imedi /  11 მარტი 2023, 21:15 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გაწვეულ კანონპროექტზე: ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს კანონპროექტი, თავისი შინაარსით იყო ორიენტირებული გამჭვირვალობაზე

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

არ ვიზიარებ ოპოზიციის პოზიციას, რომ ისინი გულწრფელად მიუდგნენ ამ საკითხს და ისინი მზად იყვნენ განეხილათ ამ კანონპროექტის რეალური მიზნები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რომელმაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გაწვეულ კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ჩვენ დავინახეთ, რომ მას შემდეგ, რაც ამ კანონპროექტის ინიცრება მოხდა, ოპოზიცია ცრუ ნარატივით, ცრუ საინფორმაციო კამპანიით შეეცადა რომ ამ ყველაფრისთვის მიეკერებინათ რუსული კანონის იარლიყი, რომელიც მათ შეძლეს და ამით იყო გულანთებული იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც აქციაზე იდგნენ.

ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ეს კანონპროექტი, თავისი შინაარსით იყო ორიენტირებული უმნიშვნელოვანეს რაღაცაზე, რაც არის გამჭვირვალობა. თუ ვინმეს ჰქონდა პრეტენზია ამ კანონპროექტთან მიმართებაში, თუ ვინმეს ჰქონდა მსგავსება რომელიმე სახელმწიფოს კანონთან შედარებით, ჩვენ მზად ვიყავით ამასთან დაკავშირებით გვესაუბრა, თუმცა ოპოზიციას არ სურდა ამ საკითხზე ესაუბრა“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.

10 მარტს კი, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

22 მარტი 2023, 23:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ვნახეთ, რომ საკუთარ თავში შექმნეს რაღაც წარმოდგენა მოღალატეების და ახლა დგანან და ებრძვიან ამ წარმოსახვით მტრებს და „ქარის წისქვილებს“"

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას მოღალატის საკუთარი წარმოდგენა აქვს შექმნილი და ახლა, სიძულვილის ენით წარმოსახვით მტრებსა და „ქარის წისქვილებს" ებრძვიან.

შალვა პაპუაშვილი

22 მარტი 2023, 23:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სწორედ სააკაშვილის მეგობრები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, უბიძგებენ მას თვითდაზიანებისკენ, სინამდვილეში მისი ყველაზე დიდი მეგობარი ქართული სახელმწიფოა

ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, კლინიკისა და პაციენტის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. ექიმებს უნდათ, რომ ის იყოს ძლიერი და ჯანმრთელი, პაციენტს კი უნდა ის რაც შეიძლება დასუსტდეს, რომ რაიმენაირად შექმნას გარემოება მისი გათავისუფლების, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ვივამედის" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.

შალვა პაპუაშვილი

22 მარტი 2023, 23:36

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: წნეხი იყო თითოეულ დეპუტატზე, მათი ოჯახის წევრებზე, ყველა მხრიდან მიუდგნენ ადამიანებს, რომ დაებულინგებინათ

წნეხი იყო თითოეულ დეპუტატზე, მათ ოჯახის წევრებზე, მეუღლეებზე, მცირეწლოვან ბავშვებზე, ყველაზე აბსოლუტურად, ყველა მხრიდან მიუდგნენ ადამიანებს, რომ დაებულინგებინათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

22 მარტი 2023, 23:35

საზოგადოება

არქიმანდრიტი კირიონი დავით გარეჯის საქმეზე: 1:200 000-იანი რუკა არის ერთადერთი ლეგიტიმაციის მქონე რუკა, ივერი მელაშვილმა არ იმუშავა ამ რუკით, საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების მხრიდან განზრახ იყო დაშვებული შეცდომა

1:200 000-იანი რუკა არის ერთადერთი ლეგიტიმაციის მქონე რუკა [დავით გარეჯის საქმის] პროცესში - ამ რუკაზე მუშაობა არ მოხდა მელაშვილის მიერ და ეს რუკა მან გაწია პროცესიდან, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა განაცხადა

შალვა პაპუაშვილი

22 მარტი 2023, 23:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვნახეთ მოწოდებები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის, რომელიც სეგრეგაციის ავანგარდში აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ფაშისტური კამპანია დავარქვით

ვნახეთ მოწოდებები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის, რომელიც სეგრეგაციის ავანგარდში აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ფაშისტური კამპანია დავარქვით, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

არქიმანდრიტი კირიონი

22 მარტი 2023, 23:23

საზოგადოება

არქიმანდრიტი კირიონი: საზღვარს უნდა გაევლო გარეჯის მთის ფერდის ძირიდან 600-დან 800 მეტრში და საბოლოო ჯამში შედეგად მივიღეთ ის, რომ თხემზე ამოვიდა ეს საზღვარი და მონასტერი ჩიჩხიტური და უდაბნო მოექცევა აზერბაიჯანის მხარეს

მე დავით გარეჯში 1996 წლიდან ვცხოვრობ და მომსწრე ვარ იმ ფაქტების, რომელიც დღემდე განვითარდა ჩვენთან მიმართებაში, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დავით გარეჯის ლავრის არქიმანდრიტმა, კირიონმა განაცხადა.

22 მარტი 2023, 22:53

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი: ბახმუტის მიმართულებით მტრის შეტევითი პოტენციალი მცირდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ რუსული ძალების შეტევითი შესაძლებლობები ბახმუტში და მის გარშემო მცირდება, თუმცა აღნიშნეს, რომ ის რჩება ერთ-ერთ ზონად, სადაც ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

თამარ ჩიბურდანიძე

22 მარტი 2023, 22:44

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: მგონი, მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როცა კანონპროექტმა უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე თავად ამ კანონს შეეძლო გაეკეთებინა მიღების შემთხვევაში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რა თამაშიც ითამაშა კანონპროექტთან დაკავშირებით, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოსგან სამარცხვინო იყო. არ შეიძლება მათ მიერ დაწერილი კანონი საქართველოსთვის „რუსული“ იყოს და ევროკავშირისთვის - ამერიკული, - ამის შესახებ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

22 მარტი 2023, 22:15

საზოგადოება

რუსთავის პროკურატურის წარმომადგენელმა, კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, რუსთავის პროკურატურის წარმომადგენელმა სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ირაკლი ჩიქოვანი

22 მარტი 2023, 21:54

პოლიტიკა

პარლამენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

მისი თქმით საქართველოს დელეგაცია იყო ერთ-ერთი მთავარი დელეგაცია, რომელმაც ევროსაბჭოს მიერ მოწვეულ სპეციალურ სესიაზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვას.

ენტონი ბლინკენი

22 მარტი 2023, 21:42

მსოფლიო

ბლინკენი: ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხარეა, უნდა დააპატიმროს პუტინი, თუ ის ასეთ ქვეყანას ვიზიტით ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხარეა, უნდა დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თუ ის ასეთ ქვეყანას ვიზიტით ეწვევა.

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 21:38

საზოგადოება

კახა ბექაური: ComCom-მა მაუწყებლების ეთერებიდან პროპაგანდის აღმოფხვრის მიზნით, უცხო ქვეყნის პრაქტიკები შეისწავლა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა, ComCom-ის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც, მას მედიაში არსებული პროპაგანდისა და კომისიის მიერ, ამ პრობლემის მოგვარების გზების შესახებ დაუსვეს კითხვა.

ილია დარჩიაშვილი

22 მარტი 2023, 21:35

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ევროკომისიის დასკვნის დადებითი ეფექტი იგრძნობა ყველა შეხვედრაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოზიტივი შექმნის მყარ საფუძველს, რომ მომავალში დავაშენოთ ჩვენი ქვეყნის პოზიტიური განვითარებები ევროინტეგრაციის გზაზე

განწყობა იყო პოზიტიური. განწყობას ზურგს უმაგრებს ის ბოლო ანალიტიკური დასკვნა, რომელიც ევროკომისიამ საქართველოზე მოამზადა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ.

ილია დარჩიაშვილი და ჯოზეფ ბორელი

22 მარტი 2023, 21:25

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: მქონდა შესაძლებლობა ჟოზეფ ბორელისთვის გამეზიარებინა ჩვენი ქვეყნის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები

დასრულდა ჩემი შეხვედრა ბატონ ბორელთან. საკითხი ეხებოდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის იმ საკითხებს, რაც განხილვის საგანია - 12 რეკომენდაცია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

თეონა აქუბარდია

22 მარტი 2023, 21:13

პოლიტიკა

თეონა აქუბარდია: ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდგომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საკმაოდ რთული მოცემულობა შეიქმნა, პოზიციები გაყოფილია

ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდგომ საკმაოდ რთული მოცემულობა შეიქმნა, როდესაც პოზიციები გაყოფილია, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შეფასებისას.

ხატია დეკანოიძე

22 მარტი 2023, 21:01

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: ბოიკოტის პოზიციას არ ვიზიარებ, აზრთა სხვადასხვაობა მაქვს და მქონდა ჩემს კოლეგებთან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ბოიკოტთან დაკავშირებით თანაპარტიელების პოზიციას არ იზიარებს. მისი თქმით ნებისმიერი პარტიისთვის საპარლამენტო საქმიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

არჩილ თალაკაძე

22 მარტი 2023, 20:56

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დავით კეზერაშვილი წინ იფარებს ჟურნალისტებს დანაშაულით მოპოვებული ფულის დასამალად და დასაცავად

„ის, რა ზიანიც მიაყენა საქართველოს, მის ბიუჯეტსა და მოსახლეობას, უნდა გადაიხადოს არა ჟურნალისტებისა და ტელევიზიის ხარჯზე, არამედ უნდა გადაიხადოს იმ ფულით, რომელიც წაღებული აქვს და რომლითაც როგორც თვითონ თქვა, პოლიტიკას აფინანსებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მაია სანდუ

22 მარტი 2023, 20:55

მსოფლიო

მაია სანდუ: დღეს გამოვაქვეყნეთ კანონი, რომელიც ადასტურებს ისტორიულ და უდავო ჭეშმარიტებას - მოლდოვის სახელმწიფო ენა რუმინულია

დღეს ჩვენ გამოვაქვეყნეთ კანონი, რომელიც ადასტურებს ისტორიულ და უდავო ჭეშმარიტებას - მოლდოვის სახელმწიფო ენა რუმინულია, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

გიორგი გელხაური

22 მარტი 2023, 20:44

სამართალი

ადვოკატი: დავით კეზერაშვილი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და თავს დამნაშავედ არ ცნობს

„ქრონიკა“ დაუკავშირდა დავით კეზერაშვილის ადვოკატს. კითხვაზე - აპირებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომ გადაიხადოს სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა, ადვოკატი ასე პასუხობს:

ილია დარჩიაშვილი

22 მარტი 2023, 20:33

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ბატონ ბორელთან გვექნება საუბარი 12 პუნქტის მიმართულებით შესრულებულ სამუშაოზე, ვფიქრობ ძალიან დროული და მნიშვნელოვანი შეხვედრაა

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა