ლევან იოსელიანი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველზე კონსენსუსი შედგა

ლევან იოსელიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენი კონსტიტუცია იმგვარად არის დაწერილი, რომ პირდაპირ უბიძგებს პოლიტიკოსს გახდეს სახალხო დამცველი და არა პირიქით,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„პასუხისმგებლობა ნამდვილად დიდია და გარემოებები, რომელიც დაემთხვა ჩემს სახალხო დამცველად არჩევას ნამდვილად იყო რთული, რადგან განიხილებოდა კანონპროექტი, რომელსაც მე, როგორც პარლამენტის წევრი თავის დროზე და უამრავი ადამიანი ამ ქვეყანაში ვეწინააღმდეგებოდით და ვაპროტესტებდით. მიუხედავად ამ ყველაფრისა მნიშვნელოვანია, რომ უკვე აქ, ამ პოზიციიდან მოვახდინო ამ ყველაფრის ობიექტური და სამართლიანი შეფასება, რაც მე გავაკეთე დღეს, როდესაც შევაფასე მოვლენები, რომლებიც ამ რამდენიმე დღის წინ განვითარდა. ის, რომ კონსენსუსი შედგა სახალხო დამცველზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იყო მეთორმეტე პუნქტი, რომელიც შესრულდა და პირველად საქართველოს ისტორიაში სახალხო დამცველი პოლიტიკოსი გახდა. პოლიტიკური კონსენსუსი შედგა პოლიტიკურ პარტიებს შორის. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს რამდენად მნიშვნელოვანია კონსენსუსი განსხვავებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის. ჩვენი კონსტიტუცია იმგვარად არის დაწერილი, რომ პირდაპირ უბიძგებს პოლიტიკოსს გახდეს სახალხო დამცველი და არა პირიქით. იმიტომ, რომ საქართველო არის საპარლამენტო ომბუდსმენის ქვეყანა, შესაბამისად, პოლიტიკურ ორგანოში, პოლიტიკოსები ირჩევენ სახალხო დამცველს. ამაში უცნაური არაფერია და დაახლოებით 27 ქვეყანაა ევროპაში და მის გარეთ, სადაც პოლიტიკა იყო და არის სახალხო დამცველი და თვითონ ევროკავშირის ომბუდსმენი და სახალხო დამცველი ორგზის იყო სახალხო დამცველი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ამაზე რაღაც ზედმეტი კითხვის ნიშნები არ არსებობს“,- განაცხადა იოსელიანმა.
პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი 7 მარტს აირჩია.
ყველა სიახლე

23 მარტი 2023, 22:18
სამართალი
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
„სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

23 მარტი 2023, 21:52
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე: თუ გვინდა ევროპული კლუბის წევრობა და ეს ასეა, მაშინ ჩვენ უნდა მოვიქცეთ, როგორც ევროპელები - ვფიქრობ, რომ ბოიკოტში ყოფნა არ გამოადგება პარტიას
მე მუდმივად ვფიქრობდი, რომ თუ ჩვენ პარლამენტში შემოვედით, ჩვენი მანდატი უნდა გამოგვეყენებინა, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

23 მარტი 2023, 21:38
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი: რუსმა ოკუპანტებმა ნოვა-კახოვკა დატოვეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ქალაქი ნოვა-კახოვკა დატოვეს.

23 მარტი 2023, 21:20
მსოფლიო
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: თუ პოლიტიკა გადაწყვეტს, ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრში, მაშინ სპორტი და სპორტსმენები პოლიტიკის ინსტრუმენტები გახდებიან
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ტომას ბახმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან გამიჯნონ და დაიცვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გეგმა 2024 წლის პარიზის თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ჩართვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

23 მარტი 2023, 20:20
სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველები ძალადობრივ დანაშაულებში ამხილა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში ამხილა.

23 მარტი 2023, 20:06
მსოფლიო
პარიზში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა
პარიზში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

23 მარტი 2023, 19:57
ეკონომიკა
პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
საინტერესო და ყოვლისმომცველი პრეზენტაცია იყო, -ასე შეაფასა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ანგარიში, რომელიც მან მინისტრის საათის ფორმატში გააცნო დეპუტატებს და მოსახლეობას.

23 მარტი 2023, 19:41
პოლიტიკა
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: ნატოს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ შეხვედრამ საშუალება მისცა მხარეებს განეხილათ საქართველოსთან ნატოს პარტნიორობის როლი და მნიშვნელობა.

23 მარტი 2023, 19:08
სამართალი
პროკურატურა: სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი პროცესები წარიმართა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით
„სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი პროცესები, წარიმართა საქართველოს კანონმდებლობისა და ევროპული სტანდარტების სრული დაცვით და საქმეში არსებობდა გამოძიების მიერ მოპოვებული და შეკრებილი კომპლექსური, ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რასაც დასაბუთებულად და კანონიერად ეყრდნობოდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები“.

23 მარტი 2023, 19:02
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება.

23 მარტი 2023, 18:55
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერის აპარატის ხელმძღვანელი: უნგრეთი პუტინს ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში არ დააპატიმრებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგეი გუიაშმა განაცხადა, რომ უნგრეთი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში არ დააპატიმრებს.

23 მარტი 2023, 18:47
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ანალენა ბერბოკის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაყოვნება არ იქნება სწორი
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი არჩილ თალაკვაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებას ეხმაურება. გერმანელმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ხედავს „საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს და ზეწოლას, რომელსაც აწყდება შიგნიდან და გარედან“.

23 მარტი 2023, 18:29
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: მინდა მოვუწოდო სააკაშვილის გარემოცვას - თუ მართლა აინტერესებთ მისი ჯანმრთელობა, ძალისხმევა და რესურსები იმაზე დახარჯონ, რომ მან მკურნალობა განაახლოს და ექიმების დანიშნულება მიიღოს
„ყველა პატიმარს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა ვუსურვებ. მისი გარემოცვის მხრიდან გრძელდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზების მცდელობა. რაც შეეხება სტრასბურგს, ეს ოპოზიცია მერამდენედ უნდა ემუქრებოდეს საქართველოს სახელმწიფოს სტრასბურგის გადაწყვეტილებებით“.

23 მარტი 2023, 18:29
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი: უკრაინა ძალიან მალე შეძლებს ბახმუტში შეტევაზე გადასვლას
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ძალიან მალე შეძლებს ბახმუტში შეტევაზე გადასვლას.

23 მარტი 2023, 18:28
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: მოველით, რომ საქართველოში ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ანალენა ბერბოკი დააფიქსირებს მკაფიო პოზიციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა. მითუმეტეს ახლა, როდესაც რეგიონში არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით და როდესაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია პერსპექტივის მინიჭების შემდეგ უკვე ელოდება შემდეგ ნაბიჯს, ეს არის კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის გადაწყვეტილებას. მქონდა საშუალება მომესმინა ქალბატონი ბერბოკის გამოსვლა ევროპის საბჭოში“

23 მარტი 2023, 18:22
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: სინამდვილეში ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადადება არ იქნება სწორი, რადგან არის მცდელობები, საქართველოს ევროპული კურსი ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა დააზიანონ
„კარგად ვიცით, თუ როგორ რთულ რეგიონშია ჩვენი ქვეყანა და როგორ რისკებთან უწევს ყოველდღიურად გამკლავება. თავი რომ დავანებოთ ყველაზე რთულ გამოწვევას, რომელიც არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას რუსეთის მხრიდან. საქართველოს ხელისუფლება რასაც აკეთებს, ხელის გულზე დევს და ამის გადამოწმება შეუძლია როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე ნებისმიერ ევროპელ მინისტრს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

23 მარტი 2023, 18:15
პოლიტიკა
ვახტანგ მეგრელიშვილი: ევროპელებისგან დისკუსიის თხოვნა „ქართული ოცნებისკენაცაა“ მიმართული და ოპოზიციისკენაც, ოღონდ ჯერ ოპოზიცია უნდა ახერხებდეს, რომ ერთად დაჯდეს და ერთ საკითხზე მაინც შეთანხმდეს
ევროპელებისგან დისკუსიის თხოვნა „ქართული ოცნებისკენაცაა“ მიმართული და ოპოზიციისკენაც, ოღონდ ჯერ ოპოზიცია უნდა ახერხებდეს, რომ ერთად დაჯდეს და ერთ საკითხზე მაინც შეთანხმდეს. ამის შემდეგ საუბარი უკვე შეიძლება შედგეს იმაზე, „ქართულ ოცნებასთან“ რა პრეტენზიითა და იდეით შეიძლება მიხვიდე და დაელაპარაკო,- ამის შესახებ, პარტია „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

23 მარტი 2023, 18:11
პოლიტიკა
ვახტანგ მეგრელიშვილი: ვფიქრობ, რომ იმ განცხადებაში, რომლითაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა, საქართველოში დღეს გასაკვირი არაფერი უნდა იყოს
„ვფიქრობ, რომ არაფერი იმ განცხადებაში, რომლითაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა, საქართველოში დღეს გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ამას ბუნებრივად არ გავაკეთებთ. სიტყვა-სიტყვით შემეძლო დავთანხმებოდი თითოეულ ამ განცხადებას, მართლა გვაქვს ეს ყველაფერი გასაკეთებელი. თითოეული განცხადება სწორია, განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, 1 კვირის წინ რომ იყო საქართველოში“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

23 მარტი 2023, 18:11
მსოფლიო
სლოვაკეთმა უკრაინას MiG-29-ის ტიპის ოთხი გამანადგურებელი გადასცა
სლოვაკეთმა უკრაინას MiG-29-ის ტიპის ოთხი გამანადგურებელი გადასცა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იარო ნადმა განაცხადა.

23 მარტი 2023, 18:08
პოლიტიკა
ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა ახალგაზრდა დიპლომატთა ასოციაციას უმასპინძლა
ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ გამართა "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა ასოციაციის" წარმომადგენლების მიღება და გამოფენა „ხელოვნება მშვიდობისთვის“.