imedi /  14 მარტი 2023, 10:05 / სანდო წყარო

თამარ ჩერგოლეიშვილი: ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს და ოპოზიციამ მოიგოს, ხელისუფლებაში მიშა სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და ვაშაძე მოვა

თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი: ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს და ოპოზიციამ მოიგოს, ხელისუფლებაში მიშა სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და ვაშაძე მოვა, - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მეგობრებო, მე არ ვიცი თქვენ რა ინფორმაციით იკვებებით, მაგრამ ჯერჯერობით, ნაცმოძრაობა ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალაა და ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს და ოპოზიციამ მოიგოს, ხელისუფლებაში მიშა სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და ვაშაძე (ამას მიუერთებენ) მოვა. დღეს ასეა.

ცხადია ხვალ ასე აღარ უნდა იყოს და ჩვენ ამას ვცდილობთ, მაგრამ თქვენ გსურთ ამაზე არ ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ რეალობა მწარეა და გგონიათ რომ გაჩუმებით დაიმალება - ეს სისულელეა.

შეფასებებს არ ვეხები - ვიღაცას მოგწონთ, ვიღაცას არა.

ვეხები იმ იდიოტებს, რომლებიც “ქოცების შემოგდებულად” მიიჩნევენ ამაზე მსჯელობას.

რეალობაა ეგ, და ცხადია ამ რეალობას ქოცები გამოიყენებენ, თქვენ თავი რა სიღრმეზეც არ უნდა ჩარგოთ.

თუ რეალობა არ მოგწონთ, დაგვეხმარეთ, რეალობა შევცვალოთ - გაჩუმებით რეალობა არ იცვლება“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ყველა სიახლე

რატი ბრეგაძე

23 მარტი 2023, 23:40

სამართალი

რატი ბრეგაძე „ვივამედის“ განცხადებაზე: ჩვენ გამოვიყენებთ რჩევებს და ამ საკითხს კომპლექსურად განვიხილავთ

რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილის გარემოცვა მიზანმიმართულად ცდილობს გააუარესოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც იუსტიციის მინისტრმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არა თუ „ვივამედში“, არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის დღიდან მიმართავს მიზანდასახულად თვითდაზიანებას, რომ ამ ფორმით მოეპოვებინათ თავისუფლება.

რატი ბრეგაძე

23 მარტი 2023, 23:30

სამართალი

რატი ბრეგაძე: სააკაშვილი უნდა დაემორჩილოს მკურნალობის კურსს და მისმა მომხრეებმაც ხელი უნდა შეუწყონ მკურნალობაში, თუ მისი მიზანი ჯანმრთელად ყოფნაა

მიხეილ სააკაშვილი უნდა დაემორჩილოს მკურნალობის კურსს და მისმა მომხრეებმაც ხელი უნდა შეუწყონ ამ ადამიანს მკურნალობაში, თუ მისი მიზანი ჯანმრთელად ყოფნაა. ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანი იყოს კარგად, ხოლო მას არ უნდა, რომ იყოს კარგად, იმიტომ რომ ცუდად ყოფნით ეძებს ციხიდან გამოსასვლელ გზას - ეს არ მოხდება, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

რატი ბრეგაძე

23 მარტი 2023, 23:16

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: რაც ხდება სააკაშვილის გარშემო, არახალია - მის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის შემდეგ დაიწყო ეს სერიალი, რომელიც დღემდე გრძელდება და მაშინ აქტიურდება, როდესაც მათ სიტუაციურად აწყობთ

რაც ხდება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის გარშემო, არახალია - მის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთის შემდეგ დაიწყო ეს სერიალი, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელიც მაშინ აქტიურდება, როდესაც მათ სიტუაციურად აწყობთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ხატია დეკანოიძე

23 მარტი 2023, 23:13

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ხატია დეკანოიძე პარტიას ტოვებს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

23 მარტი 2023, 22:30

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: დარწმუნებული ვარ, რადიკალურ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნება, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავს

„ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი. დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნებათ, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავენ. მათი მთავარი ამოცანაა, არანაირი ცივილური განხილვა არ იყოს. დიდი ხანია, ისინი ამ რეჟიმში მუშაობენ. ეს არის ადამიანების გუნდი, რომელსაც შეიძლება, რევოლუციური კომიტეტი ვუწოდოთ, რომლის მიზანია სხვა ამოცანების განხორციელება და არა – რეკომენდაციების შესრულება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

23 მარტი 2023, 22:22

მსოფლიო

უკრაინის გენერალურმა შტაბმა უარყო მის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ ოკუპანტებმა ნოვა-კახოვკა დატოვეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უარყო მის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ქალაქი ნოვა-კახოვკა დატოვეს.

23 მარტი 2023, 22:18

სამართალი

პროკურატურამ თბილისში, მუხიანის დასახლებაში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

„სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

ხატია დეკანოიძე

23 მარტი 2023, 21:52

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: თუ გვინდა ევროპული კლუბის წევრობა და ეს ასეა, მაშინ ჩვენ უნდა მოვიქცეთ, როგორც ევროპელები - ვფიქრობ, რომ ბოიკოტში ყოფნა არ გამოადგება პარტიას

მე მუდმივად ვფიქრობდი, რომ თუ ჩვენ პარლამენტში შემოვედით, ჩვენი მანდატი უნდა გამოგვეყენებინა, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

23 მარტი 2023, 21:38

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი: რუსმა ოკუპანტებმა ნოვა-კახოვკა დატოვეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ქალაქი ნოვა-კახოვკა დატოვეს.

ტომას ბახი

23 მარტი 2023, 21:20

მსოფლიო

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: თუ პოლიტიკა გადაწყვეტს, ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრში, მაშინ სპორტი და სპორტსმენები პოლიტიკის ინსტრუმენტები გახდებიან

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ტომას ბახმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან გამიჯნონ და დაიცვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გეგმა 2024 წლის პარიზის თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ჩართვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

23 მარტი 2023, 20:20

სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველები ძალადობრივ დანაშაულებში ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში ამხილა.

23 მარტი 2023, 20:06

მსოფლიო

პარიზში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა

პარიზში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

პაატა კვიჟინაძე

23 მარტი 2023, 19:57

ეკონომიკა

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

საინტერესო და ყოვლისმომცველი პრეზენტაცია იყო, -ასე შეაფასა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ანგარიში, რომელიც მან მინისტრის საათის ფორმატში გააცნო დეპუტატებს და მოსახლეობას.

23 მარტი 2023, 19:41

პოლიტიკა

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: ნატოს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ შეხვედრამ საშუალება მისცა მხარეებს განეხილათ საქართველოსთან ნატოს პარტნიორობის როლი და მნიშვნელობა.

23 მარტი 2023, 19:08

სამართალი

პროკურატურა: სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი პროცესები წარიმართა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით

„სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი პროცესები, წარიმართა საქართველოს კანონმდებლობისა და ევროპული სტანდარტების სრული დაცვით და საქმეში არსებობდა გამოძიების მიერ მოპოვებული და შეკრებილი კომპლექსური, ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რასაც დასაბუთებულად და კანონიერად ეყრდნობოდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები“.

ნიკოლ ფაშინიანი

23 მარტი 2023, 19:02

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება.

23 მარტი 2023, 18:55

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერის აპარატის ხელმძღვანელი: უნგრეთი პუტინს ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში არ დააპატიმრებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგეი გუიაშმა განაცხადა, რომ უნგრეთი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში არ დააპატიმრებს.

არჩილ თალაკვაძე

23 მარტი 2023, 18:47

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ანალენა ბერბოკის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაყოვნება არ იქნება სწორი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი არჩილ თალაკვაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებას ეხმაურება. გერმანელმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ხედავს „საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს და ზეწოლას, რომელსაც აწყდება შიგნიდან და გარედან“.

23 მარტი 2023, 18:29

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი: უკრაინა ძალიან მალე შეძლებს ბახმუტში შეტევაზე გადასვლას

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ძალიან მალე შეძლებს ბახმუტში შეტევაზე გადასვლას.

არჩილ თალაკვაძე

23 მარტი 2023, 18:29

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მინდა მოვუწოდო სააკაშვილის გარემოცვას - თუ მართლა აინტერესებთ მისი ჯანმრთელობა, ძალისხმევა და რესურსები იმაზე დახარჯონ, რომ მან მკურნალობა განაახლოს და ექიმების დანიშნულება მიიღოს

„ყველა პატიმარს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა ვუსურვებ. მისი გარემოცვის მხრიდან გრძელდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზების მცდელობა. რაც შეეხება სტრასბურგს, ეს ოპოზიცია მერამდენედ უნდა ემუქრებოდეს საქართველოს სახელმწიფოს სტრასბურგის გადაწყვეტილებებით“.