imedi /  16 მაისი 2023, 11:40 / სანდო წყარო

ალუდა ღუდუშაური: გიორგი ვაშაძე რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებდა, ბინა არ გაექირავებინათ რუსეთის მოქალაქეებზე, თავად იყო ჩართული ამ პროცესებში

ალუდა ღუდუშაური

ალუდა ღუდუშაური

გიორგი ვაშაძე რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებდა ბინა არ გაექირავებინათ რუსეთის მოქალაქეებზე, თავად იყო ჩართული ამ პროცესებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას რუსეთის ფედერაციისგან ცალმხრივად დადებული სანქციები ჰქონდა და ცალმხრივად მოეხსნა.

„ასეთ შემთხვევაში საქართველოს ალბათ, ერთადერთი გზა რჩება, რომ აეროპორტებში უნდა ჩავაყენოთ ალბათ, საპოლიციო დანაყოფები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც რაიმე ფორმით, ოჯახით არის დაკავშირებული და უნდა რუსეთის ფედერაციაში წავიდეს გამარტივებულად, ამ პირებს უნდა ავუკრძალოთ ეს და ვუთხრათ, რომ მესამე ქვეყნის გავლით უნდა წავიდნენ, ეს არის საფუძველს მოკლებული. გიორგი ვაშაძე რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებდა ბინა არ გაექირავებინათ რუსეთის მოქალაქეებზე, თავად იყო ჩართული ამ პროცესებში. თუ ვინმე რაიმეს აპროტესტებს, უნდა გესმოდეთ, რომ ასეთი პირები არიან ხოლმე სწორედ ამ ყველაფერში ჩართული“,- განაცხადა ღუდუშაურმა.

მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ცალმხრივია და ამასთან საქართველოს ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ ოპოზიციაში და განმარტავენ, რომ მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური კურსის გამო დაასაჩუქრა.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

08 ივნისი 2023, 23:28

ეკონომიკა

გიორგი ვოლსკი: მხოლოდ უკრაინის გავლით მხოლოდ გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში

მხოლოდ უკრაინის გავლით მხოლოდ გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

08 ივნისი 2023, 23:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ინტელექტუალური გუნდია, რომელსაც შეუძლია ღირსეული პასუხი გასცეს

აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ინტელექტუალური გუნდია, რომელსაც შეუძლია ღირსეული პასუხი გასცეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

08 ივნისი 2023, 23:06

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განაწესში იმყოფებოდა, მასზე მიმაგრებული საშტატო იარაღით.

08 ივნისი 2023, 22:12

მსოფლიო

CNN: უკრაინულმა ძალებმა ძლიერი წინააღმდეგობა და დანაკარგები განიცადეს რუსეთის თავდაცვის ხაზების გარღვევის მცდელობისას

ბოლო დღეებში რუსეთის თავდაცვის ხაზების გარღვევის პირველი მცდელობისას უკრაინულმა ძალებმა მძიმე ტექნიკისა და ჯარისკაცების დანაკარგები განიცადეს, ვინაიდან რუსეთის ძალების მხრიდან მოსალოდნელზე მეტ წინააღმდეგობას წააწყდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 ივნისი 2023, 22:00

რეგიონი

ბათუმის სტადიონი უძრავი ქონების ოსკარის მოლოდინშია

ბათუმის სტადიონი უძრავი ქონების ოსკარის მოლოდინშია. რამდენიმე საათში, ქალაქ მაიამიში გაირკვევა 2023 წლის ნომინაციებში გამარჯვებული საერთაშორისო პროექტების ვინაობა.

08 ივნისი 2023, 21:47

პოლიტიკა

ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ეხმაურება

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების მხრიდან საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელშიც, როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოყვანილი აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიანის მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადება.

იენს სტოლტენბერგი

08 ივნისი 2023, 21:15

მსოფლიო

სტოლტენბერგი: უნდა გავაძლიეროთ უკრაინის პოზიციები ბრძოლის ველზე - პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი

უნდა გავაძლიეროთ უკრაინის პოზიციები ბრძოლის ველზე, რათა უკრაინამ მიიღოს ომის შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გამარჯვებას და რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ეს ომი, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2023, 21:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას აქვს ფუნდამენტური პრობლემა - ის გამიჯნულია ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს

„მათ პოლიტიკაში ყველანაირ ინტერესს ამოიკითხავ, საქართველოსა და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესის გარდა. მანამ, სანამ ისინი ამ ინტერესს არ დაუბრუნდებიან, არ აღიარებენ და საკუთარი პოლიტიკის ნაცვლად არ აქცევენ, მანამდე გამორიცხულია მათ ნებისმიერი ხასიათის წარმატება ჰქონდეთ არჩევნებში. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელსაც არ უყურებენ და თვალს არ უსწორებენ. ისინი ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინტერესებს აღიარებენ გარდა საქართველოსა და ქართველი ხალხის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2023, 21:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველო შარშანაც იმსახურებდა სტატუსს, იმედი გვაქვს, ყველა გააცნობიერებს საკუთარ შეცდომას და მომავალში გადაწყვეტილებების მიღებას სხვა პასუხისმგებლობით მიუდგებიან

ვგულისხმობ იმ სამ რეზოლუციას ჩაწერილ დეზინფორმაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, სხვა პასუხისმგებლობით მიუდგებიან მომავალში გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2023, 20:56

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხი პრეზიდენტისგან ელოდება პასუხისმგებლიან ქცევას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მის უფლებამოსილებაში შედის

ქართველი ხალხი პრეზიდენტისგან ელოდება პასუხისმგებლიან ქცევას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მის უფლებამოსილებაში შედის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

08 ივნისი 2023, 20:49

მსოფლიო

მედია: შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატამ არ დაამტკიცა გეგმა, რომელიც მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში უკრაინისათვის 5 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას ითვალისწინებდა

შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატამ არ დაამტკიცა გეგმა, რომელიც მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში უკრაინისათვის 5 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას ითვალისწინებდა. ინფორმაციას ამის შესახებ შვეიცარიული მედია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2023, 20:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის როლი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველასთვის ცნობილია - დესტრუქცია, პოლარიზაცია, ძალადობისკენ წაქეზება

მიხეილ სააკაშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველასთვის არის ცნობილი - ეს იყო დესტრუქცია, პოლარიზაცია, ძალადობისკენ წაქეზება, ძალით ხელისუფლების შეცვლა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2023, 20:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველა ევროპარლამენტარს ერთ რამეს ვურჩევდი - სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს, მათ შორის ქალბატონმა კალიურანდმა

„ჩახედონ იმ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ამ სამ რეზოლუციაში იყო. დაფიქრდნენ, იქნებ, არის დრო, ქართველი ხალხის წინაშე საკუთარი შეცდომები გამოასწორონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

08 ივნისი 2023, 20:42

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: წინა სეზონი იყო - მოწამლეს, მოკლეს, აწამეს, აშიმშილეს, ახლა ახალი სერია იწყება - სააკაშვილი პრემიერად. ვნახოთ, ამ სერიალს სადამდე ექნება სიცოცხლისუნარიანობა

ახალი სერია იწყება - მიხეილ სააკაშვილი პრემიერად. ვნახოთ, ამ სერიალს სადამდე ექნება სიცოცხლისუნარიანობა, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

გიორგი ჩაკვეტაძე

08 ივნისი 2023, 20:33

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: „ქართული ოცნება“ 12-პუნქტიან დღის წესრიგზე მუშაობს, ოპოზიცია კი ამ პროცესში არ ფიგურირებს

„ქართული ოცნება“ 12-პუნქტიან დღის წესრიგზე მუშაობს, ოპოზიცია კი ამ პროცესში არ ფიგურირებს, - ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

08 ივნისი 2023, 20:32

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მე არ მსურს ვიხილო რუსეთის პოლიტიკის წარმატება. კერძოდ, რომ მან მიაღწიოს მიზანს და გააჩინოს დიდი ნაპრალი საქართველოსა და ევროკავშირს შორის

საქართველოს ევროპული პერსპექტივის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, როდესაც ეს მისწრაფება ათწლეულია გაცხადებულად მკაფიოა, არ არის სწორი - თანაც ახლა, როდესაც ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გადამწყვეტ მომენტზე ვდგავართ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ხატია წილოსანი

08 ივნისი 2023, 20:24

პოლიტიკა

ხატია წილოსანი: იმედი მაქვს, რომ შეფასების პროცესში ჩვენი ყველა მეგობარი ევროპაში მხედველობაში მიიღებს რეგიონში არსებულ რეალობას და მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს

გერმანიის კანცლერმა თქვა - ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე. იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება ამის რეალიზება და შეფასების პროცესში ჩვენი ყველა მეგობარი ევროპაში მხედველობაში მიიღებს რეგიონში არსებულ რეალობას და მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2023, 20:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საფრანგეთში ყველა შეხვედრაზე სრული მხარდაჭერა გვქონდა ჩვენს ევროპულ გზაზე - ხდება იმის ხაზგასმა, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებდა

საფრანგეთში ყველა შეხვედრაზე სრული მხარდაჭერა გვქონდა ჩვენს ევროპულ გზაზე. იმ საკითხს სხვადასხვა დედაქალაქში ბევრგან ვაწყდებით, როდესაც აბსოლუტური გაგება არის ჩვენი იმედგაცრუების კანდიდატის სტატუსის არმიღების გამო. ხდება იმის ხაზგასმა, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებდა. ასეთი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს - შარშან ივნისში გადაწყვეტილება იმდენად უსამართლო იყო, რომ ამის ახსნაც კი შეუძლებელი ხდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

დავით ქართველიშვილი

08 ივნისი 2023, 20:00

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მარინა კალიურანდის განცხადებები, რომელიც წარმოშობით რუსია, ჩემთვის აბსოლუტურად რუსული ნარატივია

მარინა კალიურანდის განცხადებები, რომელიც წარმოშობით რუსია და გვარად - რანიევსკაია, ჩემთვის აბსოლუტურად რუსული ნარატივია, - ამის შესახებ გადაცემაში „სტუდია N8“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

ნაჩო სანჩეს ამორი

08 ივნისი 2023, 19:45

პოლიტიკა

ნაჩო სანჩეს ამორი: დეპოლარიზაცია არ არის ის, რაც შეიძლება მხოლოდ მთავრობას მოვთხოვოთ

მისივე განცხადებით, თუკი ოპოზიციური პარტიები პოლარიზაციას ანიჭებენ უპირატესობას, ევრო ინსტიტუტებმა უნდა იმავენაირად უნდა დაადანაშაულონ ოპოზიცია, როგორც მთავრობა.