30 მარტი 2023, 16:17 / სანდო წყარო

კახა კალაძე: ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა არის მშვიდობიანი გარემო, ეკონომიკური განვითარება, განათლებული მომავალი თაობის აღზრდა და ჩვენი უდიდესი კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნება

კახა კალაძე

კახა კალაძე

„ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე დღეს ქობულეთს ეწვია, სადაც პარტიული კონფერენცია გაიმართა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებს შეხვედრისთვის და მოსაზრებების გაზიარებისთვის.

„პირველ რიგში, მინდა, გადაგიხადოთ მადლობა იმ საქმიანობისთვის, რასაც ეწევით. საკმაოდ დიდი გზა გამოვიარეთ ერთად და ღირსეულად გავეცით პასუხი არაერთ სირთულეს და გამოწვევას. თითოეული ჩვენი ნაბიჯი გათვლილია ქვეყნის ინტერესებზე და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას" და უცხადებს ნდობას.
დღესაც ხედავთ რა პროცესები მიმდინარეობს - არის მცდელობა არეულობით, ესკალაციის გზით მიაღწიონ მიზანს, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია. რასაკვირველია, ამ გამოწვევასაც ვპასუხობთ ღირსეულად, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ნებისმიერ პარტიულ თუ პირად კეთილდღეობაზე მაღლა დგას სამშობლო და მისი მომავალი.
მოსახლეობის დაკვეთა არის მშვიდობიანი, სტაბილური გარემო, ეკონომიკური განვითარება, განათლებული, ცოდნით შეიარაღებული მომავალი თაობის აღზრდა, ევროპული მომავალი და ჩვენი უდიდესი კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნება. სწორედ ეს არის მმართველი ძალის მთავარი სამოქმედო პრინციპები და გაძლევთ პირობას, რომ არასდროს ვუღალატებთ ამ პრინციპებს", - განაცხადა კახა კალაძემ ქობულეთში გამართულ შეხვედრაზე.

პარტიამ „ქართული ოცნება" აჭარის რეგიონში კონფერენციები გამართა, რასაც პარტიის ლიდერები დაესწრნენ.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2023, 13:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ დეოლიგარქიზაციას - ამ ტერმინს ამოიღებენ 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში შეიძლება აღარც მივიღოთ ეს კანონი

თუ დეოლიგარქიზაციას, ამ ტერმინს ამოიღებენ 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში შეიძლება აღარც მივიღოთ ეს კანონი, მაგრამ თუ ეს სიტყვა - დეოლიგარქიზაცია დარჩება 12 პუნქტში, ამ შემთხვევაში მოგვიწევს აუცილებლად ამ კანონის მიღებაც და ამოქმედებაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

31 მაისი 2023, 13:23

რეგიონი

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლების გაცვლითი პროგრამა ლენტეხში 1-2-3 ივნისს გაიმართება

პროექტში მონაწილეობს: ლენტეხის, გორის, საჩხერის სალოტბარო სკოლებისა და ,,ფოლკლორის სახლის“ (თუშები) 120 ბავშვი, რომელთა ასაკი განსაზღვრულია 10-დან 18 წლამდე. ჩართულები არიან სკოლების ლოტბარ-რეგენტები, მშობლები, მოხალისე-ლიდერები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია, ოსტატები, ანსამბლები.

ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2023, 13:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2008 წლის ომი არ მოხდებოდა, „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში - რუსეთი არის პრობლემა და პრობლემას სჭირდება მუდმივი მუშაობა

2008 წლის ომი არ მოხდებოდა, „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში. ჩვენ არ აღვადგენდით სამხრეთ ოსეთის საზღვრებს, არ გვექნებოდა მძიმე რიტორიკა ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით. პირდაპირ დაპირებებს გასცემდა ის ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით, შეხვდა დევნილებს და დაჰპირდა, რომ მომავალ ახალ წელს ისინი შეხვდებოდნენ აფხაზეთში და ა.შ. კოდორის ხეობას უწოდა ზემო აფხაზეთი, ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები ჩაატარა ცხინვალის რეგიონში. ერთდროულად ორი სეპარატისტული არჩევნები ჩატარდა და ერთი მათგანი მხარდაჭერილი იყო სააკაშვილის მიერ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

31 მაისი 2023, 13:15

საზოგადოება

2022 წლის მონაცემებით მობილური აბონენტების რაოდენობამ 5.8 მილიონს გადააჭარბა

2022 წელს, საქართველოში მობილური მომსახურებების ბაზარზე პენეტრაცია 160%-დან 170%-მდე გაიზარდა. ბოლო ხუთი წლის მანძილზე, აბონენტების რაოდენობამ 5.8 მილიონს გადააჭარბა, 2021 წელს კი, მობილური აბონენტების რაოდენობა 5.5 მილიონი იყო.

ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2023, 13:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და არა სხვა ქვეყანაში, იყო უკრაინის სწრაფვა ნატოსკენ

დღემდე არ მესმის, ამ ვნებათაღელვის საფუძველი რა იყო, იმდენად აბსურდული იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

31 მაისი 2023, 13:12

საზოგადოება

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

31 მაისი 2023, 13:10

ჯანდაცვა

თამარ გაბუნია ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ ცეზარ გარიდოს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2023, 13:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მე და ირაკლი ღარიბაშვილს გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია სხვადასხვა პრინციპულად მნიშვნელოვან თემაზე, როგორც ტელეფონით, ისე შეხვედრების სახით

მე და ირაკლი ღარიბაშვილს გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია სხვადასხვა პრინციპულად მნიშვნელოვან თემაზე, როგორც ტელეფონით, ისე შეხვედრების სახით, გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

31 მაისი 2023, 13:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ცერემონიულ ღონისძიებას არ ვესწრები ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირები

„აქაც იგივე მიზეზია [რაც 26 მაისის ღონისძიებაზე არდასწრების დროს] რეალურად არცერთ ასეთ ცერემონიულ ღონისძიებას არ ვესწრები, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის ღონისძიება, ღონისძიებები სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირები“

31 მაისი 2023, 13:08

რეგიონი

უზბეკი ჟურნალისტები ბათუმზე მასალებს ამზადებენ

აჭარაში მოგზაურობის შესახებ უზბეკი ჟურნალისტები სტატიებს, რეპორტაჟებსა და ბლოგებს ამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პრესტურის მონაწილეებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები

ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2023, 12:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვიზიარებ ზურაბ ქურციკიძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, ფოტოგრაფების უკანონო დაპატიმრება მაშინდელი რეჟიმის მიერ ნიღბის ბოლომდე ჩამოხსნა იყო

ვიზიარებ ზურაბ ქურციკიძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას. რაც მოხდა თავის დროზე, უკანონო დაპატიმრების სახით, მაშინდელი რეჟიმის მიერ ნიღბის ბოლომდე ჩამოხსნა იყო. მხოლოდ და მხოლოდ ფოტოების გამო ოთხი ფოტოგრაფი უკანონოდ დააპატიმრეს - ეს იყო უბრალოდ გაუგონარი მოვლენა, რომელიც აჩვენებდა მაშინდელი რეჟიმის სახეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2023, 12:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალურმა ოპოზიციამ თავიდანვე განიზრახა არ ჩართულიყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში, რომ შემდეგ უფრო ადვილად ესაუბრათ ამ პუნქტების არაჯეროვან შესრულებაზე

„მარტივი სქემა აქვს რადიკალურ ოპოზიციას დალაგებული. მათ თავიდანვე განიზრახეს არ ჩართულიყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში, რომ შემდეგ უფრო ადვილად ესაუბრათ ამ პუნქტების არაჯეროვან შესრულებაზე. მარტივი სქემაა, მათ არ სურთ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არ სურს არც გლობალურ ომის პარტიას, ლოკალურ ომის პარტიას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით. აქედან გამომდინარე, ისინი არ მონაწილეობენ 12 პუნქტის შესრულებაში და მარტივად რომ ვთქვათ, ახორციელებენ ამ პროცესის საბოტაჟს. ეს მათ დამოკიდებულებას აჩვენებს ქვეყნის მიმართ“, - აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 მაისი 2023, 12:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ნაცმოძრაობის დაშლა, მათ შორის პარლამენტის რიგებში

„რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ნაცმოძრაობის დაშლა, მათ შორის პარლამენტის რიგებში. ის ცვლილებები, რომლებსაც დღეს კიდევ ერთხელ დავუჭერთ მხარს, დამატებით წაახალისებს ნაცმოძრაობის დაშლას“, - განაცხადა კობახიძემ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

31 მაისი 2023, 12:40

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი

პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, - ამის შესახებ უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

31 მაისი 2023, 12:29

სამართალი

ალექსანდრე ტაბატაძე: პოლიციის დღეს ვულოცავ თითოეულ პოლიციელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე თითოეულ პოლიციელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას პოლიციის დღეს ულოცავს.

ვახტანგ გომელაური

31 მაისი 2023, 12:24

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური პრემიერის კრიტიკაზე: ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე ოპოზიცია და სამწუხაროდ - ოპოზიციური არხებიც

ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე ოპოზიცია და სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც, - ასე შეაფასა ვახტანგ გომელაურმა კრიტიკა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომელმაც ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, NATO-ში, გაწევრიანების სურვილი იყო.

ვახტანგ ცინცაძე

31 მაისი 2023, 12:21

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციები ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და პოზიტიურად აისახება სიღარიბის შემცირების მაჩვენებლებზე

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5 % შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.3%-ს გაუტოლდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.

31 მაისი 2023, 12:20

საზოგადოება

სოლომონ პავლიაშვილი პარიზის საერთაშორისო ფორუმს „დავასრულოთ პლასტიკით დაბინძურება ქალაქებში“ დაესწრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი პარიზის საერთაშორისო ფორუმს „დავასრულოთ პლასტიკით დაბინძურება ქალაქებში“ დაესწრო. ფორუმის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილმა ორ თემატურ დისკუსიაში: პლასტიკის მდგრადი წარმოება/გამოყენება და პლასტიკით დაბინძურების პრევენცია მიიღო მონაწილეობა.

ვახტანგ გომელაური

31 მაისი 2023, 12:18

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა ჩვენს ახლო სამეზობლოში და ევროპასთან შედარებითაც

„თქვენ მეუბნებით, რომ ვმალავთ? სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად. ორი-სამი ფაქტი მოხდა [თბილისის ცენტრალურ უბნებში], მაგრამ სტატისტიკა სხვაგვარია“

ვახტანგ გომელაური

31 მაისი 2023, 12:12

სამართალი

ვახტანგ გომელაური: არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების დამცველი

მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების ობიექტური, სამართლიანი დამცველი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.