დავით ქართველიშვილი: „სტატუსის“ მინიჭება აუცილებელია, რომ ევროკავშირი ამოირიცხოს „გლობალური ომის პარტიის“ იმ რიგებიდან, ვისაც იგი საქართველოს ომში ჩართვისთვის უნდა გამოეყენებინა - იმედია, შემოდგომაზე საქართველო ამ „სტატუსს“ მიიღებს

დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
„გლობალური ომის პარტია“ თავის „აკერმანის საძმოთი“, „ფრანკლინის კლუბით“, „დროათი“, „სირცხვილიათი“ და უამრავი ჩვენთვის ცნობილი პარტიებით, ორგანიზაციებითა და გვარებით, რა თქმა უნდა, ძირითად „სარევოლუციო“ ფსონს და „მაიდანის“ მოლოდინს საქართველოსთვის „სტატუსის“ საშემოდგომო არმინიჭებას უკავშირებდა, რისთვისაც ფინანსური და საორგანიზაციო რესურსების აკუმულირება სწორედ რომ ოქტომბრისთვის უნდა განხორციელებულიყო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
დავით ქართველიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებამდე და გაწვევის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს განიხილავს და რადიკალების ჩაშლილ თუ მოქმედ გეგმებზე აკეთებს აქცენტს.
„ხალხის ძალა“ არაერთგზის ამახვილებდა საზოგადოების ყურადღებას იმასთან დაკავშირებით, რომ „მაიდანი“ და რევოლუცია, როგორც ქვეყანაში მეორე ფრონტის გასახსნელი უმოკლესი გზა, „გლობალური“ და „ლოკალური“ ომის პარტიების მიერ სახელისუფლებო გადატრიალების საუკეთესო ვარიანტად განიხილებოდა, რის ფონზეც მათ მღვრიე პოლიტიკურ წყალში „ოქროს თევზის“ დაჭერის საშუალება ეძლეოდათ.
ჩვენმა კანონპროექტმა მათ რიგებში მეორე სერიოზული დისონანსი შეიტანა. პირველი გაჩნდა მაშინ, როდესაც ლაქიებისგან განსხვავებით, ქვეყანაში ხმა საზოგადოებრივმა ძალამ ამოიღო, რომელმაც „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლებთან თანაბარუფლებიანობის საფუძველზე გაბედა სიმართლის ენაზე გაერჩია ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხები და ოპონენტებისთვის უხერხული შეკითხვები დაესვა, მათი ავტორიტეტის დონის განურჩევლად.
მესამე დისონანსმა - კანონპროექტის გამოწვევის სახით, მოწინააღმდეგის ბანაკში სრული მოულოდნელობა შეიტანა, ვინაიდან დაგეგმილზე ადრე - შემოდგომამდე, ვითარების „უკრაინიზაციის“ ასაგორებლად ეს დესტრუქციული ძალები მზად არ აღმოჩნდნენ. არადა, ვადამდე ადრე მათ მაინც მოუწიათ მხოლოდ სიცრუესა და ცილისწამებაზე აგებული სარევოლუციო მუხტის გაღვივება. ამ „ფალსტარტმა“ მათი ზრახვები, მონაწილე კონტინგენტი, ბრძოლის ფორმები და მეთოდები გააშიშვლა.
ძალადობის ღიად დაფიქსირებული ფორმები: პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა, პოლიციელებზე „მოლოტოვის კოქტეილებით“ თავდასხმა, ავტომანქანების გადაწვა და ა.შ. - „უწყინარი“ და „გამოგონილი“ ჟანრის ფარგლებიდან გამოვიდა და კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის კონტურები შეიძინა, რომლის უსამართლო, ტრადიციულ გაპროტესტებას, დღეს „გლობალური ომის პარტიის“ მესვეურებიც კი ვერ ბედავენ.
„ფეიკსა“ და სიცრუეზე აგორებულმა კამპანიამ, ტრიბუნაზე მდგომი ახალგაზრდების სახით, თვით ვერშემდგარი რევოლუციონერებიც კი „რუსული ხომალდის მისამართით“ გააშვებინა. რადიკალების გეგმა ჩაიშალა. სამედიცინო ენაზე მათ დაემართათ ის, რასაც „ნაადრევი ეაკულაცია“ ჰქვია. განაყოფიერება ვერ შედგა - „მაიდანი“ ვერ ჩაისახა, ხოლო ამ უშედეგო პროცესის მონაწილენი მზის შუქზე გაშიშვლებულები დარჩნენ.
ამის დაუნახაობა არ გამოდიოდა არც ბრიუსელში, არც ვაშინგტონსა და არც - მოსკოვში. ეს უკანასკნელი, თავისი პროპაგანდისტების სახით, პირდაპირ დაგვემუქრა ქვეყნის დაბომბვით, თუკი თბილისში, პოლიტიკური ვითარების დაძაბვის სახით, ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ რაიმე საფრთხეს დაინახავდა. ეს რისკები, იმედია, სწორედ გათვალეს ევროკავშირშიც - ამიტომაც, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საშემოდგომო, სახიფათო ექსპერიმენტებზე, „სტატუსის“ არმინიჭების სახით, ბრიუსელი წასვლას ვეღარ გარისკავს.
ეს „სტატუსი“არანაირ პანაცეას არ წარმოადგენს, მაგრამ მისი მიღება, საქართველოსა და მისი მოქმედი ხელისუფლებისთვის, პრინციპისა და სამართლიანობის აღდგენის საკითხია. მთელი რიგი ობიექტური გარემოებების გამო, რომლებიც ყველასთვის ცნობილია, გამორიცხულია ევროპული სამართლიანობის სფეროს განეკუთვნებოდეს „ასოცირების ტრიოში“ საქართველოს უკრაინისა და მოლდოვას შემდეგ მოხსენიება.
„სტატუსის“ მინიჭება აუცილებელია იმისთვისაც, რომ ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიის“ იმ რიგებიდან ამოირიცხოს, ვისაც ეს „სტატუსი“ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისა და ქვეყნის გარდაუვალ ომში ჩათრევის იარაღად უნდა გამოეყენებინა. ამიტომ, იმედია, რომ შემოდგომაზე საქართველო ამ „სტატუსს“ აუცილებლად მიიღებს.
ამ პროცესებში „ხალხის ძალის“ როლი და ადგილი უფრო დეტალური განხილვის საგანი აუცილებლად გახდება. უბრალოდ, მინდა მივმართო ახალგაზრდობის მოაზროვნე ნაწილს: ამ სტატუსის მიხედვით, რომელშიც საუბარია რუსეთის სამხედრო აგრესიის თავიდან აცილებაზე, ქვეყნის ევროპულ ოჯახში მორიგ და დამსახურებულ საფეხურზე ასვლასა და ყოველივე ამის „ხალხის ძალის“ სახელით დეკლარირებაზე, რა საერთო უნდა ჰქონოდა ჩვენს მოძრაობას ე.წ. „რუსულ კანონთან“, რომლის სტიგმა ქვეყნის დაუძინებელმა მტრებმა შეცდომაში განზრახ შეყვანით მოგახვიეს და თქვენივე ხელით ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაქცევა განიზრახეს?“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე

28 მაისი 2023, 21:01
მსოფლიო
თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისია: წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს
„თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დათვლილია 54,60%. აქედან რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხმების 54,47% ერგო, ქემალ კილიჩდაროღლუს კი 45,53%“, - განაცხადეს კომისიაში ჩატარებულ ბრიფინგზე.

28 მაისი 2023, 21:00
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შუაშისტებად პოზიციონირება სრული სიყალბე იქნება
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შუაშისტებად პოზიციონირება სრული სიყალბე იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაახლოებულ, რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.

28 მაისი 2023, 20:41
საზოგადოება
ზაზა შათირიშვილი: საზოგადოებასა და ფართო გაგებით „ნაცმოძრაობას“ შორის მოლაპარაკება და მორიგება შეუძლებელია
„საზოგადოებასა და ფართო გაგებით „ნაცმოძრაობას“ შორის მოლაპარაკება და მორიგება შეუძლებელია. ეს არის ძალა, რომელიც წარსულში გვექაჩება. დღეს არ არის ის სიტუაცია, რომელიც 2022 წლამდე იყო. 2022 წელს დაიწყო ომი და არის 2 ვარიანტი: ამ ომში ან უნდა ჩაერთო ან არ უნდა ჩაერთო“, - დასძინა შათირიშვილმა.

28 მაისი 2023, 20:40
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: ხან ტალახიდან, ხან ნაფთალინიდან, ხან პოლიტიკური ნაგვიდან, პერიოდულად ვიღაცები წამყოფენ თავს და კვლავ ისევ დაპირისპირებაზე, სისხლისღვრაზე, შეჯახებებზე საუბრობენ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა
არ ვიცი რა ვუწოდო: ხან ტალახიდან, ხან ნაფთალინიდან, ხან პოლიტიკური ნაგვიდან, პერიოდულად ვიღაცები წამყოფენ თავს და ისევ კვლავ დაპირისპირებაზე, სისხლისღვრაზე, შეჯახებებზე საუბრობენ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას“ გივი თარგამაძის ცნობილ მუქარაზე, ასევე, რადიკალური ოპოზიციის ჩაშლილ გეგმებზე საუბრისას განუცხადა.

28 მაისი 2023, 20:23
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს კურსი გახლავთ უცვლელი და, რა თქმა უნდა, ის იყურება ევროპისკენ
„მახსოვს, როცა ერთ-ერთი ევროპარლამენტარი დიდაქტიკურად მოგვიწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას და გვახსენებდა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. მაგრამ იქვე აუცილებლად უნდა ეთქვა სიცხადისთვის, რომ ეს ის მუხლია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში სწორედ ამ ხელისუფლებამ ჩაწერა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველას ახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ოპოზიცია ამით ატყუებს მთელს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ თითქოს პრორუსულია ეს ხელისუფლება“, - ამბობს სარჯველაძე.

28 მაისი 2023, 19:43
მსოფლიო
Anadolu: ბიულეტენების 71%-ის დათვლის შემდეგ, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანმა ხმათა 54.37% მიიღო
არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ამომრჩეველთა ხმების 54.37% მიიღო. ოპოზიციის წარმომადგენელ ქემალ კილიჩდაროღლუს კი მხარი ამომრჩეველთა 45.63%-მა დაუჭირა.

28 მაისი 2023, 19:30
რეგიონი
გორში, შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ტურნირზე, მიხეილ საჟინიანმა თურქი მეტოქე 6 წამში დაამარცხა
გორში, პირველად, „შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ტურნირი GFC 23“ გაიმართა, სადაც უნიკალური შედეგი დაფიქსირდა, - ამის შესახებ აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

28 მაისი 2023, 19:18
მსოფლიო
Anadolu: წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს
გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დათვლილია ხმათა 55.06%. ამომრჩეველთა 55.80%-მა ხმა ერდოღანს მისცა, მის მთავარ კონკურენტს, ოპოზიციის წარმომადგენელ ქემალ კილიჩდაროღლუს კი მხარი 44.20%-მა დაუჭირა.

28 მაისი 2023, 19:11
მსოფლიო
სერბეთში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება
მომიტინგეები ალექსანდრ ვუჩიჩს ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ამან ქვეყანაში გამოიწვია მასობრივი სროლები, რომლის დროსაც ათობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.

28 მაისი 2023, 18:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ სომხეთს პირველი რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს
„ვულოცავ სომხეთს პირველი რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს. ეს ისტორიული დღე აღნიშნავს მნიშვნელოვან თავს თანამედროვე სომხეთში და სომეხი ხალხის გამბედაობისა და მონდომების მოწმობაა. ვუსურვებ ჩვენს მეგობრებს წინსვლას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - წერს პაპუაშვილი.

28 მაისი 2023, 18:01
მსოფლიო
თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა
თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა და ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დახურულია. ამის შესახებ BBC წერს.

28 მაისი 2023, 17:52
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე ვაკის, საბურთალოსა და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს
„ქართული ოცნების“ ვაკის ორგანიზაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნოდარ ტურძელაძე უხელმძღვანელებს. საბურთალოს ორგანიზაციას - საბურთალოს რაიონის გამგებელი - გაიოზ ვასაძე; კრწანისის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია.

28 მაისი 2023, 17:44
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მიკ უოლესი: საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ევროკავშირში გაწევრიანებაც, მით უფრო, თუ ეს მოსახლეობის უმრავლესობას სურს
საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ევროკავშირში გაწევრიანებაც, მით უფრო, თუ ეს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, - განაცხადა თბილისში საერთაშორისო კონფერენციის „თანამედროვეობა როგორც კრიზისი“ მონაწილემ, ევროპარლამენტარმა, მიკ უოლესმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

28 მაისი 2023, 17:43
პოლიტიკა
ჯო ბაიდენი: ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის - აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება
ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, რაშიც ევროკავშირისა და ნატოსკენ ნაბიჯებიც იგულისხმება. ამის შესახებ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა.

28 მაისი 2023, 17:36
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი კლერ დეილი: კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი გეოპოლიტიკურად იყო გამოყენებული. საქართველოც გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო დაიჩაგრა და არა იმის გამო, რომ რაიმე არ გააკეთა
„სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი გეოპოლიტიკურად იყო გამოყენებული. საქართველოც გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო დაიჩაგრა და არა იმის გამო, რომ რაიმე არ გააკეთა. როგორც მე ვარ ინფორმირებული, საქართველოსაც ისევე ელიან ევროპარლამენტში, როგორც სხვა ქვეყნებს. ბევრი პრობლემაა ევროკავშირშიც. ვნახოთ, რა მოხდება ოქტომბერში. არიან ძალები, რომლებიც იყენებენ საქართველოს და ქართველ ხალხს საკუთარი მიზნებისთვის, რაც არ მოეწონებათ ქართველებს. თუ გინდათ ევროკავშირში გაერთიანება, ეს მოხდება, თუმცა არა სუვერენიტეტისა და ღირებულებების სანაცვლოდ. ჩემი საქმე არ არის სხვა ქვეყნის მთავრობა ვაკრიტიკო. საკუთარ ქვეყანაში და ევროპის ქვეყნებშიც ბევრი პრობლემაა. ჩემი აზრით, მთავრობის შეფასება ხალხის ფუნქციაა და არა ჩემი. ბევრი თამაშობს და იყენებს ევროპარლამენტს მთავრობის შესაცვლელად. ეს არ არის სწორი და არ უნდა იყოთ ტოლერანტული ამის მიმართ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა კლერ დეილიმ.

28 მაისი 2023, 17:35
ეკონომიკა
არჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს იუსტიციის საბჭოს სრულად დაკომპლექტებას, ევროპელ კოლეგებს მივაწვდით არგუმენტაციას, რის გამო ვერ მივიდა საკითხი ბოლომდე. დარწმუნებული ვარ, ეს არგუმენტები გაზიარებული იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულად დაკომპლექტების საკითხს, ხელისუფლება ევროპელ კოლეგებს მიაწვდის სრულ არგუმენტაციას, თუ რის გამო ვერ შესრულდა ეს პუნქტი.

28 მაისი 2023, 17:25
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ ვაკის, საბურთალოს და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების კონფერენციები გამართა
„ქართულმა ოცნებამ“ ვაკის, საბურთალოს და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების კონფერენციები გამართა. აირჩიეს რაიონული ორგანიზაციების და ბიუროს წევრები.

28 მაისი 2023, 17:20
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: საქართველოს ხელისუფლებას მონაწილეობა არ მიუღია რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებაში
„საქართველოს ხელისუფლებას მონაწილეობა არ მიუღია არანაირ მოლაპარაკებაში. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება, განცხადება და პოზიცია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ იყო გაჟღერებული, არის მოცემულობა, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

28 მაისი 2023, 17:17
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ენმ-ზე: დავალება აქვთ, რომ ყოველ წინადადებაში მინიმუმ ორჯერ, სამჯერ გამოიყენონ სიტყვა - რუსული. რა კონტექსტშიც არ უნდა ატრიალონ მათი ეს საყვარელი სიტყვა, ამას ქართული საზოგადოება არ წამოეგება
წინა ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით იხვეწებოდა სანქციების მოხსნას რუსეთის მხრიდან. ყველაფერს აკეთებდნენ ოკუპაციის შემდეგ იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა დალაგებულიყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

28 მაისი 2023, 17:15
საზოგადოება
ილია მეორე: ბატონი ალექსანდრე ლომთათიძის მოღვაწეობა უკავშირდება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯების გადადგმას და დამოუკიდებელი საქართველოსთვის საფუძვლის ჩაყრას, რაც საერთო სახალხო ზეიმს წარმოადგენდა
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, ალექსანდრე ლომთათიძის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე დამსწრე საზოგადოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი გააცნო.