02 მაისი 2023, 20:48 / სანდო წყარო

ნიკოლოზ სამხარაძე ვიოლა ფონ კრამონს: ხალხის და ხელისუფლების გაყოფა პუტინის მიდგომაა, ნუ იმეორებთ

ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

ხალხის და ხელისუფლების გაყოფა, მგონი, პირველად პუტინმა მოინდომა 2008 წლის მერე, როდესაც დღესასწაულებს გვილოცავდა ქართველ ხალხს მაგრამ არ ულოცავდა ხელისუფლებას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებული განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ქვეყნისთვის მიცემული ყველა პრიორიტეტი, არამედ იმიტომ, რომ ამას ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას სწორედ ხალხი ირჩევს. შესაბამისად, მან ვიოლა ფონ კრამონს მოუწოდა, ნუ აირჩევს ვლადიმერ პუტინის მიდგომას, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ სცადა ქართველი ხალხის და ხელისუფლების განცალკევება.

„ხალხი სადღაც სხვა პლანეტაზე კი არ ცხოვრობს, ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ირჩევენ „ქართულ ოცნებას“ უკვე მე-9 არჩევნებში. შესაბამისად, ხალხის და ხელისუფლების გაყოფა, მგონი პირველად პუტინმა მოინდომა 2008 წლის მერე, როდესაც დღესასწაულებს გვილოცავდა ქართველ ხალხს მაგრამ არ ულოცავდა ხელისუფლებას. ესეც მისი მიდგომაა და ძალიან გთხოვთ, ნუ იმეორებთ ამას.“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

01 ივნისი 2023, 13:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიცია, რამდენიმე „ენჯეო“ დედაქალაქ-დედაქალაქ დადიან, ევროპელ პარტნიორებს არწმუნებენ, რომ საქართველოში სავალალო მდგომარეობაა, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობა

„რამდენიმე „ენჯეო“ ბრიუსელში იყო ჩასული და რა თქმა უნდა, ბრიუსელიდან ვიცით, რა საუბრები ჰქონდათ. ეს არის ჩვეულებრივი კამპანია რამდენიმე „ენჯეოსი“, რადიკალური ოპოზიციის, რომელიც ჩადის და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ანტიკამპანიას ეწევა“

ზურაბ ქადაგიძე

01 ივნისი 2023, 13:36

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე გიორგი არველაძეს: „მოდელირებულ ქრონიკას“ რომ აკეთებდი და ხალხს აგიჟებდით, მაშინაც პირუტყვებად აღიქვამდით საზოგადოებას და ახლაც იგივე დამოკიდებულება გაქვთ, რადგან უსამშობლო ნაძირალები ხართ

სააკაშვილის ეზოს ფინია იყავი მთელი ცხოვრება და ახლა ცდილობ, ნაძირალობით წარმოაჩინო თავი იმიტომ, რომ ეგეთი რჯულის ხარ, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის მიერ სოციალურ ქსელში პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც არველაძე პოლიციელებს „ძაღლობად“ მიიჩნევს და შესაბამისად, პოლიციელის დღის მილოცვა არ ეკუთვნით.

01 ივნისი 2023, 13:21

პოლიტიკა

გივი მიქანაძე საქართველოში ვატიკანის ელჩს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ვატიკანის ელჩს საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 13:20

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველომ პირველი წარმატებული მედიაცია განახორციელა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ 2021 წელს, მხარს ვუჭერთ ქვეყნებს შორის სამშვიდობო დიალოგსა და მოლაპარაკებებს

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგსა და მოლაპარაკებებს.

შალვა პაპუაშვილი

01 ივნისი 2023, 13:19

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის სავაჭრო ობიექტი, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ასე არ უყურებს ადამიანების ციხეში ყოფნა-არყოფნის საკითხს

დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი არ უყურებს ადამიანებს და მათი ციხეში ყოფნა-არყოფნის საკითხს, რომ ადამიანის თავისუფლება იცვლებოდეს რამეზე, რაც არ უნდა მიზანი იყოს, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას უკავშირდებოდა.

დავით ქართველიშვილი

01 ივნისი 2023, 13:14

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ვერც ომის დროს „მოკლენ“ გვერდში მყოფი სარდლები და ვერც ახლა აქვთ ის ერთი ადგილი, პოლიციელს მიუახლოვდნენ და სახეში შესძახონ: „შე ძაღლო!“

ქართველიშვილი ეხმაურება გიორგი არველაძის განცხადებას და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, ხოლო არველაძე - ემიგრაციიდან შეურაცხყოფენ პოლიციელებს, მაგრამ არც ერთს ჰყოფნის გამბედაობა, პოლიციელს მიუახლოვდნენ და სახეში შესძახონ: „შე ძაღლო!“

თამთა მეგრელიშვილი

01 ივნისი 2023, 13:12

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი გიორგი არველაძის განცხადებაზე: ისევ 2003 წელი ჰგონია, როცა პოლიციელებს ათას ბინძურ დავალებას აძლევდნენ და მათი დიდი ნაწილი დავალების არშესრულების გამო ისჯებოდა, ზოგიც თავს იკლავდა

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის განცხადებას, რომელშიც მან პოლიციელებს „ძაღლობა“ უწოდა, სოციალურ ქსელში აფასებს

ანალენა ბერბოკი

01 ივნისი 2023, 13:09

პოლიტიკა

ანალენა ბერბოკი: ნატო ვერ მიიღებს ახალ წევრებს, რომლებიც ომში არიან

ნატო ვერ მიიღებს ახალ წევრებს, რომლებიც ამჟამად ომში არიან ჩართული, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ოსლოში განაცხადა, სადაც ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

01 ივნისი 2023, 13:07

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია 3 ივნისს გაიმართება

როგორც თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ, აჰმეთ იენერმა განაცხადა, საბოლოო შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,18%-ი მიიღო

შალვა პაპუაშვილი

01 ივნისი 2023, 13:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ნირია - ვინც მათთან არ არის, მათი მტერია

გუშინ იყო ერთმანეთთან მტრების გასაუბრება, „ნაციონალური მოძრაობის“ ნირია და ამას ვერ იცვლიან, ვინც მათთან არ არის, მათი მტერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილი

01 ივნისი 2023, 13:03

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ჰქონდეს წინსვლა ევროკავშირთან დაახლოების მხრივ მიიღოს სტატუსი და არამხოლოდ სტატუსი, არამედ გაიხსნას მოლაპარაკება წევრობასთან დაკავშირებით

„თუკი ავიღებთ და შევადარებთ ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას და ამ მხრივ შევხედავთ საკითხს, რა თქმა უნდა, საქართველო არ არის მზად იმ დონეზე, რომ იყოს წევრი ევროკავშირის, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ჯერჯერობით კანდიდატობაზე“

მიკ უოლესი

01 ივნისი 2023, 13:00

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მიკ უოლესი: საქართველოს არ აინტერესებს ომი. საქართველოს მშვიდობა სურს. მიანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ნება მიეცით ხალხს, უცხოური ჩარევის გარეშე გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება

„საქართველოს არ აინტერესებს ომი. საქართველოს მშვიდობა სურს. მას სურს ჰქონდეს კარგი ურთიერთობა ყველასთან, განსაკუთრებით თავის მეზობლებთან. ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველომ საკუთარ სუვერენიტეტზე უარი უნდა თქვას? უნდა წაახალისონ ომი, მშვიდობის ნაცვლად? მიანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ნება მიეცით ხალხს, უცხოური ჩარევის გარეშე გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა უოლესმა.

გელა გელაძე

01 ივნისი 2023, 12:57

საზოგადოება

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა და ევროპის საბჭომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გამართეს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა უფლებებისა და თანასწორობის თემაზე, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

01 ივნისი 2023, 12:52

საზოგადოება

გერმანიის გიოტინგენის უნივერსიტეტის სტუდენტები სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იმყოფებოდნენ

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს გიოტინგენის უნივერსიტეტის მცენარეთა პათოლოგიისა და მოსავლის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი და მოსავლის დაცვის სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი, გიოტინგენის უნივერსიტეტის 22 სტუდენტთან ერთად ესტუმრა.

01 ივნისი 2023, 12:47

საზოგადოება

ComCom-მა 2022 წელს რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა განაახლა

კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ComCom-მა მომხმარებლისთვის ინოვაციური მომსახურებების მიწოდებისა და ქვეყანაში თანამედროვე რადიოსიხშირული სისტემების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით

კახა კალაძე

01 ივნისი 2023, 12:46

პოლიტიკა

კახა კალაძე: მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პლატფორმები ყველამ გამოიყენოს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს, როცა ქვეყანა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, უმაღლესი თანამდებობის პირებმა საერთაშორისო პლატფორმები საქართველოს ევროპული მომავლის გასამყარებლად უნდა გამოიყენონ. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

01 ივნისი 2023, 12:40

რეგიონი

ახალციხემ დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდა 400-მდე ვაკანსიას. ვაკანტური ადგილები წარმოდგენილია ისეთ სფეროებში, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, სასტუმრო ინდუსტრია, წარმოება, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტები და ა.შ.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 12:38

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, განვამტკიცეთ და ქვეყანა მიგვყავს გაერთიანებისკენ

ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვსუსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 12:29

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველა სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში

სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველა სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 12:28

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირისა და არც ნატოს წევრი ქვეყანა და არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა, ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები

ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება.