27 მარტი 2023, 17:13 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: ხელისუფლებას არ სჭირდება არავისგან იძულება, შეასრულოს 12 რეკომენდაცია, „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ყველა ის შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რომელიც საქართველოს მანამდე არ ჰქონდა

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ყველა მცდელობა, დახლიჩონ საქართველო, საზოგადოება, დააპირისპირონ ახალგაზრდა უფროს ადამიანს, უფროსი ახალგაზრდას, ერთი პოლიტიკური პარტიის მიმდევარი მეორე პარტიის მიმდევარს, მიმართულია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მომავლის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება არავისგან იძულება, რომ შეასრულოს 12 რეკომენდაცია.

„რაც შეეხება სტატუსთან დაკავშირებულ პროცესებს, რომლებიც ევროკავშორის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოსთან მიმართებით, ჩვენ, ამ ქვეყნის შვილებმა ალბათ რამდენიმე რამ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს. ჩვენ ვართ ყველანი ერთ პოზიციაზე და ყველა მცდელობა, დახლიჩონ საქართველო, დახლიჩონ საზოგადოება, დააპირისპირონ ახალგაზრდა უფროს ადამიანს, უფროსი ადამიანი ახალგაზრდას, დააპირისპირონ ერთი პოლიტიკური პარტიის მიმდევარი მეორე პოლიტიკური პარტიის მიმდევარს, ვფიქრობ, მიმართულია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მომავლის წინააღმდეგ. არ შეიძლება, იყო ქართველი და გქონდეს განსხვავებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ბუნებრივი ადგილი არის ევროპაში და ამ შემთხვევაში, ევროკავშირში, საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც შექმნილია ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე. საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება არავისგან იძულება, მათ შორის არც თქვენგან, რომ შეასრულოს 12 რეკომენდაცია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სწორედ იმავე ტემპით იაროს ევროპისკენ წინ, როგორც მოდის 2012 წლის ოქტომბრის 25 რიცხვიდან, როდესაც შეიკრიბა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველი მთავრობა. იმ დღიდან დღემდე „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ყველა ის შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რომელიც საქართველოს მანამდე არ ჰქონდა და ალბათ ვერც ექნებოდა რომ დარჩენილიყო ის ხელისუფლება, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოაშორა ხელისუფლებას და ქვეყანას“, – განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება.

„ჩვენ, ქართველ ხალხს, მის მთავრობას, რომელიც დემოკრატიული წესით არის არჩეული, გვაქვს დიდი იმედი, რომ ამჯერად მაინც ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და არ იქნება ისეთი უსამართლო, რომელიც ყველამ ვიხილეთ, რამაც ჩვენს ქვეყანაში, ერში, ბერში, ასეთ პოლიტიკურ ძალაში, ისეთ პოლიტიკურ ძალაში, ვინც საკუთარი ქვეყნის გულწრფელია და ერთგულია, გამოიწვია ერთი და იმავე რეაქცია, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. თუ ევროინტეგრაციის გზაზე რაიმე ეკუთვნის მოლდოვას, რომელსაც დიდ წარმატებებს ვუსურვებთ, თუ რაიმე ეკუთვნის ამ გზაზე უკრაინას, რომელსაც მშვიდობას, განვითარებას და გამთლიანებას ვუსურვებთ, არანაკლებ იგივე ეკუთვნის ქართველს ხალხს, რომელიც ამ ორ ქვეყანაზე მეტად პროგრესულია, მეტად განვითარებულია და რეფორმების მხრივ გიგანტური ნახტომები აქვს გაკეთებული ბოლო ათი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ გზაზე მოძრაობა, ევროკომისიასთან და სხვა სტრუქტურებთან ერთად თანამშრომლობის რეჟიმში მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის გასაჯაროებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველა სიახლე

10 ივნისი 2023, 11:49

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მოსწავლეებს უმასპინძლა

ღონისძიების ფარგლებში პროექტის მონაწილე 25-მდე უფროსკლასელს სერტიფიკატი გადაეცათ. მათ ასევე ჩაუტარდათ კამპუსის ტური, ახალგაზრდები კიუს საუნივერსიტეტო ქალაქს გაეცნენ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის თანამშრომლობა 2021 წელს დაიწყო.

ამირან სალუქვაძე

10 ივნისი 2023, 11:39

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე ტრამპისთვის ბრალის წარდგენაზე: ტრამპს 400 წელი ციხე ემუქრება... იქნებ სააკაშვილის ბრალდებები უკეთ გადაიკითხონ და თქვან, 6 წელი ხომ არ ეცოტავებათ?

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალდების წარდგენას სოციალურ ქსელში აფასებს. სალუქვაძის განმარტებით, ნაკლებად სავარაუდოა, ტრამპის აგარაკზე, მის მიერ თანამდებობის დატოვებიდან 2 წლის შემდეგ აღმოეჩინათ საიდუმლო დოკუმენტები და ბაიდენის ადმინისტრაციას მანამდე არაფერი სცოდნოდა.

ბადრი ესებუას სასამართლო

10 ივნისი 2023, 11:38

სამართალი

მოწმის მოთხოვნის საფუძველზე, ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურული იყო

გადაწყვეტილება მოსამართლემ მოწმის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. საუბარია ექსპერტზე, რომელმაც დაადგინა, რომ ბანკზე თავდამსხმელისა და ბადრის ესებუას ხმები იდენტურია.

10 ივნისი 2023, 11:29

სამართალი

პროკურატურამ დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ გ. მ. და კერძო პირის დაცვის თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ.

პაატა მანჯგალაძე

10 ივნისი 2023, 11:28

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: ვისაც უნდა ოპოზიციური ცენტრის შექმნის შექმნა, ამის უფლება აქვს. პოლიტიკური კონსულტაციები არა მარტო „ლელოსთან“, არამედ სხვა პარტიებთანაც გრძელდება

პოლიტიკური კონსულტაციები არა მარტო „ლელოსთან“, არამედ სხვა პარტიებთანაც გრძელდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განუცხადა.

სოზარ სუბარი

10 ივნისი 2023, 11:27

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საქართველოში თუ რამე არის გაუმჭვირვალე, ეს არის „ენჯეოების“ დაფინანსება

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საქართველოში თუ რამე არის გაუმჭვირვალე, ეს არის „ენჯეოების“ დაფინანსება.

10 ივნისი 2023, 11:23

რეგიონი

ზურაბ აზარაშვილმა რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, რუსთავში, დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დასრულებისთანავე, დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების, გარემონტებული ბინები გადაეცემათ.

სოზარ სუბარი

10 ივნისი 2023, 11:21

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ხაბეიშვილი არის დაშლის გასაღები - თუ როგორ უნდა დაშალოს პარტია, სხვა გასაღები მას არ აქვს და ვერავის ვერაფერს ასწავლის

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ხაბეიშვილი არის დაშლის გასაღები - თუ როგორ უნდა დაშალოს პარტია, სხვა გასაღები მას არ აქვს და ვერავის ვერაფერს ასწავლის.

ნანა კაკაბაძე

10 ივნისი 2023, 11:14

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: აშკარა გახდება, რომ ნატო მხოლოდ სხვისი სიცოცხლის ფასად საკუთარი ტერიტორიების დაცვის სამხედრო ორგანიზაციას წარმოადგენს. ასეთი პოლიტიკით, ნატო მალე ყოველგვარ მიზიდულობას და ავტორიტეტს დაკარგავს

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყოვლისშემძლე „ნატო-ღმერთისადმი“ რწმენა თანდათან სუსტდება. ფაქტია, რომ უკრაინაში ნატო რუსეთს ებრძვის უკრაინელთა ხელით. ნატო არა მხოლოდ ამარაგებს უკრაინელებს სუპერთანამედროვე იარაღით, არამედ ასწავლის და ამზადებს კიდეც უკრაინელ მებრძოლებს ამ იარაღების ეფექტურად გამოყენებას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მაკა ბოჭორიშვილი

10 ივნისი 2023, 11:14

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მთავარია, რომ ევროკომისიამ სწორად შეაფასოს ის სამუშაო, რაც საქართველომ გაატარა და შეიქმნას მტკიცე საფუძველი, რომ ევროკავშირის საბჭომ დეკემბერში მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება

ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოს ევროპელმა პარტნიორებმა, ევროკომისიამ სწორად გაიგოს და შეაფასოს ის სამუშაო, რაც საქართველომ გაატარა და შეიქმნას მტკიცე საფუძველი , რომ ევროკავშირის საბჭომ დეკემბერში მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება. ახლა არის ეს გადამწყვეტი, რომ შეფასებები გაკეთდეს იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რაც საქართველომ გადადგა 12 პუნქტის შესასრულებლად, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

დევდორაკის გვირაბი

10 ივნისი 2023, 11:00

რეგიონი

15-17 ივნისს დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 2023 წლის 15 ივნისის 00:00 საათიდან, 17 ივნისის 00:00 საათამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

10 ივნისი 2023, 10:48

ეკონომიკა

ოთარ შამუგიამ სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა

ოთარ შამუგიამ სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, ადგილობრივი ფერმერების, დავით და დილარ თოდუების ბაღში, ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

გიორგი კიკნაძე
ჯაბა სამუშია

10 ივნისი 2023, 10:25

საზოგადოება

თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს დასაქმების ახალი შესაძლებლობები ექნებათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელსაც თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კიკნაძემ მოაწერეს ხელი. ღონისძიებას თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, თსუ-ის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

10 ივნისი 2023, 10:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელს IFRI-ის დირექტორს, თომა გომარს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის IFRI-ის დირექტორს, თომა გომარს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა შეეხებოდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს და პარლამენტის როლს რეკომენდაციების შესრულებაში.

10 ივნისი 2023, 10:00

რეგიონი

ევროკავშირის ელჩის ვიზიტი ხაზს უსვამს აჭარასთან თანამშრომლობას

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ აჭარაში ვიზიტი დაასრულა, რომლის მიზანი მხარეებს შორის არსებული კავშირების გაძლიერება იყო. ვიზიტის დღის წესრიგი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა შეხვედრებს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე ახალგაზრდებთან.

10 ივნისი 2023, 09:36

მსოფლიო

უკრაინული მხარის ცნობით, ოდესაზე ირანული დრონების გამოყენებით რუსეთის დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, ყველა დრონი განადგურებულია, თუმცა მათი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელსაც 3 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.

10 ივნისი 2023, 09:06

მსოფლიო

სტამბოლში დააკავეს პირები, რომლებმაც 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ყალბი ფული დაბეჭდეს

სტამბოლის ჟანდარმერიამ დააკავა პირები, რომლებმაც 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ყალბი ფული დაბეჭდეს და აფრიკულ ქვეყნებში გაგზავნას გეგმავდნენ. ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია თურქეთის ერთი, შვედეთის 3, დიდი ბრიტანეთის ერთი და განას ერთი მოქალაქე.

ფრანსუა ოლანდი

10 ივნისი 2023, 08:45

მსოფლიო

ფრანსუა ოლანდი: როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში

როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, - ამის შესახებ The Financial Times-თან ინტერვიუში საფრანგეთის ექსპრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.

10 ივნისი 2023, 08:19

მსოფლიო

აშშ-ის კონგრესი განიხილავს კანონპროექტს რუსეთის ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში შეყვანის თაობაზე

აშშ-ის კონგრესი განიხილავს კანონპროექტს რუსეთის ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში შეყვანის თაობაზე. ინფორმაცია ამის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დემოკრატ ტედ ლიუს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

10 ივნისი 2023, 00:56

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია ლატვიაში შეხვედრებს მართავს

ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია და მეგობრობის ჯგუფის წევრები: ნოდარ ტურძელაძე, გელა სამხარაული, დავით კაჭარავა და ლევან მგალობლიშვილი ლატვიის სეიმის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს აივა ვიკსნას და ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.