ზურაბ ქადაგიძე: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ოცდაათი წლის შემდეგ რამე დიდად შეიცვალა, ძალიან ცდება! ვინ მისცა „ლეგიტიმაცია“ 1992 წლის სამხედრო გადატრიალებას? „ინტელიგენციამ“! უბრალოდ, სიტყვა „ინტელიგენცია“ დღეს „ელიტით“ შეიცვალა

ზურაბ ქადაგიძე
ფოტო: „ხალხის ძალა“
სამწუხაროდ, განსხვავება არ არსებობს, 1990-იანი წლების ე.წ. „ინტელიგენციასა“ და დღევანდელ თვითმარქვია ელიტას შორის, რომელიც, ნებითა თუ გავლენების საშუალებით, პირდაპირ ასაზრდოებს „ლიბერალურ ფაშიზმს“ - ფანატიზმის უკიდურეს გამოვლინებას!, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში და 1991-1992 წელს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.
„იდიოტიზმის აჩრდილი ქართულ პოლიტიკაში“ - ჩაუშესკუ, ჩაუშესკუ! 1991 წლის აქციების ცნობილი შეძახილები ყველას გვემახსოვრება, თუ როგორ გამოაცხადეს ზვიად გამსახურდია დიქტატორად, მოძალადედ, ეთნიკური შუღლის გამღვივებლად, ქსენოფობად. ზუსტად ამ ეპითეტებით „გააპრავა“ სამხედრო საბჭომ გადატრიალება და ლეგიტიმური, ეროვნული მთავრობის დამხობა „საზოგადოების“ დაკვეთად გაასაღა!
ვინ იყო ის საზოგადოება, რომელმაც ნებით თუ მანიპულაციების შედეგად, „ლეგიტიმაცია“ მისცა 1992 წლის სამხედრო გადატრიალებას? - ლექტორების, მეცნიერების, მწერლების, ჟურნალისტების, მომღერლების, რეჟისორების, მხატვრების, სპორტსმენებისა და სტუდენტების გარკვეული ნაწილი, რომელიც მთელი საქართველოს სახელით საუბრობდა. ე.წ. „ინტელიგენცია“, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო „დიქტატორი“ პრეზიდენტის დელეგიტიმაცია და იდეოლოგიურად მოამზადა სამხედრო გადატრიალება, რასაც სახელმწიფოს ჩამოშლა მოჰყვა!
დროთა განმავლობაში, აღმოჩნდა რომ ზვიად გამსახურდია არც დიქტატორი ყოფილა და არც ეთნიკური შუღლის გამღვივებელი. ის დაისაჯა მხოლოდ იმიტომ, რომ, „დინების წინააღმდეგ ცურვით“, საქართველო არ ჯდებოდა გლობალურ პოლიტიკურ კონიუნქტურაში.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ოცდაათი წლის შემდეგ რაიმე დიდად შეიცვალა, ძალიან ცდება!
ე.წ „ინტელიგენციის“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა მართლა შეინანა, აღიარა და გაითავისა საკუთარი საქციელი, პატიოსნად ჩამოშორდა საზოგადოებრივ აქტივობას, თუმცა, სამწუხაროდ, 1992 წლის უბედურების არც სამართლებრივი და არც მორალური შეფასება-გადაფასება არ მომხდარა, საზოგადოებისა თუ კონკრეტული აქტორების მხრიდან. ყველამ მოიხსნა პასუხისმგებლობა და გადააბრალა დროს, ვითარებას, პერიოდსა თუ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას.
ზუსტად ამ ინდიფერენტულმა დამოკიდებულებამ მოიტანა დღევანდელი, არანაკლებ საგანგაშო მდგომარეობა.
ახლა, როგორც ოცდაათი წლის წინ, ამოუცნობი „ფანტომივით“ დასტრიალებს სხვადასხვა ავის მომასწავებელი წარსული აჩრდილი საქართველოს, თითქოს რეინკარნაციას ცდილობს ახალ რეალობაში, ახალი ტერმინოლოგიითა და ტაქტიკით, რომელიც უფრო დამანგრეველ პერსპექტივას გვპირდება, ვიდრე 1992 წელს.
როგორც ძველმოდური სიტყვა, „ინტელიგენცია“ თანამედროვე „ელიტით" შეიცვალა, ასევე მოხდა ფაქტების შინაარსობრივი დამახინჯება, სადაც აღქმებით განისაზღვრა რეალობა.
• დემოკრატიული აღქმით - განსხვავებული აზრების დევნა!
• თანასწორობის აღქმით - უმცირესობის გაბატონება აბსოლუტურ უმრავლესობაზე!
• სეკულარიზმის აღქმით - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა!
• ჰუმანიზმის აღქმით - ფსიქოლოგიური ზეწოლა, „მედია-ბულინგი“!
• ცივილურობის აღქმით - ძალადობრივი პროტესტი, ექტრემიზმისა და ფიზიკური ანგარიშსწორების გამართლება!
• ევროპული ღირებულებების აღქმით - მიუღებელი ადამიანების, ხალხის მტრებად გამოცხადება!
• ლიბერალიზმის აღქმით - განსხვავებული ლექტორების, პედაგოგების, ხელოვანების სპორტსმენების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების ფაშისტური მეთოდებით საზოგადოებრივად განეიტრალება!
სამწუხაროდ, განსხვავება არ არსებობს, მაშინდელ ე.წ. „ინტელიგენციასა“ და დღევანდელ თვითმარქვია ელიტას შორის, რომელიც ნებითა თუ გავლენების საშუალებით, პირდაპირ ასაზრდოებს „ლიბერალურ ფაშიზმს“ - ფანატიზმის უკიდურეს გამოვლინებას!
P.S.
ყველაზე საბრალოა ის საზოგადოება, რომელსაც ოცდაათი წლის განმავლობაში, „სასარგებლო იდიოტად“ იყენებს შინაური თუ გარეული მტერი“, - აღნიშნავს ზურაბ ქადაგიძე.
ყველა სიახლე

26 მარტი 2023, 09:21
პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო მტერი მეტად იზოლირდა და უიმედო გახდა
„კიდევ ერთმა კვირამ განვლო თავდაცვის რეჟიმში. კიდევ ერთი კვირა, რომლის განმავლობაშიც უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო მტერი მეტად იზოლირდა და უიმედო გახდა... ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ზოგადად თავისუფლების წინააღმდეგ მის შურისძიების მოტივებთან ერთად ყოველმხრივ დამარცხდეს. რუსეთი უნდა დამარცხდეს ბრძოლის ველზე, ეკონომიკურად, საერთაშორისო ურთიერთობებში, თავის მცდელობებში, რომ ისტორიული ჭეშმარიტება იმპერიული მითებით ჩაანაცვლოს. კრემლს წაგებული აქვს ჩვენი ხალხის სულიერად დამორჩილების მცდელობაში. ახალი აგრესიისა და კრიზისისგან საიმედო გარანტია სწორედ რუსეთის სრულმასშტაბიანი მარცხი იქნება, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ

26 მარტი 2023, 08:33
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: შუშას რეგიონში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები კონტაქტის ხაზს არღვევენ
„2023 წლის 25 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების 1-ელი პუნქტის დარღვევით შუშას რეგიონში კონტაქტის ხაზი გადაკვეთა, 2 054,0 ნიშნულის სიმაღლე დაიკავა (სარიბაბას მთისგან 2.9 კმ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით) და პოსტის საინჟინრო მოწყობა დაიწყო”, - წერია განცხადებაში.

26 მარტი 2023, 08:00
პოლიტიკა
მეუფე შიო: ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის და ავტოკეფალიის სახით - ვიშრომოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ეკლესია და ერი
ინებოს უფალმა, რომ დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის სახით, ავტოკეფალიის სახით და შევძლოთ, არათუ შევინარჩუნოთ ეს დიდი განძი, არამედ ვიშრომოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ეკლესია და ჩვენი ერი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ქადაგებისას განაცხადა.

26 მარტი 2023, 00:49
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

26 მარტი 2023, 00:17
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი: როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე არსებული ფასები სწორი და სამართლიანია, წლიურ ლიმიტს აუცილებლად მოვხსნით
„ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური ლიმიტის მოხსნას იანვრიდანაც ვფიქრობდით, შემდეგ რეფერენტული ფასების ამოქმედებას ველოდებოდით და თავი შევიკავეთ, რადგან საბოტაჟის საფრთხეები არსებობდა. დავრწმუნდით, რომ ჯერ მზად არ არის ფარმაცევტული სექტორი ამისთვის, თორემ სამინისტრო და სახელმწიფო მზადაა, სრულად დააკმაყოფილოს ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა

25 მარტი 2023, 23:47
რეგიონი
წესი-ურავის გზის მე-7 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

25 მარტი 2023, 23:13
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი: დაახლოებით 200 მილიონი ლარით ნაკლების გადახდა მოუწია ჩვენს მოსახლეობას იმ მედიკამენტებში, რომლებიც თურქეთიდან შემოდის
„დაახლოებით, 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ შეღავათით“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

25 მარტი 2023, 22:36
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

25 მარტი 2023, 22:19
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი: ვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლითაც იზრდება სამინისტროს, როგორც მაკონტროლებლის როლი
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ფასების შეთანხმებულად გაზრდის შემდეგ მიიღეს.

25 მარტი 2023, 22:18
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ვეთანხმები კელი დეგნანს, ოპოზიციური მედიაგარემო ნამდვილად დავიწროვდა, ოღონდ სინდისში
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიერ მედიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს:

25 მარტი 2023, 22:15
სამართალი
ზურაბ აზარაშვილი: ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ჩვენი პაციენტებისთვის წლიური ლიმიტი გვაქვს - ჩემი სურვილია, რომ ეს ლიმიტი საერთოდ მოვხსნათ
თვეში ერთხელ ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში ხდება ფასის დაწესება. ფასის დაწესება ხდება ტენდერის ტიპის აქციონის სახით. იქ ყველა კომპანია აფიქსირებს ფასებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

25 მარტი 2023, 22:02
რეგიონი
წესი-ურავის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიწა-კლდის მასის ჩამოშლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

25 მარტი 2023, 21:47
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: დღეს ლიბერალ-ფაშისტებს ახალი სახელი გამოუჩნდათ - ადამიანების გამტაცებელი და ჟურნალისტ გოგონებზე ფიზიკურად მოძალადე „დიმიტრი ჩიქოვანი“
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, თათია სამხარაძესა და დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

25 მარტი 2023, 21:36
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი გლობალურ გარემოსდაცვით კამპანია „დედამიწის საათს" შეუერთდა
„25 მარტს, მსოფლიო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის საათს" აღნიშნავს. კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს, საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურად უერთდება“.

25 მარტი 2023, 21:33
სამართალი
პროკურორი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე წარმართული განახლებული გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა უმაღლესი ევროპული სტანდარტის შესაბამისად
„როგორც სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, არც ერთი უფლება ირაკლი ფირცხალავასა თუ გიორგი ცააძის არ დარღვეულა. მათ მიმართ საქმის განხილვა წარიმართა სამართლიანი სასამართლოს უფლების ყველა ასპექტის დაცვით“, - განაცხადა პროკურორმა.

25 მარტი 2023, 21:28
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: ყველაზე მთავარი დამაბრკოლებელი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც სტატუსის მიღების, თუ შემდეგი ევროინტეგრაციის, არის არეულობა, დაპირისპირება და ქაოსი
ჩვენი ქვეყნის გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა ერთადერთი მთავარი ხაზია, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ ჩვენს საგარეო პოლიტიკაში. სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც დგას შერიგებაზე, ნდობის აღდგენასა და მშვიდობიან დეოკუპაციაზე, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

25 მარტი 2023, 21:15
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათი"
„დედამიწის საათი" გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.

25 მარტი 2023, 21:12
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია ნამდვილად არის დამაბრკოლებელი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე
სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია ნამდვილად არის დამაბრკოლებელი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა

25 მარტი 2023, 21:04
რეგიონი
ავთანდილ თალაკვაძე: ნაცმოძრაობის დეპუტატმა გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ოზურგეთის მერი სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე-რესტორანს იშენებს - ეს სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გაავრცელა დეზინფორმაცია თითქოს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე-რესტორანს იშენებს - ეს სიცრუეა, რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ამის შესახებ თავად მერი სოციალურ ქსელში წერს.

25 მარტი 2023, 20:43
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: გასული ორი კვირა საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით ძალიან დინამიკური იყო - საქართველოში ორი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი გვქონდა
„ეს ვიზიტები ემსახურებოდა ერთი მხრივ ჩვენს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და მეორე მხრივ, ეს იყო ძალიან ძლიერი, მთავარი სიგნალი, რომ მათთვის საქართველოს უსაფრთხოება, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება წარმოადგენს პრიორიტეტულ საკითხს“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.