მამუკა მდინარაძე: კრამონიც გარედან ეხმარება ამ ჩვენს მავნებლებს, რომ გეგმა, რომელიც უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება, განხორციელდეს და ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდეს

მამუკა მდინარაძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
კრამონიც გარედან ეხმარება ამ ჩვენს მავნებლებს, რომ გეგმა, რომელიც უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება, განხორციელდეს , - ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება იქნება.
„ორი რაღაცის მცდელობასთან გვაქვს საქმე - ერთი, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათ [რადიკალური ოპოზიციის] გეგმაში მაქსიმალურად უნდა აიწიოს მოლოდინი სტატუსთან დაკავშირებით და თუკი ვინმე ამ მოლოდინზე რაღაც სხვაგვარ აზრს გამოთქვამს, რომ მაგალითად „რაც ჩვენზეა დამოკიდებული გავაკეთეთ და თუ ასე არ იქნა, ნუ რა გავაკეთოთ ახლა“ - მსგავსი დათქმა თუ ვინმემ გააკეთა, უკვე მოლოდინის აწევა მათი მხრიდან აღარ გამოდის და თუ მოლოდინი არ აიწია მაქსიმალურად და რაღაცა სხვანაირად მოხდა და ეს ხელისუფლებას არ დაჰბრალდა, მათთვის არის ეს წარმოუდგენელი ამბავი. ისინი გეგმას იცავენ. კრამონიც გარედან ეხმარება ამ ჩვენს მავნებლებს, რომ გეგმა, რომელიც უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება, განხორციელდეს და შემდეგ გაგრძელდეს ისე, რომ ქვეყანაში მოჰყვეს ქაოსი, არეულობა და ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდეს. ამ გეგმას ვერ შეასრულებენ, თუ მოლოდინი რეალური კი არა გადაჭარბებულიც კი არ იქნა. თუ ამ მოლოდინთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირი მესიჯი გახმოვანდა ვინმეს მხრიდან, უმალვე თავს ესხმიან. შემთხვევითი ამბავი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი მავნებლური გეგმის დახმარება იმაში, რომ რაღაცნაირად მოლოდინი მაქსიმალურად აიწიოს და შემდეგ მოლოდინის საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე დაბრალებით ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის მათი გეგმა“, - განაცხადა მდინარაძემ.
ყველა სიახლე

01 ივნისი 2023, 18:32
პოლიტიკა
პრემიერი: ბინძური კამპანია, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოეს, ერთი სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილებით ჩამოირეცხა - სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობა არის მართალი და სააკაშვილი - მტყუანი
„სააკაშვილის ოჯახმა მილიონობით დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და იმიჯი დაეზიანებინათ. მე ამის ახსნა დამჭირდა ევროპელ კოლეგებთან, რომ სააკაშვილი არ ვაწამეთ, არ მოვწამლეთ და ა.შ. ამ ყველა ბრალდებაზე ძალიან მარტივი და ამავდროულად ძალიან ძლიერი პასუხი გაეცა სტრასბურგის გადაწყვეტილების შედეგად“, - აღნიშნა პრემიერმა.

01 ივნისი 2023, 18:28
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მე ახალი არაფერი არ მითქვამს - სულ რამდენიმე დღის შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ბრატისლავაში, თუ არ ვცდები იმავე დარბაზში და იგივე თქვა, უბრალოდ სხვა ფორმულირებით
მე ახალი არაფერი არ მითქვამს, ამას ამბობდნენ და იმეორებდნენ მათ შორის ჩვენი ომის შედეგაც. სულ რამდენიმე დღის შემდეგ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ბრატისლავაში, თუ არ ვცდები იმავე დარბაზში და იგივე თქვა, უბრალოდ სხვა ფორმულირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განაცხადა.

01 ივნისი 2023, 18:25
პოლიტიკა
პრემიერი: რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს გარკვეული სპეკულაციების საშუალება მივცე
„რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს გარკვეული სპეკულაციების საშუალება მივცე. დავამატებდი, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად, ზელენსკისა და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაში არის ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან. ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აი ეს არის ჩემი კომენტარი“, - განაცხადა პრემიერმა.

01 ივნისი 2023, 18:25
საზოგადოება
საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ მირიან კულულაშვილმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) თავმჯდომარის მოადგილემ მირიან კულულაშვილმა თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომა სავარაუდოდ უკავშირდება ბოლოდროინდელ კორუფციულ სკანდალს და აუდიტის დასკვნას, რომელშიც სერიოზულ ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი.

01 ივნისი 2023, 18:14
მსოფლიო
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკელებს LGBTQI+ სიამაყის თვეს ულოცავს
LGBTQI+ უფლებები ადამიანის უფლებებია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა LGBTQI+ სიამაყის თვესთან დაკავშირებით

01 ივნისი 2023, 18:12
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილზე: აგვისტოს ომი გაციებული არ იყო, რომ ამ ნაძირალამ ქართული დროშა გამოგვიფინა რუსულთან ერთად და გვესაუბრებოდა ტურისტულ სარგებელსა და საზოგადოებრივ სიკეთეებზე
აგვისტოს ომი გაციებული არ იყო, რომ ამ ნაძირალამ ქართული დროშა გამოგვიფინა რუსულთან ერთად და გვესაუბრებოდა ტურისტულ სარგებელსა და საზოგადოებრივ სიკეთეებზე, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ რუს ტურისტთან ერთად, რუსული დროშის გვერდით ქართული დროშის მყინვარწვერზე აღმართვას.

01 ივნისი 2023, 18:12
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი EPC-ს სამიტზე: ეს იყო ძალიან წარმატებული, ძალიან შინაარსიანი შეხვედრები
„ეს იყო ძალიან წარმატებული, ძალიან შინაარსიანი შეხვედრები. განხილვის მთავარია თემა, ბუნებრივია, იყო უკრაინა და ომი უკრაინაში, რომელიც არ ჩერდება და არავინ იცის როდის დასრულდება. ეს არის მთავარი გამოწვევა. უსაფრთხოების რისკები, რომელიც შექმნა ამ ომმა არის გადამდები მთელი ევროპისთვის და მთელი რეგიონისთვის. ბუნებრივია, ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ ტერიტორიული პრობლემები, რომლებიც გვაქვს ჩვენ - საქართველოს, ეს ორმაგად და სამმაგად საყურადღებოა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

01 ივნისი 2023, 18:10
რეგიონი
ჯაბა ფუტკარაძე: როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი მთავრობის მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ წელს უპრეცედენტო ტურისტულ სეზონს ველოდებით
როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი მთავრობის მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ უპრეცედენტო ტურისტულ სეზონს ველოდებით, - ამის შესახებ აჭარის ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. სეზონის ოფიციალური გახსნა კი 3-4 ივნისს ექნებათ.

01 ივნისი 2023, 18:07
საზოგადოება
გიორგი აბუთიძე: მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზა სრულიად უსაფრთხოა
გზის მშენებლობის პერიოდში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ზედა ფერდზე მეწყრული პროცესები განვითარდა, რის გამოც გარკვეული პერიოდი გზის ჩაკეტვაც მოგვიწია. კვლევაში ჩართულები იყვნენ უცხოელი და ქართველი სპეციალისტები, რომელთა რეკომენდაციით ეს ფერდი გამაგრდა და სრულიად უსაფრთხო გახდა, - მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზაზე საუბრისას „ქრონიკაში“ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბუთიძემ განაცხადა.

01 ივნისი 2023, 18:07
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ბევრი ჩვენი ევროპელი პარტნიორი დღეს უკვე ხმამაღლა აღიარებს, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გაწეულ შრომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირმა კვლავ არ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

01 ივნისი 2023, 18:03
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: სამწუხაროა, მაგრამ როდესაც საქართველო თავის მაქსიმუმს აკეთებს, იმისთვის რომ უკრაინას მხარი დაუჭიროს, პრეზიდენტ ზელენსკის თუ სხვა მაღალჩინოსნებისგან გვესმის განცხადებები, რომლებიც ჯდება რადიკალური ოპოზიციის ნარატივში
„სამწუხაროა, მაგრამ ამის საპასუხოდ, როდესაც საქართველო თავის მაქსიმუმს აკეთებს, იმისთვის რომ უკრაინელ ხალხსა და უკრაინას ამ ურთულეს პერიოდში მხარი დაუჭიროს, პრეზიდენტ ზელენსკის თუ სხვა მაღალჩინოსნებისგან გვესმის განცხადებები, რომლებიც ჯდება იმ ნარატივში, რასაც საქართველოში რადიკალური ოპოზიცია ცდილობს რომ გააღვივოს. თუმცა, ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანი დავით არახამია მფარველი და დაკავშირებული პირი არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და დღესაც ვიცით, რომ ქართლი მართლმსაჯულების ძებნილი არაერთი პირი, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი დღეს უკრაინაში იკავებს მაღალ პოზიციებს“, - განაცხადა მიქანაძემ.

01 ივნისი 2023, 17:51
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ლაჩარმა სააკაშვილმა მყინვარწვერზე რუსული დროშა ააფრიალა. სიმბოლური იყო, რომ „ვარდების რევოლუციის" 10 წლისთავზე ღალატის პარტია, „ნაციონალური მოძრაობა" ოკუპანტის დროშით იწონებდა თავს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აზიარებს „არქივი“-ს ვიდეოდან ნაწყვეტს და აღნიშნავს, რომ „ეს ვიდეო 2013 წელსაა გადაღებული. საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ლაჩარმა სააკაშვილმა მყინვარწვერზე რუსული დროშა ააფრიალა.“

01 ივნისი 2023, 17:44
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: ომიდან გაიქცა, სტრატეგიული ობიექტები რუსებს გადასცა და მყინვარწვერზე რუსული დროშის აფრიალების ინიციატორიც ეს ყოფილა
მყინვარწვერზე რუსული დროშის აფრიალების ინიციატორიც ეს ყოფილა...ჰოდა მარტივი კითხვა მაქვს, ვისაც სჯერა რომ სააკაშვილი რუსეთთან მეომარია, ჭკუის ნაკლებობას განიცდით თუ სინდის-ნამუსის?!- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ და აზიარებს „არქივი“-ს ვიდეოს, სადაც ასახულია მყინვარწვერზე გაშლილი რუსეთ-საქართველოს დროშები.

01 ივნისი 2023, 17:43
პოლიტიკა
ირაკლი ბერაია შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია შვედეთის სამეფოს რიკსდაგის (პარლამენტის) თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბიორნ სოდერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და მის გავლენას საქართველოს და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

01 ივნისი 2023, 17:42
მსოფლიო
Bloomberg: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი საქართველოს ევროპასთან უფრო მეტად დააკავშირებს და გააძლიერებს მის როლს როგორც საიმედო სატრანზიტო ქვეყნის
სტატიაში საუბარია საქართველოზე, როგორც მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ცენტრზე, სადაც სულ უფრო სწრაფად ვითარდება განახლებადი და სუფთა ენერგია. სტატიის ავტორი ასევე საუბრობს საქართველოში შავი ზღვის ელექტროკაბელის მნიშვნელობაზე.

01 ივნისი 2023, 17:37
პოლიტიკა
ნინო წილოსანი სოფელ ნავაზის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

01 ივნისი 2023, 17:35
საზოგადოება
შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გამარტივდა
1-ელი ივნისიდან, ბენეფიციარები საანალიზო-ტექნიკურ საშუალებებისა და მედიკამენტების მიღებას ერთდროულად შეძლებენ, პროგრამაში ჩართულ აფთიაქებში. გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას კი, პაციენტებს 11 სხვადასხვა დაწესებულება გაუწევს.

01 ივნისი 2023, 17:33
სამართალი
მომღერალ არჩილ მეფარიძის ბრალდების საქმეზე პროკურატურის ორი მოწმე გამოიკითხა
მომღერალ არჩილ მეფარიძის ბრალდების საქმეზე პროკურატურის ორი მოწმე გამოიკითხა. ექსპერტებმა იმ დაზიანებებზე ისაუბრეს, რომელზეც დაზარალებული ქალი ამტკიცებს, რომ მომღერალმა მიაყენა.

01 ივნისი 2023, 17:31
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელ ლიდერებთან ერთად თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით - „უსაფრთხოება“, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა.

01 ივნისი 2023, 17:31
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: საკმაოდ გეგმაზომიერი, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, მათ შორის მედიასაშუალებების გამოყენებით, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
„რეალურად, მხოლოდ ეს ერთადერთი შედარება არ არის. ვფიქრობ, რომ საკმაოდ გეგმაზომიერი, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, მათ შორის მედიასაშუალებების გამოყენებით, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ვოლსკიმ.