ნანა კაკაბაძე: ყველა პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი უნდა ითვალისწინებდეს მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტს და გამოდიოდეს არა პირადი ან პარტიული, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან

ნანა კაკაბაძე
ფოტო: IMEDI
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე Facebook-ზე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და მის შემდგომ პროგნოზებს აფასებს და წერს, რომ “მსოფლიოში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი რუსეთ-უკრაინის ომია, სურვილები და პროგნოზები კარგია, მაგრამ რეალობა დამშვიდებისა და სურვილების ასრულების სულ უფრო ნაკლებ შესაძლებლობას ტოვებს”.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, 2024 წელს საქართველოსთვის სამი მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება-საქართველოს პარლამენტის, ევროპარლამენტის და აშშ-ს პრეზიდენტის, რაზეც უფლებადამცველი მოსალოდნელ ვერსიებს განიხილავს.
“მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზი და პროგნოზი
მსოფლიოში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი რუსეთ-უკრაინის ომია, რომლის შესახებაც გვესმის ზელენსკის ყოველდღიური და მსოფლიო ლიდერების დღეგამოშვებით პროგნოზები და სურვილები:
„რუსეთი მარცხდება!“
„რუსეთი უნდა დამარცხდეს!“
სურვილები და პროგნოზები კარგია, მაგრამ რეალობა დამშვიდებისა და სურვილების ასრულების სულ უფრო ნაკლებ შესაძლებლობას ტოვებს.
სამწუხაროდ, რუსეთი უკრაინაში დღეს იმაზე 4-ჯერ მეტ ტერიტორიას ფლობს, ვიდრე ომის დაწყებამდე ფლობდა. თანაც აგრძელებს შეტევებს და ახალი ტერიტორიების დაპყრობებს.
მართალია, უკრაინისა და მსოფლიოს ლიდერები ბოლო თვეებია გვპირდებიან და გვარწმუნებენ, რომ უკრაინამ საგაზაფხულო შეტევა უნდა წამოიწყოს, მაგრამ გაზაფხულის პირველი თვე უკვე იწურება და ჯერ ამის ნიშნები არ ჩანს.
ამასობაში ჰააგის სასამართლოს მიერ პატიმრობა სანქციადადებული პუტინი ხვდება სი ძინ პინს.
ამერიკაში კოტრდება სამი უმსხვილესი ბანკი.
ერთის მხრივ კოვიდპანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა, ხოლო მეორეს მხრის რუსეთის საწინააღმდეგოდ ამოქმედებულმა ამერიკულ-ევროპულმა სანქციებმა სერიოზული ზიანი სწორედ მათ ავტორებს მიაყენა, განსაკუთრებით კი ევროპას, როგორც სავალუტო დევალვაციით, ისე ფასების აწევით და ეკონომიკური ვარდნით.
დავუბრუნდეთ ჩვენს ქვეყანას. 2024 წელს ჩატარდება საქართველოსთვის სამი მნიშვნელოვანი არჩევნები - საქართველოს პარლამენტის, ევროპარლამენტის და აშშ-ს პრეზიდენტის.
შევეცადოთ შევაფასოთ მოსალოდნელი მოვლენები.
ნეოლიბერალური ძალების დისკრედიტაციისა და კონსერვატორების გაძლიერების ფონზე მოსალოდნელია ევროპარლამენტში ნაცების მთავარი მოკავშირის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მარცხი და ასეთ შემთხვევაში ნაცებს და ნეოლიბერალებს საქართველოში მნიშვნელოვნად შეერყევათ პოზიციები.
ძნელია დარწმუნება იმაში, რომ მოსალოდნელ ცვლილებებს, ვერ ხედავდეს და გრძნობდეს ევროპარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა, რომლის უმრავლესობასაც სწორედ ლიბერალური ფრთა წარმოადგენს.
12 რეკომენდაციის შესრულების ვადის გადაწევაც სწორედ ამ შეგრძნებებითაა ნაკარნახევი. წლის ბოლომდე, მათ ნაციონალებსა და ქართველ ნეოლიბერალებს მისცეს ვადა, ქვეყნის შიგნით სიტუაციის არევისა და საქართველოს ხელისუფლების დამხობისათვის.
ეს ახსნა ასევე შეიძლება მიესადაგებოდეს 8-9 მარტს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.
ოპოზიციამ ამ მოვლენას, კანონპროექტის წინააღმდეგ ჩატარებული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარქვა. ქართველი ხალხი ტელევიზიების საშუალებით, უყურებდა "მშვიდობიან" აქციაზე, მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით, ალმოდებულ პარლამენტს, მის დასაცავად მდგარ ალმოდებულ პოლიციელებს, რკინის კონსტრუქციებითა და ქვებით პარლამენტის შენობის მინების ჩამსხვრევებს. ქუჩებში მიმდინარე ვანდალიზმს, ქაშუეთის ტაძრის შებღალვას, პოლიციელებისა თუ კერძო მფლობელების აყირავებულ და ცეცხლმოკიდებულ მანქანებს და ა.შ.
არ არის გამორიცხული ოცნებიდან გადაბირებისა თუ გადაბარგების პროცესიც ამ პოლიტიკის ნაწილი იყოს.
გარედან ხელოვნურად ინსპირირებულს ჰგავს მარგველაშვილ-ზურაბიშვილის თუ კვირიკაშვილ-გახარიას დღევანდელი პოზიციები.
იმ ფონზე, როცა ევროპა და კანადა აინიცირებენ „ფარას“ კანონს, საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებიან თქვენ, ეს არ უნდა გაბედოთ.
ევროპაში, ამერიკაში, კანადასა თუ ისრაელში ხელისუფლებამ უნდა გამოააშკარაოს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან უცხოური გავლენის აგენტები. საქართველოს ამის უფლება არ აქვს.
ისინი გვეუბნებიან, ეს არის ჩვენი აგენტურა და თუ თქვენ გინდათ ევროპასთან ინტეგრირება, უნდა გინდოდეთ ჩვენი აგენტურა.
ეს იმას ნიშნავს რომ პარტნიორები სულაც არ განგვიხილავენ პარტნიორებად.
მოკლედ, ასეთია ჩვენი პირობები. თუ გაწყობთ, შემოდით, თუ არადა, იდექით ღია კარში.
ამის პარალელურად კი მიდის მსოფლიოს გადანაწილებისა და ძალთა გადაადგილების პროცესი.
სანამ ჩვენ გავიძახით, ჯოს ჯოს, ჩინეთი და რუსეთი ქმნიან ახალ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრს, რომლის შედეგადაც შესაძლოა თვით ევროპა, რომელიც დღეს აშშ-ს გავლენის სფეროშია, ხვალ რუსეთ-ჩინეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს.
რა გამოდის მაშინ?
მართალია, უკრაინისა და მსოფლიოს ლიდერები გამორიცხავენ უკრაინის დამარცხებას ამ ომში, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა აიძულებს ყველა პასუხისმგებლობიან ხელისუფლებას, განჭვრიტოს მოვლენების განვითარების ეს ვარიანტიც.
თუ რუსეთმა შეინარჩუნა დღემდე დაპყრობილი უკრაინის ტერიტორიები, რომელიც 4-ჯერ აღემატება ომამდელისას, ეს იქნება არა მარტო უკრაინის, არამედ ამერიკა-ევროპის და ნატოს მარცხიც.
გულზე მჯიღის მცემელი „პატრიოტები“ აღშფოთდებიან, რას ლაპარაკობს ეს რუსეთუმე, როგორ შეაქვს ეჭვი რუსეთის დამარცხებაში და უკრაინის ძლევამოსილ გამარჯვებაშიო,
სულ ახლახან, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების სანქცია გასცაო.
ასეთები არ ან ვერ ფიქრობენ, იმაზე, რომ ეს არის მკვდრადშობილი, წინასწარ განწირული და აღუსრულებელი გადაწყვეტილება, რომელიც აზიანებს უფრო მეტად სასამართლოს იმიჯს, ვიდრე პუტინისას.
მას თუ ვერავინ დააკავებს, ხოლო რუსეთის მიერ ჰააგის 3 მოსამართლის და პროკურორის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში შესაძლებელი გახდება გაიტაცონ ისინი (ან რომელიმე მათგანი) და გაასამართლონ რუსეთში, ეს საბოლოოდ გაანულებს ჰააგის სასამართლოს ავტორიტეტს.
პროგნოზულად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკა მოახლოებული არჩევნებისა და გაკოტრებული ბანკების ფონზე, არამცთუ უკრაინის დახმარების გაძლიერებას, არამედ დღევანდელის შენარჩუნებასაც ძნელად შეძლებს, ევროპარლამენტს რუსეთის უფრო მეტად დასანქცირება და ანტირუსული რეზოლუციების მიღება გაუჭირდება, ვინაიდან ამის რესურსი ეწურება. მთელ რიგ ქვეყნებში საკმაოდ უარყოფითი განწყობებია უკრაინის დახმარების გამო ევროპისათვის მიყენებულ ზიანზე.
გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ რუსეთიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს ერთი შეხედვით რეალურს ხდის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას, თუმცა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კანდიდატობიდან პოტენციურ წევრობამდე შეიძლება ათწლეულებიც გავიდეს.
სამომავლო პერსპექტივაში ვერ გამორიცხავ მოვლენების იმგვარ განვითარებას, რომ თვითონ ევროპა მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ. ხოლო შინ ევროპაში მიმავალი ქართველები შინ რუსეთში არ აღმოვჩნდეთ.
ეს ყველაფერი, ვარაუდებია, მაგრამ ყველა პასუხიმგებლობიანი პოლიტიკოსი უნდა ითვალისწინებდეს მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტს და გამოდიოდეს არა პირადი ან პარტიული, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან”, - წერს ნანა კაკაბაძე.
ყველა სიახლე

28 მაისი 2023, 21:01
მსოფლიო
თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისია: წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს
„თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დათვლილია 54,60%. აქედან რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხმების 54,47% ერგო, ქემალ კილიჩდაროღლუს კი 45,53%“, - განაცხადეს კომისიაში ჩატარებულ ბრიფინგზე.

28 მაისი 2023, 21:00
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შუაშისტებად პოზიციონირება სრული სიყალბე იქნება
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შუაშისტებად პოზიციონირება სრული სიყალბე იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაახლოებულ, რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.

28 მაისი 2023, 20:41
საზოგადოება
ზაზა შათირიშვილი: საზოგადოებასა და ფართო გაგებით „ნაცმოძრაობას“ შორის მოლაპარაკება და მორიგება შეუძლებელია
„საზოგადოებასა და ფართო გაგებით „ნაცმოძრაობას“ შორის მოლაპარაკება და მორიგება შეუძლებელია. ეს არის ძალა, რომელიც წარსულში გვექაჩება. დღეს არ არის ის სიტუაცია, რომელიც 2022 წლამდე იყო. 2022 წელს დაიწყო ომი და არის 2 ვარიანტი: ამ ომში ან უნდა ჩაერთო ან არ უნდა ჩაერთო“, - დასძინა შათირიშვილმა.

28 მაისი 2023, 20:40
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: ხან ტალახიდან, ხან ნაფთალინიდან, ხან პოლიტიკური ნაგვიდან, პერიოდულად ვიღაცები წამყოფენ თავს და კვლავ ისევ დაპირისპირებაზე, სისხლისღვრაზე, შეჯახებებზე საუბრობენ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა
არ ვიცი რა ვუწოდო: ხან ტალახიდან, ხან ნაფთალინიდან, ხან პოლიტიკური ნაგვიდან, პერიოდულად ვიღაცები წამყოფენ თავს და ისევ კვლავ დაპირისპირებაზე, სისხლისღვრაზე, შეჯახებებზე საუბრობენ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას“ გივი თარგამაძის ცნობილ მუქარაზე, ასევე, რადიკალური ოპოზიციის ჩაშლილ გეგმებზე საუბრისას განუცხადა.

28 მაისი 2023, 20:23
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს კურსი გახლავთ უცვლელი და, რა თქმა უნდა, ის იყურება ევროპისკენ
„მახსოვს, როცა ერთ-ერთი ევროპარლამენტარი დიდაქტიკურად მოგვიწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას და გვახსენებდა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. მაგრამ იქვე აუცილებლად უნდა ეთქვა სიცხადისთვის, რომ ეს ის მუხლია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში სწორედ ამ ხელისუფლებამ ჩაწერა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველას ახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ოპოზიცია ამით ატყუებს მთელს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ თითქოს პრორუსულია ეს ხელისუფლება“, - ამბობს სარჯველაძე.

28 მაისი 2023, 19:43
მსოფლიო
Anadolu: ბიულეტენების 71%-ის დათვლის შემდეგ, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანმა ხმათა 54.37% მიიღო
არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ამომრჩეველთა ხმების 54.37% მიიღო. ოპოზიციის წარმომადგენელ ქემალ კილიჩდაროღლუს კი მხარი ამომრჩეველთა 45.63%-მა დაუჭირა.

28 მაისი 2023, 19:30
რეგიონი
გორში, შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ტურნირზე, მიხეილ საჟინიანმა თურქი მეტოქე 6 წამში დაამარცხა
გორში, პირველად, „შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ტურნირი GFC 23“ გაიმართა, სადაც უნიკალური შედეგი დაფიქსირდა, - ამის შესახებ აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

28 მაისი 2023, 19:18
მსოფლიო
Anadolu: წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს
გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დათვლილია ხმათა 55.06%. ამომრჩეველთა 55.80%-მა ხმა ერდოღანს მისცა, მის მთავარ კონკურენტს, ოპოზიციის წარმომადგენელ ქემალ კილიჩდაროღლუს კი მხარი 44.20%-მა დაუჭირა.

28 მაისი 2023, 19:11
მსოფლიო
სერბეთში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება
მომიტინგეები ალექსანდრ ვუჩიჩს ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ამან ქვეყანაში გამოიწვია მასობრივი სროლები, რომლის დროსაც ათობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.

28 მაისი 2023, 18:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ სომხეთს პირველი რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს
„ვულოცავ სომხეთს პირველი რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს. ეს ისტორიული დღე აღნიშნავს მნიშვნელოვან თავს თანამედროვე სომხეთში და სომეხი ხალხის გამბედაობისა და მონდომების მოწმობაა. ვუსურვებ ჩვენს მეგობრებს წინსვლას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - წერს პაპუაშვილი.

28 მაისი 2023, 18:01
მსოფლიო
თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა
თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა და ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დახურულია. ამის შესახებ BBC წერს.

28 მაისი 2023, 17:52
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე ვაკის, საბურთალოსა და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს
„ქართული ოცნების“ ვაკის ორგანიზაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნოდარ ტურძელაძე უხელმძღვანელებს. საბურთალოს ორგანიზაციას - საბურთალოს რაიონის გამგებელი - გაიოზ ვასაძე; კრწანისის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია.

28 მაისი 2023, 17:44
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მიკ უოლესი: საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ევროკავშირში გაწევრიანებაც, მით უფრო, თუ ეს მოსახლეობის უმრავლესობას სურს
საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ევროკავშირში გაწევრიანებაც, მით უფრო, თუ ეს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, - განაცხადა თბილისში საერთაშორისო კონფერენციის „თანამედროვეობა როგორც კრიზისი“ მონაწილემ, ევროპარლამენტარმა, მიკ უოლესმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

28 მაისი 2023, 17:43
პოლიტიკა
ჯო ბაიდენი: ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის - აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება
ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, რაშიც ევროკავშირისა და ნატოსკენ ნაბიჯებიც იგულისხმება. ამის შესახებ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა.

28 მაისი 2023, 17:36
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი კლერ დეილი: კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი გეოპოლიტიკურად იყო გამოყენებული. საქართველოც გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო დაიჩაგრა და არა იმის გამო, რომ რაიმე არ გააკეთა
„სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი გეოპოლიტიკურად იყო გამოყენებული. საქართველოც გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო დაიჩაგრა და არა იმის გამო, რომ რაიმე არ გააკეთა. როგორც მე ვარ ინფორმირებული, საქართველოსაც ისევე ელიან ევროპარლამენტში, როგორც სხვა ქვეყნებს. ბევრი პრობლემაა ევროკავშირშიც. ვნახოთ, რა მოხდება ოქტომბერში. არიან ძალები, რომლებიც იყენებენ საქართველოს და ქართველ ხალხს საკუთარი მიზნებისთვის, რაც არ მოეწონებათ ქართველებს. თუ გინდათ ევროკავშირში გაერთიანება, ეს მოხდება, თუმცა არა სუვერენიტეტისა და ღირებულებების სანაცვლოდ. ჩემი საქმე არ არის სხვა ქვეყნის მთავრობა ვაკრიტიკო. საკუთარ ქვეყანაში და ევროპის ქვეყნებშიც ბევრი პრობლემაა. ჩემი აზრით, მთავრობის შეფასება ხალხის ფუნქციაა და არა ჩემი. ბევრი თამაშობს და იყენებს ევროპარლამენტს მთავრობის შესაცვლელად. ეს არ არის სწორი და არ უნდა იყოთ ტოლერანტული ამის მიმართ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა კლერ დეილიმ.

28 მაისი 2023, 17:35
ეკონომიკა
არჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს იუსტიციის საბჭოს სრულად დაკომპლექტებას, ევროპელ კოლეგებს მივაწვდით არგუმენტაციას, რის გამო ვერ მივიდა საკითხი ბოლომდე. დარწმუნებული ვარ, ეს არგუმენტები გაზიარებული იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულად დაკომპლექტების საკითხს, ხელისუფლება ევროპელ კოლეგებს მიაწვდის სრულ არგუმენტაციას, თუ რის გამო ვერ შესრულდა ეს პუნქტი.

28 მაისი 2023, 17:25
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ ვაკის, საბურთალოს და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების კონფერენციები გამართა
„ქართულმა ოცნებამ“ ვაკის, საბურთალოს და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების კონფერენციები გამართა. აირჩიეს რაიონული ორგანიზაციების და ბიუროს წევრები.

28 მაისი 2023, 17:20
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: საქართველოს ხელისუფლებას მონაწილეობა არ მიუღია რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებაში
„საქართველოს ხელისუფლებას მონაწილეობა არ მიუღია არანაირ მოლაპარაკებაში. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება, განცხადება და პოზიცია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ იყო გაჟღერებული, არის მოცემულობა, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

28 მაისი 2023, 17:17
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ენმ-ზე: დავალება აქვთ, რომ ყოველ წინადადებაში მინიმუმ ორჯერ, სამჯერ გამოიყენონ სიტყვა - რუსული. რა კონტექსტშიც არ უნდა ატრიალონ მათი ეს საყვარელი სიტყვა, ამას ქართული საზოგადოება არ წამოეგება
წინა ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით იხვეწებოდა სანქციების მოხსნას რუსეთის მხრიდან. ყველაფერს აკეთებდნენ ოკუპაციის შემდეგ იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა დალაგებულიყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

28 მაისი 2023, 17:15
საზოგადოება
ილია მეორე: ბატონი ალექსანდრე ლომთათიძის მოღვაწეობა უკავშირდება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯების გადადგმას და დამოუკიდებელი საქართველოსთვის საფუძვლის ჩაყრას, რაც საერთო სახალხო ზეიმს წარმოადგენდა
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, ალექსანდრე ლომთათიძის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე დამსწრე საზოგადოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი გააცნო.