ზურაბ ქადაგიძე თამარ ჩერგოლეიშვილს: მოდუნდი და შორიდან ადევნე თვალი იმ პროცესებს, რაზეც შენ და შენი „ბრელოკი“ ქმარი, ვეღარასდროს მოიპოვებთ გავლენას

ზურა ქადაგიძე
ფოტო: IMEDI/კადრი
„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, „ტაბულას“ დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც 30 აპრილს გამართულ აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „თბილისი იყო ერთი დიდი ვაგზლის მოედანი“.
ქადაგიძის თქმით, ჩერგოლეიშვილი ზუსტად მსგავსი მეთოდებით ცდილობდა დაემცირებინა სხვა ადამიანები 2004-2012 წლებში. მისივე განცხადებით, სწორედ აქციაზე შეკრებილი საზოგადოების დამსახურებით ჩამოშორდა ძალაუფლებას თამარ ჩერგოლეიშვილი მეუღლესთან, გიგა ბოკერიასთან ერთად.
„აი, ეს „ძონძის კუკლა“ რა ნაგავიც იყო 2004-2012-ში, ისევ ის დარჩა. ზუსტად ასე ცდილობდნენ დაემცირებინათ, ექილიკათ ადამიანებზე და საკუთარი "განსაკუთრებულობა" დაემტკიცებინათ ამას და ამის "ბრელოკ" ბოკერიას...
თუ გაინტერესებს, გუშინ ვაგზლის მოედანი, ნავთლუღი, ლილო, დეზერტირების ბაზარი და ახმეტელის თეატრიც იქ იყო, გულწრფელად,ღირსეულად და ქართულად... აი იმ ქართულად, შენ და შენ "ბრელოკ" ქმარს,რომ გძულთ და მთელი ცხოვრება ებრძვით. ჰო, კიდევ ერთი: მაგ სადგურის მოედანმა აგიგოთ ანდერძი 2012 წელს და თქვენი უსამშობლო პოლიტიკური ჯიში, კეთროვანი გახადა სახელისუფლებო ძალაუფლებისათვის. ასე,რომ მოდუნდი და შორიდან ადევნე თვალი იმ პროცესებს, რაზეც შენ და შენი "ბრელოკი" ქმარი, ვეღარასდროს მოიპოვებთ გავლენას!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
ყველა სიახლე

06 ივნისი 2023, 13:21
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა.

06 ივნისი 2023, 13:17
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ბირთვული ომის რიტორიკა არათუ დაბრუნდა პოლიტიკურ დისკურსში, ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რეალური მუქარებია და ამას სერიოზული რეაგირება სჭირდება
ბირთვული ომის რიტორიკა არათუ დაბრუნდა პოლიტიკურ დისკურსში, ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რეალური მუქარებია და ამ დროს ამას სერიოზული რეაგირება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

06 ივნისი 2023, 13:14
პოლიტიკა
პრემიერი: გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას
ჟურნალისტის კითხვაზე, ვისი ინიციატივით არ შედგა კომუნიკაცია ზელენსკისთან, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა: „თქვენ რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც ხდება მედიაში და ამ დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული, იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება 5-მა, 6-მა, 10-მა ნახა მაქსიმუმ ზელენსკი, იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად, საერთოდ ძალიან მარტივად იყო ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.

06 ივნისი 2023, 13:06
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ეტაპობრივად ვუვლით ქალაქებს, ვალამაზებთ და გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის, თანამედროვე, მოვლილ, ლამაზ ქალაქებად, რაიონებად, სოფლებად, ეს არის ჩვენი საერთო მიზანი
მე ვიცი ძალიან მდიდარი ტრადიციების შესახებ, რომელიც არსებობს ამ ქალაქში. ფეხბურთი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ჩვენთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის გაახლებულ სტადიონზე განაცხადა.

06 ივნისი 2023, 13:04
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: რა დონეზე არიან განადგურებულები, რომ მხოლოდ შეურაცხყოფაზე არიან გადასულები - ეს არის მარგინალიზებული და დეგრადირებული ოპოზიციის სახე
მე ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ და ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებზე , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

06 ივნისი 2023, 13:02
პოლიტიკა
პრემიერი: ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, 21 წლამდე, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის; 10 ობიექტს ჩავუტარეთ რეაბილიტაცია, 115 მლნ ლარი დაიხარჯა ამ პროექტების განხორციელებისთვის
„მინდა მოგილოცოთ, მადლობა გადავუხადო ჩვენს მინისტრს, ირაკლის, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. მინდა მადლობა გადავუხადო მშენებელ კომპანია „დაგის“ და ფეხბურთის ფედერაციას. გილოცავთ, საქართველო არის მზად, რომ ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში,“- განაცხადა პრემიერმა.

06 ივნისი 2023, 13:01
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: ზატულინმა თქვა, რომ მათთვის კარგი იქნებოდა უკრაინაში „საქართველოს სცენარი“ განხორციელებულიყო. სწორედ შლეგი სააკაშვილის უაზრო ქმედებებმა გაუხსნა 2008 წელს რუსეთს ხელ-ფეხი და მოხდა ის, რაც მოხდა
„კონსტანტინე ზატულინმა ძალიან ნიშანდობლივი რამე თქვა. მან განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს“ - მარტივი ფორმულაა: ზატულინმა თქვა, რომ მათთვის კარგი იქნებოდა უკრაინაში „საქართველოს სცენარი“ განხორციელებულიყო“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კონსტანტინე ზატულინის განცხადების შესახებ.

06 ივნისი 2023, 12:54
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ელენე ხოშტარიაზე: პროტესტი არ უჩნდება და დისკომფორტი არ ექმნება, რომ მან რუსული ფული მიიღოს, გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას
ხოშტარიას ქმედება არის ძალიან მარტივი მაგალითი, ადამიანი, რომელიც რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ხოშტარიას ოჯახი - არავითარი პროტესტი არ უჩნდება, არავითარი დისკომფორტი არ ექმნება, რომ მან მიიღოს რუსული ფული და გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას. არ მინდა ბევრი ვისაუბრო, ხოშტარიამ მიხედოს თავის თავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

06 ივნისი 2023, 12:50
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკა გვარამიას საქმეზე ჩემგან კომენტარს ნუ ელოდებით. ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე
ჩვენ არავითარი როლი არ გვაქვს ამ საქმეში. ვფიქრობ, საზოგადოებამ, კარგად იცის, რომ გვარამიამ, 6 მლნ-ით გაძარცვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განუცხადა.

06 ივნისი 2023, 12:48
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს, სამაგალითოდ დაისჯება
ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს გმირ და საამაყო პოლიციას რაიმე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, ჩვენი ქვეყნის მტერია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

06 ივნისი 2023, 12:44
პოლიტიკა
პრემიერი: სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის სააკაშვილს ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეპყრობა
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა მილიონობით დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, იმიჯი დაეზიანებინათ.

06 ივნისი 2023, 12:39
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, მადლიერება გამოვხატო კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას
მინდა, მადლიერება გამოვხატო კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

06 ივნისი 2023, 12:37
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: რეალურად ასეთი მასშტაბის ძარცვა მთელი ევროპის მასშტაბით არავის ჩაუდენია, დადასტურებულია, რომ 1 მილიარდი ევროა მოპარული „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილის მიერ
გავიხსენოთ, რომ რეალურად ასეთი მასშტაბის ძარცვა მთელი ევროპის მასშტაბით არავის არ ჩაუდენია, დადასტურებულია რომ 1 მილიარდი ევრო არის მოპარული ტელეკომპანია ფორმულას მფლობელი, ბატონი დავით კეზერაშვილის მიერ და მისი კომპანიების ამ თაღლითური სქემების მეშვეობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

06 ივნისი 2023, 12:32
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში ბატონი შოლცის მიწვევით, სადაც მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ
გიდასტურებთ, რომ ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

06 ივნისი 2023, 12:30
რეგიონი
ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ქუთაისის განახლებულ სტადიონზე პირველი სატესტო მატჩი წარმატებით ჩატარდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ქუთაისის განახლებულ სტადიონზე ჩატარებული სამუშაოები გააცნო. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ 21 წლამდე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას და სწორედ განახლებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა იძლევა ამის შესაძლებლობას.

06 ივნისი 2023, 12:28
სამართალი
ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

06 ივნისი 2023, 12:22
პოლიტიკა
კახა კალაძე: მეამაყება, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდება ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ მესხის სახელობის განახლებულ სტადიონზე იმყოფებოდა. სტადიონი საქართველოში უეფას 21 წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად რეაბილიტირდა. სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები UEFA-ს ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.

06 ივნისი 2023, 12:21
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: კახოვკაში კაშხლის განადგურება ადასტურებს, რომ რუსი ტერორისტები უნდა იყვნენ გაძევებული უკრაინული მიწიდან
ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას ვერც წყლით, ვერც რაკეტებითა ან სხვა რამით, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებას.

06 ივნისი 2023, 12:20
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: კახოვკის ჰესი ერთ-ერთია. ამაზე გვაქვს სწორედ საუბარი, როდესაც ჩვენ მშვიდობის მნიშვნელობაზე მივუთითებთ. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს
ეს არის ერთ-ერთი შედეგი ამ ბრუტალური, დამანგრეველი ომის, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს. ეს ახალი არ არის. კახოვკის ჰესი გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%. ქალაქები, სოფლები მიწასთანაა გასწორებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

06 ივნისი 2023, 12:14
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა მზადაა ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე, ღირსეულად ჩაატაროს
თქვენ ნახეთ, რომ სრულად განვაახლეთ 10 ობიექტი და თქვენ ახლა უყურებთ ქუთაისის განახლებულ სტადიონს. ეს შენობა პრაქტიკულად ნულიდან ავაშენეთ, ის ძველი შენობა რაც იყო დავანგრიეთ და ახალი აშენდა, 35 მლნ ლარი დაიხარჯა იმისთვის, რომ ქუთაისს ქონდეს ასეთი, უეფას უმაღლესი სტანდარტის, ანუ მე-4 კატეგორიის შესაბამისი სტადიონი, შესაბამისი საფარით და ა.შ. აღარ გავაგრძელებ, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მოწყობილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.