04 მაისი 2023, 16:18 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: უნდათ გადაფარონ ქართველი სამართალდამცველების უდიდესი წარმატება, რადგან მათ მოახერხეს ის, რაც ჩვენზე ბევრად ძლიერმა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს

უკვე გამოიკვეთა, რომ მასალებზე წვდომა უნდათ, მაგრამ გარდა ამისა, არსებობს დიდი ინტერესი, რომ რამენაირად ჩაერთონ გამოძიებაში, ხელი შეუშალონ, თვითონ წამოიღონ ეს მასალები და გადაფარონ ქართველი სამართალდამცველების უდიდესი წარმატება, იმიტომ, რომ მათ მოახერხეს ის, რაც ჩვენზე ბევრად ძლიერმა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ კითხვის პასუხად განუცხადა.

მისი თქმით, ეს ურთულესი საქმეა, ბევრ ქვეყანაში იციან, რომ არსებობს ქოლცენტრები, მაგრამ გამოვლენას ვერ ახერხებენ, ქართველმა სამართალდამცველებმა კი ეს შეძლეს და როდესაც წარმატებით მიდის გამოძიება, ახლა ითხოვენ კომისიას.

„ბევრი მიზეზი არსებობს საიმისოდ, რატომაც უნდათ ქოლცენტრების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნა. მათ პირველ რიგში უნდათ გადაფარონ ქართველი სამართალდამცველების უდიდესი წარმატება. არ დაგვავიწყდეს, რომ ამაზე რთულად გამოსაძიებელი საქმე და დასამტკიცებელი ბრალდება, რომელიც შეიძლება იყოს, ბევრის დასახელება ალბათ გაგვიჭირდება. ურთულესი საქმეა, ბევრ ქვეყანაში იციან, რომ არსებობს ქოლცენტრები, მაგრამ გამოვლენას ვერ ახერხებენ, ქართველმა სამართალდამცველებმა ეს შეძლეს. ზოგ შემთხვევაში გერმანელ და ჩვენს ევროპელ სხვა მეგობრებთან და ამ ქვეყნების სამართალდამცველებთან ერთად, რიგ შემთხვევებში დამოუკიდებლად და აღმოფხვრეს უამრავი დანაშაული. ბოლო წლების განმავლობაში მიდის ინტენსიური მუშაობა ქართველი სამართალდამცველების მხრიდან და პრაქტიკულად აღარ არსებობს ქოლცენტრები, თუკი სადმეა, ამაზე დღესაც გრძელდება მუშაობა. ამ ყველაფერს დაემატა ჩვენი ევროპელი მეგობარი ქვეყნების სამართალდამცველებთან ერთად მუშაობა, კიდევ დაემატა საქმეები, უამრავი ბრიფინგი ჩატარდა, უამრავი ქოლცენტრი გამოვლინდა, ლიკვიდაცია მოხდა, დააკავეს უამრავი ადამიანი. ამ ფონზე, როდესაც გამოძიება კიდევ მიმდინარეობს, სადმე კუდები ხომ არ არის და შეიძლება იყოს კიდეც დარჩენილი, ამის აღმოფხვრა მოხდეს, ახლა მოიგონეს, რომ თურმე ამ ძალიან კვალიფიციურმა ქართველმა სამართალდამცველებმა და მათთან ერთად ევროპელებმა კი არ უნდა გამოიძიონ, თურმე ჩვენ უნდა დავდგეთ და ვიძიოთ, რითაც ხელი უნდა შევუშალოთ. რა დამატებით ბენეფიტზეა საუბარი, უფრო კარგად რა უნდა გამოიძიო, მეტი იცი, მეტად ჩაყვები სიღრმეში თუ რა, ერთადერთი, შეიძლება ხელი შეუშალო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ქოლცენტრების შესახებ კომისია, არ ემსახურება ჭეშმარიტების დადგენას.

„ვიცით, რომ „ნაცმოძრაობის“ საკმაოდ მსხვილი ფლანგი გამოიკვეთა. ჯერ სად იყო „ბიბისი“-ს გამოძიება, როდესაც ქართველი სამართალდამცველები ამ კვალს დაადგნენ, ხომ იყო ბრიფინგზეც ლაპარაკი, რა კვალზე იყო დამდგარი გამოძიება? უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება. რაც მთავარია, ქოლცენტრების შესახებ კომისია, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არ ემსახურება რაიმე ჭეშმარიტების დადგენას. ჭეშმარიტების დადგენისთვის ვინც იბრძვის და ვისაც აქვს კვალიფიკაცია, კომპეტენცია, პრაქტიკაში გვაჩვენეს განსაკუთრებით ქართველებმა, ჩვენმა გმირმა პოლიციელებმა თუ სხვა უწყებების წარმომადგენლებმა, ვნახეთ ძალიან კარგად, პროკურატურა, ფინანსური, სუს-ის სამსახურები ჩართულები იყვნენ ერთობლივად და უამრავი წვრილი და მსხვილი თემა გახსნეს ამ მიმართულებით. რამენაირად ხელი უნდა შეუშალონ, ამოქექონ, რა არის იქ და რაზეც არ აქვთ წვდომა მათ ბრალდებულებს და მის ადვოკატებს, იქ უნდა ჩაიხედონ, ხელი შეუშალონ და რაც მთავარია, გადაფარონ ეს წარმატება. ხელშეშლა და წარმატების გადაფარვა ქართველი სამართალდამცველების არის მთავარი მიზეზი, სხვა მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს მათ ამ მკაფიო გამოხატვას კომისიის შექმნაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

28 მაისი 2023, 00:43

ტექნოლოგიები

წყნარ ოკეანეში 5000-მდე სახეობის აქამდე უცნობი წყლის არსება აღმოაჩინეს. ფოტოები

მეცნიერებმა წყნარი ოკეანის ფსკერზე აპარატი ჩაუშვეს, რომელიც დისტანციურად იმართება. სწორედ ამის შედეგად აღმოაჩინეს მათ ეს ახალი სახეობები.

28 მაისი 2023, 00:19

პოლიტიკა

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა სასამართლოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე კიდევ ერთხელ იმსჯელა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა, სასამართლოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე კიდევ ერთხელ იმსჯელა.

თამარ გაბუნია

27 მაისი 2023, 23:44

ჯანდაცვა

თამარ გაბუნია: ჩუტყვავილას შემთხვევების მატება გასული წლის შუა პერიოდიდან აღინიშნება, ესეც გარკვეულწილად პანდემიის მიმდინარეობას უკავშირდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უმეტეს შემთხვევაში ჩუტყვავილა მსუბუქად მიმდინარეობს, სიმპტომების დამძიმების შემთხვევაში კი ოჯახის ექიმმა უნდა მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჩუტყვავილას შემთხვევების მატება გასული წლის შუა პერიოდიდან აღინიშნება.

ილია ღუდუშაური

27 მაისი 2023, 23:16

საზოგადოება

ილია ღუდუშაური დევნილ ოჯახებზე: ისინი, ვინც არიან ქირით ან იმყოფებიან კომპაქტურ დასახლებაში, სრულიად დაკმაყოფილდებიან შემდეგი 3 წლის განმავლობაში

ის პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ეხება იმ ოჯახებს, რომლებსაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდებათ საცხოვრებელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

გურამ გურამიშვილი; კონსტანტინე-გაბრიელ ბუნდუკი

27 მაისი 2023, 22:51

ეკონომიკა

გურამ გურამიშვილმა რუმინელ კოლეგასთან საქართველოსა და რუმინეთის ნავსადგურებს შორის შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები განიხილა

საქართველოსა და რუმინეთის ნავსადგურებს შორის შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე-გაბრიელ ბუნდუკთან. შეხვედრა ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

ოლაფ შოლცი

27 მაისი 2023, 22:16

მსოფლიო

გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი გაყინულ, ხანგრძლივ კონფლიქტში არ უნდა გადაიზარდოს

გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერება მიუღებელია, რადგან ამ შემთხვევაში ომი გაყინულ, ხანგრძლივ კონფლიქტად გადაიქცევა და რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნების შესაძლებლობა მიეცემა. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მიხეილ სარჯველაძე

27 მაისი 2023, 21:45

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: საზოგადოება რაღაც ეტაპზე მიხვდება, რომ დღეს ოპოზიცია მუშაობს იმაზე, რომ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი ჩააგდონ

ჩვენ არ დაგვიწესებია, რომ მაინც და მაინც ეს ხუთი ადამიანია, ვისაც მხარი უნდა დაუჭიროს ოპოზიციამ. უნივერსალურად სამართლიანი პირობა შევთავაზეთ - დაასახელეთ კანდიდატთა გარკვეული სიმრავლე და მოგვეცით საშუალება, რომ იქიდან ავარჩიოთ. ეს არ გააკეთა ოპოზიციამ, მოტივი ერთადერთია - რომ ამ პუნქტის შესრულება ჩავარდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ იუსტიციის საბჭოს სრულად დაკომპლექტების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

27 მაისი 2023, 21:18

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას მეუღლესთან ერთად დაესწრო.

მიხეილ სარჯველაძე

27 მაისი 2023, 21:09

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: იმ მედიასაშუალებების ან პოლიტიკოსების, რომლებსაც პუტინის ნათქვამის უაპელაციოდ სჯერათ, გასაგონად ვიტყვი, რომ რუსეთთან ვაჭრობის გაჩაღების, გაღრმავების ინიციატივა რა თქმა უნდა ეკუთვნის ნაცმოძრაობას

„განსხვავებით ნაცმოძრაობისგან, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არასდროს არ გამოსულა ინიციატივით ამ მიმართულებით რომ გაეღრმავებინა და გაეუმჯობესებინა ურთიერთობები. ჩვენი ძალისხმევა ყოველთვის მიმართული იყო სხვა პარტნიორებისა და ახალი ეკონომიკური ბაზრების მოძიებისკენ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

27 მაისი 2023, 20:49

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი ამოცანა იყო, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო ზეპარტიული, თუმცა, სამწუხაროდ ამ ამოცანას ის ვერ ასრულებს - ფადი ასლის განცხადებებს რომ ემსგავსება პრეზიდენტის განცხადებები, უხერხულობა ცხადია არის

ბუნებრივია, არავის სჯერა, რომ პროტოკოლურ წესებთან არის დაკავშირებული პრობლემა. ვფიქრობ ადგილი აქვს სხვა განწყობების დემონსტრირებას და ეს საკითხი ამისთვის არის მომიზეზებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 26 მაისის ღონისძიებაზე პროტოკოლის დარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

დავით ქართველიშვილი

27 მაისი 2023, 20:05

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რუსეთ - უკრაინის ომში პეკინმა „დაიბევა“ მედიატორის ფუნქცია და თავისი „სერვისის“ განახლებისთვის - „უკეთესი" მომავლის მოლოდინშია

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ლი ჰუეის ევროპული ტურნე იმის მანიშნებელია რომ პეკინი ცდილობს მედიატორის ფუნქცია შეასრულოს რუსეთ - უკრაინის ომში.

დავით ქართველიშვილი

27 მაისი 2023, 19:28

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოსთან მიმართებით ჩვენი დასავლური „საპარტნიორო“ ველიდან არაოფიციალურ სანქციებს დიდი ხანია აქვს ადგილი და არა მხოლოდ შვეიცარიის საბანკო სისტემის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით

დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საბანკო სისტემა Barclays-ის და ბრიტანეთის დანარჩენი ბანკების მხრიდან ეს ანტიქართული სანქციები დიდი ხანია შემოღებულია online გადარიცხვების სფეროში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ალექსანდრე ლომთათიძე

27 მაისი 2023, 19:12

საზოგადოება

პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, ალექსანდრე ლომთათიძის ცხედარს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში, საქართველოში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი ჩამოასვენეს, რომელსაც ხვალ, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

27 მაისი 2023, 18:37

სამართალი

პროკურატურამ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 1 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო 3 პირს დანაშაულის შეუტყობინებლობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ორ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო ერთ პირს დანაშაულის დაფარვის მუხლებით წარუდგინა.

27 მაისი 2023, 18:28

სამართალი

რატი ბრეგაძემ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჰააგის კონვენციას მოაწერა ხელი

იუსტიციის მინისტრმა სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვის საკითხები ჰააგის კონფერენციის წარმომადგენლებთან განიხილა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

27 მაისი 2023, 18:27

მსოფლიო

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების გადამწყვეტი ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე ერთი დღე რჩება

გადამწყვეტ რბოლაში ერთმანეთს ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოპოზიციის ლიდერი ქემალ კილიჩ დაროღლუ უპირისპირდებიან.

27 მაისი 2023, 18:26

სამართალი

ქობულეთში 20 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

მათი თქმით, მთავარმა დამნაშავემ ქვეყანა გამოძიების დაწყებამდე დატოვა. საქმეზე დაკავებულია სამი პირი, ერთს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

ბაჩო ოდიშარია

27 მაისი 2023, 18:05

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: კრემლის აგენტმა, ლიაკა ხოშტარიამ, დედა მიუგზავნა ირაკლი კობახიძეს აუზზე - ეს არის კასტა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ღირებულებითი სისტემა

როგორც ოდიშარია აღნიშნავს, ეს არის კასტა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ღირებულებითი სისტემა, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნონ და ყველაფერზე არიან წამსვლელები.

მეუფე შიო (მუჯირი)

27 მაისი 2023, 17:41

საზოგადოება

მეუფე შიო: სასიხარულოა, რომ ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, ვხედავთ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ისეთი კავშირის გამოვლინებას, რომელიც ზრუნავს ჩვენი ერის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისთვის

დღეს გვინდა გაგაცნოთ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ვითარება, საქართველოს საპატრიარქოს მიერ საწყის ეტაპზე (ამ მიმართულებით) შესრულებული სამუშაოები და ასევე ჩვენი სამომავლო ხედვა და გეგმები, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გელათის სარეაბილიტაციო პროცესის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

27 მაისი 2023, 17:36

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ვეყრდნობით საუკეთესო ევროპულ მიდგომას, საერთაშორისო სტანდარტებს და ამ მიდგომაში ჩვენ გვაქვს მყარი და არგუმენტირებული პოზიციები

იქ, სადაც არსებობს ინტერესი, რომ საქმიანად ვიმსჯელოთ, არგუმენტები გავუზიაროთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.