არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი თემები და მიღწევები განხილვის თამარი თემა იყო არჩილ თალაკვაძესა და ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელ კლაუს ნეუკირჩს შორის.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ იმსჯელეს იმ წინსვლაზე, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების, დემოკრატიული მმართველობის და კანონის უზენაესობის სფეროში.
„ეს იყო საინტერესო და პოზიტიური შეხვედრა და რაც მთავარია, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, - როგორ შეიძლება საქართველომ, შემდგომი პროგრესისთვის გამოიყენოს ევროპის საბჭოს მხარდაჭერა“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
მისივე თქმით, ახალი პროგრამა, რომელიც შემუშავების პროცესშია, 19 მილიონ ევროს მოიცავს და ეხება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, სოციალური დაცვის პოლიტიკა, პარლამენტის მხარდაჭერა და კანონის უზენაესობა.
ყველა სიახლე

22 მარტი 2023, 17:32
პოლიტიკა
ვახტანგ მახარობლიშვილი: ილია დარჩიაშვილისა და ჟოზეფ ბორელ შეხვედრაზე მთავარი ყურადღება გამახვილებული იქნება 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროცესზე
ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქ ბრიუსელში რამდენიმე საათში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს შეხვდება. შეხვედრაზე განხილული იქნება ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი. მხარეები ასევე იმსჯელებენ რეგიონში არსებულ ვითარებაზეც.

22 მარტი 2023, 17:28
პოლიტიკა
პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა დაასრულა
პარლამენტმა პირველი მოსმენით დაასრულა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „თავდაცვის კოდექსის“ კანონპროექტთა პაკეტის ორდღიანი განხილვა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, კანონპროექტი თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით შემუშავდა.

22 მარტი 2023, 17:28
პოლიტიკა
5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილს სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებისთვის ადგილების შეცვლის თხოვნით მიმართა
ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი შალვა პაპუაშვილს მიმართავს და სთხოვს, სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს ადგილები შეუცვალოს.

22 მარტი 2023, 17:23
საზოგადოება
კახა ბექაურმა პარლამენტარებს მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმა - Mediatsigniereba.ge გააცნო
ComCom-ის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, პარლამენტის პლენარულ სესიაზე პარლამენტარებს მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სიტყვით გამოსვლისას კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ პლატფორმა ერთგვარი ჰაბია, რომელიც საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით მომუშავე ყველა ორგანიზაციისა თუ უწყებისთვის აერთიანებს რესურსებს და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის საუკეთესო მოდელი, რომელიც მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე წვდომას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უზრუნველყოფს.

22 მარტი 2023, 17:17
პოლიტიკა
პარლამენტმა საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების მიზანმიმართულად დაზიანების შემთხვევებთან დაკავშირებულ ცვლილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად დაუჭრა მხარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების მიზანმიმართულად, განზრახ დაზიანების შემთხვევების ახლებურად დარეგულირებას ითვალისწინებს.

22 მარტი 2023, 17:17
საზოგადოება
ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში 2021 წელს განხორციელებულ მედიაწიგნიერების პროექტებზე ისაუბრა
პროექტის ფარგლებში პედაგოგებმა მიიღეს ცოდნა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ. გადამზადებული მასწავლებლები მიღებულ ცოდნას მოსწავლეებს უზიარებენ.

22 მარტი 2023, 17:15
საზოგადოება
კახა ბექაური: 2021 წელს ქვეყანაში 115 ტელევიზია და 55 რადიო მაუწყებლობდა
პარლამენტის პლენარულ სესიაზე ComCom-ის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, კომისიის 2021 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას მაუწყებლების განვითარების ტენდენციებზე ისაუბრა

22 მარტი 2023, 17:10
საზოგადოება
კახა ბექაური: 9-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ, მაუწყებლები კომისიაში ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაციას წარმოადგენენ
მისი განცხადებით, მაუწყებლებთან 9-წლიანი სასამართლო დავა დასრულდა და 2022 წლის იანვრიდან, მაუწყებლები ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონით განსაზღვრულ ფორმებს ავსებენ.

22 მარტი 2023, 17:07
საზოგადოება
კახა ბექაური: ComCom-ის ამოცანა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დანერგვა და მედიის უხამსობის შემცველი გადაცემებისგან დაცლაა
კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, მედიის ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემებისა და გამონათქვამების პრობლემა განიხილა, რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. კახა ბექაურის განცხადებით - „კომუნიკაციების კომისიის ამოცანა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დანერგვა და მედიის უხამსობის შემცველი გადაცემებისგან დაცლაა.“

22 მარტი 2023, 17:03
საზოგადოება
კახა ბექაური: მედიის მთავარ გამოწვევად ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მანიპულაცია და პოლიტიკური მიკერძოება კვლავ რჩება
პარლამენტის პლენარულ სესიაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, კომისიის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც მაუწყებლებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

22 მარტი 2023, 16:52
რეგიონი
რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები მიმდინარეობს
რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები აქტიურად მიმდინარებს. ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები სრულდება გონაშვილის დოლიძისა და ჩოხელის ქუჩების დამაკავშირებელ გზებზე.

22 მარტი 2023, 16:46
პოლიტიკა
ხვალ საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
გარდა ამისა მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. პროგრამაშია ასევე სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან გამგზავრება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან საუბარი. ამ მისიაში ყველაზე მეტი თანამშრომელი გერმანიას ჰყავს წარგზავნილი.

22 მარტი 2023, 16:29
პოლიტიკა
ვიქტორ ჯაფარიძე: მატყუარაა, ვინც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულია და ადამიანებისთვის „მოღალატეების“ ძახილით აღრმავებს პოლარიზაციას
ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან პირველი მოთხოვნაა დეპოლარიზაცია და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ქვეყანა პოლარიზებული იყოს, - ასე პასუხობს „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ტარიელ ნაკაიძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

22 მარტი 2023, 16:23
რეგიონი
ბოლნისში დაკარგული ცხრა წლის ბავშვი იპოვეს
ბოლნისში დაკარგული ცხრა წლის ბავშვი იპოვეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბავშვი ბოლნისიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ მუშევანში იპოვეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოზარდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა

22 მარტი 2023, 16:22
პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დანიის ელჩს საქართველოში, ანა ტოფტ სორენსენს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დანიის ელჩს საქართველოში, ანა ტოფტ სორენსენს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილმა დანიის ელჩს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო.

22 მარტი 2023, 15:56
სპორტი
ანასტასია გუბანოვა მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ მე-11, კარინა საფინა და ლუკა ბერულავა კი მე-14 ადგილზე არიან⛸️
საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამაში მე-11 ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონმა 65,40 ქულა მიიღო. თავისუფალ პროგრამას ქალები 24 მარტს წარადგენენ.

22 მარტი 2023, 15:46
რეგიონი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია მოეწყო. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ჩაერთნენ.

22 მარტი 2023, 15:46
მსოფლიო
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი ევროპისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება
რუსეთის ევროპისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.

22 მარტი 2023, 15:29
საზოგადოება
გინეკოლოგიური სიმსივნეები და მათი პროფილაქტიკა – ინტერვიუ ნინო ჩოგოვაძესთან
ქალთა რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეები მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, გავრცელებული პათოლოგიებია. ისინი მნიშვნელოვნად აზიანებენ ქალთა ჯანმრთელობასა და აუარესებენ მათი ცხოვრების ხარისხს. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში კი, შედეგები გაცილებით სავალალოა.

22 მარტი 2023, 15:20
კულტურა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად სამთავრობო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა
წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე მომზადებულ მასალებს კომისიის წევრები იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად შექმნილი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომის ფარგლებში გაეცნენ. დღესვე კომისიის წევრებმა განიხილეს ცენტრის მშენებლობისთვის განსახორციელებელი შემდგომი ღონისძიებები.