10 მარტი 2023, 17:04 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციები არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური გავლენის აგენტები არიან

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ყველამ გაიგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორიც არის მაგალითად მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, ეკლესიის გინება, ლგბტ პროპაგანდა - გუშინ შესაბამისი ტრანსპარანტებიც იყო აქციაზე, სინამდვილეში არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები, - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „სირცხვილიას“, „დროას“ და მათი მსგავსი არასამთავრობოების დაფინანსება, ხელს უწყობს პოლარიზაციის ზრდას, ხოლო სახელმწიფოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯების აღკვეთა.

„პოლარიზაციას ხელს უწყობს „სირცხვილიას“ და „დროას“ დაფინანსება კეზერაშვილთან ერთად. კონკრეტული ორგანიზაციები არიან, რომლებიც აგინებენ ეკლესიას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამაზე ყურადღების გამახვილება. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აღვკვეთოთ ეკლესიის წინააღმდეგ პროპაგანდა და ყველა ის ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსგავსი რიტორიკის მქონე ორგანიზაციები, ბოროტად იყენებენ უცხოელი გადასახადის გადამხდელების თანხებს, მათ მიმართ კი განწყობის შეცვლა შეუძლებელია.

„როგორ შეიძლება შევიცვალოთ განწყობა „პივიტის“ გამყალბებლის მიმართ, ან ეკლესიის მაგინებლის მიმართ. როგორ შეიძლება ჩვენ შევიცვალოთ განწყობა? - ეს არის შეუძლებელი, ეს არის გამორიცხული. სამწუხაროა ის, რომ ამისთვის ისინი ბოროტად იყენებენ უცხოელების გადასახადის გადამხდელების თანხებს. ამაზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისა და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომელთა თანხებიც იხარჯება ამ ყველაფერზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილი გაუგზავნა,რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.

10 მარტს კი პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დადგა.

ყველა სიახლე

27 მარტი 2023, 12:02

კულტურა

კულტურის სამინისტრო პირველად ქალი რეჟისორების მხარდაჭერის შესახებ კონკურსს აცხადებს

კულტურის სამინისტრო პირველად ქალი რეჟისორების მხარდაჭერის შესახებ კონკურსს აცხადებს. მიზანია ქალ რეჟისორთა შემოქმედებითი საქმიანობის გააქტიურება. კონკურსისთვის გამოყოფილია 86 ათასი ლარი. განაცხადების მიიღება დღეიდან ხუთი აპრილის 12 საათამდეა შესაძლებელი.

ვოლოდიმირ ზელენსკი და ორანდო ბლუმი

27 მარტი 2023, 12:01

მსოფლიო

ორლანდო ბლუმი კიევში ჩავიდა

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ორლანდო ბლუმი კიევში ჩავიდა. „იუნისეფის“ კეთილი ნების ელჩის რანგში ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მათ ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვების დახმარების საკითხი განიხილეს.

27 მარტი 2023, 11:59

პოლიტიკა

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის გაზაფხულის აკადემია გაიხსნა

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის რიგით მეოთხე გაზაფხულის აკადემია - „სტრატეგიული დაგეგმვა და შესრულებული სამუშაოს შეფასება (მეორე ნაწილი)“, გაიხსნა. ღონისძიება, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ქეთევან კვინიკაძემ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საჯარო მმართველობის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის პროექტის „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ პროექტის მენეჯერმა თამარ ზოდელავამ გახსნეს.

დონალდ ტრამპი

27 მარტი 2023, 11:55

მსოფლიო

დონალდ ტრამპის მტკიცებით, თეთრ სახლში რომ ყოფილიყო, ის პუტინს უკრაინაზე თავდასხმის ნებას არ დართავდა

დონალდ ტრამპის მტკიცებით, თეთრ სახლში რომ ყოფილიყო, ის პუტინს უკრაინაზე თავდასხმის ნებას არ დართავდა. ტეხასში ამომრჩევლებთან შეხვედრისას, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მისი წასვლის შემდეგ კი, პუტინმა ბაიდენის სისუსტე დაინახა და უკრაინას თავს ამიტომ დაესხა.

ჟოზეფ ბორელი

27 მარტი 2023, 11:52

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელის განცხადებით, რუსული ბირთვული იარაღის თავის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში, ბელარუსს შესაძლოა დამატებითი სანქციები დაუწესდეს

„ეს იქნება უპასუხისმგებლო ესკალაცია და საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია შეაჩეროს ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი მზადაა შემდგომი სანქციების დასაწესებლად“. - წერს ბორელი.

გია აბაშიძე

27 მარტი 2023, 11:48

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სხვათა ქონების მიმტაცებელ, სახელმწიფო ქონების გაყიდვის აუქციონის პირობებით ჰქონდა ვალდებულება 3 დევნილ ოჯახისთვის სახლები გადაეცა და რა მორიგ ე.წ. ქველმოქმედებაზე აქვს პრეტენზია უტიფარ მამუკა ხაზარაძეს?!

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის მიერ დევნილებისთვის ნაჩუქარი ბინების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების ყიდვის სანაცვლოდ, მას ჰქონდა ვალდებულება, სამი ოჯახისთვის გადაეცა საცხოვრებელი ფართები.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 მარტი 2023, 11:44

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს 450 მილიონი ლარიდან, წელს უკვე 1 მილიარდ 450 მილიონ ლარამდე გაიზარდა, თითქმის, მილიარდ ნახევარი გახდა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, რაც ძალიან დიდი პროგრესია

ასევე შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა პრევენციული პროგრამები. წარმოუდგენელი იყო იგივე C ჰეპატიტის მკურნალობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 მარტი 2023, 11:42

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში

რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში, მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც რა თქმა უნდა, არის სიცრუე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილი

27 მარტი 2023, 11:40

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებით, მთავრობამ გამოხატა საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფის დიდი პასუხისმგებლობა და პოლიტიკური ნება

„2013 წლის დასაწყისში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებით, საქართველოს მთავრობამ გამოხატა საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფის დიდი პასუხისმგებლობა და პოლიტიკური ნება - ჯანმრთელობის დაცვა, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება მკაფიოდ აისახა სამთავრობო პოლიტიკასა და სტრატეგიებში, რაც 2013 წლის შემდეგ თანმიმდევრულად ხორციელდება“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 მარტი 2023, 11:39

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: 10 წლის განმავლობაში სახელმწიფომ 7 მილიარდი ლარით დააფინანსა პროგრამები, თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 94%-მდე

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა ინიციატივით და მისი გადაწყვეტილებით ჩვენ დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმაირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 მარტი 2023, 11:36

პოლიტიკა

პრემიერი: 70 მლნ ლარიდან წელიწადში, ანუ ჯამში 10 წელში 700 მლნ ლარი იქნებოდა რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება, ჩვენ 7 მლრდ ლარით დავაფინანსეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები

პრემიერის თქმით, ბოლო 10 წელში გარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისა, რეფერალური მომსახურებით ისარგებლეს მოქალაქეებმა, რისთვისაც 390 მლნ ლარი იქნა გამოყოფილი.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 მარტი 2023, 11:30

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 7 მლრდ ლარის დაფინანსების შედეგად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ 6,300 მლრდ ლარი დაზოგა

ჩვენ მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებიდან მოკლე პერიოდში ჯანდაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტი თითქმის, გაორმაგდა, შემცირდა ჯანდაცვის სერვისებზე ე.წ. ჯიბიდან გადახდები და მოქალაქეების 90%-ზე მეტს მიეცა ამ მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წლისადმი მიძღვნილ პრეზენტაციაზე განაცხადა.

27 მარტი 2023, 11:29

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო ათი წლის განმავლობაში კერძო კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან 6.8 მილიარდი ლარი მიიღეს, როდესაც 2012 წელს მთლიანად ჯანდაცვის მიმართულებაზე იხარჯებოდა 450 მილიონი ლარი

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2012 წლისგან განსხვავებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში კერძო კლინიკებმა სახელმწიფოსგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 6.8 მილიარდი ლარი მიიღეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 მარტი 2023, 11:27

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მლნ ლარს შეადგენდა, რომ არ დაგვეწყო ეს პროგრამა, ჩვენს მოსახლეობას, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა 6 მლრდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან

2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მილიონ ლარს შეადგენდა. კითხვა რომ დავსვათ, რომ არ დაგვეწყო ჩვენ აღნიშნული პროგრამა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა 6 მილიარდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 მარტი 2023, 11:22

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე, რომელიც ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო. ეს პროგრამაც, შეიძლება ითქვას, იყო რევოლუციური

„შედეგები არის თვალსაჩინო. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, თითო პაციენტს ამ პროგრამით მკურნალობა 125 ათასი ლარი დაუჯდებოდა. პროგრამის ფარგლებში ჯამში 80 ათასზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა და პროგრამის ღირებულება 3,5 მილიარდ ლარზე მეტი დაჯდა. ჩვენ ეს პროგრამა განვახორციელეთ ამერიკულ კომპანია „გილიადთან“ ერთად, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო „გილიადს“ და ამერიკის მთავრობას. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა აღმოჩნდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ზაზა შათირიშვილი

27 მარტი 2023, 11:07

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: მინდა დავუსვა შეკითხვა ლიბერალებს, ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ სინამდვილეში თავისუფლებისა და თანასწორობისათვის კი არ იბრძვით, არამედ ყველაზე დიდ გაუგებრობაში ხართ მოქცეული?

მინდა დავუსვა შეკითხვა ლიბერალებს, ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ სინამდვილეში თავისუფლებისა და თანასწორობისათვის კი არ იბრძვით, არამედ ყველაზე დიდ გაუგებრობაში ხართ მოქცეული?, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.

ზაზა შათირიშვილი

27 მარტი 2023, 10:52

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: „ბლექროკი“, სამ უმსხვილეს ამერიკულ ჩრდილოვან ბანკთან ერთად, ოლიგარქიული ოჯახების ხელში არსებული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტრუმენტია

მისივე თქმით, გრძელდება საერთაშორისო მედიაში „კრედიტ სუისის“ პიარული გაშავების კამპანია, რომლის ფონზეც შვეიცარიული ბანკის აქციების ფასი მკვეთრად ეცემა. შათირიშვილის განმარტებით, ერთ დროს შვეიცარიის საბანკო სისტემის ფლაგმანად აღიარებული „კრედიტ სუისი“ თანდათანობით ამერიკელების საკუთრებაში გადადის, რასაც კომპანია „ბლექროკი“ უწევს კოორდინაციას.

27 მარტი 2023, 10:52

საზოგადოება

ზაზა შათირიშვილი: ოლიგარქიულ ოჯახებსა და მათ კომპანიებს სრული რესურსი აქვთ, მოსახლეობის შემცირების მიზნის მისაღწევად სრულად აამოქმედონ საკუთარი სამხედრო და ფარმაცევტული ინდუსტრიები

„ოლიგარქიულ ოჯახებს და მათ კომპანიებს სრული რესურსი აქვთ, მოსახლეობის შემცირების მიზნის მისაღწევად, სრულად აამოქმედონ საკუთარი სამხედრო და ფარმაცევტული ინდუსტრიები. ამასთან, იქნება თუ არა საქართველოს და ქართველების ადგილი ოჯახების მიერ ჩაფიქრებულ ახალ სამყაროში, დანამდვილებით არავინ იცის“

ირაკლი ჩიქოვანი

27 მარტი 2023, 10:50

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: „ნაცმოძრაობის“ აქცია დაფინანსებულია კეზერაშვილის მიერ, იდეოლოგია არის ვანო მერაბიშვილის და ხელმძღვანელობს კომიკოსი ხაბეიშვილი

მას წარმოდგენა არ აქვს, რა არის ევროპული ღირებულებები, იმიტომ რომ ევროპული ღირებულებები არის ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და ზუსტად ამის გამოა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის, - ასე შეაფასა ირაკლი ჩიქოვანმა ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომელმაც ხელისუფლებას სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლება მოსთხოვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ნაციონალური მოძრაობის“ 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა.

ეკა სეფაშვილი

27 მარტი 2023, 10:35

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ხაბეიშვილის განცხადება, რომ თურმე საქართველოს ევროინტეგრაციის გზა ნიკა გვარამიასა და სააკაშვილის გათავისუფლებაზე გადის, არის აბსოლუტურად მცდარი და ამას ევროკავშირის მხრიდან არავინ ითხოვს

„ის, რომ [ხაბეიშვილი] 9 აპრილის გამოყენებას თავისი დღის წესრიგისთვის ცდილობს, არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა, რომ ხალხის რაიმე შეკრება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს“, - ამბობს სეფაშვილი.