ნინო ლაცაბიძე: რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა ქალაქის განვითარების წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედებს

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად სპეციალური ბრიფინგი გამართა. როგორც რუსთავის მერმა ბრიფინგზე განაცხადა, საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა, რუსთავის განვითარების წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედებს, რაზეც მათ მიერ ჩაშლილი სხდომები და მნიშვნელოვანი საკითხების დამტკიცების შეგნებულად გაჭიანურება მეტყველებს.
„რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა, ქალაქის განვითარების წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედებს. მხოლოდ წინასწარ დაგეგმილი მავნებლობა და ქალაქის ღალატი შეიძლება ვუწოდოთ პოლიტიკას, რომელსაც რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა და პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრები შეთანხმებულად ატარებენ“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერის თქმით, საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი ,,ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია ,,საქართველოსთვის“ სხდომებს მიზანმიმართულად შლიან.
,,მათ ერთობლივ პოლიტიკურ თამაშებს, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტები, ქალაქის ბიუჯეტი და ზოგადად განვითარება შეიძლება შეეწიროს. მათ მიერ ხელოვნურად ჩაშლილ სხდომებს, ამჯერად რუსთავის განვითარების გენერალური გეგმა, მუნიციპალური ინსპექციის ფუნქციონირება და ის რეფორმები ეწირება, რასაც ჩვენი გუნდი, მთავრობის თანადგომით, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით ატარებს. განხილვის გარეშე დატოვეს შშმ პირთა ცენტრის ბენეფიციართათვის ფართის გადაცემის საკითხიც, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 60- მდე მოზარდი ელოდება. გაჩერებულია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და საპრივატიზაციო გეგმის განხილვა და დამტკიცება, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ქალაქის ბიუჯეტზე. სხდომა, რომელზეც აღნიშნული საკითხები უნდა განეხილათ, საკრებულოს თავმჯდომარემ უკვე ორჯერ ჩაშალა. განვითარების ახალ ეტაპზე მყოფი ქალაქის ნაცვლად, გაჩერებული ქალაქის ფონის შესაქმნელად წარმოებულ პოლიტიკას, რუსთავში უკვე პერმანენტული ხასიათი აქვს და მეორე წელია გრძელდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა.
როგორც რუსთავის მერმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ და ,,საქართველოსთვის“ ქალაქის განვითარებაზე წინ, საკუთარი პოლიტიკურ ამბიციებს აყენებენ.
,,მათ კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს რუსთავს, რომ ქალაქის განვითარების გეგმაზე, მოსახლეობისთვის მოქნილი სერვისების ჩამოყალიბებაზე და ზოგადად ქალაქის განვითარებაზე წინ, საკუთარი პოლიტიკურ ამბიციებს აყენებენ და მხოლოდ ამ ამბიციების დასაკმაყოფილებლად არიან წარმოდგენილნი რუსთავის საკრებულოში. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს და მის უკან მდგომ უმრავლესობას, შეასრულონ ის მისია, რაც მათ მოსახლეობამ დააკისრა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ყველა სიახლე

10 ივნისი 2023, 12:25
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ვილნიუსის სამიტზე ჩვენი ქვეყანა ნატოში გაწევრიანების ალგორითმს მიიღებს
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვოლოდიმირ გავრილოვი აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა ნატოში გაწევრიანების ალგორითმს მიიღებს.

10 ივნისი 2023, 12:10
რეგიონი
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი განიხილეს
კონცეფციის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

10 ივნისი 2023, 11:49
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მოსწავლეებს უმასპინძლა
ღონისძიების ფარგლებში პროექტის მონაწილე 25-მდე უფროსკლასელს სერტიფიკატი გადაეცათ. მათ ასევე ჩაუტარდათ კამპუსის ტური, ახალგაზრდები კიუს საუნივერსიტეტო ქალაქს გაეცნენ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის თანამშრომლობა 2021 წელს დაიწყო.

10 ივნისი 2023, 11:39
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე ტრამპისთვის ბრალის წარდგენაზე: ტრამპს 400 წელი ციხე ემუქრება... იქნებ სააკაშვილის ბრალდებები უკეთ გადაიკითხონ და თქვან, 6 წელი ხომ არ ეცოტავებათ?
სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალდების წარდგენას სოციალურ ქსელში აფასებს. სალუქვაძის განმარტებით, ნაკლებად სავარაუდოა, ტრამპის აგარაკზე, მის მიერ თანამდებობის დატოვებიდან 2 წლის შემდეგ აღმოეჩინათ საიდუმლო დოკუმენტები და ბაიდენის ადმინისტრაციას მანამდე არაფერი სცოდნოდა.

10 ივნისი 2023, 11:38
სამართალი
მოწმის მოთხოვნის საფუძველზე, ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურული იყო
გადაწყვეტილება მოსამართლემ მოწმის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. საუბარია ექსპერტზე, რომელმაც დაადგინა, რომ ბანკზე თავდამსხმელისა და ბადრის ესებუას ხმები იდენტურია.

10 ივნისი 2023, 11:28
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე: ვისაც უნდა ოპოზიციური ცენტრის შექმნის შექმნა, ამის უფლება აქვს. პოლიტიკური კონსულტაციები არა მარტო „ლელოსთან“, არამედ სხვა პარტიებთანაც გრძელდება
პოლიტიკური კონსულტაციები არა მარტო „ლელოსთან“, არამედ სხვა პარტიებთანაც გრძელდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განუცხადა.

10 ივნისი 2023, 11:27
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: საქართველოში თუ რამე არის გაუმჭვირვალე, ეს არის „ენჯეოების“ დაფინანსება
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საქართველოში თუ რამე არის გაუმჭვირვალე, ეს არის „ენჯეოების“ დაფინანსება.

10 ივნისი 2023, 11:23
რეგიონი
ზურაბ აზარაშვილმა რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, რუსთავში, დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დასრულებისთანავე, დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების, გარემონტებული ბინები გადაეცემათ.

10 ივნისი 2023, 11:21
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ხაბეიშვილი არის დაშლის გასაღები - თუ როგორ უნდა დაშალოს პარტია, სხვა გასაღები მას არ აქვს და ვერავის ვერაფერს ასწავლის
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ხაბეიშვილი არის დაშლის გასაღები - თუ როგორ უნდა დაშალოს პარტია, სხვა გასაღები მას არ აქვს და ვერავის ვერაფერს ასწავლის.

10 ივნისი 2023, 11:14
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: აშკარა გახდება, რომ ნატო მხოლოდ სხვისი სიცოცხლის ფასად საკუთარი ტერიტორიების დაცვის სამხედრო ორგანიზაციას წარმოადგენს. ასეთი პოლიტიკით, ნატო მალე ყოველგვარ მიზიდულობას და ავტორიტეტს დაკარგავს
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყოვლისშემძლე „ნატო-ღმერთისადმი“ რწმენა თანდათან სუსტდება. ფაქტია, რომ უკრაინაში ნატო რუსეთს ებრძვის უკრაინელთა ხელით. ნატო არა მხოლოდ ამარაგებს უკრაინელებს სუპერთანამედროვე იარაღით, არამედ ასწავლის და ამზადებს კიდეც უკრაინელ მებრძოლებს ამ იარაღების ეფექტურად გამოყენებას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

10 ივნისი 2023, 11:14
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მთავარია, რომ ევროკომისიამ სწორად შეაფასოს ის სამუშაო, რაც საქართველომ გაატარა და შეიქმნას მტკიცე საფუძველი, რომ ევროკავშირის საბჭომ დეკემბერში მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება
ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოს ევროპელმა პარტნიორებმა, ევროკომისიამ სწორად გაიგოს და შეაფასოს ის სამუშაო, რაც საქართველომ გაატარა და შეიქმნას მტკიცე საფუძველი , რომ ევროკავშირის საბჭომ დეკემბერში მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება. ახლა არის ეს გადამწყვეტი, რომ შეფასებები გაკეთდეს იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რაც საქართველომ გადადგა 12 პუნქტის შესასრულებლად, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

10 ივნისი 2023, 11:00
რეგიონი
15-17 ივნისს დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 2023 წლის 15 ივნისის 00:00 საათიდან, 17 ივნისის 00:00 საათამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

10 ივნისი 2023, 10:48
ეკონომიკა
ოთარ შამუგიამ სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა
ოთარ შამუგიამ სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, ადგილობრივი ფერმერების, დავით და დილარ თოდუების ბაღში, ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

10 ივნისი 2023, 10:25
საზოგადოება
თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს დასაქმების ახალი შესაძლებლობები ექნებათ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელსაც თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კიკნაძემ მოაწერეს ხელი. ღონისძიებას თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, თსუ-ის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

10 ივნისი 2023, 10:05
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელს IFRI-ის დირექტორს, თომა გომარს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის IFRI-ის დირექტორს, თომა გომარს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა შეეხებოდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს და პარლამენტის როლს რეკომენდაციების შესრულებაში.

10 ივნისი 2023, 10:00
რეგიონი
ევროკავშირის ელჩის ვიზიტი ხაზს უსვამს აჭარასთან თანამშრომლობას
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ აჭარაში ვიზიტი დაასრულა, რომლის მიზანი მხარეებს შორის არსებული კავშირების გაძლიერება იყო. ვიზიტის დღის წესრიგი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა შეხვედრებს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე ახალგაზრდებთან.

10 ივნისი 2023, 09:36
მსოფლიო
უკრაინული მხარის ცნობით, ოდესაზე ირანული დრონების გამოყენებით რუსეთის დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა
ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, ყველა დრონი განადგურებულია, თუმცა მათი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელსაც 3 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.

10 ივნისი 2023, 09:06
მსოფლიო
სტამბოლში დააკავეს პირები, რომლებმაც 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ყალბი ფული დაბეჭდეს
სტამბოლის ჟანდარმერიამ დააკავა პირები, რომლებმაც 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ყალბი ფული დაბეჭდეს და აფრიკულ ქვეყნებში გაგზავნას გეგმავდნენ. ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია თურქეთის ერთი, შვედეთის 3, დიდი ბრიტანეთის ერთი და განას ერთი მოქალაქე.

10 ივნისი 2023, 08:45
მსოფლიო
ფრანსუა ოლანდი: როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში
როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, - ამის შესახებ The Financial Times-თან ინტერვიუში საფრანგეთის ექსპრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.

10 ივნისი 2023, 08:19
მსოფლიო
აშშ-ის კონგრესი განიხილავს კანონპროექტს რუსეთის ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში შეყვანის თაობაზე
აშშ-ის კონგრესი განიხილავს კანონპროექტს რუსეთის ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში შეყვანის თაობაზე. ინფორმაცია ამის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დემოკრატ ტედ ლიუს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.