საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე 2023 წლის 7-9 მარტს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

ლევან იოსელიანი
ფოტო: სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა რუსთაველის გამზირზე 7-9 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, საქართველოს სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები საქართველოს პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების გაპროტესტების მიზნით გამართული აქციების მიმდინარეობას უწყვეტ რეჟიმში აქტიურად ადევნებდნენ თვალს.
ლევან იოსელიანის განცხადებით, ამ დღეებში სახალხო დამცველი და აპარატის თანამშრომლები ახორციელებდნენ ვიზიტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სამმართველოებში, განყოფილებებსა თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების მოსანახულებლად.
„საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. თავის მხრივ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, „ძალადობა“ გულისხმობს შეკრების მონაწილეთა მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებას, რომლის შედეგადაც, მოსალოდნელია გარდაცვალება, ჯანმრთელობის ან საკუთრების სერიოზული დაზიანება. შესაბამისად, კომიტეტის მითითებით, ძალადობად არ უნდა ჩაითვალოს, მათ შორის, უბრალო მიწოლა ან ხელის კვრა. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ. მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერი სახის ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ ქმედებებზე პასუხს და არა მთელი შეკრების დაშლას.
აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტების, უწყვეტად განხორციელებული მონიტორინგის და ამ ეტაპისათვის მედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის და ვიდეოჩანაწერების საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას თავის შეფასებებს წარმოუდგენს:
7 მარტის საღამოს ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელთან სცადა მიახლოება, რომლისკენ მიმავალი გზაც სამართალდამცავებს ჰქონდათ გადაკეტილი. აღნიშნულს მოჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო, მოხდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირების მცდელობა და ადგილი ჰქონდა სამინისტროს მოსამსახურეებზე ძალადობის ფაქტებს. მალევე, მოქალაქეთა მცირე ნაწილმა პარლამენტის მეორე შესასვლელთანაც გადაინაცვლა. ორივე ლოკაციაზე ფიქსირდებოდა დაპირისპირების შემთხვევები.
სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2023 წლის 7 მარტის საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადებების გაჟღერების დროისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან, შეკრების მონაწილეთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები დაედო საფუძვლად სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით, გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტსაც. მას შემდეგ რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამსხვრევა, პოლიციამ შესაბამისი რეაგირებები განახორციელა, თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგარი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ.
აღსანიშნავია ისიც, რომ, ორივე შემთხვევაში, და განსაკუთრებით 8 მარტის ღამის საათებში ძალის პირველად გამოყენების შემდეგ, ვითარება რამდენჯერმე კვლავ დაიძაბა და ადგილზე შეკრებილი პირების წინააღმდეგ განმეორებით არაერთხელ მოხდა სპეციალური საშუალებების გამოყენება, მათ შორის, მაშინაც, როდესაც არ იკვეთებოდა მსგავსი აუცილებლობა. სახალხო დამცველის შეფასებით, მსგავს ვითარებაში ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევები ყოველთვის ხელს უწყობს სიტუაციის ხელოვნურ ესკალაციას, რაც სამართალდამცავებმა თავიდან უნდა აირიდონ.
ამ დღეებში მედია საშუალებებით გავრცელებულ კადრებში ასახულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც აქციის მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება ხდებოდა სრულიად უსაფუძვლოდ, ერთეული ადამიანების მხრიდან პოლიციის თანამშრომლებთან მშვიდობიანი მიახლოებისთანავე ხდებოდა სპეციალური საშუალებების გამოყენება, მათ შორის, დამიზნებით სახის არეში ზემოქმედება. აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას. ასევე, მედია საშუალებებით გავრცელდა რამდენიმე ვიდეო მასალა, რომელშიც პირდაპირ ჩანს მოქალაქეებს მიმართ უხეში ფიზიკური ძალადობის ფაქტები.
შეკრებების მართვის მიზნით, სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული ღონისძიებების შედეგად, დაშავდნენ ადგილზე მოვლენების გაშუქების მიზნით მყოფი მედიის წარმომადგენლებიც, გავრცელდა ინფორმაცია მათი საქმიანობის ხელშეშლის შესახებაც, მაშინ, როდესაც, აქციის მიმდინარეობისას, კანონმდებლობა მათ განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აქცევს.
ამავდროულად, შეკრების შეწყვეტამდე და მის პარალელურადაც, სამართალდამცავები აქტიურად მიმართავდნენ მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას. გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევებში, მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას, შესაბამისად, ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე ჰქონდა.
7-9 მარტს აქციების მიმდინარეობის პარალელურად, სახალხო დამცველი და რწმუნებულები იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სამმართველოებში, განყოფილებებსა თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში და მოინახულეს 96 დაკავებული პირი. რწმუნებულები დაკავებულებთან შეხვედრის მიზნით ინტენსიურად მუშაობდნენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ამასთან რამდენიმე დაკავებულმა პირმა აპარატს მომართა მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით.
დაკავებულები მიუთითებდნენ დაკავების უხეშ ფორმებზე და რიგ შემთხვევაში, აღენიშნებოდათ დაზიანებები. რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, მათივე სურვილითა და თანხმობით, სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა. მისი და მოწმის განმარტებით, შსს-ს რამდენიმე წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით. აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები თავისა და კისრის არეში, ასევე ხელის მტევნის არეში.
გარდა ამისა, ამ დღეების მანძილზე მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაცია და სახალხო დამცველის აპარატსაც არაერთი პირი უკავშირდებოდა იმის თაობაზე, რომ ვერ პოულობენ ოჯახის წევრები თუ ადვოკატები დაკავებულ პირებს და შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწვდიდა მათ განთავსების ადგილების შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული არღვევს დაკავებულების დაცვის უფლებას, რადგან მათ არ ეძლეოდათ ადვოკატებთან დროულად შეხვედრისა და დაცვის სტრატეგიის შემუშავების შესაძლებლობა.
სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს აქციებზე დაკავებულ პირთა საქმეების შესწავლას, ასევე მომავალში განახორციელებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მონიტორინგს. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე“, - განაცხადა იოსელიანმა.
ყველა სიახლე

28 მარტი 2023, 01:21
მსოფლიო
უნგრეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანების შესახებ ფინეთის განაცხადის რატიფიცირება მოახდინა
უნგრეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანების შესახებ ფინეთის განაცხადის რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 მარტი 2023, 00:58
კულტურა
ABC-ზე „გრეის ანატომიის“ მე-20 სეზონი გავა
შოუს საიუბილეო მე-20 სეზონის პრემიერა 2023 წლის ოქტომბერში შედგება. ამასთან, სერიალს შოურანერი შეიცვლება - კისტა ვერნოფის ნაცვლად პროექტს მეგ მარინისი უხელმძღვანელებს.

28 მარტი 2023, 00:27
ტაბლოიდი
დენიელ რედკლიფი მამა გახდება
33 წლის რედკლიფი და 38 წლის დარკი უკვე 10 წელია ერთად არიან. მათ ერთმანეთი 2012 წელს, დრამის „დახოცე შენი ძვირფასები“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. წყაროს ცნობით, წყვილი ძალიან ბედნიერია.

27 მარტი 2023, 23:56
პოლიტიკა
დეპუტატებმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებებზე იმსჯელეს
მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი მომზადდება. აღნიშნულიდან გამომდინარე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებები განხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

27 მარტი 2023, 23:26
მსოფლიო
შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ახალ ლიდერად ჰუმზა იუსაფი აირჩიეს
შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ახალ ლიდერად ჰუმზა იუსაფი აირჩიეს. შიდაპარტიული არჩევნების მეორე ტურში მან თანაპარტიელთა ხმების 52%-ზე მეტი მიიღო.

27 მარტი 2023, 23:25
სპორტი
რაგბის ოსკარის მფლობელი დავით ნინიაშვილი გახდა
ჟურნალმა „მიდი ოლიმპიკმა” ყოველწლიური ოსკარი დავით ნინიაშვილს მიაკუთვნა. პრესტიჟული ფრანგული ჯილდოს ახალ მფლობელს ჟურნალი კაშკაშა ვარსკვლავს უწოდებს, რომელიც განსახიერებაა როგორც უელსთან და იტალიასთან ბორჯღალოსნების ისტორიული გამარჯვებების და ქართული რაგბის აღმავლობის, ასევე ჩელენჯ ქაფზე ლიონის ისტორიული კორონაციის.

27 მარტი 2023, 23:11
რეგიონი
ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის, ფოთის და სენაკის რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ზუგდიდის, ფოთის და სენაკის რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

27 მარტი 2023, 22:40
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ჟინვალში გასვლითი შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჟინვალის წყალსაცავთან გასვლითი შეხვედრა გამართეს, სადაც წყლის რესურსების მართვის საკითხებზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

27 მარტი 2023, 22:14
მსოფლიო
ქალაქ ნეშვილში, ერთ-ერთ სკოლაში სროლას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი
ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, ერთ-ერთ სკოლაში სროლას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

27 მარტი 2023, 21:57
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ნორვეგიელმა კონსერვატორებმა, ალბათ, მიიჩნიეს, რომ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს არსებული 300 000 პრობაციონერი არც ისე ბევრია სააკაშვილის გამოწვევების ფონზე, ამიტომაც მიანიჭეს ჯილდო
ალბათ, სააკაშვილი იმ კრიტერიუმით შეაფასეს, რომ შეიძლებოდა, 300 000 პრობაციონერის ნაცვლად მილიონი ყოფილიყო. ეს მცირე დანაკარგად ჩაუთვალეს, რადგან იქიდან რუსეთი უტევდა და იქიდან - კრიმინალი, იქიდან - განსხვავებული აზრის წარმომადგენლები - ამდენი გამოწვევა ჰქონდა სააკაშვილს და ამ ყველაფერს ხომ მორევა სჭირდებოდა?! სავარაუდოდ, ამ კუთხით შეაფასეს, ეს ყველაფერი მცირე დანაკარგად ჩაუთვალეს და, ალბათ, ამ კუთხით ეკუთვნოდა ჯილდო. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია! - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

27 მარტი 2023, 21:56
მსოფლიო
ნეთანიაჰუ სადავო სასამართლო რეფორმის გადავადებაზე: როდესაც არსებობს შესაძლებლობა, თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო ომი დიალოგის გზით, მე პაუზას ვიღებ დიალოგისთვის
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის გადადებს სადავო სასამართლო რეფორმის გატარებას.

27 მარტი 2023, 21:27
მსოფლიო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ თქვენ ლიბერალური მეინსტრიმის წინააღმდეგ ხართ და ამასობაში წარმატებული ხართ და არჩევნებს იგებთ, ეს ლიბერალური მეინსტრიმისთვის ადვილად მოსანელებელი არ არის
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი დაიღალა დასავლეთის მხრიდან კრიტიკისგან. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

27 მარტი 2023, 21:18
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: სტრასბურგის სასამართლოსთვისაც გაუგებარი იქნება - რა უნდა იყოს მსჯელობის საგანი. შეიძლება სარჩელიც კი არ მიიღონ, როგორც ეს სააკაშვილის პატიმრობის დასაწყისში იყო
სტრასბურგის სასამართლოში მსჯელობის საგანი რა უნდა იყოს, თვითონ სასამართლოსთვისაც გაუგებარი იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საჩივრის გაგზავნის საკითხს.

27 მარტი 2023, 20:43
მსოფლიო
Der Spiegel: გერმანიამ უკრაინას Leopard 2-ის 18 ტანკი გადასცა
გერმანიამ უკრაინას Leopard 2-ის 18 ტანკი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბოლო ტანკები გერმანიიდან გასული კვირის ბოლოს გაიყვანეს და ცოტა ხნის წინ უკრაინულ მხარეს გადაცეს.

27 მარტი 2023, 20:34
პოლიტიკა
გოგა ჩანადირი მარიკა ბაკურაძის გამომცემლობებიდან გათავისუფლებაზე: 15-წლიანი ურთიერთობა დაამთავრო შეტყობინებით, ჩემთვის ამოუხსნელია. მე მინდა, რომ აგვიხსნან - რა მოხდა
15-წლიანი ურთიერთობა დაამთავრო შეტყობინებით, ჩემთვის ამოუხსნელია, - ამის შესახებ ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა განაცხადა, რომელმაც გამომცემლობების მიერ მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი შეაფასა.

27 მარტი 2023, 20:12
მსოფლიო
გერმანიამ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ პუტინის განცხადებას უპასუხისმგებლო და ესკალაციის გამომწვევი უწოდა
ოფიციალურმა ბერლინმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ბელარუსში ბირთვულ იარაღს განათავსებს, უპასუხისმგებლო და ესკალაციის გამომწვევი უწოდა.

27 მარტი 2023, 20:01
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს, ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და როგორც პრეზიდენტი
შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ქალზე ძალადობისა და, კიდევ უფრო, მისი სხვადასხვა ფორმით გამართლებისა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

27 მარტი 2023, 19:53
პოლიტიკა
დედოფლისწყაროს მერი: ანა დოლიძე გამიზნულად ცდილობს საზოგადოების თვალში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მხოლოდ ნეგატიურ ასპექტში წარმოადგინოს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც დოლიძე მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს. დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშავილის განცხადებით, დოლიძეს საზოგადოება შეცდომაში გამიზნულად შეჰყავს, რადგან მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაუმოწმებელია და პოლიტიკური ქულების ჩასაწერად ცდილობს მუნიციპალიტეტი ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს.

27 მარტი 2023, 19:44
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი: ბახმუტისთვის ბრძოლა ყველაზე დაძაბულ ფაზაში შედის
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა ყველაზე დაძაბულ ფაზაში შედის.

27 მარტი 2023, 19:43
სამართალი
ზურაბ აზარაშვილი: 2013 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტს გზა გაუხსნა სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო სერვისებისკენ
2013 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტს გაუხსნა გზა, სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო სერვისებისკენ, - აღნიშნულის შესახებ, ზურაბ აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.