ილია დარჩიაშვილი: საქართველო რჩება ერთგული იმ პოლიტიკის, რომელიც ეხება საერთაშორისო სანქციებს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს

ილია დარჩიაშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისა და საქართველოსთან ფრენების აღდგენის თაობაზე არის მოსკოვის მიერ მიღებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.
პირველ რიგში, მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ გადაწყვეტილება რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიღებული დამოუკიდებელი იმასთან დაკავშირებით, რომ მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ფედერაციამ თავად მიიღეს საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში და ახლა შეცვალეს, ეს არის მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა და ნებისმიერი ქვეყანა წყვეტს თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ დააწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოხსნას. სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე” - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მან საზოგადოებას შეახსენა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთ-საქართველოს ომიდან მალევე, საქართველოს მხრიდან ცალმხრივად იქნა გაუქმებული სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, რაც იმ დროს არსებული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე სენსიტიური იყო „მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, როდის და რა რეჟიმში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომელმაც მოუხსნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო მიმოსვლა. ეს იქნა მიღებული სწორედ წინა ხელისუფლების დროს, ყველაზე დიდი და სენსიტიური საკითხი ამაში არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორი წლის თავზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ. ასე რომ, როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ ამ საკითხზე და მოქალაქეებისთვის ვიზების მოხსნა-დაწესების საკითხზე, მინდა, ყველას შევახსენო, რომ ის გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების დროს იქნა მიღებული 2010 წელს. დღეს ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მოუხსნას ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა”- განაცხადა დარჩიაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ამ საკითხის ჰუმანიტარულ ასპექტებზე და ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე, რომელთათვისაც აღნიშნული ნაბიჯი დაკავშირებულია მნიშვნელოვანი ყოფითი პრობლემების მოგვარებასთან, ამასთან საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ცალსახად აღნიშნა, რომ საქართველო თანმიმდევრულია ყველა იმ სანქციასთან მიმართებაში, რაც პარტნიორებს გააჩნიათ რუსეთთან მიმართებაში „რაც შეეხება საკითხს ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორ ჩანს ეს საკითხი ჩვენი ხელისუფლების თვალით დანახული - ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ყოველთვის არის ჩვენი საზრუნავი, მათ შორის ამ შემთხვევაში. მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელთაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, და სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი. რომელიც გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს და საშუალებას მისცემს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, მიმოსვლა და ურთიერთობა. ეს არის სწორედ ამ კონტექსტში და ჭრილში დანახული” -განაცხადა დარჩიაშვილმა.
მინისტრის თქმით საქართველო სრულად ერთგული რჩება საერთაშორისო პარტნიორების და იქნება მჭიდრო კოორდინაციაში პარტნიორებთან.
„ფრენებთან დაკავშირებით საქართველო რჩება ერთგული იმ პოლიტიკის რომელიც ეხება საერთაშორისო სანქციებს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს. გენერალურ სანქციებს რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია, და არაერთხელ ვსაუბრობთ. რაც შეეხება ორმხრივ ფორმატში არსებულ სანქციებს, ამაზე ცალსახად ითქვა და ეს არის ვაჭრობა რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან , ეს ვაჭრობა აქტუალურია დღეს მიმდინარეობს , შესაბამისად საქართველო ძალიან ღიად და ტრანსპარენტულად ახორციელებს ყველა სავაჭრო ოპერაციას და ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის აქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ეს მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი დამოკიდებულება სანქცირებულ ტვირთებთან დაკავშირებით ყოველთვის იყო ცალსახა და უფრო მეტიც, ჩვენ ამას ხშირად ვსაუბრობთ რომ პროაქტიულად საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის რომ არ მოხდეს გვერდის ავლა ნებისმიერ სანქციებთან დაკავშირებით და ამ კონტექსტშიც საქართველო იქნება ცალსახად ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. მე ვერ შემოვალ ტექნიკურ საკითხებში მაგრამ მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ დღეს თუ ქვეყანა ღიაა და მიმოსვლა არსებობს რუსეთის ფედერაციასთან საავტომობილო თვალსაზრისით და ეს მოცემულობა არის დღეს შესაბამისად ზედმეტი აჟიოტაჟი რომ მომეტებული რაოდენობა იქნება საქართველოში შემომავალი ვიზიტორების სრულიად გაუგებარია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ჩამოდიან საქართველოში და შესაბამისად ამ გადაწყვეტილებით უკვე საქართველოს მოქალაქეები ვისაც სურვილი აქვს რომ იმოგზაუროს თავის ახლობლებთან რუსეთის ფედერაციაში უკვე ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით”- განაცხადა მინისტრმა.
შეკითხვაზე - მოახდენს თუ არა მოსკოვის ეს ნაბიჯი გავლენას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, მინისტრის განცხადებით ყველა საკითხის 12 პუნქტიან რეკომენდაციასთან დაკავშირება არ არის სწორი, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა პარტნიორ ქვეყანასთან მიმართებაში ეს კითხვები არ არსებობს.
„არ შეიძლება ყველა საკითხი დავუკავშიროთ საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულებას. და მოვუწოდებ ყველა ჩვენს ოპონენტს და ნებისმიერ ადამიანს ვინც ნებისმიერი პროცესის წარმოჩენას ცდილობს საქართველოს მიერ 12 პუნქტის და პრიორიტეტის შესრულების კონტექსტში და ეს ცალსახად უნდა აღვნიშნოთ რატომ ხდება საქართველო ყოველთვის ობიექტი მსგავსი ტიპის შეფასებების გაუგებარია. მაშინ როდესაც მოლდოვა - ჩვენი მეგობარი და პარტნიორი რომელსაც აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ამ შემთხვევაში არ არსებობს კითხვები და რატომ შეიძლება საქართველოსთან დაკავშირებით გახდეს ეს კითხვის ნიშნის ქვეშ . ეს არის მიუღებელი საქართველო პირნათლად და მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ახორციელებს ევროინტეგრაციის პოლიტიკას ვიცით რომ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით გაგრძელდება მომავალშიც რადგან ჩვენთვის ევროინტეგრაცია ეს არის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი”- განაცხადა დარჩიაშვილმა.
ყველა სიახლე

02 ივნისი 2023, 22:34
საზოგადოება
რეგიონში პირველი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები პროფესიულ განათლებაში თსუ-ში ამოქმედდა
„პროგრამები შექმნილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ,,კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ და მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტის „პროფესიული განათლება და შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ (VoCasian) პროექტების მხარდაჭერით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

02 ივნისი 2023, 22:14
მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე: რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ უახლოეს დროში ეს არ მოხდება
ამერიკულ გაზეთ The Washington Post-თან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებას ვერ შეძლებს.

02 ივნისი 2023, 21:51
მსოფლიო
ინდოეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა
ინდოეთში ოდიშას შტატში ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მატარებლების შეჯახების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა.

02 ივნისი 2023, 21:23
მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: დადგა დრო, ნათლად ვუთხრათ უკრაინას, როგორ და როდის შეძლებს ის ნატოში გაწევრიანებას - ბუნდოვანი დაპირებების დრო აღარაა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ნათელი პასუხი, თუ როგორ და როდის შეძლებს ის ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ მან ოსლოში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა.

02 ივნისი 2023, 20:54
მსოფლიო
ბლინკენი: უკრაინაში რუსეთის ომი სტრატეგიული მარცხია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი სტრატეგიული მარცხია, რამაც შეამცირა რუსეთის გავლენა და ინტერესები მომდევნო წლების განმავლობაში.

02 ივნისი 2023, 20:48
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძის თქმით, საქართველომ ინფლაციური გამოწვევა უკვე დაძლია, ხოლო დანარჩენი მსოფლიოსთვის ეს საკითხი დიდ გამოწვევად რჩება
„ფართო რეგიონისა და ევროპის ქვეყნებში ჩვენ ვხედავთ რომ ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლები ფიქსირდება და ზოგადად ამ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პოლიტიკა მიმდინარეობს ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველომ უკვე დაიწყო მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა“.

02 ივნისი 2023, 20:26
საზოგადოება
დაჩი ცაგურია: უნდა დასრულდეს მუდმივი შეურაცხყოფა იმ ღირებულებებისა და ძალიან ძვირფასის, რაც ქართველისთვის არის ფასდაუდებელი
უნდა დასრულდეს მუდმივი შეურაცხყოფა იმ ღირებულებებისა და ძალიან ძვირფასის, რაც ქართველისთვის არის ფასდაუდებელი, - ამის შესახებ მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ მხარდამჭერმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა.

02 ივნისი 2023, 20:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროპას ნამდვილად ვაჩვენეთ, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია - სტატუსის არმინიჭების მიზეზი არ არსებობს
ახლა დარჩენილია მთავარი ნაბიჯი - პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს. აქ საუბარი მხოლოდ სტატუსის მინიჭებაზე აღარ უნდა იყოს, საუბარი უნდა იყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე.

02 ივნისი 2023, 20:04
სამართალი
სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო
სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო.

02 ივნისი 2023, 20:01
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
„ნაპოლის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

02 ივნისი 2023, 19:53
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია პრემიერ-მინისტრის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებს.

02 ივნისი 2023, 19:41
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ბოლო დღეებში ერთდროულად გაჟღერდა საქართველოს პრემიერისა და რომის პაპის იდენტური ვარაუდები: უკრაინაში ომის დაწყება შესაძლოა ინსპირირებული იყო რუსეთისთვის NATO-ს აღმოსავლეთით არგაფართოების დაპირების დარღვევით
არანაკლებად მნიშვნელოვანი იყო ამ ბოლო დეკადის შემდეგი მოვლენებიც. ერთდროულად გაჟღერდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რომის პაპ ფრანცისკოს იდენტური ვარაუდები: უკრაინაში ომის დაწყება შესაძლოა, ინსპირირებული იყო რუსეთისთვის NATO-ს აღმოსავლეთით არგაფართოების დაპირების დარღვევით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

02 ივნისი 2023, 19:36
მსოფლიო
ზელენსკი: გვესმის, რომ არ ვიქნებით ნატოს წევრი, ვიდრე ომი მიმდინარეობს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ესმის, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, ვიდრე ომი გრძელდება.

02 ივნისი 2023, 19:32
ეკონომიკა
თამაზ გაიაშვილი: ქართული ოპოზიცია და მათი რუპორი მედიასაშუალებები გაჰყვირიან, რომ ჩვენ რუსეთის ეკონომიკას ვეხმარებით - ავიაკომპანია, რომლის განკარგულებაში სულ ოთხი თვითმფრინავია, რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს
1-ელ ივნისს ოპოზიციური მედიის მიერ შექმნილი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, თითქოს, თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა უკრაინის მთავრობამ, გადაჭარბებულია, – ამის შესახებ “ჯორჯიან ეირვეისის” საფრენოსნო დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

02 ივნისი 2023, 19:30
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე სააკაშვილზე: „ალასანიას დიეტაზე“ დასმული და „ვივამედში“ 2-ოთახიან პალატაში წამოწოლილი ომისთვის მზადებას მოგვიწოდებს, რუსეთთან 3 ომის მერე, კიდევ ომს უსურვებს საქართველოს, მეორე ფრონტის გახსნას და სისხლისმღვრელ ომს
„ალასანიას დიეტაზე“ დასმული და „ვივამედში“ 2-ოთახიან პალატაში წამოწოლილი ომისთვის მზადებას მოგვიწოდებს, რუსეთთან 3 ომის მერე, კიდევ ომს უსურვებს საქართველოს, მეორე ფრონტის გახსნას და სისხლისმღვრელ ომს! -ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ „იმედინიუსს“ განუცხადა. .

02 ივნისი 2023, 19:28
ეკონომიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომელიც სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

02 ივნისი 2023, 18:56
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: არ გამოვიდა შიმშილობა, არ გამოვიდა ავადმყოფობა, ახლა კი ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სააკაშვილის ნებისმიერი აქტივობა მიცვალებულის თავის წამოწევას ემსგავსება, არ გამოვიდა შიმშილობა, ავადმყოფობა, ახლა ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა.

02 ივნისი 2023, 18:55
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ომამდე გაყიდა მიხეილ სააკაშვილმა - კოდორი, სამაჩაბლო ქართველი ბიჭების სისხლს გაატანა და ეს მის სინდისზეა
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის - ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად“.

02 ივნისი 2023, 18:50
მსოფლიო
ზელენსკი: კონტრშეტევა ფილმი არ არის, მიჭირს იმის თქმა, როგორ დაინახავთ თქვენ კონტრშეტევას - მთავარია, რომ რუსეთი ამას ხედავს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის შედეგი უნდა იყოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და როცა ეს მოხდება, ეს იქნება ხელშესახები.

02 ივნისი 2023, 18:26
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა პარიზში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.