სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს, აღმოფხვრას ნაპრალი მოსახლეობასთან და აჩვენოს, რომ არ არის არადეკლარირებული რუსული ძალა

სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: არქივი
ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს, აღმოფხვრას ნაპრალი მოსახლეობასთან და აჩვენოს, რომ ის არ არის არადეკლარირებული რუსული ძალა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სი-ენ-ენის“ ეთერში აისა სოარესთან გადაცემაში განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, იმ დროს, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მოლოდინშია და არავითარი საჭიროება არ ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის, ამ კანონმდებლობის წარდგენა რუსული პოლიტიკის ინტერესების გატარებად გამოიყურება.
„ხდება ხალხის ნების თავისუფლად გამოხატვის ჩახშობა. ხალხი გამოდის ერთადერთი მოთხოვნით, რომ გაიწვიონ უკან კანონი, რომელზეც, სავარაუდოდ, ვენეციის კომისია იტყვის, რომ არ გააჩნია საკუთარი პოზიცია. ასეთ დროს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ეს მათი ბოლო შანსია, აღმოფხვრას ნაპრალი, რომელიც სულ უფრო ღრმავდება. ბოლო შანსი აქვთ, აჩვენონ, რომ ისინი არ არიან არადეკლარირებული რუსული ძალა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
წამყვანის კითხვაზე, რატომ სურს ქვეყანას, რომელსაც ევროპული მისწრაფება აქვს, მიიღოს კანონი, რომელიც ანტიდემოკრატიულად შეფასდა და რატომ სურს ამ გზით წასვლა, ზურაბიშვილმა აღნიშნა: „ძალიან ნათელია, რომ ქვეყანასა და მოსახლეობას არ სურთ ეს გზა. ყოველ ჯერზე, საქართველოს უახლოეს ისტორიასა თუ წარსულში, არჩევანი არსებობდა და საქართველოს მოსახლეობის პასუხი იყო, მათ შორის, ძალიან ბევრჯერ ქუჩიდან, რომ ჩვენ გვსურს ევროპა, რომ ევროპაა ჩვენი მომავალი და ღირებულება, ეს ხდება ისევ. წარმოდგენილი კანონმდებლობა, რომელზეც ვთქვი, რომ ვეტოს დავადებ, ყველა იმ პრინციპის საწინააღმდეგოა, რომელსაც იცავს ევროკავშირი. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველომ რამდენიმე თვის წინ ვერ მიიღო, როდესაც ის მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას. საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ვიმყოფებით მათი მომავლისთვის, იციან, რომ მათი შვილების მომავალი განისაზღვრება იმით, თუ რას მოვიმოქმედებთ უახლოეს მომავალში და ისინი მკაფიოდ ამბობენ, რომ სურთ ევროპა“.
ყველა სიახლე

21 მარტი 2023, 15:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ეთიკის პირველი საკითხია, რომ პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში, როგორც ლექტორის, ისე სტუდენტის მხრიდან
„ეთიკის პირველი საკითხია, რომ პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში, როგორც ლექტორის მხრიდან, ისე სტუდენტის მხრიდან. ახალგაზრდობა არ არის გასამართლებელი საბუთი არავისთვის, ყველა სრულწლოვანია და ყველას აქვს პასუხისმგებლობა. ზიზღს, ადამიანის მტრად გამოცხადებას რომ არ ემიჯნებით და იმავე წინადადებაში გასული საუკუნის 30-იან წლებს ციტირებთ, რომელსაც თქვენი სიჩუმით მხარს უჭერთ, როცა დუმხართ იმაზე, რაც ხდება - როცა ბულინგია ლექტორებზე და ა.შ., ამაზე ხმას რომ არ იღებთ, ეს არის ცუდი. როცა ნაყიდი პროტესტია, თავიდანვე თუ არ ითქვა, ძირშივე თუ არ გაჩერდა, სადამდე მიგვიყვანს, მერე გაიხსენეთ გასული საუკუნის 30-იანი წლები. ყველას მოგიწოდებთ, ამ განცხადებაში შემომიერთდეთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

21 მარტი 2023, 15:35
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მოლდოვა მიისწრაფვის ევროპულ ოჯახში, თუნდაც საკუთარ სახელმწიფო ენაზე უარის თქმის ხარჯზე, მაგრამ აახლებს რუსეთის „გაზპრომიდან“ ბუნებრივი აირის მიღებას
მოლდოვაზე არაერთხელ დავწერეთ და მისი „უნიკალური“ გეოპოლიტიკური ადგილი აღვნიშნეთ: СНГ-ს მოქმედი წევრი, რომელმაც EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო არა პოლიტიკური ან ეკონომიკური რეფორმების, არამედ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური „პრაიდის“ ჩატარების ხარჯზე, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მოლდოვა „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღებას განაახლებს.

21 მარტი 2023, 15:35
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: დსთ-ს წევრმა მოლდოვამ, იმ ქვეყანამ, საქართველოს ყველა მაჩვენებლით რომ ჩამორჩება და მაინც ჩვენზე წინ დააყენეს, „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის შესყიდვა განაახლა
ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლისმიხედვითაც, კომპანია „მოლდოვაგაზმა“ რუსული „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის შესყიდვაგანაახლა.

21 მარტი 2023, 15:32
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: თუ „ქართული ოცნების“ გავლით ამ ქვეყნის დასჯა ვინმეს შეიძლება უნდოდეს, ეს იქნება ის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ აიტანს იმას, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოში ვიღებთ
თუკი „ქართული ოცნების“ გავლით ამ ქვეყნის დასჯა ვინმეს შეიძლება უნდოდეს, ეს იქნება ის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ აიტანს იმას, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოში ვიღებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

21 მარტი 2023, 15:26
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ნებისმიერი ჯგუფის უფლებები უნდა დავიცვათ, მაგრამ მეორე მხრივ უნდა ვამხილოთ, როცა ლგბტ პროპაგანდით ადამიანები გარკვეულ საკითხებს გვაპარებენ, რათა ჩვენი კრიტიკა მოხდეს დეპარტამენტისა და სხვა ანგარიშებში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომ „უნდა გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა და მათი უფლებების დაცვა“.

21 მარტი 2023, 15:25
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ბევრი რამ შეიძლება დააბრალოთ საქართველოს და მის ხელისუფლებას, მაგრამ არა რუსობა
„პირველ რიგში იმ კოლეგებს მივმართავ, ვინც ამ დარბაზიდან ხელაღებით აწარმოებს ტყუილზე დაფუძნებულ ზიზღის, სიძულვილის, უმძიმესი ბრალდებების დაუნდობელ კამპანიას და შეგნებულად ახალისებს ძალადობას ამ ქვეყანაში: თქვენი ძლიერი მხარე არის მხოლოდ სიყალბე, ტყუილი და სიძულვილი. სამივე განწირულია მარცხისთვის. აბსურდია, როცა ღალატში დებთ ბრალს ვინმეს ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოდ საერთოდ არ თვლით და ზოგადად სამშობლოს ერთგულება სრულიად უცხო ცნებაა თქვენთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

21 მარტი 2023, 15:21
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ბოლო დროს მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ ჩვენი - „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი მართებული იყო და იმ გამოწვევებს პასუხობდა, რომლის წინაშეც ვდგავართ
„სწორედ ამას მოწმობს კანადის, ბრიტანეთის ხელისუფლებებისა თუ მათი არასამთავრობო და საპარლამენტო შტოების მიერ ანალოგიური კანონპროექტის ინიცირება. ასევე ანალოგიური კანონპროექტის გარდაუვალ აუცილებლობაზე საუბრობს ევროპარლამენტი და არა მარტო ევროპარლამენტი, არამედ - ევროკომისიაც. ეს ყველაფერი ნათლად მიუთითებს, რომ მსგავსი კანონი ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უპასუხებს“.

21 მარტი 2023, 15:18
საზოგადოება
ზაჰესის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 21 მარტის 23:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში, ხიდზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთ ზოლში.

21 მარტი 2023, 15:17
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩებს გააცნო ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ოქტომბრამდე გადადგამს, როდესაც ევროკომისია გამოაქვეყნებს წერილობით ანგარიშს და რეკომენდაციას მისცემს ევროპულ საბჭოს, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

21 მარტი 2023, 15:10
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: პარლამენტის შენობის „შტურმისტები“, პოლიციელების დამამცირებლები, „მოლოტოვის კოქტეილებით“ შეიარაღებულები, Gen Z თაობის სახელით ვერ ისაუბრებთ!
ამ დღეების განმავლობაში უღირსი ადამიანები ცდილობდნენ Gen Z თაობა მიესაკუთრებინათ, ისევე როგორც სურდათ, რომ პროევროპელობაზე დაემკვიდრებინათ მონოპოლია, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

21 მარტი 2023, 15:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირი საბჭოთა კავშირი არ არის, ჩვენ ევროკავშირში წევრობა ქართული იდენტობის, ღირსების, სუვერენიტეტის, მომავალი თაობის თავისუფლების დასაცავად გვინდა და არა ცალ ფეხზე დგომა კუთხეში
„ღალატი არის ის რასაც თქვენ ყოველდღურად აკეთებთ: შეგნებულად ლობირებთ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ამ ხელისუფლების პირობებში და შემდეგ ეს გამოიყენოთ თქვენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. დანაშაულია რასაც ვაშაძე და მისი კომპანია აკეთებს დღეს ბრიუსელში; დანაშაულია რუსული იარლიყის მიკერება საქართველოს პარლამენტში“

21 მარტი 2023, 15:04
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი: კეზერაშვილმა ქართულ ჯარს 5 მილიონიც მოჰპარა, 50 მილიონიც, გაცილებით მეტიც - უნდა გადაიხადოს, აბა რა უნდა ქნას
ვიცი, რომ კეზერაშვილმა ქართულ ჯარს 5 მილიონიც მოჰპარა, 50 მილიონიც, გაცილებით მეტიც და ის არმიისა და თავდაცვის ძალების ქურდია, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

21 მარტი 2023, 15:03
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი შალვა პაპუაშვილს: ახალგაზრდებზე ასე ლაპარაკი არის მიუღებელი
ახალგაზრდებზე ასე ლაპარაკი არის მიუღებელი, „1000 ლარიანი ახალგაზრდები“, „ნაციონალების“ ახალგაზრდები“. ჯერ ერთი, სულ რომ ასე იყოს, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდები ამ ქვეყნის ახალგაზრდები არ არიან? - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ელეკო ელისაშვილმა განაცხადა.

21 მარტი 2023, 15:03
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე: გუნდის პოზიცია არის ბოიკოტი, მაგრამ მე არ ვიზიარებ - ახლა პარლამენტში ყოფნა მნიშვნელოვანია
„გუნდის პოზიცია არის ბოიკოტი, მაგრამ მე ამ პოზიციას არ ვიზიარებ. ახლა პარლამენტში ყოფნა მნიშვნელოვანია. ახლა, როდესაც მთელი მორალური უპირატესობა არის ოპოზიციის მხარეს, მნიშვნელოვანია ყველა პარლამენტში ვიყოთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

21 მარტი 2023, 14:58
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ტყუილია, თითქოს შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი - ვერ შეგარჩენთ ამ ტყუილს, მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი
„სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ჩაერთო იმ „ნაცურ“ ტრენდში და კამპანიაში, რასაც ამ განცხადების განზოგადებით ცდილობენ. ეს არის ერთი პატარა რგოლი იმ ბოლშევიკურ-ფაშისტური ბულინგის, რომელსაც ახორციელებენ კამპანიის სახით“

21 მარტი 2023, 14:52
პოლიტიკა
თეონა აქუბარდია: ქვეყნისთვის დამაზიანებელია, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის არის დაძაბული ურთიერთობა
ქვეყნისთვის დამაზიანებელია, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის არის ისეთი დაძაბული ურთიერთობა, როგორიც არის პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მთავრობასა და პარლამენტის უმრავლესობას შორის. ეს არის საზიანო ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

21 მარტი 2023, 14:50
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: პარტნიორების ხმა, მოსაზრებები ყოველთვის იყო, არის და იქნება მომავალში საინტერესო
პარტნიორების ხმა,მოსაზრებები ყოველთვის იყო, არის და იქნება მომავალში საინტერესო,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა.

21 მარტი 2023, 14:39
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: ევროკავშირი გამჭვირვალობასა და დაცულობას რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ინტერესებისგან ითხოვს
ევროკავშირი გამჭვირვალობასა და დაცულობას რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებია და ინტერესებისგან ითხოვს,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ისაუბრა.

21 მარტი 2023, 14:35
პოლიტიკა
ვახტანგ მეგრელიშვილი: ერთადერთი გამოსავალი ჩვენი პარლამენტისთვის არის მომავალი არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერი
ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ ერთადერთი გამოსავალი ჩვენი პარლამენტისთვის არის მომავალი არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერი, რომელიც ჩაწერილია შარლ მიშელის შეთანხმებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

21 მარტი 2023, 14:26
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებმა ევროკავშირის დაფინანსებით ტრენინგი გაიარეს
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მგზავრთა და ბარგის მომსახურების თანამშრომლებმა ევროკავშირის ხელშეწყობითა და დაფინანსებით, საზღვრის კვეთის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ტრენინგი გაიარეს.