10 მარტი 2023, 17:12 / სანდო წყარო

ირაკლი ქარქაშაძე: 28 მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანია SunExpress დაიწყებს ოპერირებას

ირაკლი ქარქაშაძე

ირაკლი ქარქაშაძე

28 მაისიდან საქართველოში ოპერირებას თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress დაიწყებს. ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან: ანკარადან ანტალიიდან და იზმირიდან იფრენს. ავიაკომპანიის ოპერირების შესახებ საბოლოო დეტალები საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, SunExpress-ის მენეჯმენტთან ITB Berlin-ის ფარგლებში განიხილა.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოდის. Turkish Airlines-და Lufhansa-ს მიერ დაფუძნებული თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress 28 მაისიდან ანტალიიდან, 2 ივნისიდან იზმირიდან და 5 ივნისიდან დედაქალაქ ანკარადან თბილისის მიმართულებით და პირიქით დაიწყებს ფრენებს. როგორც შეხვედრაზე გადავწყვიტეთ, ოპერირების დაწყებამდე, ავიაკომპანია ჩვენი ხელშეწყობით, თბილისში ტუროპერატორებისთვის და ტურისტული სააგენტოებისთვის გაცნობით შეხვედრას გამართავს, იმისთვის, რომ სამივე მიმართულებით ბილეთების გაყიდვების ზრდას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძემ.

თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია პირველ ეტაპზე, კვირაში 5 სიხშირით იფრენს. 1 სიხშირით თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის, 2-2 სიხშირით კი თბილისში ანტალიიდან და იზმირიდან შეასრულებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს.

SunExpress 33 წლის წინ ანტალიაში დაფუძნებული ავიაკომპანიაა და იზმირისა და ანტალიის ძირითად ავაიგადამზიდავს წარმოადგენს. ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც 2001 წელს მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. SKYTRAX-ის მიხედვით, SunExpress 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა.

ყველა სიახლე

რატი ბრეგაძე

23 მარტი 2023, 23:50

სამართალი

რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ „კორტების სპეცოპერაცია“, რომლის დამგეგმავები და განმახორციელებლები თითქმის გმირებად შერაცხეს, იყო მიზანმიმართული მკვლელობა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა ქართველი ხალხი, რომ „სპეცოპერაცია“, რომლის დამგეგმავები და განმახორციელებლები თითქმის გმირებად შერაცხეს, იყო მიზანმიმართული მკვლელობა, და არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

რატი ბრეგაძე

23 მარტი 2023, 23:48

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: მტკნარი სიცრუეა, თითქოს პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ

რამდენიმე დღის წინ კვლავ იყო ამ თემის აქტუალიზების მცდელობა და ითქვა, რომ თითქოსდა დაქოქოლია თვითმფრინავი, რომელშიც სხედან პოლონელი ექიმები და მათ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან - ეს მტკნარი სიცრუეა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

რატი ბრეგაძე

23 მარტი 2023, 23:40

სამართალი

რატი ბრეგაძე „ვივამედის“ განცხადებაზე: ეს არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი, ჩვენ გამოვიყენებთ რჩევებს და ამ საკითხს კომპლექსურად განვიხილავთ

რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილის გარემოცვა მიზანმიმართულად ცდილობს გააუარესოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც იუსტიციის მინისტრმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არა თუ „ვივამედში“, არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის დღიდან მიმართავს მიზანდასახულად თვითდაზიანებას, რომ ამ ფორმით მოეპოვებინათ თავისუფლება.

რატი ბრეგაძე

23 მარტი 2023, 23:30

სამართალი

რატი ბრეგაძე: სააკაშვილი უნდა დაემორჩილოს მკურნალობის კურსს და მისმა მომხრეებმაც ხელი უნდა შეუწყონ მკურნალობაში, თუ მისი მიზანი ჯანმრთელად ყოფნაა

მიხეილ სააკაშვილი უნდა დაემორჩილოს მკურნალობის კურსს და მისმა მომხრეებმაც ხელი უნდა შეუწყონ ამ ადამიანს მკურნალობაში, თუ მისი მიზანი ჯანმრთელად ყოფნაა. ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანი იყოს კარგად, ხოლო მას არ უნდა, რომ იყოს კარგად, იმიტომ რომ ცუდად ყოფნით ეძებს ციხიდან გამოსასვლელ გზას - ეს არ მოხდება, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

რატი ბრეგაძე

23 მარტი 2023, 23:16

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: რაც ხდება სააკაშვილის გარშემო, არახალია - მის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის შემდეგ დაიწყო ეს სერიალი, რომელიც დღემდე გრძელდება და მაშინ აქტიურდება, როდესაც მათ სიტუაციურად აწყობთ

რაც ხდება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის გარშემო, არახალია - მის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთის შემდეგ დაიწყო ეს სერიალი, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელიც მაშინ აქტიურდება, როდესაც მათ სიტუაციურად აწყობთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ხატია დეკანოიძე

23 მარტი 2023, 23:13

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ხატია დეკანოიძე პარტიას ტოვებს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

23 მარტი 2023, 22:30

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: დარწმუნებული ვარ, რადიკალურ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნება, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავს

„ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი. დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნებათ, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავენ. მათი მთავარი ამოცანაა, არანაირი ცივილური განხილვა არ იყოს. დიდი ხანია, ისინი ამ რეჟიმში მუშაობენ. ეს არის ადამიანების გუნდი, რომელსაც შეიძლება, რევოლუციური კომიტეტი ვუწოდოთ, რომლის მიზანია სხვა ამოცანების განხორციელება და არა – რეკომენდაციების შესრულება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

23 მარტი 2023, 22:22

მსოფლიო

უკრაინის გენერალურმა შტაბმა უარყო მის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ ოკუპანტებმა ნოვა-კახოვკა დატოვეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უარყო მის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ქალაქი ნოვა-კახოვკა დატოვეს.

23 მარტი 2023, 22:18

სამართალი

პროკურატურამ თბილისში, მუხიანის დასახლებაში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

„სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

ხატია დეკანოიძე

23 მარტი 2023, 21:52

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: თუ გვინდა ევროპული კლუბის წევრობა და ეს ასეა, მაშინ ჩვენ უნდა მოვიქცეთ, როგორც ევროპელები - ვფიქრობ, რომ ბოიკოტში ყოფნა არ გამოადგება პარტიას

მე მუდმივად ვფიქრობდი, რომ თუ ჩვენ პარლამენტში შემოვედით, ჩვენი მანდატი უნდა გამოგვეყენებინა, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

23 მარტი 2023, 21:38

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი: რუსმა ოკუპანტებმა ნოვა-კახოვკა დატოვეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ქალაქი ნოვა-კახოვკა დატოვეს.

ტომას ბახი

23 მარტი 2023, 21:20

მსოფლიო

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: თუ პოლიტიკა გადაწყვეტს, ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრში, მაშინ სპორტი და სპორტსმენები პოლიტიკის ინსტრუმენტები გახდებიან

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ტომას ბახმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან გამიჯნონ და დაიცვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გეგმა 2024 წლის პარიზის თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ჩართვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

23 მარტი 2023, 20:20

სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველები ძალადობრივ დანაშაულებში ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში ამხილა.

23 მარტი 2023, 20:06

მსოფლიო

პარიზში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა

პარიზში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

პაატა კვიჟინაძე

23 მარტი 2023, 19:57

ეკონომიკა

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

საინტერესო და ყოვლისმომცველი პრეზენტაცია იყო, -ასე შეაფასა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ანგარიში, რომელიც მან მინისტრის საათის ფორმატში გააცნო დეპუტატებს და მოსახლეობას.

23 მარტი 2023, 19:41

პოლიტიკა

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: ნატოს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ შეხვედრამ საშუალება მისცა მხარეებს განეხილათ საქართველოსთან ნატოს პარტნიორობის როლი და მნიშვნელობა.

23 მარტი 2023, 19:08

სამართალი

პროკურატურა: სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი პროცესები წარიმართა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით

„სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი პროცესები, წარიმართა საქართველოს კანონმდებლობისა და ევროპული სტანდარტების სრული დაცვით და საქმეში არსებობდა გამოძიების მიერ მოპოვებული და შეკრებილი კომპლექსური, ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რასაც დასაბუთებულად და კანონიერად ეყრდნობოდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები“.

ნიკოლ ფაშინიანი

23 მარტი 2023, 19:02

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება.

23 მარტი 2023, 18:55

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერის აპარატის ხელმძღვანელი: უნგრეთი პუტინს ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში არ დააპატიმრებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგეი გუიაშმა განაცხადა, რომ უნგრეთი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში არ დააპატიმრებს.

არჩილ თალაკვაძე

23 მარტი 2023, 18:47

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ანალენა ბერბოკის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაყოვნება არ იქნება სწორი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი არჩილ თალაკვაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებას ეხმაურება. გერმანელმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ხედავს „საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს და ზეწოლას, რომელსაც აწყდება შიგნიდან და გარედან“.