www.imedi.ge /  16 მაისი 2023, 00:33 / სანდო წყარო

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე ორ კანონპროექტს და სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ შეთანხმებას პლენარულ სხდომაზე გასატანად მხარი დაუჭირეს

სურსათის ნარჩენად გადაქცევის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ხატია წილოსანმა გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტი სურსათის ნარჩენად გადაქცევის მინიმუმამდე დაყვანის პრევენციას ითვალისწინებს. მისივე თქმით, კანონპროექტზე მუშაობისას რამდენიმე ევროპული ქვეყნის გამოცდილების შესწავლა და საფრანგეთსა და ბელგიაში სასწავლო ვიზიტები განხორციელდა, ასევე შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართა ბიზნესის წარმომადგენლებთან.

კანონპროექტის თანახმად, ის ორგანიზაციები, რომლებიც სურსათის შეწირულობის მიზნით საქველმოქმედო საქმიანობას განახორციელებენ სპეციალურ რეგისტრაციას გაივლიან და „სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციის“ სტატუსით ისარგებლებენ.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ის საკანონმდებლო ცვლილებებიც გააცნო, რომელიც აღნიშნული კანონპროექტის მომზადებიდან გამომდინარეობს.

კომიტეტის სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებზე პრინციპების დონეზე ისაუბრა. ცვლილებების მიზანს ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა წარმოადგენს, რომელიც გააძლიერებს საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემას და შესაძლებელს გახდის, ყველამ მიიღოს სარგებელი, რომელიც სისტემის გამართულ ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული.

წარმოდგენილი კანონპროექტით ძალადაკარგულად ცხადდება მოქმედი კანონი და არსებითად იცვლება და ახლებურად რეგულირდება გეოგრაფიული აღნიშვნის სისტემა. კანონპროექტის მიერ დასარეგულირებელი სფეროს მნიშვნელობიდან გამომდინარე კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და მისი მნიშვნელობა აღნიშნეს.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული კანონპროექტების პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს. კომიტეტმა ასევე ერთსულოვნად მხარი დაუჭირა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებულ სასესხო შეთანხმებას, რომელიც აჭარის მყარი ნარჩენების პროექტის მეორე ფაზას შეეხება. როგორც საკითხის მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა და ნაგავსაყრელის ოპერირებისათვის საჭირო სათანადო აღჭურვილობის შეძენა, ასევე ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძველი ნაგავსაყრელების დახურვა.

ყველა სიახლე

ჟოზეფ ბორელი

01 ივნისი 2023, 20:17

პოლიტიკა

ჯოზეფ ბორელი: საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებაა

საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებაა, ააგონ პოლიტიკური სტაბილურობა, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

01 ივნისი 2023, 20:11

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღირშესანიშნაობები წელსაც საქართველოს დროშის ფერებით განათდა

ანკარაში, საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში პირველად განათდა თურქეთის სიდიდით მე-3 ქალაქის - იზმირის - მთავარი სიმბოლო, „ საათის კოშკი“, რომელზეც ასევე საქართველოს ეროვნული დროშა გამოისახა.

01 ივნისი 2023, 19:49

მსოფლიო

უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 484 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 992 - დაშავდა

უკრაინის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 484 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 992 - დაშავდა.

01 ივნისი 2023, 19:34

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

„შეხვედრისას ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგზე, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობასა და ყველა იმ გამოწვევაზე, რის წინაშეც დგას საქართველო დღეს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში. შვედეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენი შვედი კოლეგისგან ეს მხარდაჭერა მივიღეთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

01 ივნისი 2023, 19:20

მსოფლიო

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალის მიწოდების გეგმას

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალის მიწოდების გეგმას. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 19:09

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკა იმ ძალისგან, რომელმაც ომი ვერ აიცილა, დაკარგა და რუსეთს ჩააბარა ჩვენი ტერიტორიები

მთავარი მინდა ვთქვა, ასეთ ვითარებაში, როცა ჩვენი ქვეყანა არის თავად ოკუპირებული, თავად თავისი გამოწვევები აქვს და აქვს გაცხადებული მიზანი, რომ გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი, ამ დროს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რომ ასეთი არასერიოზული ბრალდებებით ასაჩუქრებენ, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამწუხარო - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა,

იენს სტოლტენბერგი

01 ივნისი 2023, 19:05

მსოფლიო

სტოლტენბერგი: თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, მსოფლიო უფრო სახიფათო გახდება

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ სანდო ზომები უნდა იყოს მიღებული, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის უსაფრთხოება ომის დასრულების შემდეგ.

თამარ ჩიბურდანიძე

01 ივნისი 2023, 18:52

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: პოზიტიური გზავნილები ევროპიდან ოპოზიციას არ მოეწონებოდა, ისინი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან

რა იქნება სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ოპოზიციის შემდეგი ქმედება, არ ვიცით, თუმცა ალბათ ხვდებიან, რომ ბოლო ორდღიანმა მნიშვნელოვანმა ევროპულმა სამიტებმა ცხადყო ერთი რამ - თავად ევროპამ აღიარა, რომ საქართველო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:51

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი სურვილი, ჩვენი მოტივაცია მოიტანს კონკრეტულ შედეგებს და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ ჩვენი ქვეყანა ევროპასთან და ნატოსთან

თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე კონკრეტული ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ან იგივე ნატოს გზაზე, ეს ვართ ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:50

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ მხარს დაგვიჭერენ, როცა იქნება განხილვა ჩვენი საკითხის. ისინი აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ

„ისინი აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ესმით ძალიან კარგად, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. მიმაჩნია, რომ ძალიან რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით ეს რეალობა“, - განაცხადა პრემიერმა.

01 ივნისი 2023, 18:48

საზოგადოება

ნათია მერებაშვილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრს ესტუმრა და პროკურატურის თანამშრომლების სახელით საჩუქრები გადასცა

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, პროკურატურის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრს ესტუმრა და საჩუქრები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:46

პოლიტიკა

პრემიერი: მე ერთი რამ მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ომში მყოფ ქვეყანას - მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან, დესტრუქციულ ოპოზიციასთან.

01 ივნისი 2023, 18:44

რეგიონი

წყალმომარაგების კომპანიამ ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში ღონისძიება გამართა

„პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, აშენდება წყლის სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგურები, ჭაბურღილები, რეზერვუარები. ასევე, მოეწყობა წყალარინების ქსელი, ჩატარდება კოლექტორების რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაოები და აშენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა“.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:41

საზოგადოება

პრემიერი: ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ევროპის ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება,მოგვანიჭონ სტატუსი - წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი უსამართლობა

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროპელი კოლეგები მის იმ მოსაზრებასაც ეთანხმებიან, რომ 2008 წლის ომს მაშინდელმა მსოფლიომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია, რაც შეცდომა იყო და ამ შეცდომის შედეგებს ვიმკით დღესაც.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 ივნისი 2023, 18:37

მსოფლიო

ზელენსკი: თუ უკრაინელებმაც კი ჯერ კიდევ ვერ მიიღეს მკაფიო დადებითი პასუხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ, სხვების იმედები სრულიად გაურკვეველი ხდება

თუ უკრაინელებმაც კი, რომლებიც სისხლით ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას თავისუფლებისა და ერთიანი ევროპის ღირებულებებისადმი, ჯერ კიდევ ვერ მიიღეს მკაფიო დადებითი პასუხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ, სხვების იმედები სრულიად გაურკვეველი ხდება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:36

საზოგადოება

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ღონისძიების სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. მან სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ახალგაზრდებისთვის საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებით ცოდნის გაღრმავების მიმართულებით გეგმავს.

01 ივნისი 2023, 18:36

საზოგადოება

ლევან ჩაკვეტაძემ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს 1 ივნისი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აფხაზეთის ოკუპირებული

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:35

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობით, სტაბილურობით და კეთილდღეობის პერსპექტივით

ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის კონტროლირებადი საზღვარი თითქმის 600 კილომეტრამდეა, კონტროლირებადი, არაკონტროლირებადი არის 300 კილომეტრამდე და ჩვენ ამის გამო ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ეს 300 კილომეტრიც დავიბრუნოთ და გახდეს შესაძლებელი და რეალობად ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გაერთიანება და დეოკუპცია მშვიდობიანი გზით და ამაზე მგონი, არც ერთ ნორმალურ ადამიანს კითხვა არ გაუჩნდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:35

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: კიდევ ერთხელ აღვნიშნე კოლეგებთან, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია ჩვენს ომს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია

კიდევ ერთხელ აღვნიშნე კოლეგებთან, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია ჩვენს ომს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანებების სამიტზე გამართული შეხვედრების შემდეგ ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:34

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვფიქრობ, ჩვენი სურვილი, მოტივაცია მოიტანს კონკრეტულ შედეგებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა კიდევ უფრო დავაახლოოთ ქვეყანა ევროპასა და ნატოს

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე კონკრეტული, ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ან იგივე, ნატოს გზაზე, ეს ვართ ჩვენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ჟურნალისტებს განუცხადა.