17 მარტი 2023, 19:43 / სანდო წყარო

გია აბაშიძე ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის მოთხოვნაზე: „წითელარმიელი ინწელიგენციის“ „ტროიკები“ არ ცხრებიან და ახალ-ახალ პეტიციებს წერენ მათთვის მიუღებელ ღვაწლმოსილ ქართველებზე

გია აბაშიძე

გია აბაშიძე

„წითელარმიელი ინწელიგენციის“ „ტროიკები“ არ ცხრებიან და ახალ-ახალ პეტიციებს წერენ მათთვის მიუღებელ ღვაწლმოსილ ქართველებზე. დავით კაჭარავას შემდეგ ამჯერად სამიზნეში ამოიღეს პიანისტი ელისო ბოლქვაძე, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე 126 ქართველი გამომცემლისა და მწერლის მიერ იუნესკოს გენერალური დირექტორისთვის ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის თაობაზე გაგზავნილ მოთხოვნას.

მისი თქმით, მსგავსი თავდასხმები საზოგადოებისთვის პატივსაცემი პიროვნებების მიმართ კანონზომიერია, ვინაიდან მოთხოვნაზე ხელმომწერი ფსევდოლიბერალები საკუთარ პროფესიაში „ლუზერები“ არიან. აბაშიძე აღნიშნავს იმასაც, რომ მსგავსი ქმედებები წარუმატებლობისთვის არის განწირული.

„წითელარმიელი ინწელიგენციის“ „ტროიკები“ არ ცხრებიან და ახალ-ახალ პეტიციებს წერენ მათთვის მიუღებელ ღვაწლმოსილ ქართველებზე. დავით კაჭარავას შემდეგ ამჯერად სამიზნეში ამოიღეს პიანისტი ელისო ბოლქვაძე.
ეს კანონზომიერიცაა, როცა თავიანთ სფეროებში უკიდურესი „ლუზერები“ არიან და ნაცმედიაც კი ვერ „აპიარებს“ სათანადოდ, თავს ესხმიან საზოგადოებისთვის პატივსაცემ ადამიანებს.

კანონზომიერება ისიცაა, რომ ფსევდოლიბერალი ფაშისტი არარაობების კონვულსიური ფაფხური მათთვის ყოველთვის ფიასკოთი მთავრდება ნებისმიერ ნაცსცენარში“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს პენ.ცენტრის სახელით, ქართველმა მწერლებმა, გამომცემლებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ოდრი აზულაის საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართეს. წერილს 126 ხელმომწერი ჰყავს.

ყველა სიახლე

27 მარტი 2023, 10:13

პოლიტიკა

პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვას სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში განაახლებს

დაკონკრეტდება თუ რა იგულისხმება პირის ოლიგარქად აღიარებისას პოლიტიკურ გავლენაში, და როგორ მოხდება ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, არსებული რისკების გადაზღვევა.

27 მარტი 2023, 10:08

რეგიონი

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 4 კუბურ მეტრამდე ცაცხვის სახეობის სამასალე მერქანი.

27 მარტი 2023, 09:57

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 მარტს ქუთაისში +16 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ანდრია გვიდიანი

27 მარტი 2023, 09:43

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი მამუკა ხაზარაძეზე: სინამდვილეში, ქველმოქმედებად შემოსაღებული აქტი, სახელმწიფო ქონების ყიდვის სანაცვლოდ, სამი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის ვალდებულებაა

სასაცილოა - საერთოდ რა ქველმოქმედებაზეა საუბარი?! სინამდვილეში, ქველმოქმედებად შემოსაღებული აქტი, სახელმწიფო ქონების ყიდვის სანაცვლოდ, სამი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის ვალდებულებაა!!! - ვალდებულება და არა კეთილი ნება, - ასე ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი მამუკა ხაზარაძის მიერ წალენჯიხაში სამი დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლების გადაცემის შესახებ ინფორმაციას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

27 მარტი 2023, 09:39

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ცივილიზებულმა მსოფლიომ წელს ომი უნდა დაასრულოს

ცივილიზებულმა მსოფლიომ წელს ომი უნდა დაასრულოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს ყველამ, ვისაც აქვს ინფორმაციული გავლენა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიომ ისევე ინტენსიურად უნდა გაიგოს, როგორც გასულ წელს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება.

27 მარტი 2023, 09:05

მსოფლიო

იერუსალიმში, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მასობრივი არეულობები თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოჰყვა. იოავ გალანტი მართლმსაჯულების სისტემის საკამათო რეფორმას ღიად აკრიტიკებდა, რაც მისი გადაყენების მიზეზი გახდა. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ გალანტმა აღნიშნა, რომ ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა მისი ცხოვრების მისიად დარჩება.

27 მარტი 2023, 08:47

საზოგადოება

ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 11:00 საათზე განახლდება

ვაკის პარკის საქმეზე სასამართლოს პროცესი, დღეს, 11 საათზე განახლდება. დღეს დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარადგენს. ადვოკატების განცხადებით, მტკიცებულებების გამოკვლევა, სავარუდოდ, 31 მარტს დაიწყება. ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის თქმით, სასამართლოს ყურადღება გამახვილდება იმ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც დგინდება ბრალდების მხარის არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობა.

ნანა კაკაბაძე

27 მარტი 2023, 08:40

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე სალომე ზურაბიშვილზე: ალბათ მეხსიერების პრობლემებმა გადაავიწყეს წინასაარჩევნო ბანერებზე, მისი სახელისა და გვარის თავზე გამოსახული ბიძინა ივანიშვილის სახე, რომელმაც ის საქართველოს პრეზიდენტად აქცია

ამერიკული ტურნედან ახლახან დაბრუნებული მადამ პრეზიდენტი,ერთ-ერთი ოპიზიციური ტელევიზიის ეთერში ვრცელი ინტერვიუთი გამოჩნდა და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი და უმრავლესობის ახალგაზრდა გუნდი( "პატარა ბიჭები") შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

27 მარტი 2023, 08:20

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში. ომის 397-ე დღე

უკრაინა ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსულმა ძალებმა ბოლო 24 საათში ერთი სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა განახორციელა. 10-ჯერ დაიბომბა უკრაინის ტერიტორია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით. მძიმე ბრძოლები გრძელდება დონბასში. 26 მარტს უკრაინულმა ძალებმა ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით 50-მდე შეტევა მოიგერია.

27 მარტი 2023, 07:58

მსოფლიო

ტუნისის სანაპიროსთან მიგრანტების ორი ნავი ჩაიძირა, დაიღუპა სულ მცირე 29 აფრიკელი მიგრანტი

ტუნისის სანაპიროსთან, სულ მცირე, 29 აფრიკელი მიგრანტი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერის“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სანაპიროს მახლობლად მიგრანტების ორი ნავი ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის დროს ჩაიძირა. ტუნისის სანაპირო დაცვის სამსახურმა 11 ადამიანი გადაარჩინა.

გოგა ხაინდრავა

27 მარტი 2023, 01:00

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: თავი დაანებონ ქართული ეკლესიის შეურაცხყოფას, რადგან საქართველოში ძალიან დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევს

ყველაფერს ითმენდა ქართველი კაცი, მაგრამ საკუთარი რწმენისა და ეკლესიის შეურაცხყოფას არ ითმენდა და ცეცხლს ნუ ეთამაშებიან. ძალიან ცუდად დაამთავრებენ, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. იგი ბოლო დღეებში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მსოფლიო პატრიარქისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა. მისივე თქმით, შეურაცხმყოფელია ის, რასაც პატრიარქის აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით ისმენს.

გოგა ხაინდრავა

27 მარტი 2023, 00:37

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა კელი დეგნანზე: ამ ქალბატონმა იმდენი დააშავა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ამის გამოსწორებას წლები დასჭირდება

„ვფიქრობ, რომ ამ ქალბატონმა იმდენი დააშავა ქართულ -ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ამის გამოსწორებას წლები დასჭირდება. ერთ-ერთი კრახი ამერიკის პოლიტიკის არის საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მუშაობა. ერთადერთი პროამერიკული ქვეყანა რეგიონში არის საქართველო - იყო, დღესაც არის და იქნება კიდეც, იმიტომ რომ ქართველი ხალხი და პირადად მე არასოდეს დავივიწყებთ 90-იან წლებში გემებს რომ ველოდებოდით ფოთში ამერიკიდან გამოგზავნილი ხორბლით. 30 წლის თავზე ვხედავთ წმინდა ბოლშევიკურ მოქმედებას, როდესაც სიმართლე სიმართლე არ არის, ცილისწამება ცილისწამებაზე მოდის“, - ამბობს ხაინდრავა.

ირაკლი ჩიქოვანი

27 მარტი 2023, 00:20

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ვიდრე ევროპარლამენტარები არ დაინახავენ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მანიპულატორია, ჩვენ ნამდვილად ვერ შევთანხმდებით იმაზე, რა არის სწორი და რა - არასწორი

ვიდრე ევროპარლამენტარები არ მიხვდებიან, გაიაზრებენ, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელმაც შექმნა რეპრესიული მანქანა, საკუთარ სახელმწიფოში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ; ვიდრე ისინი არ დაინახავენ, რომ სააკაშვილი არის პირწმინდა პოლიტიკური მანიპულატორი, ჩვენ ნამდვილად ვერ შევთანხმდებით იმაზე, რა არის სწორი და რა - არასწორი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

27 მარტი 2023, 00:11

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: 9 აპრილს სრული კრახი იქნება, რადგან ქართული საზოგადოება ხაბეიშვილს 9 აპრილის სიმბოლოდ არასოდეს მიიღებს

„ბუნებრივია, 9 აპრილს სრული კრახი იქნება, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება ხაბეიშვილს 9 აპრილის სიმბოლოდ არასოდეს მიიღებს. არც ლიაკა ხოშტარიას. არც საერთოდ იმ ძალას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ და რაც რეალურად ბოლშევიზმია საქართველოში. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება რომ 21-ე საუკუნის 20-იან წლებში, 100 წლის თავზე, საქართველოში დაბრუნდნენ ბოლშევიკები“, - განაცხადა ხაინდრავამ.

ირაკლი ჩიქოვანი

27 მარტი 2023, 00:03

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: მე მგონი, ოპოზიციამაც კარგად დაინახა, რომ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას ვერ შეაჩერებს მათი დესტრუქცია. ჩვენ გვაქვს არსებითი პროგრესი და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ

„საზოგადოებას კარგად ესმის, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება არ არის მხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. პოლარიზაცია არის ერთადერთი არსებითი საშუალება ოპოზიციისთვის, დაუპირისპიროს რაიმე ხელისუფლებას. არ ვამბობ, რომ ხელისუფლებს არ აქვს ისეთი რამ, რაზეც კიდევ უფრო მეტად უნდა იმუშაოს, გამოასწოროს. მაგრამ იმდენად უშინაარსოა მთლიანად ოპოზიციური დღის წესრიგი, რომ მათთვის პოლარიზაცია არსებობის ერთადერთი საშუალებაა. ევროპელობაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც წლის განმავლობაში თავიანთი პოლიტიკური ქმედებებით ეწეოდნენ არა „ქართული ოცნების“ საბოტაჟს, არამედ საკუთარი სახელმწიფოს და კონსტიტუციური ინსტიტუტების საბოტაჟს“, - ამბობს ჩიქოვანი.

ირაკლი ჩიქოვანი

26 მარტი 2023, 23:43

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიციის რეალური თანამონაწილეობა რეკომენდაციების შესრულებაში არის ნულის ტოლი

„ყველა კარგად ხედავს, რომ საქართველომ აქაც უდიდეს პროგრესს მიაღწია და აქაც უკეთესი შედეგი აქვს, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით. ამიტომ, ოპოზიციის წარმომადგენლებს უკვე არ უნდათ ამ პროცესს მოაკლდნენ. მინდა განვმარტო, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს სამუშაო პროცესში რეალურად მონაწილეობა არ მიუღიათ. ფიქსირდება მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული ოპოზიციური სუბიექტების ხმები, როდესაც ჩვენ ამ კანონებს ვიღებდით. ისიც, მხოლოდ იმიტომ, რომ დაფიქსირებულიყვნენ. რეალური მათი თანამონაწილეობა ამ რეკომენდაციების შესრულებაში არის ნულის ტოლი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

გიორგი ფუტკარაძე

26 მარტი 2023, 23:41

პოლიტიკა

გიორგი ფუტკარაძე გამომცემლობებიდან მარიკა ბაკურაძის გათავისუფლებაზე: თუ რევანშიზმისა და ნეობოლშევიზმის გამგრძელებლები იქნებით, გამოდის, თავად ვერაფერი ისწავლეთ იმ წიგნებიდან, რასაც გამოსცემთ და თავად აღმოჩნდით ისტორიის ბნელ მხარეს

დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიმღებ ბატონებს უნდა ვუთხრათ, რაც უნდა კარგი წიგნები გამოსცეთ, რაც უნდა ლამაზად შეფუთოთ ამბები, რაც უნდა ევროპის სახელით ისაუბროთ, თუ ამ ზიზღის კამპანიის ნაწილი იქნებით, თუ რევანშიზმისა და ნეობოლშევიზმის გამაგრძელებლები, გამოდის, რომ თავად ვერაფერი ისწავლეთ იმ წიგნებიდან, რასაც გამოსცემთ და თავად აღმოჩნდით ისტორიის ბნელ მხარეს, - განაცხადა გადაცემის „იმედი LIVE“ წამყვანმა, გიორგი ფუტკარაძემ მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტთან დაკავშირებით.

მაგდა ანიკაშვილი

26 მარტი 2023, 23:36

პოლიტიკა

მაგდა ანიკაშვილი მარიკა ბაკურაძეზე: მოხდა ადამიანის დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის, ნეო-ბოლშევიზმის უხეში გამოვლინება და ამის გამართლება არ გამოვა

მოხდა ადამიანის დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის, გნებავთ ნეო-ბოლშევიზმის უხეში გამოვლინება და ამის გამართლება არ გამოვა, უბრალოდ შეუძლებელია, - განაცხადა გადაცემის „იმედი LIVE“ წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა მარიკა ბაკურაძის გათავისუფლების ფაქტზე საუბრისას.

26 მარტი 2023, 22:42

ტექნოლოგიები

„ჯეიმს უებმა“ შორეულ პლანეტაზე მტვრის ქარიშხალი დააფიქსირა

ტელსკოპის მიერ აღმოჩენილი მტვერი სილიკატების ნაწილაკებს წარმოადგენს - კაჟბადისა და ჟანგბადის შენაერთებს. ასტრონომები განმარტავენ, რომ ეს ქარიშხალი არ ჰგავს დედამიწის უდაბნოების ქარიშხლებს.

გიორგი ამილახვარი

26 მარტი 2023, 22:42

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: მეტი დაფასება, მეტი სოციალური გარანტია, მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ პედაგოგებს. ასევე, კვალიფიკაციის მხარდამჭერი მექანიზმები. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს

მეტი დაფასება, მეტი სოციალური გარანტიები, მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ პედაგოგებს. ასევე, კვალიფიკაციის მხარდამჭერი მექანიზმები. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს, - ამის შესახებ ახლად დანიშნულმა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის კვირას“ განუცხადა.