www.imedi.ge /  21 მაისი 2023, 00:58 / სანდო წყარო

ამირან სალუქვაძე: ორ საუკუნეზე მეტია, ვიცნობთ რუსეთს, ყველანაირად შევიცანით, ცხადია, აწყობთ პოლიტიკური დაპირისპირებები

ამირან სალუქვაძე

ამირან სალუქვაძე

კრემლმა, პუტინმა, მისმა სპეცსამსახურებმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება, მათ შორის, როცა იქიდან საქებარი სიტყვები ისმის, აქ იწვევს რეაქციას, – ასე უპასუხა ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში შეკითხვას, რა მიზნით მიიღო პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება და რით აიხსნება აღნიშნული გადაწყვეტილება.

„რამდენი თვეა, აანონსებენ ვიზების გაუქმებას, ეს განცხადებები ხომ მოვისმინეთ? ამას ხომ უნდა დავაკვირდეთ? ტესტავენ პირდაპირ. პირველი განცხადება გაკეთდა, ვფიქრობთო. ხან ერთი თანამდებობის პირი გამოდის, ხან მეორე, ხან დუმის დეპუტატი, ხან ლავროვის მოადგილე და აქ იწყება ჟრიამული. ისინი მონიტორინგს აკეთებენ, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აბსოლუტურად ყველა ქვეყნის და, რა თქმა უნდა, იქ ეს შეფასებები კეთდება მათი ანალიტიკოსების მხრიდან, რომ ეს და ეს კარგია, დუღილს იწვევს და ა.შ. სხვა მაგალითიც ბევრია. მაგალითად, საოკუპაციო ზოლი რომ გაჰყავთ, თავიდან ბოლომდე 200 კმ-ია. ე.წ სამხრეთ ოსეთის საზღვარი მეტია, მაგრამ იქიდან ხომ რუსეთი ესაზღვრება და არის მთაგორიანი ადგილები, სადაც, უბრალოდ, ვერ გაიყვან, ვერ მიუდგები, ხოლო სადაც კი საზღვრის გაყვანა შეიძლება, ჯამში, 200 კმ-იც არ არის და რამდენი წელია, გაჰყავთ. გაიყვანენ 100 მეტრს, ორასს, ჩვენთან ატყდება ერთი ამბავი, ერთმანეთს ვჭამთ და მერე დაავიწყდებათ ერთი ნახევარი წლით ან ერთი წლით. აი, როდის იყვნენ ბოლოს გამოსული? ხომ არ დაუმთავრებიათ ღობის გავლება? არ დაუმთავრებიათ, გაახსენდებათ გაისად, გამოვა ისევ სამი-ოთხი რუსი მესაზღვრე ან მეტი, დაიკავებენ ნიჩბებს, დაიწყებენ საზღვრის გაყვანას და აქ ატყდება ჟრიამული. ანალოგიურად იყო მთელი ამ თვეების განმავლობაში ვიზების თემის წამოწევაც. შეხედეს, რომ კარგად მიდის და აიღო და გადაწყვიტა. ათი და ოცი წელი ხომ არ ვიცნობთ რუსეთს? ორ საუკუნეზე მეტია, ყველანაირად შევიცანით და, ცხადია, აწყობთ პოლიტიკური დაპირისპირებები“, – განაცხადა სალუქვაძემ.

ყველა სიახლე

28 მაისი 2023, 00:43

ტექნოლოგიები

წყნარ ოკეანეში 5000-მდე სახეობის აქამდე უცნობი წყლის არსება აღმოაჩინეს. ფოტოები

მეცნიერებმა წყნარი ოკეანის ფსკერზე აპარატი ჩაუშვეს, რომელიც დისტანციურად იმართება. სწორედ ამის შედეგად აღმოაჩინეს მათ ეს ახალი სახეობები.

28 მაისი 2023, 00:19

პოლიტიკა

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა სასამართლოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე კიდევ ერთხელ იმსჯელა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა, სასამართლოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე კიდევ ერთხელ იმსჯელა.

თამარ გაბუნია

27 მაისი 2023, 23:44

ჯანდაცვა

თამარ გაბუნია: ჩუტყვავილას შემთხვევების მატება გასული წლის შუა პერიოდიდან აღინიშნება, ესეც გარკვეულწილად პანდემიის მიმდინარეობას უკავშირდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უმეტეს შემთხვევაში ჩუტყვავილა მსუბუქად მიმდინარეობს, სიმპტომების დამძიმების შემთხვევაში კი ოჯახის ექიმმა უნდა მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჩუტყვავილას შემთხვევების მატება გასული წლის შუა პერიოდიდან აღინიშნება.

ილია ღუდუშაური

27 მაისი 2023, 23:16

საზოგადოება

ილია ღუდუშაური დევნილ ოჯახებზე: ისინი, ვინც არიან ქირით ან იმყოფებიან კომპაქტურ დასახლებაში, სრულიად დაკმაყოფილდებიან შემდეგი 3 წლის განმავლობაში

ის პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ეხება იმ ოჯახებს, რომლებსაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდებათ საცხოვრებელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

გურამ გურამიშვილი; კონსტანტინე-გაბრიელ ბუნდუკი

27 მაისი 2023, 22:51

ეკონომიკა

გურამ გურამიშვილმა რუმინელ კოლეგასთან საქართველოსა და რუმინეთის ნავსადგურებს შორის შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები განიხილა

საქართველოსა და რუმინეთის ნავსადგურებს შორის შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე-გაბრიელ ბუნდუკთან. შეხვედრა ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

ოლაფ შოლცი

27 მაისი 2023, 22:16

მსოფლიო

გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი გაყინულ, ხანგრძლივ კონფლიქტში არ უნდა გადაიზარდოს

გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერება მიუღებელია, რადგან ამ შემთხვევაში ომი გაყინულ, ხანგრძლივ კონფლიქტად გადაიქცევა და რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნების შესაძლებლობა მიეცემა. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მიხეილ სარჯველაძე

27 მაისი 2023, 21:45

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: საზოგადოება რაღაც ეტაპზე მიხვდება, რომ დღეს ოპოზიცია მუშაობს იმაზე, რომ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი ჩააგდონ

ჩვენ არ დაგვიწესებია, რომ მაინც და მაინც ეს ხუთი ადამიანია, ვისაც მხარი უნდა დაუჭიროს ოპოზიციამ. უნივერსალურად სამართლიანი პირობა შევთავაზეთ - დაასახელეთ კანდიდატთა გარკვეული სიმრავლე და მოგვეცით საშუალება, რომ იქიდან ავარჩიოთ. ეს არ გააკეთა ოპოზიციამ, მოტივი ერთადერთია - რომ ამ პუნქტის შესრულება ჩავარდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ იუსტიციის საბჭოს სრულად დაკომპლექტების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

27 მაისი 2023, 21:18

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას მეუღლესთან ერთად დაესწრო.

მიხეილ სარჯველაძე

27 მაისი 2023, 21:09

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: იმ მედიასაშუალებების ან პოლიტიკოსების, რომლებსაც პუტინის ნათქვამის უაპელაციოდ სჯერათ, გასაგონად ვიტყვი, რომ რუსეთთან ვაჭრობის გაჩაღების, გაღრმავების ინიციატივა რა თქმა უნდა ეკუთვნის ნაცმოძრაობას

„განსხვავებით ნაცმოძრაობისგან, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არასდროს არ გამოსულა ინიციატივით ამ მიმართულებით რომ გაეღრმავებინა და გაეუმჯობესებინა ურთიერთობები. ჩვენი ძალისხმევა ყოველთვის მიმართული იყო სხვა პარტნიორებისა და ახალი ეკონომიკური ბაზრების მოძიებისკენ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

27 მაისი 2023, 20:49

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი ამოცანა იყო, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო ზეპარტიული, თუმცა, სამწუხაროდ ამ ამოცანას ის ვერ ასრულებს - ფადი ასლის განცხადებებს რომ ემსგავსება პრეზიდენტის განცხადებები, უხერხულობა ცხადია არის

ბუნებრივია, არავის სჯერა, რომ პროტოკოლურ წესებთან არის დაკავშირებული პრობლემა. ვფიქრობ ადგილი აქვს სხვა განწყობების დემონსტრირებას და ეს საკითხი ამისთვის არის მომიზეზებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 26 მაისის ღონისძიებაზე პროტოკოლის დარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

დავით ქართველიშვილი

27 მაისი 2023, 20:05

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რუსეთ - უკრაინის ომში პეკინმა „დაიბევა“ მედიატორის ფუნქცია და თავისი „სერვისის“ განახლებისთვის - „უკეთესი" მომავლის მოლოდინშია

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ლი ჰუეის ევროპული ტურნე იმის მანიშნებელია რომ პეკინი ცდილობს მედიატორის ფუნქცია შეასრულოს რუსეთ - უკრაინის ომში.

დავით ქართველიშვილი

27 მაისი 2023, 19:28

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოსთან მიმართებით ჩვენი დასავლური „საპარტნიორო“ ველიდან არაოფიციალურ სანქციებს დიდი ხანია აქვს ადგილი და არა მხოლოდ შვეიცარიის საბანკო სისტემის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით

დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საბანკო სისტემა Barclays-ის და ბრიტანეთის დანარჩენი ბანკების მხრიდან ეს ანტიქართული სანქციები დიდი ხანია შემოღებულია online გადარიცხვების სფეროში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ალექსანდრე ლომთათიძე

27 მაისი 2023, 19:12

საზოგადოება

პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, ალექსანდრე ლომთათიძის ცხედარს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში, საქართველოში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი ჩამოასვენეს, რომელსაც ხვალ, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

27 მაისი 2023, 18:37

სამართალი

პროკურატურამ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 1 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო 3 პირს დანაშაულის შეუტყობინებლობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ორ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო ერთ პირს დანაშაულის დაფარვის მუხლებით წარუდგინა.

27 მაისი 2023, 18:28

სამართალი

რატი ბრეგაძემ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჰააგის კონვენციას მოაწერა ხელი

იუსტიციის მინისტრმა სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვის საკითხები ჰააგის კონფერენციის წარმომადგენლებთან განიხილა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

27 მაისი 2023, 18:27

მსოფლიო

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების გადამწყვეტი ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე ერთი დღე რჩება

გადამწყვეტ რბოლაში ერთმანეთს ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოპოზიციის ლიდერი ქემალ კილიჩ დაროღლუ უპირისპირდებიან.

27 მაისი 2023, 18:26

სამართალი

ქობულეთში 20 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

მათი თქმით, მთავარმა დამნაშავემ ქვეყანა გამოძიების დაწყებამდე დატოვა. საქმეზე დაკავებულია სამი პირი, ერთს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

ბაჩო ოდიშარია

27 მაისი 2023, 18:05

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: კრემლის აგენტმა, ლიაკა ხოშტარიამ, დედა მიუგზავნა ირაკლი კობახიძეს აუზზე - ეს არის კასტა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ღირებულებითი სისტემა

როგორც ოდიშარია აღნიშნავს, ეს არის კასტა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ღირებულებითი სისტემა, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნონ და ყველაფერზე არიან წამსვლელები.

მეუფე შიო (მუჯირი)

27 მაისი 2023, 17:41

საზოგადოება

მეუფე შიო: სასიხარულოა, რომ ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, ვხედავთ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ისეთი კავშირის გამოვლინებას, რომელიც ზრუნავს ჩვენი ერის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისთვის

დღეს გვინდა გაგაცნოთ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ვითარება, საქართველოს საპატრიარქოს მიერ საწყის ეტაპზე (ამ მიმართულებით) შესრულებული სამუშაოები და ასევე ჩვენი სამომავლო ხედვა და გეგმები, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გელათის სარეაბილიტაციო პროცესის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

27 მაისი 2023, 17:36

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ვეყრდნობით საუკეთესო ევროპულ მიდგომას, საერთაშორისო სტანდარტებს და ამ მიდგომაში ჩვენ გვაქვს მყარი და არგუმენტირებული პოზიციები

იქ, სადაც არსებობს ინტერესი, რომ საქმიანად ვიმსჯელოთ, არგუმენტები გავუზიაროთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.