www.imedi.ge /  08 მარტი 2023, 15:52 / სანდო წყარო

კახა კალაძე: თავად თუ არ იცი შენი ქვეყნის ფასი, ევროპა არ მიგიღებს, ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ მონობა ქართველების ხასიათში არ ზის და შესაბამისად, ჩვენი ხალხის დამონების პრეტენზია არავის უნდა ჰქონდეს

კახა კალაძე

კახა კალაძე

ჩემმა პირადმა გამოცდილებამ დამარწმუნა, თუ თავად არ იცი შენი ქვეყნის ფასი, თუ არ გიყვარს შენი ქვეყანა, შენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, წარსული, ის ღირებულებები, რაც შენს ქვეყანას გააჩნია, მერწმუნეთ, არც ევროპა მიგიღებს და არც ევროპა დაგაფასებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კახა კალაძე გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„რამდენიმე დღეა, იზოლაციაში ვიმყოფები, კორონავირუსი დამიდასტურდა. მკურნალობას ვაგრძელებ და იმედი მაქვს, მომავალი კვირიდან გავაგრძელებ ჩემს სამსახურებრივ საქმიანობას. მინდა, რამდენიმე სიტყვა ვთქვა და დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება გუშინ და ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა მინდა, დავიწყო გუშინ განვითარებული მოვლენებით. არაერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ევროპა თითოეული ჩვენგანის არჩევანი და მიზანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ევროპა ისტორიულად დაკავშირებულია ქრისტიანობასთან, აგრეთვე დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, სამართლის უზენაესობასთან, ღირსების პატივისცემასთან.

„ეს არის ის ფასეულობები, რომლისკენაც ქართველები დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფვოდით და დღესაც ვისწრაფვით. მინდა ვთქვა, რომ ევროპაზე საუბრისას პირადად მე, ხშირად ოპონენტების მხრიდან მხვდება სტატუსები, მწერენ ხოლმე, კარგია კახა შოპინგი ევროპაში? – ახლა არ შევალ სიღრმეებში, თუმცა მინდა, ხაზი გავუსვა ერთ რამეს, ნიშანდობლივია, რომ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ევროპა შოპინგამდე დაჰყავთ, რაც მათ მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ადამიანებს ღირებულებები არ აქვთ.

ჩემი საუკეთესო წლები გავატარე ევროპაში, ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, ჩემი წარმატებები დაკავშირებულია მილანთან და ევროპასთან, რითაც ვამაყობ და ყოველთვის ვცხოვრობ ევროპული ღირებულებებით. ვამაყობ ჩემი ქვეყნით, ჩემი ქვეყნის ტრადიციებით და კულტურით, ამ მიდგომით და ტრადიციებით ვზრდი შვილებს.

ჩემთვის ევროპა არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს. მე, როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდიოდი, დღესაც ასე დავდივარ ამაყი და თავაწეული, მომავალშიც ასე ვივლი.

ჩემმა პირადმა გამოცდილებამ დამარწმუნა, თუ თავად არ იცი შენი ქვეყნის ფასი, თუ არ გიყვარს შენი ქვეყანა, შენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, წარსული, ის ღირებულებები, რაც შენს ქვეყანას აქვს, მერწმუნეთ, არც ევროპა მიგიღებს და არც ევროპა დაგაფასებს. თუ ჩვენი ოპონენტების არჩევანი ევროპისკენ ცალ ფეხზე სიარულია, ეს თქვენი ნებაა, თუმცა გარწმუნეთ, რომ ცალ ფეხზე სიარულითა და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერასდროს შევალთ. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ მონობა არც ქართველების ხასიათში ზის და შესაბამისად, ჩვენი ხალხის დამონების პრეტენზია არავის უნდა ჰქონდეს. შეგახსენებთ, რომ ევროპულ გზაზე ყველაზე ხელშესახები შედეგები, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჰქონდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

ილია დარჩიაშვილი

22 მარტი 2023, 20:33

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ბატონ ბორელთან გვექნება საუბარი 12 პუნქტის მიმართულებით შესრულებულ სამუშაოზე, ვფიქრობ ძალიან დროული და მნიშვნელოვანი შეხვედრაა

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა

ილია დარჩიაშვილი

22 მარტი 2023, 20:29

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: საქართველო ურყევად ადგას ევროინტეგრაციის გზას და ანალენა ბერბოკის ვიზიტიც ამის ძალიან ნათელი დასტურია - ეს დასტურია, რომ გერმანია იქნება ჩვენი ძლიერი მხარდამჭერი

ჩვენ გერმანიასთან გვაქვს ძალიან დინამიური ორმხრივი ურთიერთობები. ეს პროცესი დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტით გერმანიაში. მე მქონდა შესაძლებლობა რამდენჯერმე შეხვედრა გამემართა ჩემს გერმანელ კოლეგასთან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

კაია კალასი

22 მარტი 2023, 20:25

მსოფლიო

ესტონეთის პრემიერი: ნატოს ქვეყნები უნდა მოემზადონ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნები უნდა მოემზადონ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის და მოკავშირეებს მოუწოდა, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.

არჩილ თალაკვაძე

22 მარტი 2023, 20:22

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სამოქალაქო საზოგადოებას ყველაზე მეტად აზიანებს ის, რომ მათი სახელით ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო სამოქალაქო საზოგადოების პრინციპებთან, ევროპულ ღირებულებებთან

სამოქალაქო საზოგადოებას ყველაზე მეტად აზიანებს ის, რომ მათი სახელით აბსოლუტურად სხვა ინტერესების მქონე ადამიანები ლაპარაკობენ, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო სამოქალაქო საზოგადოების პრინციპებთან, ევროპულ ღირებულებებთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამის მაგალითია ის ადამიანები, რომლები პირდაპირ იღებენ რუსეთის ხელისუფლებიდან ანაზღაურებას და მორალს ხელისუფლებას უკითხავენ.

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 20:16

საზოგადოება

კახა ბექაური: შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ „მთავარი არხი“ გარკვეული თვალსაზრისით სპეციალურად არღვევდა კანონს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა, პარლამენტში ComCom-ის 2021 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, „მთავარი არხის“ სანქცირებასთან დაკავშირებით დეპუტატის კითხვას უპასუხა.

გიული ალასანია

22 მარტი 2023, 20:14

პოლიტიკა

გიული ალასანია: სადაც ჩემი შვილია მოთავსებული, ეს არ არის კლინიკა, ეს არის უშიშროების სამსახური

სადაც ჩემი შვილია მოთავსებული, ეს არ არის კლინიკა, ეს არის უშიშროების სამსახური, სადაც ყველა გადაწყვეტილებას უშიშროება იღებს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი ციხეში მოწამლეს და შესაბამისად, მისი მხრიდან უნდობლობა საფუძვლიანია.

თამარ გაბუნია

22 მარტი 2023, 20:00

საზოგადოება

თამარ გაბუნია: რესპუბლიკური საავადმყოფოს კომერციალიზაცია სრულიად გამორიცხულია. ასევე, არ შეიცვლება კლინიკის ლოკაცია

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი სახელმწიფო კლინიკა ზუსტად იმავე ადგილზე მოეწყობა, სადაც დღეს, რესპუბლიკური საავადმყოფო მდებარეობს.

ერიკ დიუპონ-მორეტი

22 მარტი 2023, 19:54

მსოფლიო

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა აქციებზე წესრიგის სერიოზული დარღვევის, თავდასხმისა და დეპუტატებზე მუქარის გამო დაკავებული დემონსტრანტების მიმართ სისტემატური და სწრაფი სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოითხოვა

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ერიკ დიუპონ-მორეტიმ პროკურორებს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის სერიოზული დარღვევის, ადამიანებსა და საკუთრებაზე თავდასხმისა და დეპუტატებზე მუქარის გამო დაკავებული დემონსტრანტების მიმართ სისტემატური და სწრაფი სისხლისსამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

22 მარტი 2023, 19:43

პოლიტიკა

„ვივამედი“: იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურის სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს სააკაშვილის „ვივამედში“ დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის მკურნალობა, რაზეც პაციენტი თანახმაა, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში

კლინიკა „ვივამედი“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უვბ;ე;ად გთავაზობთ.

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 19:27

საზოგადოება

პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანებზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2021 წელს სატელეკომუნიკაციო დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სულ შევიდა 367,373,890 ლარი. ხოლო, მაუწყებლების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილმა თანხამ კი 33,943,382 ლარი შეადგინა.

22 მარტი 2023, 18:50

საზოგადოება

ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება

იმავე პრინციპის შესაბამისად, თუ ზემოთხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა აღნიშნული გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

22 მარტი 2023, 18:43

მსოფლიო

ზელენსკიმ ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების პოზიციები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების პოზიციები მოინახულა.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 მარტი 2023, 18:36

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვენეციის კომისიიდან მოსულ რეკომენდაციებში გვეუბნებიან, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა დარეგულირდეს, რათა უხეშად არ დაირღვეს კონკრეტული ადამიანის უფლებები

ვენეციის კომისიიდან მოსულ რეკომენდაციებში გვეუბნებიან, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა დარეგულირდეს, რათა უხეშად არ დაირღვეს კონკრეტული ადამიანის უფლებები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

ემანუელ მაკრონი

22 მარტი 2023, 18:22

მსოფლიო

მაკრონი საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე ძალადობაზე: ძალადობა დასაგმობია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის ელოდება, რომ საპენსიო რეფორმის კანონპროექტი წლის ბოლომდე ამოქმედდება. სადავო საპენსიო რეფორმამ ძალადობრივი პროტესტი გამოიწვია საფრანგეთის მასშტაბით მას შემდეგ, რაც მთავრობამ რეფორმა პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა.

22 მარტი 2023, 18:09

საზოგადოება

დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებისთვის ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის სახელმწიფო მართვისა და მენეჯმენტის საკითხებზე ლექცია წაიკითხა. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ეროვნული თავდაცვის მნიშვნელობასა და კონკურენტუნარიანი ოფიცრების როლზე ქვეყნის უსაფრთხოებაში.

22 მარტი 2023, 18:07

პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ელჩებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ელჩებს შეხვდნენ. მათ, საკუთარი მოსაზრებები საბერძნეთის, უნგრეთის, საფრანგეთის, ნორვეგიის, შვედეთის, ნიდერლანდების და ფინეთის ელჩებს გააცნეს.

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 18:07

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში მედიაკრიტიკის პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ComCom-ის თავმჯდომარე კახა ბექაურმა, კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიში პარლამენტის პლენარულ სესიაზე წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, კომუნიკაციების კომისიის საქმიანობასა და პროექტებთან ერთად, მედიააკადემიის ერთ-ერთ მიმართულებაზე - მედიაკრიტიკის პლატფორმაზეც ისაუბრა.

22 მარტი 2023, 18:07

საზოგადოება

კახა ბექაური: მობილურ ინტერნეტს 3,75 მილიონი აბონენტი მოიხმარს, ფიქსირებულს კი მილიონზე მეტი

კახა ბექაურის განცხადებით, მობილურ ინტერნეტს 3,75 მილიონი აბონენტი მოიხმარს, რაც 2020 წელთან შედარებით, დაახლოებით ნახევარი მილიონით მეტია. ბოლო ხუთ წელიწადში კი, მობილური ინტერნეტ მომხმარებლის რაოდენობის საშუალო წლიურმა ზრდამ 9,5% შეადგინა

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 18:06

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარემ მედიასკოლისა და მედიალაბის მუშაობა შეაჯამა

პარლამენტში ComCom-ის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა, კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, მედიააკადემიის მიმართულებების, კერძოდ კი, მედიასკოლისა და მედიალაბის საქმიანობა შეაჯამა. „ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაარსებული მედიააკადემია, წარმატებით საქმიანობს და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. მედიააკადემია სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, ესენია: მედიასკოლა, მედიაკრიტიკა და მედიალაბი“ - განაცხადა ბექაურმა პარლამენტში.

22 მარტი 2023, 18:05

პოლიტიკა

დეპუტატებმა მტირალას ეროვნული პარკის გეოგრაფიული კოორდინატების ახლებურად განსაზღვრას მხარი დაუჭირეს

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით, ერთხმად მიიღო „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. ცვლილებების თანახმად, ახლებურად განისაზღვრება მტირალას ეროვნული პარკის გეოგრაფიული კოორდინატები.