imedi /  07 მარტი 2023, 10:18 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე აგენტების ამერიკულ კანონზე: მარტო ერთი არგუმენტი ამართლებს ამ კანონის მიღებას, ეჭვი ხომ არავის ეპარება, რომ ძალიან მსხვილი რუსული ფინანსები მიემართებოდა იმისთვის, რომ ნამახვანჰესის მშენებლობას ხელი შეშლოდა

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

არაფერი არგუმენტი რომ არ არსებობდეს, ერთი არგუმენტი ამართლებს მარტო ამ კანონის მიღებას. ნამახვანჰესის წინააღმდეგ კამპანია გახსოვთ? ეჭვი ხომ არავის ეპარება და ზუსტად ხომ გვაქვს ყველას, მათ შორის თქვენც ინფორმაცია, რომ რუსული ინტერესი და რუსული ფინანსები იყო, გარკვეულწილად, ყველაზე არ ვლაპარაკობ იქ ჩართულ ადამიანებზე, გარკვეული მიმართულებებით მიემართებოდა რუსული ძალიან მსხვილი ფინანსები იმისთვის, რომ ნამახვანჰესის მშენებლობას ხელი შეშლოდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძე ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ზუსტად პარტნიორი ქვეყნებიდან და ამ ქვეყნების გარკვეული ორგანიზაციებიდან დაფინანსებული ენჯეო სექტორის წარმომადგენლებიც „უსაფორთებდნენ“ ამ კამპანიას.

მისივე თქმით, როდესაც გაჩნდება კითხვა, თუ რატომ ხდება, რომ რუსული ინტერესი ემთხვევა, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, რომელიღაცა ორგანიზაციიდან დაფინანსებული ენჯეო სექტორის წარმომადგენლის ინტერესს, იქ ბევრი საინტერესო რაღაც შეიძლება ამოვარდეს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ უბრალოდ იყოს გამჭვირვალე, საიდან იღებენ და რაში იხარჯება თანხები. მეტი არაფერი იქ არ არის. მისივე თქმით, ამის გაყიდვის მცდელობა აქვთ რუსულად და უხერხულობის გრძნობა იმ ხალხს, რომელიც ამაზე ლაპარაკობს, საერთოდ არ გააჩნია არცერთს.

„დამემოწმებით თითოეული თქვენგანი, დარწმუნებული ვარ, ოპერატორებსაც კი ემახსოვრებათ და საზოგადოების წევრებსაც, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან და ამ ქვეყნების გარკვეული ორგანიზაციებიდან დაფინანსებული ენჯეო სექტორის წარმომადგენლებიც ე.წ. ასე რომ დავარქვათ „უსაფორთებდნენ“ ამ კამპანიას. დღეს მე ახლა მტკიცებით ფორმატში ვამბობ, რომ გვაქვს ინფორმაცია. დოკუმენტზე ასახული არც ის მაქვს, რომ რუსეთიდან ფინანსდებოდა და არც ამ კამპანიისთვის რომ ფინანსდებოდა ქართული ენჯეო. მაგრამ ეს ხომ ყველამ ვიცით ზეპირად. როდესაც ფურცელზე დაიწერება ეს ყველაფერი, შემდეგ კითხვას დასვამს ქართველი კაცი თუ ქალი თამამად, რატომ ხდება, რომ რუსული ინტერესი, რომ ენერგო დამოუკიდებლობა ამ ქვეყნის არ არსებობდეს, ემთხვევა ჩვენი მეგობარი ქვეყნის, რომელიღაცა ორგანიზაციიდან დაფინანსებული ენჯეო სექტორის წარმომადგენლის ინტერესს.
რატომ ხდება, რაშია საქმე, ამის შემდეგ კითხვას დავსვამ და იქ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც შეიძლება ამოვარდეს. დღეს, ხალხს ატყუებთ, რომ გამჭვირვალეა ყველაფერი და სთავაზობთ, რომ შემოსავლებში წავიდეს ადამიანი, შემდეგ სუსში, სადაც ინფორმაციას ვერ მისცემენ უსაფრთხოებიდან გამომდინარე. სუსში თუ არა შემდეგ უნდა წახვიდე შემოსავლებში და იქ მოიკითხო - დღგ გადასახადიდან ისედაც გათავისუფლებულები არიან, საშემოსავლო გადასახადიდან რაღაც ივარაუდო, მერე გრანტების შესახებ კანონის მიხედვით სადღაც წახვიდე და ასე უნდა იარო. საბოლოდ საბუღალტრო ექსპერტიზები უნდა ატარო იმისთვის, რომ დაახლოებითი წარმოდგენა შეგექმნას. საუბარია იმაზე, რომ იყოს უბრალოდ გამჭვირვალე, საიდან იღებს და რაში ხარჯავს. მეტი არაფერი იქ არ არის და ადმინისტრაციული ჯარიმა წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ამას არ გააკეთებს და ეს გაყიდეთ რუსულად. ამის გაყიდვის მცდელობა გაქვთ რუსულად და უხერხულობის გრძნობა იმ ხალხს, რომელიც ამაზე ლაპარაკობს , საერთოდ არ გააჩნია არცერთს.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ყველა სიახლე

20 მარტი 2023, 17:42

სპორტი

სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი ბეთლაივის ბრენდ ამბასადორები გახდნენ

კომპანია ბეთლაივმა ბრენდ ამბასადორად ორი გამორჩეული ახალგაზრდა სპორტსმენი: სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი წარადგინა. ქართული სპორტის მხარდაჭერის პროცესში, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს გლობალურ ასპარეზზე წარმატებულ ქართველ სპორტსმენებთან და მათთან ერთად არაერთ საინტერესო კამპანიას გეგმავს.

ჯოზეფ ბორელი

20 მარტი 2023, 17:30

პოლიტიკა

ჟოზეფ ბორელი: პრეზიდენტ პუტინს დააპატიმრებენ მაშინვე, როგორც კი ის რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყანაში ჩავა

თუ პრეზიდენტი პუტინი გადაწყვეტს 130-მდე ქვეყანაში ჩავიდეს, მაშინ ყველა სახელმწიფო ვალდებულია ის დააპატიმროს, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

20 მარტი 2023, 17:09

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: ვფიქრობ, რომ ახლა ქვეყანაში ამაზე ბოროტი პოლიტიკური დაჯგუფება არ არსებობს - ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს

ბევრი ადამიანი ჩემ გარშემო ამ კლოუნებს სასაცილოდაც არ მიიჩნევს, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ახლა ქვეყანაში ამაზე ბოროტი პოლიტიკური დაჯგუფება არ არსებობს, - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის, „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს.

20 მარტი 2023, 16:47

თავდაცვა

სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი დასრულდა

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის (PFP) ფარგლებში სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი დასრულდა. ნატოს წევრი და არაწევრი 6 ქვეყნის 25 სამხედრო მოსამსახურე სამთო მომზადებას სამი კვირის განმავლობაში ბაკურიანში გადიოდა.

20 მარტი 2023, 16:46

პოლიტიკა

წესებისა და ნორმების დარღვევით წიაღით სარგებლობისათვის ჯარიმა 500 ლარიდან 2 000 ლარამდე გაიზრდება

კომიტეტის სხდომაზე სსიპ მინერალური რესურსების სააგენტოს უფროსის პირველმა მოადგილემ ნანა ზამთარაძემ წარადგინა პროექტი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმებს შეეხება, რომლებიც წიაღით სარგებლობის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებს განსაზღვრავს.

მანქანიდან გამონაბოლქვი

20 მარტი 2023, 16:39

პოლიტიკა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებით, სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დადგენილი ნორმების დარღვევისათვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსმა არჩილ ადამიამ აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შედეგად, დაწესდება მკაცრი საჯარიმო სანქციები სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისათვის, ასევე გამოსწორდება კოდექსში არსებული ხარვეზები.

ეკა სეფაშვილი

20 მარტი 2023, 16:25

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჩვენს წერილში აშკარა ფაქტებია მოყვანილი - ახლა ჯერი საზოგადოებაზეა, რომელიც, როგორც ყოველთვის, სწორ დასკვნას გამოიტანს და სწორ არჩევანს გააკეთებს

„ჩვენ საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვაქვს ის ინფორმაცია და მოვლენები, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა საქართველოში - ჩვენ ხაზს ვუსვამთ გლობალური ომის პარტიის იმ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების წინააღმდეგ და რომლის ერთადერთი მიზანიც“

რატი ბრეგაძე

20 მარტი 2023, 16:21

სამართალი

რატი ბრეგაძე: სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნებიან წინააღმდეგი, თუ უშუალოდ სააკაშვილი ან მისი ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მსჯავრდებული მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნებიან წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს ადგილზე, კლინიკა „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

რატი ბრეგაძე

20 მარტი 2023, 16:16

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ადვოკატებმა გასულ წელს მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და ვნახეთ, რა შედეგიც დადგა, ძირითადი სარჩელიც კი გამოითხოვეს, წელს მიმართავენ თუ არა, მათი გადასაწყვეტია

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს აქვთ უფლება, მიმართონ როგორც ეროვნულ სასამართლოებს, ასევე სტრასბურგის სასამართლოსაც, ეს მათი გადასაწყვეტია, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას.

ირაკლი ხმალაძე

20 მარტი 2023, 16:02

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: 1-ელ აპრილს სისტემა, დაახლოებით, 35 ათას A კატეგორიის ტაქსების ნებართვას დააგენერირებს

„taxi.tbilisi.gov.ge-ზე არის ერთ-ერთი ველი, სადაც განთავსებული იქნება გასაყიდად გამოტანილი ნებართვები. ვისაც სურვილი ექნება, რომ ნებართვა გაყიდოს, ამ ველზე უნდა განათავსოს ინფორმაცია. ასევე, ვისაც ნებართვის შეძენა სურს, შეუძლია ამ ველზე მოიძიოს ინფორმაცია გასაყიდი ნებართვების შესახებ“, - აღნიშნა ხმალაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი; გიორგი ამილახვარი

20 მარტი 2023, 15:57

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი ამილახვარს აქვს ძალიან კარგი განათლება მიღებული და წარმატებული ადამიანია. დარწმუნებული ვარ, წარმატებული მინისტრი იქნება

დღეს წარმოგიდგენთ განათლების და მეცნიერების ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს. მას აქვს ძალიან კარგი განათლება მიღებული და ძალიან წარმატებული ადამიანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 მარტი 2023, 15:49

პოლიტიკა

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს, ილია დარჩიაშვილსა და ლაშა ხუციშვილს მოუსმენს

„მოგახსენებთ მიმდინარე კვირის დაახლოებით განრიგს. ხვალ ტრადიციულად გვექნება პოლიტიკური განცხადებები, შემდეგ კანონპროექტების განხილვა. ოთხშაბათს პროექტებთან ერთად ასევე გვექნება კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მოსმენა. ასევე, კომიტეტებს გთხოვთ, რომ წარმოადგინოთ ანგარიშები, დარჩენილი რაც არის. ხუთშაბათს იქნება ფინანსთა მინისტრის საათი, პარასკევს პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

20 მარტი 2023, 15:47

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი: დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტები გადამოწმდება და მათი საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება

„შემიძლია დავადასტურო, რომ წამლის ლაბორატორია უკვე მზად არის. ახლა ტექნიკურ დეტალებსა და საორგანიზაციო საკითხებზე ვთანხმდებით. ვგეგმავთ, როდის უნდა გაიხსნას“

ირაკლი ღარიბაშვილი

20 მარტი 2023, 15:44

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი და თავისი სურვილით უბრუნდება აკადემიურ საქმიანობას

მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო, 4 წელი ემსახურა ქვეყანას და ახალგაზრდა თაობას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი და თავისი სურვილით უბრუნდება აკადემიურ საქმიანობას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 მარტი 2023, 15:28

რეგიონი

21-22 მარტს გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 21 მარტის 23:00 სთ-დან 22 მარტის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 22 მარტის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 მარტი 2023, 15:16

პოლიტიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე აღარ გაიცემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

20 მარტი 2023, 15:05

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე ოპოზიციურ მედიას: დაინახეთ, რომ მკვლელობის, სამშობლოს ღალატისა და სხვა ცილისწამებათა დაბრალება ცუდი საქციელია?! იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციურ მედიას მიმართავს და აცხადებს, რომ მკვლელობის, სამშობლოს ღალატისა და სხვა ცილისწამებათა დაბრალება ცუდი საქციელია.

მიხეილ სააკაშვილი

20 მარტი 2023, 15:04

პოლიტიკა

გიული ალასანია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა ოჯახს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში ისევ არ შეაქვს

გიული ალასანია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა ოჯახს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში არ შეაქვს. ალასანია ამბობს, რომ არ იცის, თუ როდის მიმართავენ ევროპულ სასამართლოს. ამის შესახებ კომენტარს არც სააკაშვილის ადვოკატები აკეთებენ.

გიორგი ჩაკვეტაძე; თენგიზ შარმანაშვილი

20 მარტი 2023, 14:58

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარსა და ირაკლი კოვზანაძეს პარლამენტში გიორგი ჩაკვეტაძე და თენგიზ შარმანაშვილი შეცვლიან

გიორგი ამილახვარს პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის. ამილახვარი პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრმა იგი განათლების მინისტრად დღეს წარადგინა.

სი ძინპინი

20 მარტი 2023, 14:54

პოლიტიკა

სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა

„რთულ პრობლემებს მარტივი გადაწყვეტა არ აქვთ“, - წერს ჩინეთი ლიდერი და მხარეებს ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების 12-პუნქტიან გეგმას სთავაზობს. ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს კარგ ძველ მეგობარს უწოდებს, რომელსაც კონსტრუქციული როლის შესრულება შეუძლია.