www.imedi.ge /  26 მარტი 2023, 08:00 / სანდო წყარო

მეუფე შიო: ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის და ავტოკეფალიის სახით - ვიშრომოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ეკლესია და ერი

მეუფე შიო

მეუფე შიო

ინებოს უფალმა, რომ დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის სახით, ავტოკეფალიის სახით და შევძლოთ, არათუ შევინარჩუნოთ ეს დიდი განძი, არამედ ვიშრომოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ეკლესია და ჩვენი ერი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ქადაგებისას განაცხადა.

„თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს, ჩვენი ერის და ეკლესიის ერთ-ერთ გამორჩეულ დღესასწაულს - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა ანტიოქიის საპატრიარქოსგან V საუკუნეში, წმინდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასლის დიდი ღვაწლით. ეს იყო უდიდესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში, რომელმაც განაპირობა ჩვენი კულტურის მრავალი დარგის დიდი აღმავლობა და აღორძინება. როგორც ბრძანებდა კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი თავის სიტყვაში აღსაყდრების შემდეგ, „საქართველოს ძველი კულტურა და სწავლა-განათლება ეკლესიის კედლებში აღმოცენდა. აქედან საზრდოობდნენ ჩვენი წინაპრები სულიერად და არა მხოლოდ სულიერად, არამედ - ამქვეყნიური კეთილდღეობის საზომიც იყო მათთვის ეს.“ ასეთ სიტყვებს ამბობს წმინდა კირიონი.

და აი, მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენი ერი უფრთხილდებოდა და იცავდა ამ დამოუკიდებლობას ჩვენი ეკლესიისა. ასე გრძელდებოდა XIX საუკუნის დასაწყისამდე, როდესაც რუსეთის იმპერიამ შეიერთა საქართველო და ჩვენ დავკარგეთ პოლიტიკური დამოუკიდებლობა. თქვენ იცით, რომ ამას მალევე მოჰყვა საეკლესიო დამოუკიდებლობის დაკარგვაც, კათოლიკოსი ანტონ II გადაასახლეს რუსეთში და 1811 წელს საქართველოს ეკლესიის მმართველობა ჩააბარეს ეგზარქოსს.

ასეთი უმძიმესი ხანა ჩვენი ერისა და ეკლესიის ისტორიაში გაგრძელდა 100 წელიწადზე მეტ ხანს, 1917 წლამდე. ისევ გავიხსენებ წმინდა პატრიარქ კირიონის სიტყვებს, როგორ აფასებს ის ამ 100-წლიან პერიოდს. ის ამბობდა: „100 წლის მონობამ მოახდინა ის, რომ საქართველოს ეკლესიის მწყობრი ცხოვრება შეირყა... ერის გულთან შეთანხმებული კავშირი მოისპო, დაირღვა და გაქრა ცოცხალი სული“. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს იგი.

სწორედ ამიტომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი წინაპრები, სასულიერო პირები თუ საერონი, არ წყვეტდნენ ზრუნვას ავტოკეფალიის აღდგენისა და რუსეთის იმპერიის ამ უკანონო აქტის გაუქმებისათვის. ამას მოწმობს არაერთი წყარო, როგორი წინააღმდეგობა იყო ჩვენი ხალხის მხრიდან, ეკლესიის მხრიდან. მაგალითად, იყო ასეთი ეგზარქოსი თეოფილაქტე რუსანოვი, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენი სასულიერო პირები ღვთისმსახურების დროს წმინდა სინოდს იხსენიებდნენ მხოლოდ მაშინ, როცა ხედავდნენ, რომ რუსი მოხელეები იდგნენ ტაძარში. სხვა დროს არ იხსენიებდნენ. ეს ეგზარქოსი, რომელიც თავად რუსი იყო, ამბობს, რომ ყველა იმჟამინდელი ამბოხება (ეს არის 10-იანი წლების დასასრული) მისი მსახურების პერიოდში (თქვენ გახსოვთ, რამდენი ამბოხება იყო მაშინ საქართველოში იმ ათწლეულებში) უკავშირდება სწორედ ავტოკეფალიის დაკარგვას და წართმევას.

ასევე, პატრიარქი ლეონიდე წერდა, რომ ყველა, ვინც კი იყო წინააღმდეგი ამ სინოდალური მმართველობისა საქართველოში, ძალიან მკაცრად იდევნებოდა და მათ ასახლებდნენ რუსეთში. აი, ასეთი უმძიმესი ვითარება იყო.

როგორც მოგახსენეთ, სულ მუდამ იყო მცდელობა ავტოკეფალიის აღდგენისა. უკვე მე-19 საუკუნის დასასრულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ მოძრაობას შეუერთდნენ ისეთი დიდი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ წმინდა ილია მართალი, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი და სხვები. მათი მხარდაჭერით ჩვენმა სამღვდელოებამ მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაატარა საგანგებო სხდომა, რომლის მოთავენიც იყვნენ მაშინ ეპისკოპოსები: კირიონი, ლეონიდე, ანტონი, დეკანოზები: კალისტრატე ცინცაძე, ნიკიტა თალაკვაძე, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია და სხვები. სხდომაზე გაიმართა მსჯელობა ჩვენი ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ. შემდეგ, 1906 წელს, ამ მსჯელობამ გადაინაცვლა პეტერბურგში, წმინდა სინოდის კრებაზე, მაგრამ როგორც იცით, იმჟამინდელი საეკლესიო მმართველობა იმპერიისა, ასევე ხელისუფლებაც, ყველანაირად ცდილობდა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა არ მომხდარიყო.

და აი, 1917 წელს, როდესაც მოხდა ცნობილი რევოლუციური მოვლენები თებერვალში რუსეთში, ჩვენმა სამღვდელოებამ 12 მარტს ძველი სტილით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გამოაცხადა ავტოკეფალიის აღდგენა.

მაშინ, ვიდრე აირჩევდნენ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს, ეკლესიის დროებით მმართველად დაინიშნა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე, ხოლო იმავე წლის 17 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა კირიონ საძაგლიშვილი. რა თქმა უნდა, მაშინ იყო მრავალი გამოხმაურება როგორც ეკლესიაში, სასულიერო დასში, ისე საეროთა შორის, იყო დიდი სიხარული და ზეიმი ქვეყანაში.

ამის დასტურად მინდა გავიხსენო, როგორ აფასებდნენ ამ მოვლენას, მაგალითად, საეკლესიო წრეებში და მოვიყვანო იმ დროისა და, საერთოდ, ჩვენი უახლესი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწისა და მონაზვნის, ღირსი ალექსი შუშანიას პატრიარქ კირიონისადმი გაგზავნილი წერილიდან ფრაგმენტი. იგი ულოცავს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ „პირველად გილოცავ ჩვენი სამშობლოს მკვდრეთით აღდგომას, და ასევე გაწამებულ და ავაზაკთაებრ გაძარცული საქართველოს ეკლესიის განახლებას. ესე არს დღე, რომელ ქმნა ყოვლადწმინდა დედამ თავის წილხვდომილ საქართველოს აღდგომისა“. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს იგი.

და აი, იმ დღიდან ჩვენ გვაქვს მოპოვებული ავტოკეფალია, მაგრამ თქვენ იცით, რომ ამით არ დასრულებულა ავტოკეფალიისთვის ბრძოლის საქმე. მართალია, მოვიპოვეთ ის, რაც გვქონდა უძველესი დროიდან, აღვიდგინეთ, უფრო სწორედ, მოპოვებული ავტოკეფალია, მაგრამ ამას სჭირდებოდა ზოგადსაეკლესიო დონეზე დამოწმება ოფიციალურად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ. ეს საშური საქმე კი ითავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, რომელმაც თავისი ავტორიტეტით, დიდი სულიერებით, დიდი სიბრძნით მიაღწია იმას, რომ ჩვენ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გადმოგვეცა ორი სიგელი, სადაც არის აღიარებული ავტოკეფალია ჩვენი ეკლესიისა და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული.

გილოცავთ ამ დიდებულ დღეს, ინებოს უფალმა, რომ დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის სახით, ავტოკეფალიის სახით და შევძლოთ, არათუ შევინარჩუნოთ ეს დიდი განძი, არამედ ვიშრომოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ეკლესია და ჩვენი ერი.

დღეს ამასთან დაკავშირებით ვიხსენებთ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს თავისუფლებაზე. იგი ამბობს რომ: „თუ თქვენ დაიცავთ ჩემს მცნებებს, მაშინ შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ“.

აი, ღმერთმა ინებოს, რომ მოგვეცეს მადლი, დავიცვათ მცნებები ქრისტესი და შევიცნოთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ განგვათავისუფლოს, ვინაიდან ნამდვილი თავისუფლება სწორედ ჭეშმარიტების შეცნობით მოიპოვება.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ!“- აღნიშნა მეუფე შიომ.

ყველა სიახლე

თორნიკე რიჟვაძე

09 ივნისი 2023, 11:16

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ ბათუმმა მიიღო ეს პრესტიჟული ჯილდო

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლოა, ამავე დროს არის ძალიან დიდი მოტივი და სტიმული, რომ კიდევ უფრო მეტი და ეფექტიანი მშენებლობა განვახორციელოთ“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ოთარ შამუგია

09 ივნისი 2023, 11:11

ეკონომიკა

ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის ბაღში აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელების პროცესს ადგილზე გაეცნო. ადგილობრივმა ფერმერებმა მინისტრს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და კმაყოფილება გამოთქვეს თხილის მხარდამჭერი ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების გამო.

09 ივნისი 2023, 11:04

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: ვასრულებთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას - სოფელ ნაგომარში, ხანძრის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და რეაბილიტაცია დავიწყეთ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს საბავშვო ბაღის, ამბულატორიისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია.

09 ივნისი 2023, 10:54

საზოგადოება

ComCom-მა თსუ-ს სტუდენტებისთვის 5G-ის შესახებ საინფორმაციო ლექცია ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან 5G ტექნოლოგიის შესახებ, საჯარო ლექცია გამართა.

09 ივნისი 2023, 10:45

მსოფლიო

POLITICO: აშშ-მა შესაძლოა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუმციროს, თუ მათი კონტრშეტევა წარმატებული არ იქნება

გამოცემის წყაროები მიიჩნევენ, რომ თუ უკრაინის კონტრშეტევა საკმარისად წარმატებული არ იქნება ან სულაც კრახით დასრულდება, მაშინ უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სავარაუდოდ ამოიწურება და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მოწოდებები სულ უფრო ხმამაღლა გაჟღერდება.

09 ივნისი 2023, 10:39

საზოგადოება

„ლიბერთის“ მხარდაჭერით ახალი პროექტი „საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ დაიწყო

ლიბერთის მხარდაჭერით და ცაგერის ისტორიული მუზეუმის ინიციატივით, ლეჩხუმის სკოლების უფროსკლასელებისთვის დაიწყო საინტერესო პროექტი, რომლის ფარგლებში, ცნობილი მწერლები, პოეტები და პუბლიცისტები ვეფხისტყაოსნის, შოთა რუსთაველის ეპოქის საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის შესახებ ლექციებს ჩაატარებენ.

თამარ ჩერგოლეიშვილი

09 ივნისი 2023, 10:23

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანი წითლიძეზე: უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს

უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანი წითლიძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, „ჩემი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“.

დონალდ ტრამპი

09 ივნისი 2023, 10:22

მსოფლიო

დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ BBC წერს.

ნანა კაკაბაძე

09 ივნისი 2023, 10:19

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე რუსეთ-უკრაინის ომზე: დასკვნების გამოტანისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ნებისმიერ ომში ყველა დაინტერესებული მხარე ტოტალურად იტყუება და ყველა მეომარ ქვეყანაში ოფიციალურად დაწესებულია სამხედრო ცენზურა

დასკვნების გამოტანისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ნებისმიერ ომში ყველა დაინტერესებული მხარე ტოტალურად იტყუება და ყველა მეომარ ქვეყანაში ოფიციალურად დაწესებულია სამხედრო ცენზურა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბრუნო მარსი

09 ივნისი 2023, 10:19

კულტურა

ბრუნო მარსმა საქართველოში კონცერტი Facebook-ზე დააანონსა

მსოფლიო ვარსკვლავმა, ბრუნო მარსმა საქართველოში გასამართი კონცერტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. „საქართველო, შევხვდებით 1-ელ ოქტომბერს“, - წერს არტისტი.

09 ივნისი 2023, 10:03

საზოგადოება

საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია გურიის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს

საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია გურიის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს. კონცეფციის დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა.

ირაკლი ქადაგიშვილი

09 ივნისი 2023, 09:49

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი სურვილია, ყველა ინსტიტუცია ემსახურებოდეს უფრო კონსენსუსის მოძებნას, ვიდრე გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირებების შექმნას

საპარლამენტო რესპუბლიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს სურათი დარღვეულია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

09 ივნისი 2023, 09:43

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, პასუხისგებაში მიეცა ორი პირი. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როინ მეტრეველი

09 ივნისი 2023, 09:35

საზოგადოება

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აკადემიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აკადემიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობაზე მეტრეველმა გიორგი კვესიტაძე შეცვალა, რომელიც პრეზიდენტად 2013 წელს აირჩა და აკადემიას 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამავე პერიოდში ისტორიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

09 ივნისი 2023, 09:30

მსოფლიო

მედია: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი, მე-11 პაკეტის მიღებაზე ვერ თანხმდება

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი, მე-11 პაკეტის მიღებაზე ვერ თანხმდება. დასავლური მედიის ინფორმაციით, პრობლემას უნგრეთი და საბერძნეთი ქმნიან იმით, რომ კიევისგან ე.წ. „კონფლიქტის სპონსორთა სიიდან“ გარკვეული კომპანიების ამოღებას ითხოვენ.

თაკო ჩარკვიანი

09 ივნისი 2023, 09:25

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე: მე რაც გამიკეთა, ეს იყო საზიზღარი ღალატი

მე არ მიყვარს, როდესაც ადამიანები ღალატობენ ყველა ღირებულებას, თან როდესაც დავრწმუნდები, თორემ ისე არ ვაკეთებ განცხადებებს და ყველაფერი სიკეთე აგიხდეთ, ამ ღალატის დროს, თან უნდათ თანამონაწილე გაგხადონ, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელმა, თაკო ჩარკვიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან არსებული უთანხმოების მიზეზებზე საუბრისას გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

09 ივნისი 2023, 09:22

საზოგადოება

უკრაინაში მებრძოლი ზური მუშუქია, რომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს გავრცელდა, ცოცხალია

უკრაინაში მებრძოლი ზური მუშუქია, რომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს გავრცელდა, ცოცხალია. როგორც ირკვევა, ზური მუშუქია რუსების თავდასხმის შედეგად დაიჭრა. დაჭრილის გამოყვანა ბრძოლის ველიდან თანამებრძოლებმა გუშინ შეძლეს.

09 ივნისი 2023, 09:19

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა ლევილის ისტორიული მამული მონახულა

შალვა პაპუაშვილმა მონახულა ლევილის ისტორიული მამული, რომელიც საქართველოს რამდენიმე წლის წინ გადმოეცა და ამით დასრულდა 25-წლიანი პროცესი.

მარინა კალიურანდი

09 ივნისი 2023, 09:16

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომის შესახებ: წლებია ასე ღიად და გულწრფელად არ გვისაუბრია, ეს სიგნალია ჩემთვის, რომ არსებობს შანსი წინ წახვიდეთ, გამოიყენოთ შესაძლებლობის ფანჯარა

მათ მოგვისმინეს, ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე პასუხი დაგვიბრუნეს და დაიწყეს მასზე მუშაობა. ეს სიგნალია ჩემთვის, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ წინ წახვიდეთ, გამოიყენოთ შესაძლებლობის ფანჯარა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

09 ივნისი 2023, 09:07

თავდაცვა

ნდობის ჯგუფის სხდომაზე რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

ნდობის ჯგუფის სხდომაზე რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. მოხსენება საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა შალვა ლომიძემ წარადგინა.