დედოფლისწყაროს მერი: ანა დოლიძე გამიზნულად ცდილობს საზოგადოების თვალში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მხოლოდ ნეგატიურ ასპექტში წარმოადგინოს

ფოტო: დედოფლისწყაროს მერია
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც დოლიძე მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს. დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშავილის განცხადებით, დოლიძეს საზოგადოება შეცდომაში გამიზნულად შეჰყავს, რადგან მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაუმოწმებელია და პოლიტიკური ქულების ჩასაწერად ცდილობს მუნიციპალიტეტი ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს.
„გვინდა გამოვეხმაუროთ პარტია ,,ხალხისთვის“ თავმჯდომარის, ანა დოლიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ის საუბრობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აღვნიშნავთ, რომ ქალბატონი ანა არ დაინტერესებულა მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე და ახლო მომავალში დაგეგმილი მასშტაბური პროექტებით, რომლებიც ბევრ საჭიროებას საბოლოოდ გადაჭრის. სამწუხაროდ, ის შეეცადა, საზოგადოებისთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მხოლოდ ნეგატიურ ასპექტში წარმოედგინა. ქალბატონმა ანამ ისაუბრა სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლის გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე. ამ ფაქტს არავინ უარყოფს, მაგრამ მას რომ ეკითხა, აუცილებლად შეიტყობდა, რომ უახლოეს პერიოდში ხელისუფლება გეგმავს აღნიშნული სკოლის სრულ რეაბილიტაციას. სამწუხაროდ, მას ალბათ ,,გამორჩა’’ და არ უნახავს არბოშიკის მოსაზღვრე სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ახალი, ევროპული სტანდარტების შენობა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ააშენა. მან ალბათ ვერც მილენიუმის პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული სოფელ გამარჯვებისა და სოფელ ზემო ქედის N 2 საჯარო სკოლები შენიშნა, რომლებიც ცენტრალურ გზაზე მდებარეობს. სამწუხაროა, რომ მას ასევე ,,გამორჩა’’ მასშტაბური მშენებლობა სოფელ ოზაანში, სადაც მოსახლეობას 1991 წლიდან ჰპირდებოდნენ ახალი სკოლის აშენებას, მაგრამ დაპირება რეალობად მხოლოდ ჩვენ ვაქციეთ. როდესაც ის საზღვრისპირა სოფლებში იმყოფებოდა, მხედველობიდან ,,გამორჩა“ ასევე მასშტაბური პროექტი, რომელიც სამთაწყაროს სკოლის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს და დასრულების ეტაპზეა. ანა დოლიძემ ,,ვერც“ ქალაქის ცენტრში არსებული მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სკოლის შენობის დემონტაჟი შენიშნა, რომლის დასრულებისთანავე აღნიშნულ ადგილას ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება. მას რომ ეკითხა, აუცილებლად მიიღებდა ინფორმაციას, რომ ახლო მომავალში ასევე იგეგმება ზემო ქედის N 1 საჯარო სკოლის აშენება. გავრცელებულ ვიდეოში ანა დოლიძე საუბრობს ,,საუკუნის წინ გაკეთებულ“ გზებზე, რაც არის სიცრუე, რადგან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, რომელიც ფართობით საკმაოდ მოცულობითია და ტერიტორიის სიდიდით აჭარას უტოლდება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო მხოლოდ 2013 წელს. ამ დროის განმავლობაში თითქმის სრულიად მოწესრიგდა დედოფლისწყაროსა და მუნიციპალიტეტის სოფლების დამაკავშირებელი გზები, დარჩენილია მხოლოდ არბოშიკი-ზემო მაჩხაანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომლის რეაბილიტაციაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. რაც შეეხება ადმინისტრაციული ერთეულების შიდა საუბნო გზებს, მათი მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ანა დოლიძე ასევე საუბრობს მუნიციპალიტეტში ,,არარსებულ ეკონომიკაზე“, თუმცა რომ ეკითხა, აუცილებლად გაიგებდა, რომ სარწყავი სისტემა, რომელიც სრულად განადგურდა წინა ხელისუფლებების დროს, აღდგა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლებების პირობებში, შესაბამისად გაიზარდა მოსავლიანობაც. გასულ წელს მხოლოდ ფიროსმანელმა მევენახეებმა 2 100 ტონა ყურძენი ჩააბარეს და 2 700 000 ლარზე მეტი მიიღეს. ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში ეს ციფრი მხოლოდ 80 ტონას შეადგენდა. საუბარია სოფელზე, სადაც 157 ოჯახი ცხოვრობს. ასევე ის ახსენებს შირაქის ველს, სადაც მისი სიტყვებით, არავითარი აქტივობა არ მიმდინარეობს. სამწუხაროდ , მან არ აღნიშნა, რომ არცერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი არ არის და დედოფლისწყაროელ ფერმერებს მხოლოდ შირაქის ტერიტორიაზე მინიმუმ 40 000 ჰექტარზე მოჰყავთ ხორბლისა და ქერის მოსავალი. შარშან მარცვლეული კულტურით მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 100 000 000 ლარი შეადგინა. მას არც კაკლის, ნუშისა და ზეთისხილის ბაღები აღუნიშნავს, რომელიც დედოფლისწყაროელებისთვის წარმატებულ საქმიანობად იქცა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობა, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენს გაკეთებულ საქმეებს კარგად ხედავს და გვერდში გვიდგას, ამიტომაც არ ვაპირებთ ანა დოლიძის ბრალდებებისთვის პასუხის დეტალურად გაცემას, თუმცა შევეხებით კიდევ ერთ საკითხს. ანა დოლიძე შეეხო მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებას, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს პრობლემას. ის რომ დაინტერესებულიყო, მარტივად შეიტყობდა, რომ ქ. დედოფლისწყაროს 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის დალის მთის წყალსაცავიდან 38 კილომეტრიანი მაგისტრალი უკვე მოეწყო. პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე , 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება და მოსახლეობა 24 საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, - აცხადებს დედოფლისწყაროს მერი.
ყველა სიახლე

05 ივნისი 2023, 00:30
პოლიტიკა
თემურ გვალია: ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ბანდის მეთაური იყო. რაც მან აკეთა, მაგისთვის 6 წელი ოაზისია
სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პატიმრობა ორჯერ მომიწია და ორივეჯერ საშინელება ვნახე. 7 საპყრობილე მაქვს გამოვლილი. მოგეხსენებათ, ერთი რა იყო და 7 კარანტინის გავლა როგორი იქნებოდა, - ამის შესახებ მსახიობმა, თემურ გვალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

04 ივნისი 2023, 23:54
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: როდესაც პრეზიდენტი სიტყვა „დეფიტიზმს“ ახსენებს, უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენ იმ ადამიანების შთამომავლები ვართ, ვინც დარჩა საქართველოში და საქართველო შევინახეთ
„მაგრამ როდესაც სიტყვა „დეფიტიზმს“ ახსენებს, უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენ იმ ადამიანების შთამომავლები ვართ, ვინც დარჩა საქართველოში და საქართველო შევინახეთ. აქ ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის, აქ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას და აქ ვქმნიდით ქართულ კულტურას და აქ ვცოცხლობდით. ზოგი დახვრიტეს, ზოგი გაციმბირებული იყო, ზოგი თანამშრომლობდა რეჟიმთან - კი, ესეც იყო, ზოგი უბრალოდ ჩუმად იყო და გულში კლავდა თავის სურვილებს, მაგრამ საქართველო აქ გადავარჩინეთ, არ გავქცეულვართ ქვეყნიდან და შორიდან არ ვლაპარაკობდით საქართველოზე. არ არის სამართლიანი, როდესაც ადამიანი, რომელიც დავაბრუნეთ ქვეყანაში და მივანიჭეთ პატივი, რომ იყოს ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ასეთი ტერმინებით საუბრობს“, - განაცხადა სუბარმა.

04 ივნისი 2023, 23:54
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: პრემიერის განცხადებაში ახალი არაფერი იყო. ეს აგრესიის გამართლება კი არ არის, არამედ რუსეთი მუდმივად აცხადებდა, რომ მისთვის წითელი ხაზები სადღაც გადის
კიშინიეუში, იმავე კონფერენციაზე თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომ უკრაინის სწრაფვა ევროკავშირისკენ იყო სწორედ ის მიზეზი, რისთვისაც პუტინმა აგრესია განახორციელა. ევროკავშირის გამო დაიწყო პუტინმა აგრესია ეს მისაღები განცხადებაა და ნატოს გამო დაიწყო აგრესია ეს განცხადება მიუღებელია? ძალიან ორმაგი სტანდარტია, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას.

04 ივნისი 2023, 23:26
პოლიტიკა
სოზარ სუბარი კანდიდატის სტატუსზე: საბოლოო გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური და პოლიტიკური გადაწყვეტილება ნაკლებად არის დამოკიდებული იმაზე ხელისუფლება როგორ მუშაობს და ოპოზიცია როგორ მავნებლობს
„იმედები არის და ეს არის სწორედ იმ დიდი დიპლომატიური ძალისხმევის შედეგი, რომელსაც ეწევა პირველ რიგში პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო გუნდი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთელი გუნდი. მეორე მხრივ, ჩვენი ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს ჩაშალოს ეს პროცესი. თუმცა, ამ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური და პოლიტიკური გადაწყვეტილება ნაკლებად არის დამოკიდებული იმაზე ხელისუფლება როგორ მუშაობს და ოპოზიცია როგორ მავნებლობს. მაგალითად, რამდენად მზად არის დღეს ევროკავშირი გაფართოებისთვის, რამდენად მზად არის გადმოაბიჯოს შავ ზღვას, თურქეთს, რომელიც 1999 წლიდან არის კანდიდატი და თქვას, რომ მზად ვართ საქართველოს ინტეგრაციაზე“, - განაცხადა სუბარმა.

04 ივნისი 2023, 23:25
საზოგადოება
რა იგეგმება გელათის გადასარჩენად და მისი ახალი სიცოცხლისათვის - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
„დღეს გადარჩენის გზა არის ეს, რომ გადაიხუროს გელათი ერთიანი გადახურვის ქვეშ, აიხსნას ტაძრის მკლავებიდან მოჭიქული კრამიტი, ამოვიდეს კირ-დუღაბის მასა და ტაძრის სტრუქტურამ დაიწყოს შრობა და სუნთქვა. ჩვენმა სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ ამას დაახლოებით, 3-დან 5 წლამდე დასჭირდება“, - განაცხადა არქიმანდრიტი კირიონმა.

04 ივნისი 2023, 22:52
სპორტი
ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, საქართველოში მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემია გაიხსნება
„ახლა ვაპირებთ საქართველოში „ატლეტიკოს“ აკადემიის გახსნას. 10 ბავშვი ყოველ წელს შეძლებს წამოვიდეს მადრიდში, აქ იცხოვროს, აქ ითამაშოს. ძალიან დიდი პროექტია. ახლა ხდება ეს. გუშინ-გუშინწინ გვქონდა ბოლო მოლაპარაკება. ძალიან სერიოზული პროექტია. ვფიქრობ, მომავალი 5-7 წლის განმავლობაში ქართველ ბავშვებს ძალიან მაგარი შანსი ექნებათ“, - აღნიშნა პოლოლიკაშვილი.

04 ივნისი 2023, 22:30
სპორტი
სანდრო ბაზაძე საფრანგეთის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სანდრო ბაზაძემ „ორლეანსის“ გუნდში ბოლად აპიტთან, ჟან ფილიპ პატრისსა და სებასტიან პატრისთან ერთად იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ,,კლამარი“ გავიდა.

04 ივნისი 2023, 22:18
სპორტი
ანანო ჯინჭარაძე EFC European Circuit U14-ის გამარჯვებულია
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ ასპარეზობაში რუმინელი მეტოქე მარია ლეონტე (15:9) დაამარცხა.

04 ივნისი 2023, 22:00
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს🏆
„ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს. ცერემონია ნეაპოლში, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, „ნაპოლისა“ და „სამპდორიას“ შეხვედრის წინ გაიმართა.

04 ივნისი 2023, 21:57
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების მიმართ ჩვენი მესიჯი უნდა იყოს ერთი, რომ არასდროს საქართველო არ იფიქრებს მათ დაბრუნებას ომით
განვითარებით, მშვიდობით, ევროპულობით უნდა გავხდეთ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ დაკარგული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ. უბრალოდ, ასე უნდა გავმთლიანდეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

04 ივნისი 2023, 21:42
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 10-დან 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა - ეს იქნებოდა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შედეგი
„ეს იქნებოდა მარტო პირველივე წელს მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა ნაცვლად 10%-იანი ზრდისა, რაც გვქონდა ჩვენ გასულ წელს. პესიმისტური სცენარის პირობებში, მაქსიმუმ, ეს იქნებოდა 18%-იანი ვარდნაც კი. 10-დან 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა - ეს იქნებოდა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შედეგი. და მნიშვნელოვანია რა არის ამ ციფრებს მიღმა. ეს იქნებოდა მინიმუმ 200 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას, ხელფასების კლებას, იმას რომ ფერმერები ვეღარ მოახდენდნენ საკუთარი პროდუქციის რეალიზებას, მათ დარჩებოდათ ვალები და ა.შ. ეს ნიშნავდა იმას, რომ იგივე აჭარა რომ ავიღოთ, ტურისტული სეზონი ძალიან მძიმედ წავიდოდა, და იქაც უამრავ ადამიანს შეიძლებოდა დარჩენოდა ვალები, კრედიტები გასასტუმრებელი და ა.შ. ეს გამოიწვევდა კატასტროფულ ეკონომიკურ შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის. შედარებისთვის, კოვიდის დროს ეკონომიკური ვარდნა ჩვენს ქვეყანაში იყო 6,5%“, - განმარტავს კობახიძე.

04 ივნისი 2023, 21:17
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: თითქოს დაუჯერებელიც კი იყო, იმდენად უხეში და კატეგორიული იყო მოთხოვნა, რომ ომში ჩართულიყო საქართველო. პირდაპირი ტექსტებით იყო ამის მოთხოვნები ხელისუფლების პირველ პირებთან
„თითქოს დაუჯერებელიც კი იყო და ზოგს შეიძლება დღესაც ბოლომდე ვერ წარმოუდგენია, იმდენად უხეში და კატეგორიული იყო მოთხოვნა, რომ ომში ჩართულიყო საქართველო. პირდაპირი ტექსტებით იყო ამის მოთხოვნები ხელისუფლების პირველ პირებთან. ამას ძირითადად ავრცელებდა ერთი კონკრეტული ქვეყნის ელჩი - ყველამ იცის, აღარ გავიმეორებ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ უარყო, ის ამას აკეთებდა. ეს იყო დახურულ კარს მიღმა შეხვედრები, კაბინეტში შეხვედრები, შეხვედრები, რომლებზეც ძალიან კატეგორიული ტონით იყო მოთხოვნა, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს ომში. აბა რისთვის გეხმარებით, რისთვის გაიარაღებთო და ისეთი დარწმუნებაც - „თქვენ ის აღარ ხართ, რაც 2008-ში. თქვენ გყავთ ბრძოლისუნარიანი ჯარი და თქვენ შეგიძლიათ ბრძოლა“. ამავე ხაზს ძალიან მკაფიოდ ავითარებდნენ ქართველი ოპოზიციონერები და „ენჯეოშნიკები“, - აცხადებს სუბარი.

04 ივნისი 2023, 21:12
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: ხომ არ ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, აჟიოტაჟს, რომ ეჭვმა გამოიწვიოს ხალხის ქუჩაში გამოყვანა? რეალური ფაქტების ნაცვლად აღქმებით იყოს ჩვენი საზოგადოება მანიპულირებული
ხომ არ ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, აჟიოტაჟს, რომ ეჭვმა გამოიწვიოს ხალხის ქუჩაში გამოყვანა? რეალური ფაქტების ნაცვლად აღქმებით იყოს ჩვენი საზოგადოება მანიპულირებული, - განუცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას“ რადიკალური ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრის განცხადების დამახინჯების გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თითქოს, 2008 წლის ომის დაწყება ნატოს დააბრალა.

04 ივნისი 2023, 21:03
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ. არცერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ჰქონდა
„ანუ სინამდვილეში ისევ „ნაცების“ საზიზღარი პროვოკაცია და „დაზომბებული“ რამდენიმე ათეული აქტივისტის ყალბი პატრიოტიზმია. ჩეჩნების საწვრთნელი ბაზები ჰქონდათ აქ მოწყობილი აგვისტოს ომის შემდეგ და ჩვენთან ქექავენ სისულელეებს, რა უნდა ველაპარაკო ამ მართლა მოღალატეებს“, - წერს სამხარაძე.

04 ივნისი 2023, 21:02
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: იმ ცილისწამების ავტორები, თითქოს კადიროვის ბანდის წევრები საქართველოში სამხედრო ბანაკებს აწყობენ, ქართველი ხალხის დაუძინებელი მტრები არიან
„კადიროვის ბანდის წევრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სამხედრო ბანაკებს აწყობენ!" ამ ცილისწამების ავტორები და გამავრცელებლები არიან სამშობლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის დაუძინებელი მტრები! 30 ვერცხლია მათი ფასი მათი პატრონებისაც!“, - წერს გოგა ხაინდრავა.

04 ივნისი 2023, 20:53
რეგიონი
კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია/მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს
„წერეთლის ქუჩა მჭიდროდ დასახლებული ქუჩაა და დღემდე მასზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, ამდენად მნიშვნელოვანია მიმდინარე სამუშაოები რათა მოსახლეობამ გადაადგილება მალე კეთილმოწყობილი და კომფორტული ქუჩით შეძლოს“, - აღნიშნა მაისურაძემ.

04 ივნისი 2023, 20:41
სამართალი
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად ბათუმში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში კაცი მიმტანზე. ვიდეოს Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული პიროვნება, რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძეა.

04 ივნისი 2023, 20:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ნატოს შესახებ პრემიერის განცხადების ინტერპრეტაციაზე: ეს ზუსტად რომ სასკოლო მაგალითია იმისა თუ როგორ ხდება საქართველოზე ყალბი აღქმების შექმნა
„ეს ზუსტად რომ სასკოლო მაგალითია იმისა თუ როგორ ხდება საქართველოზე ყალბი აღქმების შექმნა და როგორ ხდება შემდეგ ამ აღქმებით გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ მიყვანა ამა თუ იმ ინსტიტუციის, პოლიტიკოსისა თუ სახელმწიფოსი. ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვამბობთ, რომ აღქმებს უნდა დავუპირისპიროთ ფაქტები. ფაქტები საბოლოო ჯამში იმარჯვებს, თუმცა ეს ყალბი და მანიპულაციური კამპანიები თავის ნალექს ტოვებს“, - მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე.

04 ივნისი 2023, 19:46
კულტურა
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი რუმინეთში, საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
მესხეთის თეატრი მაყურებლის წინაშე 7 ივნისს წარდგება სპექტაკლით: „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“. სპექტაკლის რეჟისორია რადუ გილასია, პიესის ავტორი - დიმიტრი დინევი. მასში მონაწილეობენ: ლექსო ჩემია, ანი ხუბუტია, მალხაზ შაყულაშვილი. მხატვრები ი არიან: კატარინ ტერზიუ, ლელა ფერაძე, ნანა ყორანაშვილი.

04 ივნისი 2023, 19:00
მსოფლიო
ჩინეთის თავდაცვის მინისტრი: ჩვენი სამხედროები არ დააყოვნებენ მოქმედებას, თუ ვინმე გაბედავს ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფას
ჩინელი სამხედროები არ დააყოვნებენ მოქმედებას, თუ ვინმე გაბედავს ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფას, - ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ერთი ჩინეთის პრინციპი საყოველთაოდ აღიარებულ ძირითად ნორმად იქცა საერთაშორისო ურთიერთობებში და მისი დარღვევის ნებისმიერი ქმედება სასაცილო და საშიშია.