, სადაც იქნება ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა, რა თქმა უნდა მხედველობაში მივიღებთ. შეიძლება იყოს ისეთი კრიტიკა, რომელიც არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს, ამაზეც, რა თქმა უნდა, გვექნება შესაბამისი რეაქცია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.