ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის ქვეყანა რომ ვაჭრობას ამცირებს რუსეთთან, დიდ ფინანსურ კომპენსაციას აძლევენ, ჩვენ ვინმე გვპირდება, რომ კომპენსაციას გაგვიკეთებს, თუ ეკონომიკური ემბარგოს ქვეშ მოვექცევით?

ირაკლი ქადაგიშვილი
ფოტო: არქივი
პარტნიორებმა უნდა დაინახონ და რეალურად შეაფასონ საქართველოს მდგომარეობა, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში შეკითხვას, როგორ შეაფასებს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს, სადაც ისინი პირდაპირ მიუთითებენ, რომ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზისთვის შეუსაბამოა.
„ევროკავშირის ქვეყანა რომ ვაჭრობას ამცირებს რუსეთთან და კიდევ საკითხავია, ვინ რამდენით შეამცირა და ვინ რამდენით გაზარდა, იმათ ამისთვის დიდ ფინანსურ კომპენსაციას აძლევენ. ყველა ფიქრობს საკუთარ ეკონომიკაზე. როცა დაინახეს, რომ უკრაინული ხორბალი და სოფლის მეურნეობის პროდუქტები საკუთარ ფერმერს პრობლემას უქმნიდა, პოლონეთმაც, უნგრეთმაც, სლოვაკეთმაც, ბულგარეთმაც და რუმინეთმაც შეწყვიტეს შესყიდვა და ხშირ შემთხვევაში, ტრანზიტით გატარებაც კი. ჩვენ ვინმე გვპირდება, რომ რამდენიმე მილიარდიან კომპენსაციას გაგვიკეთებს, თუ ეკონომიკური ემბარგოს ქვეშ მოვექცევით? ჩვენ ვინმე გვპირდება, რომ თუ რუსეთი სამხედრო პროვოკაციას მოაწყობს, აქ რამე დაცვითი მექანიზმები გვექნება? ჩვენ ამ დაპირებას არავინ არ გვაძლევს. საქართველოს წინაშე არც ერთ ალიანსს და არც ერთ კონკრეტულ სახელმწიფოს არ აქვს აღებული არანაირი ვალდებულება და არა სატელევიზიო განცხადება. ამიტომ, ჩვენ ვართ იმ პასუხისმგებლობის წინაშე, რომ რუსეთის ფედერაციისგან არ მივიღოთ ისეთი დარტყმები, რომლებიც ეკონომიკური უსაფრთხოების, პოლიტიკური, თუ სხვა სახით იქნება საქართველოსთვის უკიდურესად დამაზიანებელი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, თუ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოსთან მიმართებაში პატიოსნები არიან და მათ თუ სურთ, საქართველო ნამდვილად ევროკავშირის გზაზე მდგომი იხილონ, მაშინ, ამ ყველაფერს ანგარიში უნდა გაუწიონ.
„მათ კარგად იციან, რომ ამ ვითარებაში საქართველომ ერთხელაც არ გამოიყენა თავისი ტრანზიტული მდგომარეობა რუსეთში არასანქცირებული ტვირთის შესატანად და ა.შ. ამიტომ, ამ ყველაფერს გაგებით დამოკიდებულება სჭირდება. ეს ერთი ბეწო ქვეყანა, ასეთი საფრთხეების წინაშე მყოფი, არავისგან კონკრეტული ვალდებულებით, არაფრით რომ არ არის დაცული და ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას, არ გვინდა ესკალაციას მივაღწიოთ, ისეთ მდგომარეობას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება და, რომელიც ევროპულ პერსპექტივაზე საერთოდ ლაპარაკსაც კი გააჩერებს. ისინი ამბობენ, თუ სანქცირებული ფრენები იქნებაო. იციან კარგად, რომ სანქცირებული ფრენები არ იქნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ირაკლი ქადაგიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო უერთდება საერთაშორისო დონეზე დაწესებულ ყველა სანქციას და ქვეყანა არასდროს არ გახდება ამ სანქციების თავის არიდების ადგილი.
„მიუხედავად ოპოზიციის ორწლიანი დიდი მცდელობისა, რაც ფაქტობრივად, ეს ომი მიმდინარეობს, რომ საქართველოს ყოველკვირეულად ადანაშაულებენ ამაში, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ საქართველო მკაფიოდ დგას ამ საერთაშორისო შეთანხმების გვერდით, მაგრამ ჩვენ რუსეთს ვერ დავუწესებთ ორმხრივ სანქციას. ოპოზიცია ხომ ამბობს, რომ პუტინის ეს გადაწყვეტილება არის პროვოკაციული და გავყვეთ ამ ლოგიკას. თუ ჩვენ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ რა არის საქართველოს ამოცანა, რომ პროვოკაციას არ აჰყვეს, ხომ?! ჰუმანიზმზე არ ვლაპარაკობ, პრაგმატულ პოლიტიკაზე ვსაუბრობ, რასაც თვითონ იძახიან, რომ გადაწყვეტილება არის პროვოკაციული, ვეთანხმები და გავყვეთ ამ ლოგიკას. მათი ლოგიკით, იმათ სანქცია მოხსნეს, მაგრამ ჩვენ აქედან უნდა დავაწესოთ სანქცია და თუ რუსეთს ეს პროვოკაციისთვის უნდა, საქართველოს მხრიდან ამ სანქციის დაწესება ნიშნავს, რომ მას ხელ-ფეხი ეხსნება, რომ საქართველოს სხვა სანქციები დაუწესოს. ჩვენი მხრიდან რუსეთის რამე დასანქცირება რუსეთზე 0, 001%-იან ზეგავლენას იქონიებს, ხოლო რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების და პოლიტიკური, თუ სხვა სახის ზიანის მოყენების ძალიან დიდი სია გააჩნია. მაშინვე საშუალებას აძლევ რუსეთს, რომ საბაბი დაიჭიროს ხელში და საქართველოს ძალიან ბევრი სანქცია დაუწესოს, როგორც ეკონომიკური კუთხით, ასევე პოლიტიკური მიმართულებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციას პასუხისმგებლობა არაფერზე არ აქვს და ზოგადი ფრაზებით საუბრობს.
„ამბობენ, მიგაჩნიათ, რომ პუტინი ჰუმანისტიაო? თვითონვე დაამკვიდრებენ ამ უაზრო ფრაზას ხოლმე და მერე, ამ ფრაზის გარშემო, გინდა თუ არა, მიდის საუბარი, „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია თუ არ მიაჩნია პუტინი ჰუმანისტად. თვითონვე იგონებენ ამ რაღაც კლიშეებს და მერე ამ კლიშეებით უნდათ, შეტევა მოიტანონ საქართველოზე და „ქართულ ოცნებაზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ყველა სიახლე

04 ივნისი 2023, 09:01
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს დიპლომატიური მიმართულება თუ სურს, ჯარები უნდა გაიყვანოს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომის დიპლომატიური გზით დასრულება უნდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო დანაყოფები თავად უნდა გაიყვანოს, მანამდე სანამ უკრაინელები მათ ძალისმიერი გზებით გაათავისუფლებენ.

04 ივნისი 2023, 08:28
პოლიტიკა
„ჯორჯიან ეარვეისი“: 1-ელ ივნისს ოპოზიციური მედიის მიერ შექმნილი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, თითქოს, თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა უკრაინის მთავრობამ, გადაჭარბებულია
პირველ ივნისს ოპოზიციური მედიის მიერ შექმნილი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, თითქოს, თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა უკრაინის მთავრობამ, გადაჭარბებულია, - ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

04 ივნისი 2023, 00:52
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვულოცავ და გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ საპრეზიდენტო ვადას ჩვენი მეგობრული ერის ლიდერის რანგში
რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვულოცავ და გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ საპრეზიდენტო ვადას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

04 ივნისი 2023, 00:46
ტაბლოიდი
ამერიკელმა კაცმა შეცდომით ნაყიდი ლატარიის ბილეთით $50 000 მოიგო
მერილენდის შტატის 40 წლის მკვიდრის თქმით, ის ლატარიის მხოლოდ ერთი ბილეთის შეძენას აპირებდა, თუმცა შემთხვევით 2 იყიდა. მალე მან გაარკია, რომ სწორედ ამ უკანასკნელის წყალობით, 50 000 დოლარის მფლობელი გახდა.

04 ივნისი 2023, 00:28
მსოფლიო
ინდოეთის პრემიერმა სარკინიგზო ავარიაში დამნაშავეების დასჯის პირობა დადო
ინციდენტი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 2 ივნისს მოხდა და ბოლო 100 წლის განმავლობაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო ავარია გახდა.

03 ივნისი 2023, 23:56
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო
ინაუგურაციის ცერემონიას 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ სახელმწიფოს ლიდერები, პრემიერ-მინისტრები, ასევე მაღალი დონის დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

03 ივნისი 2023, 23:54
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს
დღეს უამრავი დელეგაცია სტუმრობს თურქეთის რესპუბლიკას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს იმყოფება აქ და ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

03 ივნისი 2023, 23:18
ეკონომიკა
რას ითვალისწინებს სატრანსპორტო რეფორმა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა „ქრონიკაში“ სატრანსპორტო რეფორმაზე ისაუბრა. მისი განმარტებით. ამ რეფორმის მთავარი მიზანია ამ სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევა და საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის მოწესრიგება.

03 ივნისი 2023, 22:45
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. რეკომენდაცია არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პოლიტიკოსებს, სახელმწიფო მეთაურებსა და ლიდერებს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს
„ბოსნიის მაგალითზე ვნახეთ, რომ მას შესრულებული არ ჰქონდა ის რეკომენდაციები, რომელიც მას მისცეს და მიუხედავად ამისა, შარშან დეკემბერში ბოსნიამ მაინც მიიღო სტატუსი. საბოლოო ჯამში რეკომენდაციების შესრულება მაინც მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ ყველას შევასრულებთ, რომელიც ევროკომისიამ მოგვაწოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებით სრულდება ყველა სამუშაო და ვამბობთ რომ იდეალური ქვეყანა და მეტი არაფერი გვჭირდება.

03 ივნისი 2023, 22:13
სპორტი
ინგლისის თასი „მანჩესტერ სიტიმ“ მოიგო
ანგარიში შეხვედრის მე-12 წამზე ილქაი გიუნდოგანმა გახსნა და „მანჩესტერ სიტი“ დააწინაურა. ეს ინგლისის თასის ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი იყო.

03 ივნისი 2023, 21:27
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: თუ ევროკავშირი მართლა სერიოზულად ფიქრობს გაფართოებასა და საქართველოზე, მათ შორის სამხრეთ კავკასიაზე, მაშინ ამ წელს კანდიდატის სტატუსი საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს
დიდი ხნის განმავლობაში, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში იყო ტექნიკური ნაბიჯი, რომელსაც ქვეყანა მიიღებდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა სვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

03 ივნისი 2023, 20:49
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე შოლცის ინიციატივაზე: ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დააყენეს საკითხი, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილება საჭიროა, ისინი ელოდებიან 36-წევრიან ევროკავშირს, რომელშიც საქართველოც მოიაზრება
ეს ახალი ინიციატივა არ არის. ამაზე გერმანელები დიდი ხანია საუბრობენ და შეიძლება მათ რამდენიმე ქვეყნის მხარდაჭერა ჰქონდეთ, მაგრამ გამორიცხულია, რომ ეს შემოდგომისთვის მოხდეს, რადგან ამას ხანგრძლივი პროცედურები სჭირდება და ასევე სჭირდება 27-ვე ქვეყნის თანხმობა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ინიციატივას გამოეხმიურა.

03 ივნისი 2023, 20:35
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ყველამ ვიცით, რატომ დაესხა თავს რუსეთი უკრაინას და ყველამ ვიცით, რატომ დაესხა რუსეთი თავის დროზე საქართველოს - ეს იყო ჩვენი და უკრაინის სურვილი, რომ გავწევრიანებულიყავით ნატოში
სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ე.წ. ჰედლანების ეპოქაში - როდესაც ადამიანები კითხულობენ ჰედლაინს და მერე არ უღრმავდებიან იმის უღრმავდებიან, მის უკან რა არის და კონკრეტულად, რა კონტექსტში იყო ესა თუ ის წინადადება ან მოსაზრება, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

03 ივნისი 2023, 19:56
მსოფლიო
სოციალ-დემოკრატების შეხვედრაზე დემონსტრანტებმა ოლაფ შოლცს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს და „ომის წამქეზებელი“ უწოდეს
ინციდენტი ბერლინთან ახლოს მოხდა. ოლაფ შოლცის გამოსვლის დროს აქციის მონაწილეები ლოზუნგებით „ომის წამქეზებელი“ და „მშვიდობა იარაღის გარეშე“ სკანდირებდნენ.

03 ივნისი 2023, 19:51
რეგიონი
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთ წლამდე ბავშვი ემსხვერპლა
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა. რის შედეგადაც 1 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.

03 ივნისი 2023, 19:19
კულტურა
მწერალთა სახლში მერვე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
მწერალთა სახლში მერვე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას 16 სხვადასხვა ქვეყნის 22 ავტორი, ქართველი მწერლები და პოეტები, ასევე საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

03 ივნისი 2023, 18:54
რეგიონი
გორში მარათონული გარბენი გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან თემურ ხუბულურთან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გორში მარათონული გარბენში მიიღო მონაწილეობა.

03 ივნისი 2023, 18:25
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: მათი არჩეული სტრატეგიაა, რეკომენდაციების შესრულებას, ევროინტეგრაციას ხელი შეეშალოს იმისთვის, რომ ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას და გამოიყენონ პოლიტიკურ ბატალიებში
„თუკი დღეს არჩეული გვყავს 3 არამოსამართლე წევრი ევროკომისიისა, ეს სწორედ იმის გამოა, რომ ხუთივეზე შეთანხმება ვერ შევძელით. მხოლოდ იმან განაპირობა ეს გარემოება, რომ ოპოზიციას ასეთი არასწორი, მანკიერი სტრატეგია აქვს არჩეული. სამწუხაროა, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელიც გვაქვს.“- აღნიშნა სარჯველაძემ.

03 ივნისი 2023, 17:50
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: რეკომენდაციების შესრულების კუთხით, ჩვენ ფაქტობრივად ბოლოში ვართ გასული
ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ რეკონდაციების შესრულების კუთხით, ჩვენ ფაქტობრივად ბოლოში ვართ გასული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

03 ივნისი 2023, 17:40
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ არაადამიანური და სასტიკი რეჟიმი ჰქონდათ და მოსახლოებას ჩაგრავდნენ
„მელიამ ასევე აღიარა, რომ დღეს პარტიაში აქვთ არაფორმალური მმართველობა და იმ არაფორმალურ მმართველებს, როგორც მთელ პარტიას, აქვს უარყოფითი რეიტინგი და სადაც წავლენ ეს ლიდერები, ეს უარყოფითი რეიტინგიც გადაჰყვებათ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.