პარლამენტთან აქცია იმართება

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პლეანური სხდომის მოახლოების პარალელურად, პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან. ორგანიზატორებმა საკნონმდებლო ორგანოსთან აქცია მას შემდეგ დააანონსეს, რაც გუშინ სხდომის ჩატარება გადაწყდა.
საკანონმდებლო აქციასთან არიან როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერები და წარმომადგენლები, ისევე აქციის ორგანოზატორები. პარლამენტთან მობილიზებულია სამართალდამცველებიც.
ყველა სიახლე

20 მარტი 2023, 14:41
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის, დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ წარჩინებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება
ჩვენ გვინდა და შევქმნით აუცილებლად ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა

20 მარტი 2023, 14:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: არ ვამბობთ, რომ მატარებელმა უკვე ჩაიარა და ოპოზიცია ვეღარ ამოახტება ვაგონს. პირიქით, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოს ევროპულ მატარებელში
„მიუხედავად იმისა, იყენებენ თუ არა ისინი უფლებას შემოვიდნენ ღია კარში და იყვნენ ამ პროცესის მონაწილეები, ჩვენ ამ ოთახს მაინც არ დავხურავთ და ის იქნება მუდმივად ღია. ჩვენი პოლიტიკაა, რომ არ ვამბობთ, რომ მატარებელმა უკვე ჩაიარა და ისინი ვეღარ ამოახტებიან ვაგონს. პირიქით, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოს ევროპულ მატარებელში და იყვნენ ამის ნაწილი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველი რეკომენდაცია გულისხმობს დეპოლარიზაციას და ხალხისგან, რომელიც ამტვრევს პარლამენტის ფანჯრებს, კომიტეტში მაგიდებს ატრიალებს, პრორუსებს ეძახის ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას, მოლოდინი, რომ შეიძლება რაიმე კონსტრუქციული როლი შეასრულონ, რა თქმა უნდა არ მაქვს, პირიქით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

20 მარტი 2023, 14:35
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად
„პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად და უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგთავაზებთ იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის“

20 მარტი 2023, 14:34
პოლიტიკა
დავით კაჭარავა: შეუძლებელია ერთდროულად მოგვიწოდებდნენ პოლარიზაციის დასრულებისკენ და თან ყველაზე რადიკალურ ძალებს აფინანსებდნენ პირდაპირი მიმართულებით
ჩვენ საზოგადოებას ვაძლევთ შანსს, დაინახოს ყველაფერი კონკრეტული ფაქტებით, შეხედოს და გააკეთოს ანალიზი, თუ როგორ მოქმედებს „ომის პარტია“,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ განაცხადა.

20 მარტი 2023, 14:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც რადიკალური დაჯგუფების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში ვხედავ. თუკი რადიკალიზმი წახალისებული იქნება, არანაირ დეპოლარიზაციაზე შემდეგ საუბარი შესაძლებელი არ იქნება
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც რადიკალური დაჯგუფების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში ვხედავ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

20 მარტი 2023, 14:29
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: აუცილებლად დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება
„ჩვენ და მე პირადად დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან: ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან“

20 მარტი 2023, 14:17
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: დიდი პატივია ვუხელმძღვანელო განათლებისა და მეცნიერების მიმართულებას, სადაც დასაქმებულია ასეულ ათასობით ჩვენი ღირსეული მოქალაქე და ქმნის თანამედროვე საქართველოს
„პირველ რიგში მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, გამოცხადებული ნდობისთვის თქვენ და მთლიანად ჩვენს გუნდს. რა თქმა უნდა, დიდი პატივია ვუხელმძღვანელო განათლების და მეცნიერების მიმართულებას, იქ, სადაც დასაქმებულია ასეულ ათასობით ჩვენი ღირსეული მოქალაქე და ქმნის თანამედროვე საქართველოს“

20 მარტი 2023, 14:15
პოლიტიკა
ირაკლი კოვზანაძე პარლამენტს ტოვებს
ირაკლი კოვზანაძე პარლამენტს ტოვებს. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განცხადება უკვე დაწერა და ოფიციალურად მიმართა საპროცედურო კომიტეტს.

20 მარტი 2023, 14:04
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი გიორგი ამილახვარმა შეცვალა. ახალი მინისტრის დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 მარტი 2023, 13:51
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელს მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

20 მარტი 2023, 13:41
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
„სერბეთი მხარს უჭერს და აღიარებს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა მოგილოცოთ რასაც მიაღწიეთ ჩვენი საერთო ევროპული მომავლის გზაზე. დარწმუნებული ვარ რეფორმები, რომელზეც მუშაობთ, იქნება წარმატებული, ის პროგრესი, რომელიც გაქვთ ევროპულ გზაზე, იქნება ადეკვატურად შეფასებული ევროკავშირის მიერ და თქვენ გახდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. თქვენ ამ გზაზე, შეგიძლიათ ყოველთვის, ყოველგვარი დათქმის გარეშე გქონდეთ სერბეთს მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა ორლიჩმა.

20 მარტი 2023, 13:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გიორგი ამილახვარი არის ადამიანი, რომელმაც მთელი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას და ამ მხრივ აქვს უდიდესი გამოცდილება
გიორგი ამილახვარი არის ადამიანი, რომელმაც მთელი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას და ამ მხრივ აქვს უდიდესი გამოცდილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განათლების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარის შესაძლო დანიშვნის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

20 მარტი 2023, 13:39
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გუშინ გაავრცელა სამარცხვინო ფეიკებით გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება
კეზერაშვილის ტელევიზიამ გუშინ გაავრცელა სამარცხვინო ფეიკებით გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

20 მარტი 2023, 13:20
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები. აქვე, დადებითად შეფასდა ვაჭრობის მზარდი მოცულობა.

20 მარტი 2023, 13:00
საზოგადოება
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ბაჰრეინის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბაჰრეინის სამართლებრივი სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ბაჰრეინის სამეფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ბაჰრეინის გენერალურ პროკურორს ალი ალბუაინაინს, ბაჰრეინის სამეფოს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრს და უზენაესი სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.

20 მარტი 2023, 12:52
საზოგადოება
გოგი მეშველიანი: ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, თანამოქალაქეებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნავს ამ ზეიმს, ვულოცავ ნოვრუზ ბაირამის სახალხაო დღესასწაულს
„ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, თანამოქალაქეებსა და ყველა იმ ადამიანს ვინც აღნიშნავს ამ ზეიმს ვულოცავ ნოვრუზ ბაირამის სახალხაო დღესასწაულს. ეს დღე, ახალი სიცოცხლის სიმბოლო და ახალი წლის დასაწყისია“

20 მარტი 2023, 12:50
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დათო ტურაშვილს, მაგრამ იქნებ ჩვენც გვტკივა გული? იქნებ ჩვენც გაგვანადგურა მათმა ცილისწამებამ?
„თითოეული ჩვენგანი განვლილი ცხოვრებით ვართ ამაყნი, ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ სამშობლო გვიყვარს და არავის ვაპატიებთ იმ იარლიყის მოწეპებას, რითაც სინამდვილეში თავად ცხოვრობს ბევრი მათგანი. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დათო ტურაშვილს, მაგრამ დაფიქრდნენ, იქნებ ჩვენც გვტკივა გული, იქნებ ჩვენც გაგვანადგურა მათმა უსაფუძვლო ცილისწამებამ?“ - აღნიშნავს ჩიბურდანიძე.

20 მარტი 2023, 12:38
კულტურა
თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქართველი მუსიკოსები კიბოს სკრინინგის მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ
კონცერტი, საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივით და ა(ა)იპ „ქართული მუსიკის ცენტრის“ მხარდაჭერით დაწყებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდება

20 მარტი 2023, 12:38
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს
„ის ხალხი მაინც ნუ ხართ დიდ გულზე, თავად რომ იყავით ბულინგის კამპანიის ავანგარდში… ამიტომ მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!!!“ - წერს წილოსანი.

20 მარტი 2023, 12:11
საზოგადოება
ComCom-ის წევრი ეკატერინე იმედაძე ჟენევაში, WSIS-ის მაღალი დონის ფორუმის სპიკერი იყო
კომუნიკაციების კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე, ჟენევაში გამართულ საინფორმაციო კომუნიკაციების მსოფლიო სამიტის (WSIS) მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის სესიაში „ხელშემწყობი გარემო“ მონაწილეობდა. შეხვედრის ფარგლებში, ეკატერინემ საინფორმაციო ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე, ციფრული ტრანსფორმაციისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნასა და ამ პროცესში მარეგულირებელი ორგანოების როლზე ისაუბრა.