ზურაბ ქადაგიძე: მკვლელი რეჟიმის შემქმნელს აჯილდოებენ „ადამიანის უფლებების დაცვისთვის" - მართლა ხომ არ გაჟრიალებთ, ვიკინგებო?

ზურაბ ქადაგიძე
ფოტო: არქივი
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას სოციალურ ქსელში ეხმიანება და სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას იხსენებს. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, გადის წლები და ამ მკვლელი რეჟიმის შემქმნელს „ადამიანის უფლებების დაცვისთვის“ აჯილდოებენ.
„სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო,“ - ეს ფრაზა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში გირგვლიანის საქმეზე წერია.
გადის წლები და ამ მკვლელი რეჟიმის შემქმნელს „ადამიანის უფლებების დაცვისთვის“ აჯილდოებენ...
თქვენ მართლა ხომ არ გაჟრიალებთ, ვიკინგებო?“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ნორვეგიაში გამართულ ცერემონიალზე დემოკრატიის პრიზით დაჯილდოვდა. ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის განცხადებით, ეს პრემია სააკაშვილს მიანიჭეს ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის. პრიზის გადაცემის ცერემონიას დაესწრო მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და შვილი ნიკოლოზ სააკაშვილი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სიტყვა წაუკითხა დარბაზში შეკრებილებს.
ყველა სიახლე

31 მაისი 2023, 13:18
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 2008 წლის ომი არ მოხდებოდა, „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში - რუსეთი არის პრობლემა და პრობლემას სჭირდება მუდმივი მუშაობა
2008 წლის ომი არ მოხდებოდა, „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში. ჩვენ არ აღვადგენდით სამხრეთ ოსეთის საზღვრებს, არ გვექნებოდა მძიმე რიტორიკა ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით. პირდაპირ დაპირებებს გასცემდა ის ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით, შეხვდა დევნილებს და დაჰპირდა, რომ მომავალ ახალ წელს ისინი შეხვდებოდნენ აფხაზეთში და ა.შ. კოდორის ხეობას უწოდა ზემო აფხაზეთი, ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები ჩაატარა ცხინვალის რეგიონში. ერთდროულად ორი სეპარატისტული არჩევნები ჩატარდა და ერთი მათგანი მხარდაჭერილი იყო სააკაშვილის მიერ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

31 მაისი 2023, 13:15
საზოგადოება
2022 წლის მონაცემებით მობილური აბონენტების რაოდენობამ 5.8 მილიონს გადააჭარბა
2022 წელს, საქართველოში მობილური მომსახურებების ბაზარზე პენეტრაცია 160%-დან 170%-მდე გაიზარდა. ბოლო ხუთი წლის მანძილზე, აბონენტების რაოდენობამ 5.8 მილიონს გადააჭარბა, 2021 წელს კი, მობილური აბონენტების რაოდენობა 5.5 მილიონი იყო.

31 მაისი 2023, 13:14
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და არა სხვა ქვეყანაში, იყო უკრაინის სწრაფვა ნატოსკენ
დღემდე არ მესმის, ამ ვნებათაღელვის საფუძველი რა იყო, იმდენად აბსურდული იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

31 მაისი 2023, 13:12
საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა
სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

31 მაისი 2023, 13:10
ჯანდაცვა
თამარ გაბუნია ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ ცეზარ გარიდოს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

31 მაისი 2023, 13:09
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მე და ირაკლი ღარიბაშვილს გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია სხვადასხვა პრინციპულად მნიშვნელოვან თემაზე, როგორც ტელეფონით, ისე შეხვედრების სახით
მე და ირაკლი ღარიბაშვილს გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია სხვადასხვა პრინციპულად მნიშვნელოვან თემაზე, როგორც ტელეფონით, ისე შეხვედრების სახით, გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

31 მაისი 2023, 13:08
რეგიონი
უზბეკი ჟურნალისტები ბათუმზე მასალებს ამზადებენ
აჭარაში მოგზაურობის შესახებ უზბეკი ჟურნალისტები სტატიებს, რეპორტაჟებსა და ბლოგებს ამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პრესტურის მონაწილეებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები

31 მაისი 2023, 13:08
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ცერემონიულ ღონისძიებას არ ვესწრები ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირები
„აქაც იგივე მიზეზია [რაც 26 მაისის ღონისძიებაზე არდასწრების დროს] რეალურად არცერთ ასეთ ცერემონიულ ღონისძიებას არ ვესწრები, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის ღონისძიება, ღონისძიებები სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირები“

31 მაისი 2023, 12:56
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვიზიარებ ზურაბ ქურციკიძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, ფოტოგრაფების უკანონო დაპატიმრება მაშინდელი რეჟიმის მიერ ნიღბის ბოლომდე ჩამოხსნა იყო
ვიზიარებ ზურაბ ქურციკიძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას. რაც მოხდა თავის დროზე, უკანონო დაპატიმრების სახით, მაშინდელი რეჟიმის მიერ ნიღბის ბოლომდე ჩამოხსნა იყო. მხოლოდ და მხოლოდ ფოტოების გამო ოთხი ფოტოგრაფი უკანონოდ დააპატიმრეს - ეს იყო უბრალოდ გაუგონარი მოვლენა, რომელიც აჩვენებდა მაშინდელი რეჟიმის სახეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

31 მაისი 2023, 12:54
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რადიკალურმა ოპოზიციამ თავიდანვე განიზრახა არ ჩართულიყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში, რომ შემდეგ უფრო ადვილად ესაუბრათ ამ პუნქტების არაჯეროვან შესრულებაზე
„მარტივი სქემა აქვს რადიკალურ ოპოზიციას დალაგებული. მათ თავიდანვე განიზრახეს არ ჩართულიყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში, რომ შემდეგ უფრო ადვილად ესაუბრათ ამ პუნქტების არაჯეროვან შესრულებაზე. მარტივი სქემაა, მათ არ სურთ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არ სურს არც გლობალურ ომის პარტიას, ლოკალურ ომის პარტიას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით. აქედან გამომდინარე, ისინი არ მონაწილეობენ 12 პუნქტის შესრულებაში და მარტივად რომ ვთქვათ, ახორციელებენ ამ პროცესის საბოტაჟს. ეს მათ დამოკიდებულებას აჩვენებს ქვეყნის მიმართ“, - აღნიშნა კობახიძემ.

31 მაისი 2023, 12:51
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ნაცმოძრაობის დაშლა, მათ შორის პარლამენტის რიგებში
„რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ნაცმოძრაობის დაშლა, მათ შორის პარლამენტის რიგებში. ის ცვლილებები, რომლებსაც დღეს კიდევ ერთხელ დავუჭერთ მხარს, დამატებით წაახალისებს ნაცმოძრაობის დაშლას“, - განაცხადა კობახიძემ.

31 მაისი 2023, 12:40
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი
პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, - ამის შესახებ უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

31 მაისი 2023, 12:29
სამართალი
ალექსანდრე ტაბატაძე: პოლიციის დღეს ვულოცავ თითოეულ პოლიციელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე თითოეულ პოლიციელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას პოლიციის დღეს ულოცავს.

31 მაისი 2023, 12:24
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური პრემიერის კრიტიკაზე: ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე ოპოზიცია და სამწუხაროდ - ოპოზიციური არხებიც
ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე ოპოზიცია და სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც, - ასე შეაფასა ვახტანგ გომელაურმა კრიტიკა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომელმაც ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, NATO-ში, გაწევრიანების სურვილი იყო.

31 მაისი 2023, 12:21
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციები ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და პოზიტიურად აისახება სიღარიბის შემცირების მაჩვენებლებზე
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5 % შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.3%-ს გაუტოლდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.

31 მაისი 2023, 12:20
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი პარიზის საერთაშორისო ფორუმს „დავასრულოთ პლასტიკით დაბინძურება ქალაქებში“ დაესწრო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი პარიზის საერთაშორისო ფორუმს „დავასრულოთ პლასტიკით დაბინძურება ქალაქებში“ დაესწრო. ფორუმის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილმა ორ თემატურ დისკუსიაში: პლასტიკის მდგრადი წარმოება/გამოყენება და პლასტიკით დაბინძურების პრევენცია მიიღო მონაწილეობა.

31 მაისი 2023, 12:18
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა ჩვენს ახლო სამეზობლოში და ევროპასთან შედარებითაც
„თქვენ მეუბნებით, რომ ვმალავთ? სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად. ორი-სამი ფაქტი მოხდა [თბილისის ცენტრალურ უბნებში], მაგრამ სტატისტიკა სხვაგვარია“

31 მაისი 2023, 12:12
სამართალი
ვახტანგ გომელაური: არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების დამცველი
მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების ობიექტური, სამართლიანი დამცველი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

31 მაისი 2023, 12:07
სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს: ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა თქვენი შრომის ღირსეული დაფასება. თქვენ იმსახურებთ ყველაფერ საუკეთესოს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მთავრობის თანადგომა და ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდება
ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა თქვენი შრომის ღირსეული დაფასება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

31 მაისი 2023, 12:06
სამართალი
პრემიერი პოლიციელებს: კანონის, საზოგადოებისა და ქვეყნის ერთგულებით, 24-საათიანი დაძაბული შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვათა სიცოცხლეზე ზრუნვით, ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობის და პარლამენტის წევრებო, პატივცემულო ელჩებო, მივესალმები ჩვენს მეგობრებს და მივესალმები ჩვენს საამაყო და გმირ პოლიციელებს. პოლიციის დღეს გილოცავთ ყველას, ჩემო ძვირფასო, ჩვენო საამაყო პოლიციელებო! მე პროფესიულ დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, ძლიერი და მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერის და წინსვლის აუცილებელი პირობაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.