თეა წულუკიანი: ელჩი გვეუბნება, რომ ამერიკული კანონი ამერიკული არ არის, ქართული კანონი ქართული არ არის, სჯობს მას ვკითხოთ, რას გულისხმობს

თეა წულუკიანი
ფოტო: Facebook
ელჩი გვეუბნება, რომ ამერიკული კანონი ამერიკული არ არის, ქართული კანონი ქართული არ არის. მე მართალი გითხრათ, კარგად ვერ გავიგე ვერც ლოგიკა, ვერც ფილოსოფია ამ განცხადებების უკან და სჯობს მას ვკითხოთ, რას გულისხმობს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტზე ამერიკის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.
ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ, როგორც აღმოჩნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს სხვა კანონი, რომელიც პირველ პროექტზე ასჯერ უფრო მკაცრია.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც აღმოჩნდა, მოქმედებს არა ეს კანონი, რაზეც არის ახლა მთავარი აქცენტი, არამედ სხვა კანონი, რომელიც ასევე იდენტური იხილება პარლამენტში, რომელიც არის პირველ პროექტზე ასჯერ უფრო მკაცრი. როგორც თავიდან ვიცოდით, რასაც ვიგებთ, თავიდან სწორედ პირველი მსუბუქი ვარიანტი დაინიცირდა. ამერიკული კანონი ამერიკული არ არის - რას ნიშნავს, მე არ მესმის, ქართული კანონი ქართული არ არის - ესეც არ ვიცი, რას ნიშნავს. მე აქამდე ვიცოდი, რომ ეს ადამიანები, ვინც ეს პროექტი შექმნა და დააინიცირა - სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, ეკა სეფაშვილი და სხვები, ვიცოდი რომ ქართველები არიან, მგონი სწორად მგონია. დღეს გვეუბნებიან, რომ მარტო ესენი კი არა, თქვენ ყველანი რუსები ხართ, ამ დროს რუსულად გამარჯობა როდის ვთქვით, აღარც გვახსოვს, ჩვენი შორეული ბავშვობის ნაწილია ეს ყველაფერი. არც მათზე ნაკლები დასავლური განათლება გვაქვს რომელიმეზე და მგონია, რომ ჩვენ როგორც ამ ქვეყნის შვილებმა, ქართველებმა, პროქართველებმა და არ მინდა ვიფიქრო, რომ ვიღაც პროქართველობას არ გვპატიობს, რაღაცები ჩვენც ვიცით, რაღაცები ჩვენც გვსმენია. ამიტომ უნდა დავიჯეროთ, ალბათ, მთელმა ქვეყანამ ჩვენივე ძალების, რომ რაღაც ჩვენც შეგვიძლია. რა თქმა უნდა, სტრატეგიულ პარტნიორს უნდა ვკითხოთ აზრი, როგორც აქამდე ვაკეთებდით და ვიყოთ თანამშრომლობაში, ოკუპანტი ოკუპანტია და დეოკუპაციისთვის უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, როგორც ამას ვაკეთებდით, მაგრამ ეს აღრევა ყველაფრის ბოლოს იქამდე მივა საქმე, რომ ჩვენ არ მოვწონვართ ვიღაცას, როგორც, მაგალითად, ხანდახან დედამთილს არ მოსწონს რძალი და რა ქნას ახლა ამ რძალმა, გამოაცხო ერთი ხაჭაპური, ორი ხაჭაპური, მაინც არ მოსწონს.“- განაცხადა თეა წულუკიანმა.
ყველა სიახლე

24 მარტი 2023, 00:20
პოლიტიკა
სოზარ სუბარი პარლამენტიდან გაწვეულ კანონპროექტებზე: ძალიან ბევრი ქვეყანა წავა ამ გზით, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამჭვირვალობისთვის
ძალიან ბევრი ქვეყანა წავა ამ გზით, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამჭვირვალობისთვის, რაც გაძლევს საშუალებას, თავიდან აიცილო საფრთხეები: ეს შეიძლება იყოს კორუფცია, ეროვნული უსაფრთხოება და უამრავი სხვა რამ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტიდან გაწვეულ კანონპროექტების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

24 მარტი 2023, 00:06
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: დღეს „ნაცმოძრაობის“ მიერ მართულ არხებზე გამოჩნდა ასეთი სათაურები - „ქართული გაზაფხული“, „თბილისური გაზაფხული“ - ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია
დღეს „ნაცმოძრაობის“ მიერ მართულ არხებზე გამოჩნდა ასეთი სათაურებიც - „ქართული გაზაფხული“, „თბილისური გაზაფხული“, ამის სუნი იგრძნეს ევროპელებმა... გივი თარგამაძემ გამოაქვეყნა პარიზის ფოტოები, პოლიციის დამწვარი მანქანები, განადგურებული ქუჩები და დაწერა, რომ ეს არის ნამდვილი ევროპა, ასეთი უნდა იყოს ევროპელი და ქართველი ახალგაზრდობა. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

23 მარტი 2023, 23:50
სამართალი
რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ „კორტების სპეცოპერაცია“, რომლის დამგეგმავები და განმახორციელებლები თითქმის გმირებად შერაცხეს, იყო მიზანმიმართული მკვლელობა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა ქართველი ხალხი, რომ „სპეცოპერაცია“, რომლის დამგეგმავები და განმახორციელებლები თითქმის გმირებად შერაცხეს, იყო მიზანმიმართული მკვლელობა, და არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

23 მარტი 2023, 23:48
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: მტკნარი სიცრუეა, თითქოს პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ
რამდენიმე დღის წინ კვლავ იყო ამ თემის აქტუალიზების მცდელობა და ითქვა, რომ თითქოსდა დაქოქოლია თვითმფრინავი, რომელშიც სხედან პოლონელი ექიმები და მათ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან - ეს მტკნარი სიცრუეა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

23 მარტი 2023, 23:40
სამართალი
რატი ბრეგაძე „ვივამედის“ განცხადებაზე: ეს არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი, ჩვენ გამოვიყენებთ რჩევებს და ამ საკითხს კომპლექსურად განვიხილავთ
რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილის გარემოცვა მიზანმიმართულად ცდილობს გააუარესოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც იუსტიციის მინისტრმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არა თუ „ვივამედში“, არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის დღიდან მიმართავს მიზანდასახულად თვითდაზიანებას, რომ ამ ფორმით მოეპოვებინათ თავისუფლება.

23 მარტი 2023, 23:30
სამართალი
რატი ბრეგაძე: სააკაშვილი უნდა დაემორჩილოს მკურნალობის კურსს და მისმა მომხრეებმაც ხელი უნდა შეუწყონ მკურნალობაში, თუ მისი მიზანი ჯანმრთელად ყოფნაა
მიხეილ სააკაშვილი უნდა დაემორჩილოს მკურნალობის კურსს და მისმა მომხრეებმაც ხელი უნდა შეუწყონ ამ ადამიანს მკურნალობაში, თუ მისი მიზანი ჯანმრთელად ყოფნაა. ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანი იყოს კარგად, ხოლო მას არ უნდა, რომ იყოს კარგად, იმიტომ რომ ცუდად ყოფნით ეძებს ციხიდან გამოსასვლელ გზას - ეს არ მოხდება, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

23 მარტი 2023, 23:16
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: რაც ხდება სააკაშვილის გარშემო, არახალია - მის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის შემდეგ დაიწყო ეს სერიალი, რომელიც დღემდე გრძელდება და მაშინ აქტიურდება, როდესაც მათ სიტუაციურად აწყობთ
რაც ხდება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის გარშემო, არახალია - მის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთის შემდეგ დაიწყო ეს სერიალი, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელიც მაშინ აქტიურდება, როდესაც მათ სიტუაციურად აწყობთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

23 მარტი 2023, 23:13
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ხატია დეკანოიძე პარტიას ტოვებს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

23 მარტი 2023, 22:30
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: დარწმუნებული ვარ, რადიკალურ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნება, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავს
„ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი. დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნებათ, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავენ. მათი მთავარი ამოცანაა, არანაირი ცივილური განხილვა არ იყოს. დიდი ხანია, ისინი ამ რეჟიმში მუშაობენ. ეს არის ადამიანების გუნდი, რომელსაც შეიძლება, რევოლუციური კომიტეტი ვუწოდოთ, რომლის მიზანია სხვა ამოცანების განხორციელება და არა – რეკომენდაციების შესრულება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

23 მარტი 2023, 22:22
მსოფლიო
უკრაინის გენერალურმა შტაბმა უარყო მის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ ოკუპანტებმა ნოვა-კახოვკა დატოვეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უარყო მის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ქალაქი ნოვა-კახოვკა დატოვეს.

23 მარტი 2023, 22:18
სამართალი
პროკურატურამ თბილისში, მუხიანის დასახლებაში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
„სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

23 მარტი 2023, 21:52
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე: თუ გვინდა ევროპული კლუბის წევრობა და ეს ასეა, მაშინ ჩვენ უნდა მოვიქცეთ, როგორც ევროპელები - ვფიქრობ, რომ ბოიკოტში ყოფნა არ გამოადგება პარტიას
მე მუდმივად ვფიქრობდი, რომ თუ ჩვენ პარლამენტში შემოვედით, ჩვენი მანდატი უნდა გამოგვეყენებინა, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

23 მარტი 2023, 21:38
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი: რუსმა ოკუპანტებმა ნოვა-კახოვკა დატოვეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ქალაქი ნოვა-კახოვკა დატოვეს.

23 მარტი 2023, 21:20
მსოფლიო
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: თუ პოლიტიკა გადაწყვეტს, ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრში, მაშინ სპორტი და სპორტსმენები პოლიტიკის ინსტრუმენტები გახდებიან
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ტომას ბახმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან გამიჯნონ და დაიცვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გეგმა 2024 წლის პარიზის თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ჩართვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

23 მარტი 2023, 20:20
სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველები ძალადობრივ დანაშაულებში ამხილა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში ამხილა.

23 მარტი 2023, 20:06
მსოფლიო
პარიზში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა
პარიზში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

23 მარტი 2023, 19:57
ეკონომიკა
პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
საინტერესო და ყოვლისმომცველი პრეზენტაცია იყო, -ასე შეაფასა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ანგარიში, რომელიც მან მინისტრის საათის ფორმატში გააცნო დეპუტატებს და მოსახლეობას.

23 მარტი 2023, 19:41
პოლიტიკა
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: ნატოს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ შეხვედრამ საშუალება მისცა მხარეებს განეხილათ საქართველოსთან ნატოს პარტნიორობის როლი და მნიშვნელობა.

23 მარტი 2023, 19:08
სამართალი
პროკურატურა: სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი პროცესები წარიმართა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით
„სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი პროცესები, წარიმართა საქართველოს კანონმდებლობისა და ევროპული სტანდარტების სრული დაცვით და საქმეში არსებობდა გამოძიების მიერ მოპოვებული და შეკრებილი კომპლექსური, ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რასაც დასაბუთებულად და კანონიერად ეყრდნობოდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები“.

23 მარტი 2023, 19:02
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება.