imedi /  10 მაისი 2023, 14:46 / სანდო წყარო

გივი მიქანაძე: ვატიკანში, მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა დააფიქსირეს ურყევი პოზიცია, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრობას იმსახურებს

გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ ვატიკანი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას.

„მივიღეთ სრული მხარდაჭერა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ვატიკანში, მაღალი რანგის თანამდებობის პირებმაც ცალსახად დააფიქსირეს ურყევი პოზიცია, რომ საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას და ვატიკანის მხრიდან იქნება ხელშეწყობა და მხარდაჭერა. ამიტომ, ვატიკანის პირველ პირებთან ვიზიტი უკვე წარმატებულია“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

იტალიაში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დაიწყო. დაგეგმილია შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან . ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდება.

ყველა სიახლე

გივი მიქანაძე

01 ივნისი 2023, 18:03

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: სამწუხაროა, მაგრამ როდესაც საქართველო თავის მაქსიმუმს აკეთებს, იმისთვის რომ უკრაინას მხარი დაუჭიროს, პრეზიდენტ ზელენსკის თუ სხვა მაღალჩინოსნებისგან გვესმის განცხადებები, რომლებიც ჯდება რადიკალური ოპოზიციის ნარატივში

„სამწუხაროა, მაგრამ ამის საპასუხოდ, როდესაც საქართველო თავის მაქსიმუმს აკეთებს, იმისთვის რომ უკრაინელ ხალხსა და უკრაინას ამ ურთულეს პერიოდში მხარი დაუჭიროს, პრეზიდენტ ზელენსკის თუ სხვა მაღალჩინოსნებისგან გვესმის განცხადებები, რომლებიც ჯდება იმ ნარატივში, რასაც საქართველოში რადიკალური ოპოზიცია ცდილობს რომ გააღვივოს. თუმცა, ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანი დავით არახამია მფარველი და დაკავშირებული პირი არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და დღესაც ვიცით, რომ ქართლი მართლმსაჯულების ძებნილი არაერთი პირი, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი დღეს უკრაინაში იკავებს მაღალ პოზიციებს“, - განაცხადა მიქანაძემ.

გია აბაშიძე

01 ივნისი 2023, 17:51

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ლაჩარმა სააკაშვილმა იალბუზზე რუსული დროშა ააფრიალა. სიმბოლური იყო, რომ „ვარდების რევოლუციის" 10 წლისთავზე ღალატის პარტია, „ნაციონალური მოძრაობა" ოკუპანტის დროშით იწონებდა თავს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აზიარებს „არქივი“-ს ვიდეოდან ნაწყვეტს და აღნიშნავს, რომ „ეს ვიდეო 2013 წელსაა გადაღებული. საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ლაჩარმა სააკაშვილმა იალბუზზე რუსული დროშა ააფრიალა.“

ლევან ნიკოლეიშვილი

01 ივნისი 2023, 17:44

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: ომიდან გაიქცა, სტრატეგიული ობიექტები რუსებს გადასცა და მყინვარწვერზე რუსული დროშის აფრიალების ინიციატორიც ეს ყოფილა

მყინვარწვერზე რუსული დროშის აფრიალების ინიციატორიც ეს ყოფილა...ჰოდა მარტივი კითხვა მაქვს, ვისაც სჯერა რომ სააკაშვილი რუსეთთან მეომარია, ჭკუის ნაკლებობას განიცდით თუ სინდის-ნამუსის?!- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ და აზიარებს „არქივი“-ს ვიდეოს, სადაც ასახულია მყინვარწვერზე გაშლილი რუსეთ-საქართველოს დროშები.

ირაკლი ბერაია

01 ივნისი 2023, 17:43

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია შვედეთის სამეფოს რიკსდაგის (პარლამენტის) თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბიორნ სოდერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და მის გავლენას საქართველოს და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

01 ივნისი 2023, 17:42

მსოფლიო

Bloomberg: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი საქართველოს ევროპასთან უფრო მეტად დააკავშირებს და გააძლიერებს მის როლს როგორც საიმედო სატრანზიტო ქვეყნის

სტატიაში საუბარია საქართველოზე, როგორც მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ცენტრზე, სადაც სულ უფრო სწრაფად ვითარდება განახლებადი და სუფთა ენერგია. სტატიის ავტორი ასევე საუბრობს საქართველოში შავი ზღვის ელექტროკაბელის მნიშვნელობაზე.

01 ივნისი 2023, 17:37

პოლიტიკა

ნინო წილოსანი სოფელ ნავაზის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

01 ივნისი 2023, 17:35

საზოგადოება

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გამარტივდა

1-ელი ივნისიდან, ბენეფიციარები საანალიზო-ტექნიკურ საშუალებებისა და მედიკამენტების მიღებას ერთდროულად შეძლებენ, პროგრამაში ჩართულ აფთიაქებში. გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას კი, პაციენტებს 11 სხვადასხვა დაწესებულება გაუწევს.

არჩილ მეფარიძე

01 ივნისი 2023, 17:33

სამართალი

მომღერალ არჩილ მეფარიძის ბრალდების საქმეზე პროკურატურის ორი მოწმე გამოიკითხა

მომღერალ არჩილ მეფარიძის ბრალდების საქმეზე პროკურატურის ორი მოწმე გამოიკითხა. ექსპერტებმა იმ დაზიანებებზე ისაუბრეს, რომელზეც დაზარალებული ქალი ამტკიცებს, რომ მომღერალმა მიაყენა.

01 ივნისი 2023, 17:31

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელ ლიდერებთან ერთად თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით - „უსაფრთხოება“, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა.

გიორგი ვოლსკი

01 ივნისი 2023, 17:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საკმაოდ გეგმაზომიერი, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, მათ შორის მედიასაშუალებების გამოყენებით, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

„რეალურად, მხოლოდ ეს ერთადერთი შედარება არ არის. ვფიქრობ, რომ საკმაოდ გეგმაზომიერი, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, მათ შორის მედიასაშუალებების გამოყენებით, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკოლოზ სამხარაძე

01 ივნისი 2023, 17:26

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბიორნ სოდერს შეხვდა, რომელიც იმავდროულად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელია.

01 ივნისი 2023, 17:17

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, ლუსია პუტრიხს შეხვდა

„შეხვედრისას, ვისაუბრეთ ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, ბიზნესებს შორის კავშირების ჩამოყალიბებისა და გაღრმავების შესაძლებლობებზე. ვისაუბრეთ თუ რა შეიძლება გავაკეთოთ როგორც პოლიტიკოსებმა ასევე, საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომელთაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ საქართველოსა და ევროკავშირს და საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. ასევე, ყურადღება გავამახვილეთ იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინებზე, რაც საქართველოს აქვს ევროკავშირისგან, რა როლი შეიძლება ითამაშოს გერმანიამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ფერნანდუ კოლორ დი მელუ

01 ივნისი 2023, 16:57

მსოფლიო

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს კორუფციისთვის პატიმრობა მიუსაჯეს

გამოძიების თანახმად, პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ,ფერნანდუ კოლორ დი მელუ სენატის წევრი იყო და ენერგეტიკული კომპანიისგან კონტრაქტების გაფორმების სანაცვლოდ, სოლიდურ ქრთამებს იღებდა.

ზურაბ ქადაგიძე

01 ივნისი 2023, 16:56

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: არაწევრ ქვეყნებს თუ უვიზო მიმოსვლა შეუჩერა ევროკავშირმა, გამოიწვევს უპრეცედენტო მასშტაბის ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას

არაწევრ ქვეყნებს თუ უვიზო მიმოსვლა შეუჩერა ევროკავშირმა, გამოიწვევს უპრეცედენტო მასშტაბის ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, რაც ავტომატურად ჩააყენებს ევროპას ცუდ მდგომარეობაში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ილია დარჩიაშვილი

01 ივნისი 2023, 16:28

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი ზელენსკის განცხადებაზე: ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან გაუგებარი შეფასებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით ოპონენტების ნარატივთან

არ ვიცი, გაუგებარი არის ალბათ მსგავსი ფორმულირებით საქართველოს ხსენება, ამ კონტექსტში. ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან გაუგებარი შეფასებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით ოპონენტების ნარატივთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

01 ივნისი 2023, 16:24

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

ილია დარჩიაშვილი

01 ივნისი 2023, 16:24

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: პრემიერი მეორედ მონაწილეობს EPC-ის სამიტში და ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ვისაუბროთ ერთი მხრივ ჩვენს გამოწვევებზე და მეორე მხრივ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე მეორედ მონაწილეობს ამ ფორმატში და ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ვისაუბროთ ერთი მხრივ ჩვენს გამოწვევებზე და მეორე მხრივ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, იმ საჭიროებებზე, რომელიც დღეს ქვეყანას უდგას ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

01 ივნისი 2023, 16:23

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ილია დარჩიაშვილი

01 ივნისი 2023, 16:18

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე: დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთ სწორ და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები

დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთ სწორ და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რაც სწორედ ამ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში არის ერთადერთი, მნიშვნელოვანი და აუცილებელი ყველას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

01 ივნისი 2023, 16:18

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი კიშინეუში იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობს. ფოტოგალერეა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. სამიტის პლენარული სესია გახსნა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ. მან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს სიტყვით მიმართა.