www.imedi.ge /  08 მაისი 2023, 09:35 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: პარტიული ტელევიზიები ხელისუფლების „სასტიკ აგრესორებად“ პოლიციელებზე თავდამსხმელი ახალგაზრდების „გმირებად“ წარმოჩენით საზოგადოებაში თესავენ იდეას, რომ თუ ბრძოლის მიზანი „ნათელია“, ყველაფერი დასაშვებია

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

2013 წლიდან საპროტესტო აქციებთან ხელისუფლების დამოკიდებულებამ ცივილიზებული სახე მიიღო, როდესაც პოლიციელები აგრესიული მომიტინგეების მიმართ მაქსიმალურად ცდილობენ, დაშალონ ან განარიდონ კონკრეტულ კრიტიკულ ადგილებს ისე, რომ მათ ფიზიკური დაზიანებები არ მიაყენონ, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ნორმაა, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ხელისუფლების მიზანი იყო არა საპროტესტო მონაწილეების დაშლა, არამედ თითოეული მათგანის დასჯა.

კაკაბაძე ასევე ყურადღებას ამახვილებს პარტიული ტელევიზიების მიერ ე. წ. „ნათელი“ მიზნებით საზოგადოებისთვის „ტვინების გამორეცხვის“ ხანგრძლივ პროპაგანდაზე, რაც ემსახურება იმ აზრის დამკვიდრებას, რომ მიზნის მიღწევისთვის ყველაფერი დასაშვებია, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მკვლელობაც. ნანა კაკაბაძის განცხადებით, ამ ფონზე, 30 აპრილს გამართული აქცია, რადიკალურად განსხვავებული იყო.

„მიტინგები და მომიტინგეები

1988 წლებიდან დაიწყო საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები, აქედან მოყოლებული, ჩემი თაობის ახალგაზრდობა, შეიძლება ითქვას, მიტინგებზე გავიზარდეთ. არა თუ გავიზარდეთ, არამედ დავქალდით, დავკაცდით და დავბერდით კიდეც, ამიტომ საპროტესტო აქციების ქართული თავისებურებები ჩვენს თვალწინ და ჩემი თაობის მონაწილეობით ყალიბდებოდა.

ასე ჩამოყალიბდა დუნე (ანუ ხელოვნურად შეკოწიწებული), საშუალო (კარგად ორგანიზებული, თუმცა პარტიული შინაარსის მქონე საპროტესტო აქციის) და ბუნებრივად მაღალი საპროტესტო მუხტის მიტინგების ნაირსახეობები.

მიტინგის ამ ბოლო ფორმას საქართველოში იშვიათად ვხვდებით, მაგრამ ის ყველაზე ხარისხიანი და გარკვეული შედეგის მომტანია.

შეიძლება გავიხსენოთ 9 აპრილი, 23 ნოემბერი, 7 ნოემბერი და ზოგიერთი სხვა თარიღი, როდესაც საპროტესტო აქციები გამოირჩეოდნენ მასობრიობით, გულწრფელობით და შედეგიანობით. შედეგები ზოგ შემთხვევაში შესაძლოა იმწუთიერი არ იყო, მაგრამ ასეთი სახის საპროტესტო აქციებს საბოლოო ჯამში დიდი ცვლილებები მოჰქონდა ქვეყნის ცხოვრებაში.

საპროტესტო აქციები ყველა დემოკრატიული ქვეყნის ცხოვრების ნორმაა, ყველა დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლებას უხდება ხოლმე პერიოდულად ზღვარგადასული სიმწვავის საპროტესტო აქციების ძალისმიერი მეთოდებით დაშლა, თუმცა, რაც სააკაშვილის მმართველობის 9-წლიან პერიოდში გადაიტანა ქართულმა საზოგადოებამ, ეს ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელი ნონსენსია. მხედველობაში გვაქვს ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიზანს საპროტესტო აქციის მონაწილეების არა დაშლა, არამედ დასჯა წარმოადგენდა. სააკაშვილის ხელისუფლების ნოუ-ჰაუ იყო ის გადაწყვეტილებები, რომ მიტინგის მონაწილეები კი არ გაეფანტათ და დაეშალათ, არამედ პირიქით, მათთვის ყველა გასასვლელი ჩაეკეტათ, მიტინგის ყველა მონაწილე ჯერ ეცემათ, ხოლო შემდეგ დაეკავებინათ. ცემაში გარდაცვლილი მშვიდობიანი მომიტინგეების ცხედრები სახურავებზე შემოელაგებინათ. სააკაშვილის და მხოლოდ ნაცების რეჟიმს უკავშირდება საქართველოში, მიტინგის დარბევის გაგრძელებად, თავისუფალი და დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ("იმედი"ს)დარბევა.

2013 წლიდან საპროტესტო აქციებთან ხელისუფლების დამოკიდებულებამ ცივილიზებული სახე მიიღო, როდესაც პოლიციელები აგრესიული მომიტინგეების მიმართ მაქსიმალურად ცდილობენ, დაშალონ ან განარიდონ კონკრეტულ კრიტიკულ ადგილებს ისე, რომ მათ ფიზიკური დაზიანებები არ მიაყენონ.

თუმცა, პროვოკაციის მიზნით საპროტესტო აქციაზე გამოსული ყველაზე აგრესიული ნაწილი ამით ხშირად ბოროტად სარგებლობს და ახერხებს ფიზიკური დაპირისპირებების პროვოცირებას, ხოლო თუ ამას აღწევენ, შემდეგ ერთვება მათი პროპაგანდისტული პარტიული ტელევიზიები, რათა ხელისუფლება „სასტიკ აგრესორებად“, ხოლო პოლიციელებზე თავდამსხმელი ახალგაზრდები „გმირებად“ და „პატრიოტებად“ წარმოაჩინონ. ამით ისინი საზოგადოებაში თესავენ იდეას, რომ თუ ბრძოლის მიზანი ნათელია (ე. წ. „ნათელი“ მიზნებით „ტვინების გამორეცხვისთვის“ მანამდე ცალკე ხანგრძლივ პროპაგანდას მიმართავენ), მაშინ ყველაფერი დასაშვებია - „ბოროტი ხელისუფლების“ წარმომადგენელთა და დამცველთა მკვლელობაც კი.

ამ ფონზე ხელისუფლების მომხრეთა საპროტესტო აქციები რადიკალურად განსხვავებულია. ვიღაცა იტყვის, ხელისუფლების მომხრეებმა რა საპროტესტო აქციები უნდა მოაწყონ ან ვის უნდა მოუწყონო? ჩვენ ადრეც ვწერდით, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ყოველთვის არ ნიშნავს ძალაუფლების ქონას და ხდება ხოლმე, როდესაც ხელისუფლების მომხრეები სწორედ ძალაუფლების მქონეთა წინააღმდეგ აწყობენ საპროტესტო აქციებს. ამის მაგალითი იყო თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე 30 აპრილს გამართული ხალხმრავალი მიტინგი. ყველა ნიუანსის გათვალისწინებით (ცუდი ამინდი, დიდი მნიშვნელობის მქონე საფეხბურთო მატჩი და სხვ.) აღნიშნულ მიტინგზე მართლაც მოულოდნელად ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა და რაც უნდა იქირქილონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომ ეს იყო ადმინისტრაციული რესურსით მობილიზებული ხალხი, თვითონაც კარგად იციან, რომ ეს ასე არ იყო. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ასე შეაფასა აქცია:

„აქ იყვნენ აკადემიკოსები, პროფესორები, ლექტორები, ექიმები, ბიზნესმენები, ფერმერები, გლეხები, პედაგოგები, ხელოვანები, სტუდენტები, პენსიონერები, ვეტერანები, ოფიცრები, სპორტსმენები, რეგიონების ინტელიგენცია... ეს ის ხალხია, ვინც აქციებზე არ დადის, ზოგიერთი პოლიტიკას საერთოდ არ ადევნებს თვალს, თავისი საქმე აქვთ, დროს კი ძირითადად ოჯახს და მეგობრებს უთმობენ. ასეთი ამ შეკრებაზე დაახლოებით 2/3 იყო. ეს ის ხალხია, ვინც თავისი ავტორიტეტით, სანაცნობო წრით ქვეყანაში არჩევნების ბედს წყვეტს. თუ გახსოვთ, სააკაშვილი ბიძამისს ლიფტში რომ ესაუბრება საშუალო კლასი არ მიჭერს მხარსო და ეგენი წყვეტენ არჩევნების ბედსო - აი, ზუსტად ეს ხალხი იყო აქციაზე.

ეს კი მკაფიო გზავნილი იყო შიდა თუ გარე ძალების მიმართ, რომ ხალხს არ სურს ომი, ხალხი არ დაუშვებს ხელისუფლების ძალისმიერ ცვლილებას, ხალხი დამანგრეველი იდეოლოგიის წინააღმდეგია. აქციამ ხელისუფლებასთან სიტუაციური მოკავშირეობის მდგომარეობა, ომში ჩათრევის საფრთხის სრულ განეიტრალებამდე, გამოაცხადა. დღეს ხალხს, ხელისუფლების გარდა, დამცველი არ ჰყავს, ამავე დროს ხელისუფლებას არ ჰყავს დამცველი, ხალხის გარდა. ამ ვითარებაში ხელისუფლებამ გონივრული ნაბიჯები უნდა გადადგას და შეასრულოს აქციაზე დაყენებული მოთხოვნები. ხოლო თუ მაინც მოხდება ხელისუფლების ძალისმიერი ცვლილების მცდელობა და ჩვენ დავინახეთ ასეთი სცენარის რეალობა, ძალაუფლებას ხელში ხალხი აიღებს“.

ვფიქრობთ, ეს შეფასება და პროგნოზი ყველაზე ახლოს არის რეალობასთან, რაც ყველამ კარგად უნდა გაიგოს და გაითვალისწინოს“, - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

ყველა სიახლე

01 ივნისი 2023, 19:34

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

„შეხვედრისას ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგზე, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობასა და ყველა იმ გამოწვევაზე, რის წინაშეც დგას საქართველო დღეს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში. შვედეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენი შვედი კოლეგისგან ეს მხარდაჭერა მივიღეთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

01 ივნისი 2023, 19:20

მსოფლიო

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალის მიწოდების გეგმას

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალის მიწოდების გეგმას. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 19:09

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკა იმ ძალისგან, რომელმაც ომი ვერ აიცილა, დაკარგა და რუსეთს ჩააბარა ჩვენი ტერიტორიები

მთავარი მინდა ვთქვა, ასეთ ვითარებაში, როცა ჩვენი ქვეყანა არის თავად ოკუპირებული, თავად თავისი გამოწვევები აქვს და აქვს გაცხადებული მიზანი, რომ გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი, ამ დროს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რომ ასეთი არასერიოზული ბრალდებებით ასაჩუქრებენ, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამწუხარო - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა,

იენს სტოლტენბერგი

01 ივნისი 2023, 19:05

მსოფლიო

სტოლტენბერგი: თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, მსოფლიო უფრო სახიფათო გახდება

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ სანდო ზომები უნდა იყოს მიღებული, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის უსაფრთხოება ომის დასრულების შემდეგ.

თამარ ჩიბურდანიძე

01 ივნისი 2023, 18:52

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: პოზიტიური გზავნილები ევროპიდან ოპოზიციას არ მოეწონებოდა, ისინი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან

რა იქნება სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ოპოზიციის შემდეგი ქმედება, არ ვიცით, თუმცა ალბათ ხვდებიან, რომ ბოლო ორდღიანმა მნიშვნელოვანმა ევროპულმა სამიტებმა ცხადყო ერთი რამ - თავად ევროპამ აღიარა, რომ საქართველო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:51

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი სურვილი, ჩვენი მოტივაცია მოიტანს კონკრეტულ შედეგებს და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ ჩვენი ქვეყანა ევროპასთან და ნატოსთან

თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე კონკრეტული ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ან იგივე ნატოს გზაზე, ეს ვართ ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:50

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ მხარს დაგვიჭერენ, როცა იქნება განხილვა ჩვენი საკითხის. ისინი აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ

„ისინი აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ესმით ძალიან კარგად, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. მიმაჩნია, რომ ძალიან რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით ეს რეალობა“, - განაცხადა პრემიერმა.

01 ივნისი 2023, 18:48

საზოგადოება

ნათია მერებაშვილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრს ესტუმრა და პროკურატურის თანამშრომლების სახელით საჩუქრები გადასცა

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, პროკურატურის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრს ესტუმრა და საჩუქრები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:46

პოლიტიკა

პრემიერი: მე ერთი რამ მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ომში მყოფ ქვეყანას - მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან, დესტრუქციულ ოპოზიციასთან.

01 ივნისი 2023, 18:44

რეგიონი

წყალმომარაგების კომპანიამ ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში ღონისძიება გამართა

„პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, აშენდება წყლის სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგურები, ჭაბურღილები, რეზერვუარები. ასევე, მოეწყობა წყალარინების ქსელი, ჩატარდება კოლექტორების რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაოები და აშენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა“.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:41

საზოგადოება

პრემიერი: ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ევროპის ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება,მოგვანიჭონ სტატუსი - წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი უსამართლობა

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროპელი კოლეგები მის იმ მოსაზრებასაც ეთანხმებიან, რომ 2008 წლის ომს მაშინდელმა მსოფლიომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია, რაც შეცდომა იყო და ამ შეცდომის შედეგებს ვიმკით დღესაც.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 ივნისი 2023, 18:37

მსოფლიო

ზელენსკი: თუ უკრაინელებმაც კი ჯერ კიდევ ვერ მიიღეს მკაფიო დადებითი პასუხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ, სხვების იმედები სრულიად გაურკვეველი ხდება

თუ უკრაინელებმაც კი, რომლებიც სისხლით ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას თავისუფლებისა და ერთიანი ევროპის ღირებულებებისადმი, ჯერ კიდევ ვერ მიიღეს მკაფიო დადებითი პასუხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ, სხვების იმედები სრულიად გაურკვეველი ხდება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

01 ივნისი 2023, 18:36

საზოგადოება

ლევან ჩაკვეტაძემ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს 1 ივნისი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აფხაზეთის ოკუპირებული

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:36

საზოგადოება

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ღონისძიების სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. მან სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ახალგაზრდებისთვის საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებით ცოდნის გაღრმავების მიმართულებით გეგმავს.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:35

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობით, სტაბილურობით და კეთილდღეობის პერსპექტივით

ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის კონტროლირებადი საზღვარი თითქმის 600 კილომეტრამდეა, კონტროლირებადი, არაკონტროლირებადი არის 300 კილომეტრამდე და ჩვენ ამის გამო ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ეს 300 კილომეტრიც დავიბრუნოთ და გახდეს შესაძლებელი და რეალობად ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გაერთიანება და დეოკუპცია მშვიდობიანი გზით და ამაზე მგონი, არც ერთ ნორმალურ ადამიანს კითხვა არ გაუჩნდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:35

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: კიდევ ერთხელ აღვნიშნე კოლეგებთან, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია ჩვენს ომს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია

კიდევ ერთხელ აღვნიშნე კოლეგებთან, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია ჩვენს ომს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანებების სამიტზე გამართული შეხვედრების შემდეგ ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:34

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვფიქრობ, ჩვენი სურვილი, მოტივაცია მოიტანს კონკრეტულ შედეგებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა კიდევ უფრო დავაახლოოთ ქვეყანა ევროპასა და ნატოს

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე კონკრეტული, ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ან იგივე, ნატოს გზაზე, ეს ვართ ჩვენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:32

პოლიტიკა

პრემიერი: ბინძური კამპანია, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოეს, ერთი სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილებით ჩამოირეცხა - სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობა არის მართალი და სააკაშვილი - მტყუანი

„სააკაშვილის ოჯახმა მილიონობით დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და იმიჯი დაეზიანებინათ. მე ამის ახსნა დამჭირდა ევროპელ კოლეგებთან, რომ სააკაშვილი არ ვაწამეთ, არ მოვწამლეთ და ა.შ. ამ ყველა ბრალდებაზე ძალიან მარტივი და ამავდროულად ძალიან ძლიერი პასუხი გაეცა სტრასბურგის გადაწყვეტილების შედეგად“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:28

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მე ახალი არაფერი მითქვამს - სულ რამდენიმე დღის შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ბრატისლავაში, მანაც სხვა ფორმულირებით, უბრალოდ სიტყვა ნატოს მაგივრად თქვა ევროპული ოჯახი

მე ახალი არაფერი არ მითქვამს, ამას ამბობდნენ და იმეორებდნენ მათ შორის ჩვენი ომის შედეგაც. სულ რამდენიმე დღის შემდეგ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ბრატისლავაში, თუ არ ვცდები იმავე დარბაზში და იგივე თქვა, უბრალოდ სხვა ფორმულირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განაცხადა.

01 ივნისი 2023, 18:25

საზოგადოება

საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ მირიან კულულაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) თავმჯდომარის მოადგილემ მირიან კულულაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Pia.ge ავრცელებს. მისი გადადგომა სავარაუდოდ უკავშირდება ბოლოდროინდელ კორუფციულ სკანდალს და აუდიტის დასკვნას, რომელშიც სერიოზულ ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი.