დავით ქართველიშვილი: აფხაზეთიდან დაბრუნებულმა ბრაიზამ ახარა ქართულ ხელისუფლებას, რომ აფხაზური მხარე მზადაა აწარმოოს მოლაპარაკება

დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„2007 წლის დასაწყისში შედგა ამერიკელი დიპლომატების შეხვედრები შსს-ს იმჟამინდელ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. ამ შეხვედრებზე აშშ-ის ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი, არწმუნებდა ქართველ მინისტრს, რომ მის ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში მზადყოფნას გამოთქვამს ქართულ მხარესთან სერიოზულ დათმობებზე წასვლისა და მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე. მერაბიშვილი მაშინ შეეცადა, დაერწმუნებინა ელჩი სრულიად საწინააღმდეგო ვითარებაში, დაახასიათა ბაღაფში როგორც ლოთი, ტიპიური საბჭოური ყაიდის კორუფციონერი და რუსეთზე 100%-ით ორიენტირებული პიროვნება. WikiLeaks-ის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, ამერიკელი პარტნიორების მიერ მერაბიშვილის სიტუაციის ადექვატურად შეფასების შესაძლებლობებში ეჭვებს სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ეჭვები გაამყარა მეთიუ ბრაიზამაც, რომელიც იმ პერიოდში იკავებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობას კავკასიის საკითხებში. როდესაც 2008 წლის მაისში, მეთიუ ბრაიზა იმყოფებოდა სოხუმში და ხანგრძლივი შეხვედრები ჰქონდა სერგეი ბაღაფშთან - თბილისში დაბრუნებისას, მის ოპტიმიზმს საზღვარი არ ჰქონდა. მეთიუ ბრაიზამ ახარა ქართულ ხელისუფლებას, რომ აფხაზური მხარე მზადაა, აწარმოოს ქართველებთან სამოლაპარაკო პროცესი და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელების მიერ წამოყენებული წინასწარი პირობების თაობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. ამჯერადაც, ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა, რომ ამერიკელი მეგობრების ენთუზიაზმი ჩაეხშოთ.
თითქოს და, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა ყოფილიყო ქართული ხელისუფლებისათვის? ალბათ აგვისტოს ომის დაწყებამდე 3 კვირით ადრე საქართველოში ამჟამინდელი გერმანიის პრეზიდენტის, ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამეტაპობრივი გეგმით. გერმანელი დიპლომატი მაშინ აფხაზეთის ლიდერსაც შეხვდა. ესენი მართლა გაამთლიანებენ ქვეყანას - გაიფიქრეს სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა და სამხედრო ჯართის შესყიდვაზე როგორღა გავაპრავოთ ასობით გადახდილი მილიონები. ასე დაიწყო აგვისტოს ტრაგედია.
დღეს რომელმა ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება ამათი დაბრუნებული აფხაზეთი დაიჯეროს? ელემენტარულ კითხვაზე არა აქვთ პასუხი: რას გულისხმობენ რუსეთის დამარცხებაში და სად გადის უკრაინის გამარჯვება - სევასტოპოლზე, მოსკოვზე თუ კურილის კუნძულებზე? წარმატება მინდა ვუსურვო აგვისტოს ომის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას - ქვეყნის დამნაშავეთა ადგილი ციხეში უნდა იყოს“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ცნობისთვის, მერაბიშვილმა თქვა, რომ „უკრაინის გამარჯვებით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ძალის გამოუყენებლად დავიბრუნებთ“.
ყველა სიახლე

20 მარტი 2023, 16:25
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ჩვენს წერილში აშკარა ფაქტებია მოყვანილი - ახლა ჯერი საზოგადოებაზეა, რომელიც, როგორც ყოველთვის, სწორ დასკვნას გამოიტანს და სწორ არჩევანს გააკეთებს
„ჩვენ საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვაქვს ის ინფორმაცია და მოვლენები, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა საქართველოში - ჩვენ ხაზს ვუსვამთ გლობალური ომის პარტიის იმ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების წინააღმდეგ და რომლის ერთადერთი მიზანიც“

20 მარტი 2023, 16:21
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: არც სააკაშვილის და არც მისი ოჯახის მხრიდან არ შემოსულა განცხადება მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვის შესახებ, სამინისტრო არ იქნება წინააღმდეგი, თუ წარმოადგენენ სასურველ უცხოელ ექიმთა სიას
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელ ექიმებს არ უშვებენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმები ჩაერთონ. მისივე თქმით, არც სააკაშვილის და არც მისი ოჯახის მხრიდან უწყებაში არ შესულა განცხადება მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვის შესახებ.

20 მარტი 2023, 16:16
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ადვოკატებმა გასულ წელს მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და ვნახეთ, რა შედეგიც დადგა, ძირითადი სარჩელიც კი გამოითხოვეს, წელს მიმართავენ თუ არა, მათი გადასაწყვეტია
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს აქვთ უფლება, მიმართონ როგორც ეროვნულ სასამართლოებს, ასევე სტრასბურგის სასამართლოსაც, ეს მათი გადასაწყვეტია, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას.

20 მარტი 2023, 16:02
საზოგადოება
ირაკლი ხმალაძე: 1-ელ აპრილს სისტემა, დაახლოებით, 35 ათას A კატეგორიის ტაქსების ნებართვას დააგენერირებს
„taxi.tbilisi.gov.ge-ზე არის ერთ-ერთი ველი, სადაც განთავსებული იქნება გასაყიდად გამოტანილი ნებართვები. ვისაც სურვილი ექნება, რომ ნებართვა გაყიდოს, ამ ველზე უნდა განათავსოს ინფორმაცია. ასევე, ვისაც ნებართვის შეძენა სურს, შეუძლია ამ ველზე მოიძიოს ინფორმაცია გასაყიდი ნებართვების შესახებ“, - აღნიშნა ხმალაძემ.

20 მარტი 2023, 15:57
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი ამილახვარს აქვს ძალიან კარგი განათლება მიღებული და წარმატებული ადამიანია. დარწმუნებული ვარ, წარმატებული მინისტრი იქნება
დღეს წარმოგიდგენთ განათლების და მეცნიერების ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს. მას აქვს ძალიან კარგი განათლება მიღებული და ძალიან წარმატებული ადამიანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 მარტი 2023, 15:49
პოლიტიკა
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს, ილია დარჩიაშვილსა და ლაშა ხუციშვილს მოუსმენს
„მოგახსენებთ მიმდინარე კვირის დაახლოებით განრიგს. ხვალ ტრადიციულად გვექნება პოლიტიკური განცხადებები, შემდეგ კანონპროექტების განხილვა. ოთხშაბათს პროექტებთან ერთად ასევე გვექნება კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მოსმენა. ასევე, კომიტეტებს გთხოვთ, რომ წარმოადგინოთ ანგარიშები, დარჩენილი რაც არის. ხუთშაბათს იქნება ფინანსთა მინისტრის საათი, პარასკევს პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

20 მარტი 2023, 15:47
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი: დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტები გადამოწმდება და მათი საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება
„შემიძლია დავადასტურო, რომ წამლის ლაბორატორია უკვე მზად არის. ახლა ტექნიკურ დეტალებსა და საორგანიზაციო საკითხებზე ვთანხმდებით. ვგეგმავთ, როდის უნდა გაიხსნას“

20 მარტი 2023, 15:44
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი და თავისი სურვილით უბრუნდება აკადემიურ საქმიანობას
მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო, 4 წელი ემსახურა ქვეყანას და ახალგაზრდა თაობას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი და თავისი სურვილით უბრუნდება აკადემიურ საქმიანობას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 მარტი 2023, 15:28
რეგიონი
21-22 მარტს გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 21 მარტის 23:00 სთ-დან 22 მარტის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 22 მარტის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

20 მარტი 2023, 15:16
პოლიტიკა
მთავრობის გადაწყვეტილებით, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე აღარ გაიცემა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

20 მარტი 2023, 15:05
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე ოპოზიციურ მედიას: დაინახეთ, რომ მკვლელობის, სამშობლოს ღალატისა და სხვა ცილისწამებათა დაბრალება ცუდი საქციელია?! იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციურ მედიას მიმართავს და აცხადებს, რომ მკვლელობის, სამშობლოს ღალატისა და სხვა ცილისწამებათა დაბრალება ცუდი საქციელია.

20 მარტი 2023, 15:04
პოლიტიკა
გიული ალასანია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა ოჯახს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში ისევ არ შეაქვს
გიული ალასანია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა ოჯახს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში არ შეაქვს. ალასანია ამბობს, რომ არ იცის, თუ როდის მიმართავენ ევროპულ სასამართლოს. ამის შესახებ კომენტარს არც სააკაშვილის ადვოკატები აკეთებენ.

20 მარტი 2023, 14:58
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარსა და ირაკლი კოვზანაძეს პარლამენტში გიორგი ჩაკვეტაძე და თენგიზ შარმანაშვილი შეცვლიან
გიორგი ამილახვარს პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის. ამილახვარი პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრმა იგი განათლების მინისტრად დღეს წარადგინა.

20 მარტი 2023, 14:54
პოლიტიკა
სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა
„რთულ პრობლემებს მარტივი გადაწყვეტა არ აქვთ“, - წერს ჩინეთი ლიდერი და მხარეებს ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების 12-პუნქტიან გეგმას სთავაზობს. ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს კარგ ძველ მეგობარს უწოდებს, რომელსაც კონსტრუქციული როლის შესრულება შეუძლია.

20 მარტი 2023, 14:54
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: წელიწად-ნახევარია, უკრაინა ელოდება დეოლიგარქიზაციის კანონზე დასკვნას და დღემდე არ საჯაროვდება, რაც ცოტა საკვირველია
ვენეციის კომისიამ ჩვენც და მოლდოვასაც მსგავსი რეკომენდაციები მოგვცა. უკრაინის მიმართ ამჯერადაც თავი შეიკავა გამოქვეყნებისგან, რაც ცოტა საკვირველია, რადგან წელიწად-ნახევარია, უკრაინა ელოდება მის კანონზე დასკვნას, რაც რატომღაც დღემდე არ საჯაროვდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

20 მარტი 2023, 14:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როდესაც საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდებოდა, ზუსტად მაშინ, 2022 წლის 2 მარტს, საქართველო ხელს აწერდა მიმართვას ჰააგის სასამართლოსადმი, რომლის შედეგიც არის სწორედ ის ორდერი, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ოპოზიციამ, როდესაც მოტყუებით საზოგადოება ქუჩაში გამოიყვანა, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება მხარს არ უჭერდა უკრაინას, 2022 წლის 2 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ, 38 ქვეყანასთან ერთად, ხელი მოაწერა ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას

20 მარტი 2023, 14:47
საზოგადოება
დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების მიზნით, „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებები მომზადდა
ცვლილებების თანახმად, დოპინგთან ბრძოლის ერთიანი მექანიზმი შეიქმნება და მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები და სპორტული ორგანიზაციების ვალდებულებები განისაზღვრება.

20 მარტი 2023, 14:45
საზოგადოება
ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ფოთში, სენაკში, ჩხოროწყუს და ხობის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის, ფოთის და სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

20 მარტი 2023, 14:45
პოლიტიკა
ვლადიმირ ორლიჩი: დარწმუნებული ვარ, ის პროგრესი, რომელიც ევროპულ გზაზე გაქვთ, ადეკვატურად იქნება შეფასებული ევროკავშირის მიერ და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამ გზაზე გქონდეთ სერბეთის მხარდაჭერის იმედი
დარწმუნებული ვარ, ის პროგრესი, რომელიც ევროპულ გზაზე გაქვთ, ადეკვატურად იქნება შეფასებული ევროკავშირის მიერ და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შეგიძლიათ, ამ გზაზე ყოველთვის გქონდეთ სერბეთის მხარდაჭერის იმედი, - ამის შესახებ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ვლადიმირ ორლიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

20 მარტი 2023, 14:43
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც გვაქვს და მივიღებთ მყისიერ გადაწყვეტილებებს
„რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლების და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა ბუნებრივია კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც ჭირდება სწრაფი პასუხი და გადაჭრა. ამიტომ ჩვენ“