ზაზა შათირიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი თავისი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით და სიბრძნით არ დაუშვებს ერისთვის ფიზიკურად და სულიერად დამღუპველი [ლიბერალური] იდეოლოგიის გამარჯვებას

ზაზა შათირიშვილი
ფოტო: Facebook
დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი თავისი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით და სიბრძნით არ დაუშვებს ერისთვის ფიზიკურად და სულერიად დამღუპველი [ლიბერალური] იდეოლოგიის გამარჯვებას, - ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილის წერს.
„ევროპარლამენტში გამართულმა გამოფენამ, რომლის არაფორმალური სათაური იყო „სექსუალური გეი იესო“, კიდევ ერთხელ გამოავლინა ოლიგარქიული ოჯახების მიერ შექმნილი ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის ნამდვილი არსი და მიზნები. ამ იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან. სინამდვილეში, მისი მიზანია შეარყიოს ყველა ის საყრდენი, რომელსაც, ამ შემთხვევაში, ევროპისა და ევროპული ერების იდენტობა ეფუძნება. ამ საყრდენთა შორის ისტორიულად ყველაზე ძლიერი სწორედ ქრისტიანობაა და აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ოლიგარქიული ოჯახების მტრული სტრატეგიის მთავარი სამიზნე სწორედ ქრისტიანობა და ქრისტიანული დოგმებია.
ლგბტ პროპაგანდასთან ერთად, იმავე მიზანს ემსახურება სამეფო ოჯახების წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაციები. ამის მაგალითი იყო ესპანეთის მეფის წინააღმდეგ აგორებული კორუფციული სკანდალი, ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მეგან მარკლის გამოჩენა, რაზეც უინძორებმა, საბედნიეროდ, დროული რეაგირება მოახდინეს და სხვ. იმავე მიზანს ემსახურება მრავალრიცხოვანი სკანდალები კათოლიკურ ეკლესიაში, რომლებიც მისი რეპუტაციის შერყევასა და დასუსტებას ისახავს მიზნად.
ევროპულ იდენტობას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მიგრაციული სქემები, რომელთა მეშვეობით ავთენტურ ევროპულ მოსახლეობას თანდათანობით აზიელი და აფრიკელი მიგრანტები ანაცვლებენ. რამდენიმე ათეული წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაზე კონსერვატიულ სახელმწიფოში - დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრი ინდოელი, ხოლო ლონდონის მერი და შოტლანდიის პირველი მინისტრი პაკისტანელები იქნებოდნენ. ევროპის დიდი ქალაქების უმრავლესობის მოსახლეობაში ადგილობრივებს უკვე უცხოელი მიგრანტები ჭარბობენ, რაც ევროპას ძალიან მალე მისი ავთენტური სახის სრულად დაკარგვას უქადის. აგენტოკრატიის პირობებში, ევროპულ საზოგადოებებს ამ გარედან თავსმოხვეულ პრობლემასთან დაპირისპირების არავითარი რესურსი არა აქვთ.
ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევა ამერიკაში ლგბტ პირთა შესახებ. ამ კვლევამ აჩვენა, რომ საკუთარ თავს ლგბტ პირად 42 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 2,5 პროცენტი ასახელებს, თუმცა, 26-41 წლის ასაკის მოსახლეობაში აღნიშნული მაჩვენებელი 11 პროცენტს, ხოლო 18-25 წლის ასაკის მოსახლეობაში - 20 პროცენტს შეადგენს. ფსევდოლიბერალები და ლგბტ აქტივისტები წლების მანძილზე გვიმტკიცებდნენ, რომ პროპაგანდით ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე ზემოქმედება შეუძლებელი იყო. თუმცა, ამერიკული კვლევა და ლგბტ პირთა სწრაფად მზარდი სტატისტიკა სრულიად საპირისპიროს ადასტურებს. თუ ოლიგარქიული ოჯახების ჩანაფიქრი მსოფლიო მოსახლეობის ათჯერ შემცირების შესახებ აქამდე ვინმეს არარეალურად ეჩვენებოდა, ლგბტ პირების ამერიკული სტატისტიკის გაცნობის შემდეგ, წესით, საკუთარი აზრი სერიოზულად უნდა შესცვლოდა.
ფაქტია, რომ ოლიგარქიულ ოჯახებს საკუთარი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით ყველაფერი ჰაქსლისა და ორუელის მიერ „საოცარ ახალ სამყაროსა“ და „1984-ში“ აღწერილი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ მიჰყავთ. თუ ფსევდოლიბერალური იდეოლოგია კონსერვატიზმის ახალმა ტალღამ არ ჩაანაცვლა, ევროპის დეგრადაცია და იდენტობის მოშლა, რაც საბოლოოდ ევროპის კეთილდღეობის საყრდენის მორყევასაც გამოიწვევს, გარდაუვალი იქნება. ასეა თუ ისე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ოლიგარქიული ოჯახებისა და ფსევდოლიბერალების მანკიერი გეგმების მსხვერპლი ჩვენი ქვეყანა არ გახდეს. ამისათვის, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ზეწოლასთან გამკლავება, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას წინ უნდა აღვუდგეთ და უცხოელ აგენტებს საქართველოში მისი შემდგომი გავრცელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი თავისი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით და სიბრძნით არ დაუშვებს ერისთვის ფიზიკურად და სულიერად დამღუპველი იდეოლოგიის გამარჯვებას“, - წერს ზაზა შათირიშვილი.
ყველა სიახლე

01 ივნისი 2023, 13:21
პოლიტიკა
გივი მიქანაძე საქართველოში ვატიკანის ელჩს შეხვდა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ვატიკანის ელჩს საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

01 ივნისი 2023, 13:20
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველომ პირველი წარმატებული მედიაცია განახორციელა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ 2021 წელს, მხარს ვუჭერთ ქვეყნებს შორის სამშვიდობო დიალოგსა და მოლაპარაკებებს
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგსა და მოლაპარაკებებს.

01 ივნისი 2023, 13:19
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის სავაჭრო ობიექტი, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ასე არ უყურებს ადამიანების ციხეში ყოფნა-არყოფნის საკითხს
დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი არ უყურებს ადამიანებს და მათი ციხეში ყოფნა-არყოფნის საკითხს, რომ ადამიანის თავისუფლება იცვლებოდეს რამეზე, რაც არ უნდა მიზანი იყოს, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას უკავშირდებოდა.

01 ივნისი 2023, 13:14
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ვერც ომის დროს „მოკლენ“ გვერდში მყოფი სარდლები და ვერც ახლა აქვთ ის ერთი ადგილი, პოლიციელს მიუახლოვდნენ და სახეში შესძახონ: „შე ძაღლო!“
ქართველიშვილი ეხმაურება გიორგი არველაძის განცხადებას და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, ხოლო არველაძე - ემიგრაციიდან შეურაცხყოფენ პოლიციელებს, მაგრამ არც ერთს ჰყოფნის გამბედაობა, პოლიციელს მიუახლოვდნენ და სახეში შესძახონ: „შე ძაღლო!“

01 ივნისი 2023, 13:12
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი გიორგი არველაძის განცხადებაზე: ისევ 2003 წელი ჰგონია, როცა პოლიციელებს ათას ბინძურ დავალებას აძლევდნენ და მათი დიდი ნაწილი დავალების არშესრულების გამო ისჯებოდა, ზოგიც თავს იკლავდა
„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის განცხადებას, რომელშიც მან პოლიციელებს „ძაღლობა“ უწოდა, სოციალურ ქსელში აფასებს

01 ივნისი 2023, 13:09
პოლიტიკა
ანალენა ბერბოკი: ნატო ვერ მიიღებს ახალ წევრებს, რომლებიც ომში არიან
ნატო ვერ მიიღებს ახალ წევრებს, რომლებიც ამჟამად ომში არიან ჩართული, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ოსლოში განაცხადა, სადაც ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ.

01 ივნისი 2023, 13:07
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია 3 ივნისს გაიმართება
როგორც თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ, აჰმეთ იენერმა განაცხადა, საბოლოო შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,18%-ი მიიღო

01 ივნისი 2023, 13:06
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ნირია - ვინც მათთან არ არის, მათი მტერია
გუშინ იყო ერთმანეთთან მტრების გასაუბრება, „ნაციონალური მოძრაობის“ ნირია და ამას ვერ იცვლიან, ვინც მათთან არ არის, მათი მტერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

01 ივნისი 2023, 13:03
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ჰქონდეს წინსვლა ევროკავშირთან დაახლოების მხრივ მიიღოს სტატუსი და არამხოლოდ სტატუსი, არამედ გაიხსნას მოლაპარაკება წევრობასთან დაკავშირებით
„თუკი ავიღებთ და შევადარებთ ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას და ამ მხრივ შევხედავთ საკითხს, რა თქმა უნდა, საქართველო არ არის მზად იმ დონეზე, რომ იყოს წევრი ევროკავშირის, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ჯერჯერობით კანდიდატობაზე“

01 ივნისი 2023, 13:00
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მიკ უოლესი: საქართველოს არ აინტერესებს ომი. საქართველოს მშვიდობა სურს. მიანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ნება მიეცით ხალხს, უცხოური ჩარევის გარეშე გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება
„საქართველოს არ აინტერესებს ომი. საქართველოს მშვიდობა სურს. მას სურს ჰქონდეს კარგი ურთიერთობა ყველასთან, განსაკუთრებით თავის მეზობლებთან. ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველომ საკუთარ სუვერენიტეტზე უარი უნდა თქვას? უნდა წაახალისონ ომი, მშვიდობის ნაცვლად? მიანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ნება მიეცით ხალხს, უცხოური ჩარევის გარეშე გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა უოლესმა.

01 ივნისი 2023, 12:57
საზოგადოება
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა და ევროპის საბჭომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გამართეს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა უფლებებისა და თანასწორობის თემაზე, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

01 ივნისი 2023, 12:52
საზოგადოება
გერმანიის გიოტინგენის უნივერსიტეტის სტუდენტები სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იმყოფებოდნენ
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს გიოტინგენის უნივერსიტეტის მცენარეთა პათოლოგიისა და მოსავლის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი და მოსავლის დაცვის სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი, გიოტინგენის უნივერსიტეტის 22 სტუდენტთან ერთად ესტუმრა.

01 ივნისი 2023, 12:47
საზოგადოება
ComCom-მა 2022 წელს რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა განაახლა
კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ComCom-მა მომხმარებლისთვის ინოვაციური მომსახურებების მიწოდებისა და ქვეყანაში თანამედროვე რადიოსიხშირული სისტემების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით

01 ივნისი 2023, 12:46
პოლიტიკა
კახა კალაძე: მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პლატფორმები ყველამ გამოიყენოს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს, როცა ქვეყანა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, უმაღლესი თანამდებობის პირებმა საერთაშორისო პლატფორმები საქართველოს ევროპული მომავლის გასამყარებლად უნდა გამოიყენონ. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

01 ივნისი 2023, 12:40
რეგიონი
ახალციხემ დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა
სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდა 400-მდე ვაკანსიას. ვაკანტური ადგილები წარმოდგენილია ისეთ სფეროებში, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, სასტუმრო ინდუსტრია, წარმოება, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტები და ა.შ.

01 ივნისი 2023, 12:38
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, განვამტკიცეთ და ქვეყანა მიგვყავს გაერთიანებისკენ
ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვსუსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება.

01 ივნისი 2023, 12:29
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველა სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში
სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველა სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა.

01 ივნისი 2023, 12:28
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირისა და არც ნატოს წევრი ქვეყანა და არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა, ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები
ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება.

01 ივნისი 2023, 12:25
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად არის
„ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, რომლებშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, მთავარი თემა იქნება უკრაინის ომი და უსაფრთხოების საკითხები ევროპის კონტინენტზე და მთელს მსოფლიოში ზოგადად. რა თმა უნდა, ასევე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ჩვენ უსაფრთხოებაზე. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე გვექნება საუბარი. დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს. ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ეროვნულმა პარტნიორებმა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

01 ივნისი 2023, 12:17
საზოგადოება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლებს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა უმასპინძლა
შეხვედრაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიადის“ თავმჯდომარემ, ოსმან თურანმა 2023 წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარებულთა დასახმარებლად შეტანილი