imedi /  21 მარტი 2023, 18:01 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი: სამწუხაროდ, ჩვენ დაუნდობელი კამპანიის ობიექტები გავხდით. არ დაგვინდეს არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენი ოჯახის წევრებიც

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი უმრავლესობის წევრებსა და მათი ოჯახების წევრებზე განხორციელებულ ზეწოლას გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ჩვენ დაუნდობელი კამპანიის ობიექტები გავხდით, რომელიც თითოეული ჩვენგანის მიმართ წარიმართა. არ დაგვინდეს არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენი ოჯახის წევრებიც, მათ შორის ჩემი შვილიც, რომელიც იმ ლოგიკით, რომელსაც ამ კანონის გარშემო ავითარებდნენ, პირდაპირ გამოდის აგენტი ამ ქვეყანაში. სასაცილოა, ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ საშიშია ეს ყველაფერი, როდესაც ადამიანებზე ასეთი ზეწოლა ხორციელდება და მაქსიმალური მცდელობა, რომ ამ ადამიანების რეპუტაცია განადგურდეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება ვიყოთ პოლიტიკური პროცესის მონაწილეები, გქონდეს ჩვენი პოზიცია და მოსაზრება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ყველა სიახლე

დევდორაკის გვირაბი

10 ივნისი 2023, 11:00

რეგიონი

15-17 ივნისს დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 2023 წლის 15 ივნისის 00:00 საათიდან, 17 ივნისის 00:00 საათამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

10 ივნისი 2023, 10:48

ეკონომიკა

ოთარ შამუგიამ სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა

ოთარ შამუგიამ სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, ადგილობრივი ფერმერების, დავით და დილარ თოდუების ბაღში, ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

გიორგი კიკნაძე
ჯაბა სამუშია

10 ივნისი 2023, 10:25

საზოგადოება

თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს დასაქმების ახალი შესაძლებლობები ექნებათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელსაც თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კიკნაძემ მოაწერეს ხელი. ღონისძიებას თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, თსუ-ის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

10 ივნისი 2023, 10:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელს IFRI-ის დირექტორს, თომა გომარს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის IFRI-ის დირექტორს, თომა გომარს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა შეეხებოდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს და პარლამენტის როლს რეკომენდაციების შესრულებაში.

10 ივნისი 2023, 10:00

რეგიონი

ევროკავშირის ელჩის ვიზიტი ხაზს უსვამს აჭარასთან თანამშრომლობას

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ აჭარაში ვიზიტი დაასრულა, რომლის მიზანი მხარეებს შორის არსებული კავშირების გაძლიერება იყო. ვიზიტის დღის წესრიგი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა შეხვედრებს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე ახალგაზრდებთან.

10 ივნისი 2023, 09:36

მსოფლიო

უკრაინული მხარის ცნობით, ოდესაზე ირანული დრონების გამოყენებით რუსეთის დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, ყველა დრონი განადგურებულია, თუმცა მათი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელსაც 3 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.

10 ივნისი 2023, 09:06

მსოფლიო

სტამბოლში დააკავეს პირები, რომლებმაც 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ყალბი ფული დაბეჭდეს

სტამბოლის ჟანდარმერიამ დააკავა პირები, რომლებმაც 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ყალბი ფული დაბეჭდეს და აფრიკულ ქვეყნებში გაგზავნას გეგმავდნენ. ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია თურქეთის ერთი, შვედეთის 3, დიდი ბრიტანეთის ერთი და განას ერთი მოქალაქე.

ფრანსუა ოლანდი

10 ივნისი 2023, 08:45

მსოფლიო

ფრანსუა ოლანდი: როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში

როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, - ამის შესახებ The Financial Times-თან ინტერვიუში საფრანგეთის ექსპრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.

10 ივნისი 2023, 08:19

მსოფლიო

აშშ-ის კონგრესი განიხილავს კანონპროექტს რუსეთის ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში შეყვანის თაობაზე

აშშ-ის კონგრესი განიხილავს კანონპროექტს რუსეთის ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში შეყვანის თაობაზე. ინფორმაცია ამის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დემოკრატ ტედ ლიუს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

10 ივნისი 2023, 00:56

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია ლატვიაში შეხვედრებს მართავს

ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია და მეგობრობის ჯგუფის წევრები: ნოდარ ტურძელაძე, გელა სამხარაული, დავით კაჭარავა და ლევან მგალობლიშვილი ლატვიის სეიმის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს აივა ვიკსნას და ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

10 ივნისი 2023, 00:48

საზოგადოება

ჯაბა სამუშია ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მურზალინ მალიკს გააცნო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესები და მადლობა გადაუხადა სტუმრობისა და თანამშრომლობისთვის.

ბორის ჯონსონი

10 ივნისი 2023, 00:35

მსოფლიო

მედია: ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თემთა პალატას ტოვებს

კოვიდშეზღუდვების დროს პრემიერის რეზიდენციაში წვეულებებთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თემთა პალატას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

10 ივნისი 2023, 00:26

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ის, რომ ქართველმა ხალხმა ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყვიტა, არ ნიშნავს, რომ კალიურანდმა და კუბილიუსმა ჭკუა გვასწავლონ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ

„ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი ადრეც იყო, მაგრამ ევროკავშირმა არ მიგვიღო, მათ შორის, არც 2008 წლის ომის შემდეგაც კი. მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი ერთია, შეურაცხმყოფელი განცხადებების არმიღება - მეორე. ეს უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დავით ქართველიშვილი

10 ივნისი 2023, 00:17

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მეორე ფრონტი რომ გაგვეხსნა, მოგვანიჭებდნენ კანდიდატის სტატუსს, ხოლო, თუკი, საქართველო რუსეთს დაამარცხებდა, აუცილებლად გავხდებოდით NATO-ს წევრებიც

„ხალხის ძალასთან“ ერთად საზოგადოებამ სიმართლეს ფარდა ახადა და იმ საერთაშორისო ძალებს, შიდა მტრებს, მავნებლებს, იმ უკრაინის „ნაცების“ ფილიალს დაანახა, რომ ვიცით თითოეული პუნქტი მათი მზაკვრული გეგმისა, რომელშიც ხელისუფლების აყირავება, მავნებლური, გენმოდიფიცირებული მთავრობის დაბრუნება და საქართველოს დამოუკიდებლობის საბოლოოდ დასამარება შედის.“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემა „ უცნობის კიდობანში“ განაცხადა

დმიტრო კულება

09 ივნისი 2023, 23:31

მსოფლიო

კულება: იმ დღეს, როდესაც ჩვენთან მოხდა ტერორისტული თავდასხმა და გენოციდის დანაშაული, გაერო რუსული ენის დღეს აღნიშნავდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გააკრიტიკა გაეროს პასუხი რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებაზე.

დონალდ ტრამპი

09 ივნისი 2023, 23:13

მსოფლიო

დონალდ ტრამპს ბრალდება 37 პუნქტის მიხედვით წარუდგინეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდება 37 პუნქტის მიხედვით წარუდგინეს. ამის შესახებ The Hill-ი წერს.

09 ივნისი 2023, 22:40

საზოგადოება

ვარკეთილის პარკი საზეიმოდ გაიხსნა 📷

სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის დასახლებაში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ განახლებული, სამ ჰექტრამდე პარკი გაიხსნა. პარკი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა და შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.

კახა კალაძე

09 ივნისი 2023, 22:10

პოლიტიკა

კახა კალაძე კანდიდატის სტატუსზე: ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ხელისუფლებას კი არა, ქვეყანას სჭირდება, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის თემა

„მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა. მზად ვართ, შევასრულოთ ყოველგვარი პრობლემის გარეშე და აქაც დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მათი მხრიდან მისაღები. დაველოდოთ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ვაკეთებთ. დანარჩენი მათზეა დამოკიდებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ჯეიმს კლევერლი

09 ივნისი 2023, 22:08

მსოფლიო

ბრიტანეთმა ირანი რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში დაადანაშაულა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ ირანი რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში დაადანაშაულა.

კახა კალაძე

09 ივნისი 2023, 21:46

პოლიტიკა

კახა კალაძე: საერთოდ არ მაინტერესებს „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებები, იმიტომ რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ხელისუფლებას

დედაქალაქის მერის შეფასებით, აშკარაა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირებაა, თუმცა, მისივე თქმით, ვინ იქნება აღნიშნული პარტიის სათავეში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.