24 მარტი 2023, 13:06 / სანდო წყარო

ანალენა ბერბოკი: მე ჩამოვედი ძალიან კონკრეტული გზავნილით - ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეგიძლიათ გქონდეთ

საქართველოს მოსახლეობის ადგილი არის ევროკავშირში, ამიტომ საქართველოში ჩამოვედი ძალიან კონკრეტული გზავნილით - ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში და გვინდა ქართველებმა ევროკავშირი გაამდიდრონ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანია საქართველოს ევროკავშირის გზაზე მხარს დაუჭერს.

„ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეთ, რომლებიც თანასწორად და გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ვინაიდან ვართ მეგობრები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გზა ერთობლივად, გულწრფელად გავიაროთ. ყოველთვის მარტივი არ არის ამ ინტეგრაციის გზის გავლა ევროკავშირში. ჩვენ ვნახეთ ცალკეულ ქვეყნებში გასული წლებისა და ათწლეულების განმავლობაში... აუცილებელია რეფორმები, გარკვეული მუხტის არსებობა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდანაც ძალისხმევა და ეს გზა ვერ შემოკლდება. განსაკუთრებით, ღირებულებების მხრივ.

ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საგრძნობი წინსვლა გვაქვს, განსაკუთრებით 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ, ასევე, შემდგომი პროცესის თვალსაზრისით. არსებობს 12 პრიორიტეტი, რათა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩვენთვის ყველასთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. დეტალურად ვისაუბრეთ ამაზე და ბუნებრივია, ერთობლივი მუშაობა არის აუცილებელი. გაწევრიანების პროცესში აუცილებელია კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტების შესრულება, დანერგვა. დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია ასევე მოსმენა, ყურის დაგდება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აზრები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მათ შორის საზოგადოებაში. ამიტომ, აგენტების კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება. აუცილებელია ამ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რათა ევროკავშირში შესვლა შეძლოს საქართველომ.

მხოლოდ საქართველოს მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე. პირიქითაც, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება საქართველოს ხელისუფლების გარეშე ევროკავშირის წევრი. მხოლოდ ერთობლივადაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხში, ამის გასაძლიერებლად. ეს არის ევროკავშირის მამოძრავებელი ძალა, რადგან ევროკავშირი ძალიან განსხვავებული წევრებით ხასიათდება. ეს არ არის სისუსტე, არამედ არის სიძლიერე.

სწორედ ამიტომ არაოფიციალურო დევიზი ევროკავშირისა არის „ერთობა სიმრავლეში“. სამომავლოდ გვინდა საქართველოსთან ერთად ამის განხორციელება. ამიტომ აუცილებელია დრო აღარ დაიკარგოს. ეს არის მომენტი ისტორიაში, როდესაც ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების საფუძველზე გავაგრძელოთ და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ.

ბატონო ილია, ნიუ-იორკში ერთი თვის წინ შეგხვდით და იქ იყო საუბარი ძალიან კონკრეტულ პასუხზე. რუსულ თავდასხმით ომზე უკრაინის წინააღმდეგ, ამის დაგმობის საკითხზე და ის დაძაბულობა, რაც არსებობს, სიგნალი, რომელიც გაიგზავნა მათ შორის თქვენი მხარდაჭერის წყალობით, რომელიც გაგზავნა გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, ეს იყო ერთიანობის სიგნალი. რუსული აგრესიული ომის დაგმობის მხრივ ერთიანობა იმ ღრმა რწმენით, რომ დამნაშავეები წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე და ერთიანობა მშვიდობისაკენ მიმავალ გზაზე. გაერო-ს ქარტიაც ზუსტად ამას განსაზღვრავს, განსაზღვრავს მშვიდობიან გზას. ხოლო ამ გზის ფუნდამენტი არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. სწორედ ამიტომ, შემთხვევით არ არის, რომ როდესაც გადაადგილდები თბილისის ქუჩებში, ხედავ არა მხოლოდ ევროპულ, არამედ უკრაინულ დროშებს. მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო – საქართველოს მხარდაჭერა ამ რეზოლუციისა და თქვენი მკაფიო პოზიცია რუსული თავდასხმითი ომის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ, არის ძალიან დასაფასებელი და უდიდესი მნიშვნელობის. ჩვენ ამას ვაფასებთ. ჩვენ ვიცით, რა მდგომარეობაშია საქართველო – 2008 წლის რუსული ინტერვენცია საქართველოში, ორი რეგიონი, რომლებიც დე ფაქტო რუსული კონტროლის ქვეშ არის და რუსული სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც იქ იმყოფებიან. ასევე ათი ათასობით რუსი, რომელიც 2022 წლის ომის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. ის, რომ თქვენ ამ ყველაფრის მიუხედავად, ხართ უკრაინის მხარეს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რა ღირებულებებს ეფუძნება საქართველო და საქართველოს ადგილი არის ევროპის კავშირში.

გერმანიაში ყველა სფეროში უდიდესია ინტერესი საქართველოს მიმართ. ჩვენი ხელი ძალიან შორს არის გამოწვდილი, ხოლო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კარი ბოლომდე ღიაა. ახლა მთავარია 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულება. ქართველებმა, მანდილოსნებმა და მამაკაცებმა თვალნათლივ დაამტკიცეს, რომ ეს არის მათი სურვილი. უდიდესი მადლობა, რომ მიმიღე შენს არაჩვეულებრივ ქვეყანაში ბევრ სხვადასხვა აქტორთან ერთად“, - განაცხადა ბერბოკმა.

ყველა სიახლე

ბრუნო მარსი

08 ივნისი 2023, 10:17

კულტურა

„Starring Georgia-ს“ ფარგლებში, საქართველო ბრუნო მარსს უმასპინძლებს

1-ელ ოქტომბერს საქართველო, „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, ბრუნო მარსს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება. 15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა.

08 ივნისი 2023, 09:58

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის მოქმედ და ახალ რეგიონულ დირექტორებს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის მოქმედი რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი და მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

08 ივნისი 2023, 09:55

მსოფლიო

თურქული ლირა დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

თურქული ლირა დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. 7 ივნისს, შუადღისას ერთი დოლარის ღირებულებამ 23,1 ლირა შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ დღეში თურქეთის ეროვნული ვალუტა 7%-ით გაუფასურდა, ერდოღანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი ლირა 12%-ით არის გაუფასურებული.

08 ივნისი 2023, 09:52

მსოფლიო

კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრების გამო ნიუ-იორკში სუნთქვა და მხედველობა გართულდა

ნიუ-იორკში სუნთქვა და მხედველობა გართულდა. მიზეზი კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრები გახდა. ექსპერტთა განცხადებით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა ქალაქში სახიფათო დონეს მიაღწია. ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა უკვე მოუწოდა მოსახლეობას, თავის შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისაგან. ცუდი ხილვადობის გამო, ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში საჰაერო რეისები გადაიდო. ანალოგიური ვითარებაა კანადაში, სადაც ტყის ხანძრებს რამდენიმე კვირაა ებრძვიან. ძლიერი კვამლია კვებეკში, ოტავასა და ტორონტოში.

მამუკა მდინარაძე

08 ივნისი 2023, 09:41

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს

თუ იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს. არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც რეალურად საქართველომ სტატუსი შეძლება ვერ მიიღოს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 ივნისი 2023, 09:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ აინტერესებთ მხოლოდ ერთი რამ - მავნებლობა, რომლის ბოლო უნდა იყოს ხელისუფლების შეცვლა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ ისაუბრა. იმის შესახებ თუ როგორ სთავაზობს ოპოზიცია გარკვეულ უცხოურ ინტერესთა ჯგუფებს საკუთარ თავს, როგორც დასაყრდენს მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ისინი „ღია კარს ამტვრევენ, რომელიც შედის პოლიტიკურ ველზე, რასაც ნამდვილი ოპოზიცია ჰქვია-ქვეყნისთვის კონსტრუქციული და არა ხელისუფლებისთვის.“

08 ივნისი 2023, 09:21

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8 ივნისს ქუთაისში +32 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2023, 09:00

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი პარიზში გრძელდება

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი პარიზში გრძელდება. დაგეგმილია შეხვედრები სენატში, ეროვნულ ასამბლეაში და საფრანგეთის საგარეო საქმეთა უწყებაში. დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის ფრანგულ მხარეს 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ოფიციალური პარიზი დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალით, განსაკუთრებით შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის საკითხით.

08 ივნისი 2023, 08:42

პოლიტიკა

ბრუსელში საქართველო ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა იმართება

ბრუსელში საქართველო ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა იმართება. საპარლამენტო დელეგაცია, ევროდეპუტატებთან ერთად, ყველა იმ საკითხს განიხილავს, რომლებიც აქტუალურია საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებში. საქართველოს დელეგაცია, თავის მხრივ, ყურადღებას გაამახვილებს 12 პუნქტის შესრულების პროცესსა და იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას ამ მხრივ აქვს.

08 ივნისი 2023, 08:38

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 470-ე დღეს

კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ დაღუპულთა შესახებ პირველი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც დროებით ოკუპირებული ქალაქის, ოლეშკის მერი იტყობინება, დატბორვის შედეგად 3 ადამიანია დაღუპული. მისივე ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სახურავებზე მყოფი ადამიანების ევაკუაცია უკვე დაიწყეს. ვითარება კატასტროფულია დნეპრის ორივე ნაპირზე. გარკვეულ მონაკვეთებზე წყლის დონე 5 მეტრს აჭარბებს. „ბიბისის“ ინფორმაციით, უკრაინელების მიერ კონტროლირებადი რაიონებიდან 1900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, რუსების მიერ კონტროლირებადი დასახლებებიდან, სავარაუდოდ, 1500-მდე ადამიანია გაყვანილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 ივნისი 2023, 08:23

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეუძლებელია დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ახლა სტიქიის ზონაში არ არის, ნიშნავს, რომ უუნაროა

შეუძლებელია დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის, საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

08 ივნისი 2023, 08:02

საზოგადოება

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს იწყება

2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

08 ივნისი 2023, 01:04

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა რაღაც რომ არ იცის და ვერ ხვდება, ამას ვერ დავაბრალებთ, მან ზუსტად იცის, რომ რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, საქართველოს ფიზიკური განადგურების რისკებთან არის დაკავშირებული

მან[ სალომე ზურაბიშვილმა] ხომ ზუსტად იცის 2 თვითმფრინავის, მოხალისეების უკრაინაში გაშვება რა რისკებთან აიყო დაკავშირებული? ხომ ზუსტად იცის, რომ ის, რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ საქართველოს ფიზიკური განადგურების რისკებთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

08 ივნისი 2023, 01:03

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე FIABCI-ის უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესმა დააჯილდოვა

ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უმაღლესი ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მაიამიში პრეზიდენტმა სუზან გრინფილდმა გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

08 ივნისი 2023, 01:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ შიგნით გაბედა რამდენიმე ადამიანმა ევროპული რეკომენდაციისთვის მხარი დაეჭირა და ნახეთ, რა უქნეს მათ

ოპოზიციას აინტერესებს მხოლოდ ერთი რამ, მავნებლობა, რომლის ბოლო უნდა იყოს ხელისუფლების შეცვლა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ლეო მესი

08 ივნისი 2023, 00:40

სპორტი

მესი: „ბარსელონაში“ არ დავბრუნდები - „ინტერ მაიამიში“ ვითამაშებ

არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლეო მესიმ ესპანურ Sport-თან და Mundo Deportivo-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარიერას MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს. მესიმ ინტერვიუში „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნებასა და ამ ტრანსფერის განუხორციელებლობის მიზეზებზეც ისაუბრა.

მამუკა მდინარაძე

08 ივნისი 2023, 00:38

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პიარული ხრიკებით სპეციალურად დებდნენ ავტომატებიან ფოტოებს, რომლებიც მოსკოვშია გადაღებული და გეგონება აქ არის, მერე ირკვევა, რომ თურმე საერთოდ არ ყოფილან კადიროველები

სპეციალურად დებდნენ ავტომატებიან ფოტოებს, რომლებიც მოსკოვშია გადაღებული და გეგონება რომ აქ არის, მერე კი ირკვევა, რომ თურმე ორი კვირის წინ ყოფილან აქ, თურმე საერთოდ არ ყოფილან კადიროველები და ხვდები, რომ შეიძლება ერთი წამით თავადაც გახდე მათი ბინძური პიარის მსხვერპლი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 ივნისი 2023, 00:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 2008 წლის ომის შემდეგ, კრემლის წინ გამართულ პარადებზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები დროშებით გამოდიოდნენ ხოლმე და ჩვენც ხომ რაღაც ეროვნული თავმოყვარეობა გვაქვს

დემარშს არ ჰქონდა საფუძველი. ფაქტობრივი უზუსტობები იყო. თანხმობა სჭირდებოდა მთავრობისო. ახლა ჩვენ გვინდა ვიტყვით უხეშად, რომ ტყუილი იყო ეს, ან ვიტყვით რომ ფაქტობრივი უზუსტობა იყო და ვთქვათ, რომ ფაქტობრივი უზუსტობა იყო. იმიტომ, რომ არანაირი თანხმობა არ სჭირდებოდა მთავრობის. ეს იყო ცალმხრივი სანქცია, რომლის მოხსნასაც ითხოვდა მათ შორის აშშ თავის დოზე, ევროკავშირი და ჩვენც, რა თქმა უნდა ამ მოთხოვნას ვუერთდებოდით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 ივნისი 2023, 00:31

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინას არაფერი აქვს საერთო „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარ დივერსიასთან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას არაფერი აქვს საერთო „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარ დივერსიასთან.

მამუკა მდინარაძე

08 ივნისი 2023, 00:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ფაქტია, რომ დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია

ფაქტია, რომ დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია, უფრო აღრმავებენ და სამწუხაროდ, წახალისებაც ხდება ამის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.