15 მაისი 2023, 13:14 / სანდო წყარო

კელი დეგნანი: მესმის, რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული ფრენების აღდგენაზე, ქართველების უმეტესობა უფრო ბედნიერი იქნება, თუ პუტინი გაიყვანს ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან

კელი დეგნანი

კელი დეგნანი

მთავარი კითხვაა, რატომ უკეთებს პუტინი საქართველოს ამ „საჩუქარს“ ახლა, ვფიქრობ, ქართველების უმეტესობა უფრო ბედნიერი იქნება, თუ პუტინი გაიყვანს რუსულ ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, რათა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ელჩის თქმით, ესმის, რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვმუშაობდით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ფრენებზე რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს არის კომერციული გადაწყვეტილება, რომელსაც ავიაკომპანია უნდა დათანხმდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ და ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობაც იმავეს გააკეთებს.

მესმის, რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. მთავარი კითხვაა, რატომ უკეთებს პუტინი საქართველოს ამ „საჩუქარს“ ახლა. ვფიქრობ, რომ ქართველების უმეტესობა უფრო ბედნიერი იქნება, თუ პუტინი გაიყვანს რუსულ ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, რათა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და წაიღოს უკან აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება.

ეს არის უფრო კარგი ჟესტი, რომელიც იქნებოდა მნიშვნელოვანი ქართველებისთვის. პუტინი უფასოდ არაფერს გასცემს და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიკითხოთ, რატომ ჩუქნის ახლა ამას იმის ნაცვლად, რაც უფრო საჭირო იქნებოდა საქართველოსთვის. ეს კი იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების უკან წაღება და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. განსხვავება ამჟამინდელ სიტუაციასა და 2019 წელს შორის არის ის, რომ რუსეთი კვლავ შეიჭრა უკრაინაში და გააჩაღა სასტიკი, სისხლიანი ომი უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ, ბავშვების, სკოლების, საავადმყოფოების, კორპუსების წინააღმდეგ. ეს არის რუსეთის უპრეცედენტო შეჭრა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე, უკრაინის იდენტურობისა და სუვერენიტეტის აღმოსაფხვრელად. ეს არის მთავარი, რაც მოხდა 2019 წლის შემდეგ. არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე ჟესტს, საჩუქარს ქვეყნიდან, რომელიც არის სასტიკი აგრესორი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც უნდა დაისვას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველა სიახლე

02 ივნისი 2023, 22:34

საზოგადოება

რეგიონში პირველი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები პროფესიულ განათლებაში თსუ-ში ამოქმედდა

„პროგრამები შექმნილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ,,კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ და მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტის „პროფესიული განათლება და შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ (VoCasian) პროექტების მხარდაჭერით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბენ უოლესი

02 ივნისი 2023, 22:14

მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე: რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ უახლოეს დროში ეს არ მოხდება

ამერიკულ გაზეთ The Washington Post-თან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებას ვერ შეძლებს.

02 ივნისი 2023, 21:51

მსოფლიო

ინდოეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა

ინდოეთში ოდიშას შტატში ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მატარებლების შეჯახების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

02 ივნისი 2023, 21:23

მსოფლიო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: დადგა დრო, ნათლად ვუთხრათ უკრაინას, როგორ და როდის შეძლებს ის ნატოში გაწევრიანებას - ბუნდოვანი დაპირებების დრო აღარაა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ნათელი პასუხი, თუ როგორ და როდის შეძლებს ის ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ მან ოსლოში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა.

ენტონი ბლინკენი

02 ივნისი 2023, 20:54

მსოფლიო

ბლინკენი: უკრაინაში რუსეთის ომი სტრატეგიული მარცხია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი სტრატეგიული მარცხია, რამაც შეამცირა რუსეთის გავლენა და ინტერესები მომდევნო წლების განმავლობაში.

02 ივნისი 2023, 20:48

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძის თქმით, საქართველომ ინფლაციური გამოწვევა უკვე დაძლია, ხოლო დანარჩენი მსოფლიოსთვის ეს საკითხი დიდ გამოწვევად რჩება

„ფართო რეგიონისა და ევროპის ქვეყნებში ჩვენ ვხედავთ რომ ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლები ფიქსირდება და ზოგადად ამ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პოლიტიკა მიმდინარეობს ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველომ უკვე დაიწყო მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა“.

დაჩი ცაგურია

02 ივნისი 2023, 20:26

საზოგადოება

დაჩი ცაგურია: უნდა დასრულდეს მუდმივი შეურაცხყოფა იმ ღირებულებებისა და ძალიან ძვირფასის, რაც ქართველისთვის არის ფასდაუდებელი

უნდა დასრულდეს მუდმივი შეურაცხყოფა იმ ღირებულებებისა და ძალიან ძვირფასის, რაც ქართველისთვის არის ფასდაუდებელი, - ამის შესახებ მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ მხარდამჭერმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

02 ივნისი 2023, 20:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროპას ნამდვილად ვაჩვენეთ, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია - სტატუსის არმინიჭების მიზეზი არ არსებობს

ახლა დარჩენილია მთავარი ნაბიჯი - პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს. აქ საუბარი მხოლოდ სტატუსის მინიჭებაზე აღარ უნდა იყოს, საუბარი უნდა იყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე.

ბექა გრიგორიადისი

02 ივნისი 2023, 20:04

სამართალი

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო.

ხვიჩა კვარაცხელია

02 ივნისი 2023, 20:01

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

„ნაპოლის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ნიკოლ ფაშინიანი

02 ივნისი 2023, 19:53

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია პრემიერ-მინისტრის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

02 ივნისი 2023, 19:41

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბოლო დღეებში ერთდროულად გაჟღერდა საქართველოს პრემიერისა და რომის პაპის იდენტური ვარაუდები: უკრაინაში ომის დაწყება შესაძლოა ინსპირირებული იყო რუსეთისთვის NATO-ს აღმოსავლეთით არგაფართოების დაპირების დარღვევით

არანაკლებად მნიშვნელოვანი იყო ამ ბოლო დეკადის შემდეგი მოვლენებიც. ერთდროულად გაჟღერდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რომის პაპ ფრანცისკოს იდენტური ვარაუდები: უკრაინაში ომის დაწყება შესაძლოა, ინსპირირებული იყო რუსეთისთვის NATO-ს აღმოსავლეთით არგაფართოების დაპირების დარღვევით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 ივნისი 2023, 19:36

მსოფლიო

ზელენსკი: გვესმის, რომ არ ვიქნებით ნატოს წევრი, ვიდრე ომი მიმდინარეობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ესმის, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, ვიდრე ომი გრძელდება.

თამაზ გაიაშვილი

02 ივნისი 2023, 19:32

ეკონომიკა

თამაზ გაიაშვილი: ქართული ოპოზიცია და მათი რუპორი მედიასაშუალებები გაჰყვირიან, რომ ჩვენ რუსეთის ეკონომიკას ვეხმარებით - ავიაკომპანია, რომლის განკარგულებაში სულ ოთხი თვითმფრინავია, რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს

1-ელ ივნისს ოპოზიციური მედიის მიერ შექმნილი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, თითქოს, თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა უკრაინის მთავრობამ, გადაჭარბებულია, – ამის შესახებ “ჯორჯიან ეირვეისის” საფრენოსნო დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

ვლადიმერ ბოჟაძე

02 ივნისი 2023, 19:30

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე სააკაშვილზე: „ალასანიას დიეტაზე“ დასმული და „ვივამედში“ 2-ოთახიან პალატაში წამოწოლილი ომისთვის მზადებას მოგვიწოდებს, რუსეთთან 3 ომის მერე, კიდევ ომს უსურვებს საქართველოს, მეორე ფრონტის გახსნას და სისხლისმღვრელ ომს

„ალასანიას დიეტაზე“ დასმული და „ვივამედში“ 2-ოთახიან პალატაში წამოწოლილი ომისთვის მზადებას მოგვიწოდებს, რუსეთთან 3 ომის მერე, კიდევ ომს უსურვებს საქართველოს, მეორე ფრონტის გახსნას და სისხლისმღვრელ ომს! -ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ „იმედინიუსს“ განუცხადა. .

02 ივნისი 2023, 19:28

ეკონომიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომელიც სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

ლევან ნიკოლეიშვილი

02 ივნისი 2023, 18:56

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: არ გამოვიდა შიმშილობა, არ გამოვიდა ავადმყოფობა, ახლა კი ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სააკაშვილის ნებისმიერი აქტივობა მიცვალებულის თავის წამოწევას ემსგავსება, არ გამოვიდა შიმშილობა, ავადმყოფობა, ახლა ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა.

თამთა მეგრელიშვილი

02 ივნისი 2023, 18:55

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ომამდე გაყიდა მიხეილ სააკაშვილმა - კოდორი, სამაჩაბლო ქართველი ბიჭების სისხლს გაატანა და ეს მის სინდისზეა

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის - ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 ივნისი 2023, 18:50

მსოფლიო

ზელენსკი: კონტრშეტევა ფილმი არ არის, მიჭირს იმის თქმა, როგორ დაინახავთ თქვენ კონტრშეტევას - მთავარია, რომ რუსეთი ამას ხედავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის შედეგი უნდა იყოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და როცა ეს მოხდება, ეს იქნება ხელშესახები.

დავით სონღულაშვილი

02 ივნისი 2023, 18:26

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა პარიზში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.