მამუკა მდინარაძე: ახლა მოიგონეს, თურმე, პარლამენტმა უნდა გამოვიძიოთ „ქოლცენტრების საქმე“, რითაც რეალურად ხელი უნდა შევუშალოთ პროცესს

მამუკა მდინარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ახლა მოიგონეს, რომ თურმე, პარლამენტმა, ჩვენ უნდა დავსხდეთ და გამოვიძიოთ „ქოლცენტრების საქმე“, რითაც რეალურად ხელი უნდა შევუშალოთ პროცესს. რა დამატებით ბენეფიტზეა საუბარი?! უფრო კარგად რა უნდა გააკეთო? მეტი იცი? მეტად ჩაჰყვები სიღრმეში, თუ რა? ერთადერთი შეიძლება ხელი შეუშალო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ბევრი მიზეზი არსებობს იმის, თუ რატომ სურთ მათ „ქოლცენტრების საქმეზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნა. პირველ რიგში, სურთ გადაფარონ ქართველი სამართალდამცველების უდიდესი წარმატება. ამაზე რთულად გამოსაძიებელი საქმე რომელი შეიძლება იყოს, ბევრის დასახელება ალბათ, თითოეულ ჩვენგანს გაგვიჭირდება; ამაზე რთულად დასამტკიცებელი ბრალდება რომელი შეიძლება იყოს, ალბათ, გაგვიჭირდება დასახელება რომელიმე მუხლის.
ურთულესი საქმეა, ბევრ ქვეყანაში ამის გამოვლენას ვერც ახერხებენ. იციან, რომ არსებობს ქოლცენტრები, მაგრამ ვერ ახერხებენ. ქართველმა სამართალდამცველებმა ეს შეძლეს ზოგ შემთხვევაში გერმანელ და სხვა ევროპელ ჩვენ მეგობრებთან, ამ ქვეყნების სამართალდამცველებთან ერთად. რიგ შემთხვევაში დამოუკიდებლად და აღმოფხვრეს უამრავი დანაშაული.
ბოლო პერიოდში ინტენსიური მუშაობა მიდის ქართველი სამართალდამცველების ამასთან დაკავშირებით და პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი და აღარ არსებობს ქოლცენტრები და თუ სადმეა, ამაზე დღესაც გრძელდება მუშაობა. ამას დაემატა კიდევ ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამართალდამცველებთან ერთად მუშაობა და კიდევ დაემატა გახსნილი საქმეები. ამაზე უამრავი ბრიფინგი ჩატარდა, დაიხურა ქოლცენტრები, გამოვლენა და მათი ლიკვიდაცია მოხდა, უამრავი ადამიანი დააკავეს და ამის ფონზე, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს, სადმე კიდევ კუდები ხომ არ არის დარჩენილი და ამის აღმოფხვრა მოხდეს, ახლა მოიგონეს, რომ თურმე, პარლამენტმა, ჩვენ უნდა დავსხდეთ და გამოვიძიოთ, რითაც რეალურად ხელი უნდა შევუშალოთ ამ პროცესს. რა დამატებით ბენეფიტზეა საუბარი?! უფრო კარგად რა უნდა გააკეთო? მეტი იცი? მეტად ჩაჰყვები სიღრმეში, თუ რა? ერთადერთი შეიძლება ხელი შეუშალო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ „ნაცმოძრაობის“ საკმაოდ მსხვილი ფლანგი გამოიკვეთა უკვე. BBC ჯერ სად იყო, როდესაც ქართველი სამართალდამცველები ამ კვალს დაადგნენ. ახლა თუკი გამოძიება რაიმე კვალზე გადის, იქნებ, გადაჭრან და წინ დაუდონ მასალები, რომ აგერ, აქ გემუქრება საფრთხე. უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება და რაც მთავარია, ქოლცენტრების შესახებ კომისია, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რაიმე ჭეშმარიტების დადგენას არ ემსახურება“, - განაცხადა მდინარაძემ.
ოპოზიცია ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის კენჭისყრაზე გატანას ცდილობს.
BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
ყველა სიახლე

02 ივნისი 2023, 21:51
მსოფლიო
ინდოეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა
ინდოეთში ოდიშას შტატში ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მატარებლების შეჯახების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა.

02 ივნისი 2023, 21:23
მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: დადგა დრო, ნათლად ვუთხრათ უკრაინას, როგორ და როდის შეძლებს ის ნატოში გაწევრიანებას - ბუნდოვანი დაპირებების დრო აღარაა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ნათელი პასუხი, თუ როგორ და როდის შეძლებს ის ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ მან ოსლოში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა.

02 ივნისი 2023, 20:54
მსოფლიო
ბლინკენი: უკრაინაში რუსეთის ომი სტრატეგიული მარცხია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი სტრატეგიული მარცხია, რამაც შეამცირა რუსეთის გავლენა და ინტერესები მომდევნო წლების განმავლობაში.

02 ივნისი 2023, 20:48
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძის თქმით, საქართველომ ინფლაციური გამოწვევა უკვე დაძლია, ხოლო დანარჩენი მსოფლიოსთვის ეს საკითხი დიდ გამოწვევად რჩება
„ფართო რეგიონისა და ევროპის ქვეყნებში ჩვენ ვხედავთ რომ ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლები ფიქსირდება და ზოგადად ამ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პოლიტიკა მიმდინარეობს ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველომ უკვე დაიწყო მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა“.

02 ივნისი 2023, 20:26
საზოგადოება
დაჩი ცაგურია: უნდა დასრულდეს მუდმივი შეურაცხყოფა იმ ღირებულებებისა და ძალიან ძვირფასის, რაც ქართველისთვის არის ფასდაუდებელი
უნდა დასრულდეს მუდმივი შეურაცხყოფა იმ ღირებულებებისა და ძალიან ძვირფასის, რაც ქართველისთვის არის ფასდაუდებელი, - ამის შესახებ მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ მხარდამჭერმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა.

02 ივნისი 2023, 20:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროპას ნამდვილად ვაჩვენეთ, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია - სტატუსის არმინიჭების მიზეზი არ არსებობს
ახლა დარჩენილია მთავარი ნაბიჯი - პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს. აქ საუბარი მხოლოდ სტატუსის მინიჭებაზე აღარ უნდა იყოს, საუბარი უნდა იყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე.

02 ივნისი 2023, 20:04
სამართალი
სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო
სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო.

02 ივნისი 2023, 20:01
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
„ნაპოლის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

02 ივნისი 2023, 19:53
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია პრემიერ-მინისტრის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებს.

02 ივნისი 2023, 19:41
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ბოლო დღეებში ერთდროულად გაჟღერდა საქართველოს პრემიერისა და რომის პაპის იდენტური ვარაუდები: უკრაინაში ომის დაწყება შესაძლოა ინსპირირებული იყო რუსეთისთვის NATO-ს აღმოსავლეთით არგაფართოების დაპირების დარღვევით
არანაკლებად მნიშვნელოვანი იყო ამ ბოლო დეკადის შემდეგი მოვლენებიც. ერთდროულად გაჟღერდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რომის პაპ ფრანცისკოს იდენტური ვარაუდები: უკრაინაში ომის დაწყება შესაძლოა, ინსპირირებული იყო რუსეთისთვის NATO-ს აღმოსავლეთით არგაფართოების დაპირების დარღვევით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

02 ივნისი 2023, 19:36
მსოფლიო
ზელენსკი: გვესმის, რომ არ ვიქნებით ნატოს წევრი, ვიდრე ომი მიმდინარეობს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ესმის, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, ვიდრე ომი გრძელდება.

02 ივნისი 2023, 19:32
ეკონომიკა
თამაზ გაიაშვილი: ქართული ოპოზიცია და მათი რუპორი მედიასაშუალებები გაჰყვირიან, რომ ჩვენ რუსეთის ეკონომიკას ვეხმარებით - ავიაკომპანია, რომლის განკარგულებაში სულ ოთხი თვითმფრინავია, რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს
1-ელ ივნისს ოპოზიციური მედიის მიერ შექმნილი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, თითქოს, თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა უკრაინის მთავრობამ, გადაჭარბებულია, – ამის შესახებ “ჯორჯიან ეირვეისის” საფრენოსნო დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

02 ივნისი 2023, 19:30
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე სააკაშვილზე: „ალასანიას დიეტაზე“ დასმული და „ვივამედში“ 2-ოთახიან პალატაში წამოწოლილი ომისთვის მზადებას მოგვიწოდებს, რუსეთთან 3 ომის მერე, კიდევ ომს უსურვებს საქართველოს, მეორე ფრონტის გახსნას და სისხლისმღვრელ ომს
„ალასანიას დიეტაზე“ დასმული და „ვივამედში“ 2-ოთახიან პალატაში წამოწოლილი ომისთვის მზადებას მოგვიწოდებს, რუსეთთან 3 ომის მერე, კიდევ ომს უსურვებს საქართველოს, მეორე ფრონტის გახსნას და სისხლისმღვრელ ომს! -ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ „იმედინიუსს“ განუცხადა. .

02 ივნისი 2023, 19:28
ეკონომიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომელიც სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

02 ივნისი 2023, 18:56
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: არ გამოვიდა შიმშილობა, არ გამოვიდა ავადმყოფობა, ახლა კი ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სააკაშვილის ნებისმიერი აქტივობა მიცვალებულის თავის წამოწევას ემსგავსება, არ გამოვიდა შიმშილობა, ავადმყოფობა, ახლა ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა.

02 ივნისი 2023, 18:55
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ომამდე გაყიდა მიხეილ სააკაშვილმა - კოდორი, სამაჩაბლო ქართველი ბიჭების სისხლს გაატანა და ეს მის სინდისზეა
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის - ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად“.

02 ივნისი 2023, 18:50
მსოფლიო
ზელენსკი: კონტრშეტევა ფილმი არ არის, მიჭირს იმის თქმა, როგორ დაინახავთ თქვენ კონტრშეტევას - მთავარია, რომ რუსეთი ამას ხედავს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის შედეგი უნდა იყოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და როცა ეს მოხდება, ეს იქნება ხელშესახები.

02 ივნისი 2023, 18:26
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა პარიზში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

02 ივნისი 2023, 18:25
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ წელს აჭარა კიდევ უფრო მეტად ღირსეულად დახვდება ზაფხულის ტურისტულ სეზონს
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ წელს აჭარა კიდევ უფრო მეტად ღირსეულად დახვდება ზაფხულის ტურისტულ სეზონს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, სხვა რეგიონებშიც ფაქტობრივად დასრულებულია ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადება.

02 ივნისი 2023, 18:23
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ჯაბანი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მორიგ ტრაგიკომიკურ ილუზიებშია, ახლა აღარ „კვდება“ და აღარ „ხმება“ ეს ბოროტი ქოსატყუილა?
ჯაბანი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მორიგ ტრაგიკომიკურ ილუზიებშია. თურმე ჩვენი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისთვის ჩამბარებელს, ახლა ზელენსკისთან ერთად მდინარე ფსოუზე მოუნდა საქართველო-უკრაინის საზღვრის გავლება, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.