გოგა ხაინდრავა: მშვენივრად იცით, რომ კანონი იყო ამერიკული და არა რუსული

გოგა ხაინდრავა
ფოტო: ვიდეოკადრი
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა კონსერვატიულ პორტალზე „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წერილს ქვეყნებს, რომელშიც ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
ხაინდრავა პარალელს ავლებს 1923 და 2023 წლებს შორის და აცხადებს, რომ პროტესტის ფორმების მსგავსების მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი ახალგაზრდებს მაინც აქეზებს. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვისას, „განსხვავება იმაშია, რომ ის ნაგანიანი, იმ ეპოქაში, მისმა ფარისეველმა გამზრდელებმა, “დიადი კომუნიზმის“ გზას გაუყენეთ! დღეს კი, ეს “მოლოტოვის კოქტეილიანი“ “ლიბერალური ევროპის“.
„სად მიდის ეს გზები, ხომ იცით! მშვენივრად იცით! და მაინც ტაშს უკრავთ, აქებთ, სამშობლოს მხსნელებად შერაცხეთ! ვინ?! ბოლშევიზმის, ნეოლიბერალიზმის და კლუბური ნარკოტიკის შხამით მოწამლული, გონებადაბნელებული, სქეს არეული, თავგზადაკარგული ახალგაზრდები! ჩვენი შვილები! არ გრცხვენიათ არა?!“ - წერს გოგა ხაინდრავა.
როგორც ხაინდრავა აღნიშნავს, გაუგებარია, რამ გამოიწვია კანონპროექტით გაღიზიანება, ვინაიდან, მოსახლეობას აქვს უფლება, გაიგოს, საიდან და რა განზრახვით მოედინება ქვეყანაში დიდძალი თანხა.
„თქვენ მინდა მოგმართოთ, ყველას, სიცრუით გასხივოსნებულებს! არ გრცხვენიათ?! ასე რამ დაგაბეჩავათ?! სინდისი თუ დაკარგეთ, მშობლის ინსტიქტიც მაინც აღარ შემოგრჩათ?! ვერ ხვდებით რას სჩადიხართ?! რაზე აქეზებთ ჩვენს შვილებს?
2023 წელი.
პარლამენტის კიბეებზე სტუდენტი, “მოლოტოვის კოქტეილს“ მოიმარჯვებს და მთელი ქვეყნის გასაგონად გაჰკივის მიკროფონში:
– ხედავ რა ხდება! აბა, აქ მოეთრევი ახლა! აქ! აქ, გამცემ პასუხს…
საკუთარ პედაგოგს იწვევს ასე, წესიერ, განათლებულ, ალალ-მართალ კაცს…
1923 წელი.
ეკლესიაში მღვდელი დგას ამბიონზე, კომკავშირელი ნაგანიდან ტყვიებს ახლის დედა ღვთისმშობლის ხატს და უკივის მოძღვარს:
– ხედავ რა ვქენი! აბა რა გამიკეთა თქვენმა ღმერთმა?! გამეცი პასუხი…
მოძღვარი ხმადაბლა ჰპასუხობს:
– მეტი რა უნდა ექნა, გაუგიჟებიხარ შვილო…
პედაგოგიც ასე ფიქრობს.
იქიდან წამოსული, გზა და გზა დაარბევს ქაშვეთს, ეროვნულ გალერეას, რუსთაველის თეატრს, დაწვავს მანქანებს, დაამსხვრევს ვიტრინებს, გაანადგურებს ყველაფერს რაც ხელთ მოხვდება…
რომელი ჩაიდენდა ამას? კომკავშირელი თუ თანამედროვე სტუდენტი?! ხედავთ მათში რაიმე სხვაობას?!
განსხვავება იმაშია, რომ ის ნაგანიანი, იმ ეპოქაში, მისმა ფარისეველმა გამზრდელებმა, “დიადი კომუნიზმის“ გზას გაუყენეთ! დღეს კი, ეს “მოლოტოვის კოქტეილიანი“ “ლიბერალური ევროპის“!
სად მიდის ეს გზები, ხომ იცით! მშვენივრად იცით! და მაინც ტაშს უკრავთ, აქებთ, სამშობლოს მხსნელებად შერაცხეთ! ვინ?! ბოლშევიზმის, ნეოლიბერალიზმის და კლუბური ნარკოტიკის შხამით მოწამლული, გონებადაბნელებული, სქესარეული, თავგზადაკარგული ახალგაზრდები! ჩვენი შვილები! არ გრცხვენიათ არა?!
მშვენივრად იცით, რომ პირველი: კანონი იყო ამერიკული და არა რუსული! მეორე: ქართული კანონი იყო! საჭირო კანონი! მეტიც, აუცილებელი! აუცილებელი იმიტომ რომ ჩვენ ყველამ, ვიცოდეთ საიდან, რა განზრახვით, რომელი სალაროებიდან და ვის ჯიბეში მიედინება დიდძალი ფული. არა?! არ უნდა ვიცოდეთ?! მხოლოდ, კელიმ, ვიქტორიამ, კარლმა და ვანიამ უნდა იცოდნენ?! ჩვენ არა?! რატომ, რა არის აქ დასამალი. ეს ხომ ჩვენი “სიყვარულით“ კეთდება, ჩვენი “ბედნიერებისთვის“. თვითონ იკლებენ, საკუთარ შვილებს აკლებენ და ჩვენ შვილებს უგზავნიან, “უანგაროდ“, მხოლოდ “კაცთმოყვარეობის“ წადილით. ასე არ არის?
აბა რა დუჟი დაეტაკათ მაშინ ამ “ქველმოქმედებს“ პირზე, რა წიოკი მორთეს “თავისუფალ“ „დამოუკიდებელ“ „დემოკრატიულ“ პრესაში! ან ეს თეთრი, ქათქათა სახლი რამ გაავეშა ესე, დღეში სამჯერ, მსოფლიოს გასაგონად, რომ ცრუობდა და გვწამებდა ცილს, ხან ერთი და ხან მეორე ჩვენი „მოყვარეს“ პირით?! თვითონ უარესი კანონი არა აქვთ?! თუ მათ უსაფრთხოება სჭირდათ და ჩვენ არა?! ანდა სხვა თავის სატკივარი გამოელიათ? მესამე მსოფლიო ომში სამკვდრო სასიცოცხლოდ გაჩაღებულებს, დავიჯეროთ ჩვენი ახალგაზრდების მომავალზე ფიქრით უთენდებათ და უღამდებათ?! გჯერათ??! არა ხომ! და მაინც ამ მსოფლმხედველობის და სიმართლის “ევროატლანტიკურ სივრცეში“ გინდათ შეაცუროთ ჩვენი მომავლის გემი?! იქ ხომ “ტიტანიკი“ ჩაიძირა…“ - წერს გოგა ხაინდრავა.
ყველა სიახლე

20 მარტი 2023, 15:49
პოლიტიკა
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს, ილია დარჩიაშვილს და ლაშა ხუციშვილს მოუსმენს
„მოგახსენებთ მიმდინარე კვირის დაახლოებით განრიგს. ხვალ ტრადიციულად გვექნება პოლიტიკური განცხადებები, შემდეგ კანონპროექტების განხილვა. ოთხშაბათს პროექტებთან ერთად ასევე გვექნება კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მოსმენა. ასევე, კომიტეტებს გთხოვთ, რომ წარმოადგინოთ ანგარიშები, დარჩენილი რაც არის. ხუთშაბათს იქნება ფინანსთა მინისტრის საათი, პარასკევს პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

20 მარტი 2023, 15:47
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი: დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტები გადამოწმდება და მათი საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება
„შემიძლია დავადასტურო, რომ წამლის ლაბორატორია უკვე მზად არის. ახლა ტექნიკურ დეტალებსა და საორგანიზაციო საკითხებზე ვთანხმდებით. ვგეგმავთ, როდის უნდა გაიხსნას“

20 მარტი 2023, 15:44
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი და თავისი სურვილით უბრუნდება აკადემიურ საქმიანობას
მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო, 4 წელი ემსახურა ქვეყანას და ახალგაზრდა თაობას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი და თავისი სურვილით უბრუნდება აკადემიურ საქმიანობას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 მარტი 2023, 15:28
რეგიონი
21-22 მარტს გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 21 მარტის 23:00 სთ-დან 22 მარტის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 22 მარტის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

20 მარტი 2023, 15:16
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

20 მარტი 2023, 15:05
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე ოპოზიციურ მედიას: დაინახეთ, რომ მკვლელობის, სამშობლოს ღალატისა და სხვა ცილისწამებათა დაბრალება ცუდი საქციელია?! იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციურ მედიას მიმართავს და აცხადებს, რომ მკვლელობის, სამშობლოს ღალატისა და სხვა ცილისწამებათა დაბრალება ცუდი საქციელია.

20 მარტი 2023, 15:04
პოლიტიკა
გიული ალასანია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა ოჯახს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში ისევ არ შეაქვს
გიული ალასანია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა ოჯახს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში არ შეაქვს. ალასანია ამბობს, რომ არ იცის, თუ როდის მიმართავენ ევროპულ სასამართლოს. ამის შესახებ კომენტარს არც სააკაშვილის ადვოკატები აკეთებენ.

20 მარტი 2023, 14:58
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარსა და ირაკლი კოვზანაძეს პარლამენტში გიორგი ჩაკვეტაძე და თენგიზ შარმანაშვილი შეცვლიან
გიორგი ამილახვარს პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის. ამილახვარი პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრმა იგი განათლების მინისტრად დღეს წარადგინა.

20 მარტი 2023, 14:54
პოლიტიკა
სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა
„რთულ პრობლემებს მარტივი გადაწყვეტა არ აქვთ“, - წერს ჩინეთი ლიდერი და მხარეებს ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების 12-პუნქტიან გეგმას სთავაზობს. ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს კარგ ძველ მეგობარს უწოდებს, რომელსაც კონსტრუქციული როლის შესრულება შეუძლია.

20 მარტი 2023, 14:54
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: წელიწად-ნახევარია, უკრაინა ელოდება დეოლიგარქიზაციის კანონზე დასკვნას და დღემდე არ საჯაროვდება, რაც ცოტა საკვირველია
ვენეციის კომისიამ ჩვენც და მოლდოვასაც მსგავსი რეკომენდაციები მოგვცა. უკრაინის მიმართ ამჯერადაც თავი შეიკავა გამოქვეყნებისგან, რაც ცოტა საკვირველია, რადგან წელიწად-ნახევარია, უკრაინა ელოდება მის კანონზე დასკვნას, რაც რატომღაც დღემდე არ საჯაროვდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

20 მარტი 2023, 14:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როდესაც საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდებოდა, ზუსტად მაშინ, 2022 წლის 2 მარტს, საქართველო ხელს აწერდა მიმართვას ჰააგის სასამართლოსადმი, რომლის შედეგიც არის სწორედ ის ორდერი, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ოპოზიციამ, როდესაც მოტყუებით საზოგადოება ქუჩაში გამოიყვანა, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება მხარს არ უჭერდა უკრაინას, 2022 წლის 2 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ, 38 ქვეყანასთან ერთად, ხელი მოაწერა ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას

20 მარტი 2023, 14:47
საზოგადოება
დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების მიზნით, „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებები მომზადდა
ცვლილებების თანახმად, დოპინგთან ბრძოლის ერთიანი მექანიზმი შეიქმნება და მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები და სპორტული ორგანიზაციების ვალდებულებები განისაზღვრება.

20 მარტი 2023, 14:45
საზოგადოება
ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ფოთში, სენაკში, ჩხოროწყუს და ხობის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის, ფოთის და სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

20 მარტი 2023, 14:45
პოლიტიკა
ვლადიმირ ორლიჩი: დარწმუნებული ვარ, ის პროგრესი, რომელიც ევროპულ გზაზე გაქვთ, ადეკვატურად იქნება შეფასებული ევროკავშირის მიერ და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამ გზაზე გქონდეთ სერბეთის მხარდაჭერის იმედი
დარწმუნებული ვარ, ის პროგრესი, რომელიც ევროპულ გზაზე გაქვთ, ადეკვატურად იქნება შეფასებული ევროკავშირის მიერ და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შეგიძლიათ, ამ გზაზე ყოველთვის გქონდეთ სერბეთის მხარდაჭერის იმედი, - ამის შესახებ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ვლადიმირ ორლიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

20 მარტი 2023, 14:43
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც გვაქვს და მივიღებთ მყისიერ გადაწყვეტილებებს
„რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლების და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა ბუნებრივია კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც ჭირდება სწრაფი პასუხი და გადაჭრა. ამიტომ ჩვენ“

20 მარტი 2023, 14:41
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის, დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ წარჩინებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება
ჩვენ გვინდა და შევქმნით აუცილებლად ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა

20 მარტი 2023, 14:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: არ ვამბობთ, რომ მატარებელმა უკვე ჩაიარა და ოპოზიცია ვეღარ ამოახტება ვაგონს. პირიქით, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოს ევროპულ მატარებელში
„მიუხედავად იმისა, იყენებენ თუ არა ისინი უფლებას შემოვიდნენ ღია კარში და იყვნენ ამ პროცესის მონაწილეები, ჩვენ ამ ოთახს მაინც არ დავხურავთ და ის იქნება მუდმივად ღია. ჩვენი პოლიტიკაა, რომ არ ვამბობთ, რომ მატარებელმა უკვე ჩაიარა და ისინი ვეღარ ამოახტებიან ვაგონს. პირიქით, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოს ევროპულ მატარებელში და იყვნენ ამის ნაწილი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველი რეკომენდაცია გულისხმობს დეპოლარიზაციას და ხალხისგან, რომელიც ამტვრევს პარლამენტის ფანჯრებს, კომიტეტში მაგიდებს ატრიალებს, პრორუსებს ეძახის ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას, მოლოდინი, რომ შეიძლება რაიმე კონსტრუქციული როლი შეასრულონ, რა თქმა უნდა არ მაქვს, პირიქით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

20 მარტი 2023, 14:35
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად
„პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად და უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგთავაზებთ იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის“

20 მარტი 2023, 14:34
პოლიტიკა
დავით კაჭარავა: შეუძლებელია ერთდროულად მოგვიწოდებდნენ პოლარიზაციის დასრულებისკენ და თან ყველაზე რადიკალურ ძალებს აფინანსებდნენ პირდაპირი მიმართულებით
ჩვენ საზოგადოებას ვაძლევთ შანსს, დაინახოს ყველაფერი კონკრეტული ფაქტებით, შეხედოს და გააკეთოს ანალიზი, თუ როგორ მოქმედებს „ომის პარტია“,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ განაცხადა.

20 მარტი 2023, 14:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც რადიკალური დაჯგუფების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში ვხედავ. თუკი რადიკალიზმი წახალისებული იქნება, არანაირ დეპოლარიზაციაზე შემდეგ საუბარი შესაძლებელი არ იქნება
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც რადიკალური დაჯგუფების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში ვხედავ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.