imedi /  27 მარტი 2023, 23:56 / სანდო წყარო

დეპუტატებმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებებზე იმსჯელეს

მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი მომზადდება. აღნიშნულიდან გამომდინარე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებები განხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტის პრინციპებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების მიერ თვითმმართველი ერთეულისთვის უფლებამოსილების დელეგირება, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით ხორციელდება, თუმცა უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, შესაბამისი წესი კანონმდებლობით დარეგულირებული არ არის.

კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები პირველი მოსმენით წარადგინა.

მისი განცხადებით, ცვლილებების მომზადება თანამედროვე ტექნოლოგიურმა პროგრესმა განაპირობა და თუ სივრცითი მონაცემების დამუშავება მატერიალური ფორმით ხდებოდა, ცვლილებების მიღების შემდეგ ერთიანი გეოპორტალი შეიქმნება, სადაც სივრცითი მონაცემების რესურსები გამოქვეყნდება და მოქალაქეებს მათზე თავისუფალი წვდომის საშუალება ექნებათ.

„ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის გეოპორტალზე დისტანციური წვდომისა და გამოყენების უზრუნველსაყოფად კანონპროექტით განსაზღვრულია ძირითადი ქსელური სერვისების ტიპები, რომლებიც პორტალის მომხმარებელს საშუალებას მისცემს მოიძიოს, დაათვალიეროს და ჩამოტვირთოს სივრცითი მონაცემების ნაკრებები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა.
მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებები გარემოს დაბინძურების პრევენციას და დაბინძურების მინიმიზაციას განაპირობებს და მისი მიღება საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ნაწილია. მისივე თქმით, მსხვილი საწარმოებისთვის მთელი რიგი პასუხისმგებლობები შემოდის და მათთვის ინტეგრირებული ნებართვის აღების ვალდებულება შემოვა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, კომპლექსური რეგულირებების შემოღება ეტაპობრივად განხორციელდება და კანონში მოცემული ნორმები სრულად 2026 წლიდან ამოქმედდება.

კომიტეტის წევრები რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საფინანსო ხელშეკრულებასაც გაეცნენ. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულება (საქართველო - ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი)“ დოკუმენტი გააცნო და ხელშეკრულების ვადებსა და პირობებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი სესხის სახით 40 მლნ. ევროს გამოყოფს, რომელიც ორ ტრანშად 20-20 მლნ. ლარად ჩაირიცხება. რაც შეეხება უშუალოდ ზემო სამგორის ირიგაციის პროექტს, მისი ჯამური ღირებულება 100 მლნ. ევროს ფარგლებში იქნება, სადაც 25 მლნ. ევრო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ყველა სიახლე

09 ივნისი 2023, 11:23

მსოფლიო

რუმინეთი რუს დიპლომატებს აძევებს

რუმინეთი რუს დიპლომატებს აძევებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანას რუსეთის საელჩოს 40 თანამშრომელს დაატოვებინებენ. მათ შორის 11 დიპლომატი და ტექნიკური დეპარტამენტის 29 თანამშრომელია.

თორნიკე რიჟვაძე

09 ივნისი 2023, 11:16

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ ბათუმმა მიიღო ეს პრესტიჟული ჯილდო

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლოა, ამავე დროს არის ძალიან დიდი მოტივი და სტიმული, რომ კიდევ უფრო მეტი და ეფექტიანი მშენებლობა განვახორციელოთ“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ოთარ შამუგია

09 ივნისი 2023, 11:11

ეკონომიკა

ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის ბაღში აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელების პროცესს ადგილზე გაეცნო. ადგილობრივმა ფერმერებმა მინისტრს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და კმაყოფილება გამოთქვეს თხილის მხარდამჭერი ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების გამო.

09 ივნისი 2023, 11:04

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: ვასრულებთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას - სოფელ ნაგომარში, ხანძრის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და რეაბილიტაცია დავიწყეთ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს საბავშვო ბაღის, ამბულატორიისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია.

09 ივნისი 2023, 10:54

საზოგადოება

ComCom-მა თსუ-ს სტუდენტებისთვის 5G-ის შესახებ საინფორმაციო ლექცია ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან 5G ტექნოლოგიის შესახებ, საჯარო ლექცია გამართა.

09 ივნისი 2023, 10:45

მსოფლიო

POLITICO: აშშ-მა შესაძლოა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუმციროს, თუ მათი კონტრშეტევა წარმატებული არ იქნება

გამოცემის წყაროები მიიჩნევენ, რომ თუ უკრაინის კონტრშეტევა საკმარისად წარმატებული არ იქნება ან სულაც კრახით დასრულდება, მაშინ უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სავარაუდოდ ამოიწურება და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მოწოდებები სულ უფრო ხმამაღლა გაჟღერდება.

09 ივნისი 2023, 10:39

საზოგადოება

„ლიბერთის“ მხარდაჭერით ახალი პროექტი „საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ დაიწყო

ლიბერთის მხარდაჭერით და ცაგერის ისტორიული მუზეუმის ინიციატივით, ლეჩხუმის სკოლების უფროსკლასელებისთვის დაიწყო საინტერესო პროექტი, რომლის ფარგლებში, ცნობილი მწერლები, პოეტები და პუბლიცისტები ვეფხისტყაოსნის, შოთა რუსთაველის ეპოქის საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის შესახებ ლექციებს ჩაატარებენ.

თამარ ჩერგოლეიშვილი

09 ივნისი 2023, 10:23

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანი წითლიძეზე: უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს

უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანი წითლიძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, „ჩემი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“.

დონალდ ტრამპი

09 ივნისი 2023, 10:22

მსოფლიო

დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ BBC წერს.

ნანა კაკაბაძე

09 ივნისი 2023, 10:19

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე რუსეთ-უკრაინის ომზე: დასკვნების გამოტანისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ნებისმიერ ომში ყველა დაინტერესებული მხარე ტოტალურად იტყუება და ყველა მეომარ ქვეყანაში ოფიციალურად დაწესებულია სამხედრო ცენზურა

დასკვნების გამოტანისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ნებისმიერ ომში ყველა დაინტერესებული მხარე ტოტალურად იტყუება და ყველა მეომარ ქვეყანაში ოფიციალურად დაწესებულია სამხედრო ცენზურა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბრუნო მარსი

09 ივნისი 2023, 10:19

კულტურა

ბრუნო მარსმა საქართველოში კონცერტი Facebook-ზე დააანონსა

მსოფლიო ვარსკვლავმა, ბრუნო მარსმა საქართველოში გასამართი კონცერტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. „საქართველო, შევხვდებით 1-ელ ოქტომბერს“, - წერს არტისტი.

09 ივნისი 2023, 10:03

საზოგადოება

საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია გურიის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს

საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია გურიის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს. კონცეფციის დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა.

ირაკლი ქადაგიშვილი

09 ივნისი 2023, 09:49

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი სურვილია, ყველა ინსტიტუცია ემსახურებოდეს უფრო კონსენსუსის მოძებნას, ვიდრე გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირებების შექმნას

საპარლამენტო რესპუბლიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს სურათი დარღვეულია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

09 ივნისი 2023, 09:43

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, პასუხისგებაში მიეცა ორი პირი. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როინ მეტრეველი

09 ივნისი 2023, 09:35

საზოგადოება

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აკადემიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აკადემიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობაზე მეტრეველმა გიორგი კვესიტაძე შეცვალა, რომელიც პრეზიდენტად 2013 წელს აირჩა და აკადემიას 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამავე პერიოდში ისტორიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

09 ივნისი 2023, 09:30

მსოფლიო

მედია: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი, მე-11 პაკეტის მიღებაზე ვერ თანხმდება

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი, მე-11 პაკეტის მიღებაზე ვერ თანხმდება. დასავლური მედიის ინფორმაციით, პრობლემას უნგრეთი და საბერძნეთი ქმნიან იმით, რომ კიევისგან ე.წ. „კონფლიქტის სპონსორთა სიიდან“ გარკვეული კომპანიების ამოღებას ითხოვენ.

თაკო ჩარკვიანი

09 ივნისი 2023, 09:25

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე: მე რაც გამიკეთა, ეს იყო საზიზღარი ღალატი

მე არ მიყვარს, როდესაც ადამიანები ღალატობენ ყველა ღირებულებას, თან როდესაც დავრწმუნდები, თორემ ისე არ ვაკეთებ განცხადებებს და ყველაფერი სიკეთე აგიხდეთ, ამ ღალატის დროს, თან უნდათ თანამონაწილე გაგხადონ, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელმა, თაკო ჩარკვიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან არსებული უთანხმოების მიზეზებზე საუბრისას გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

09 ივნისი 2023, 09:22

საზოგადოება

უკრაინაში მებრძოლი ზური მუშუქია, რომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს გავრცელდა, ცოცხალია

უკრაინაში მებრძოლი ზური მუშუქია, რომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს გავრცელდა, ცოცხალია. როგორც ირკვევა, ზური მუშუქია რუსების თავდასხმის შედეგად დაიჭრა. დაჭრილის გამოყვანა ბრძოლის ველიდან თანამებრძოლებმა გუშინ შეძლეს.

09 ივნისი 2023, 09:19

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა ლევილის ისტორიული მამული მონახულა

შალვა პაპუაშვილმა მონახულა ლევილის ისტორიული მამული, რომელიც საქართველოს რამდენიმე წლის წინ გადმოეცა და ამით დასრულდა 25-წლიანი პროცესი.

მარინა კალიურანდი

09 ივნისი 2023, 09:16

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომის შესახებ: წლებია ასე ღიად და გულწრფელად არ გვისაუბრია, ეს სიგნალია ჩემთვის, რომ არსებობს შანსი წინ წახვიდეთ, გამოიყენოთ შესაძლებლობის ფანჯარა

მათ მოგვისმინეს, ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე პასუხი დაგვიბრუნეს და დაიწყეს მასზე მუშაობა. ეს სიგნალია ჩემთვის, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ წინ წახვიდეთ, გამოიყენოთ შესაძლებლობის ფანჯარა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.