21 მაისი 2023, 13:01 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: გუშინდელი ე.წ. პროტესტის მიზანია, ესკალაცია, პროვოკაციების მოწყობა და ბოლოს - მეორე ფრონტი

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საქართველო არ არის მიერთებული სანქციებს, ჩვენ არ გვაქვს დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის ამის მიზეზები არაერთხელ განიმარტა, არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ. მთავარი კრიტერიუმი არის რა თქმა უნდა ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა-არ დარღვევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა საქართველოში. მისივე თქმით, გუშინდელი პროტესტის მიზანია ქვეყანაში არეულობა.

„დანარჩენზე შესაბამისი უწყებები გასცემენ პასუხს, მაგრამ თქვენც გირჩევთ თავიდან ბოლომდე იხელმძღვანელოთ ოკუპაციის შესახებ კანონით, რომელიც არის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი თითოეული უწყებისთვის. პერსონების სანქცირებასთან დაკავშირებით მინდა, განვმარტო ორი რამ. პირველი, როდესაც ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს ამაში იგულისხმება მათ შორის პერსონალური სანქციებიც, ანუ ჩვენ არ ვუწესებთ რუსეთის ფედერაციას სანქციებს. ამაში იგულისხმება პერსონალური სანქციების არდაწესებაც. ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია ჩვენი მხრიდან. მეორე, თეორიულადაც რომ განვიხილოთ პერსონალური სანქცირება ვინმესი რამის გამო, ეს შეიძლება შეეხებოდეს, როცა საქართველოზეა საუბარი, სამართლებრივ სახელმწიფოზე, მხოლოდ იმ ადამიანზე, რომლებსაც გარკვეული დანაშაულებრივი ქმედება აქვთ უშუალოდ ჩადენილი. არ შეიძლება, სანქცია ეხებოდეს ზოგადად ოჯახის წევრს. ეს მიდგომა უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი გერმანიაში, მაქვს თავის დროზე ნასწავლი ეს სფერო და პირდაპირ თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგა ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ეს არის რბილი შეფასება.

მინდა, შეგახსენოთ, ვინ იყო გუშინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი. ეს არის ელენე ხოშტარია და მის მორალზე მინდა, ვისაუბრო. თუ რამეა დასანქცირებული დასავლეთის მხრიდან რუსეთში, ეს პირველ რიგში თვითონ სახელმწიფოა და ეს არის მისი ბიუჯეტი. ეს ადამიანი ელენე ხოშტარია, რომელიც თითქოს აღგზნებული და აღელვებული იყო იმის გამო, რომ ვიღაც იყო ჩამოსული საქართველოში. სწორედ ამ სანქცირებული ბიუჯეტიდან იღებს მუდმივად მილიონობით რუსულ რუბლს. ეს არის მათი მორალური სახე. ასევე, მინდა, შეგახსენოთ, რომ სამი წელი არ იყო გასული ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციიდან მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა თავისი ავანტიურისტული ქმედებებით რუსეთის ფედერაციას ჩააბარა ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი, სამი წელიც არ იყო გასული, რაც დაიღუპა ამ ოკუპაციის გამო რუსული სამხედრო აგრესიის გამო 500 ქართველი, 30 000 ადამიანი იქცა დევნილად და აქედან სამი წელიც არ იყო გასული, როდესაც სააკაშვილი პირადად ესტუმრა მიხალკოვს, რომელიც გამოირჩევა რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდაში აქტიური მონაწილეობით. ეს არის მათი მორალური სახე დღეს. იმ ე.წ. პროტესტს, რომელიც ვიხილეთ გუშინ აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის ესკალაცია, ეს არის ქვეყანაში არეულობის შექმნა პროვოკაციების მოწყობა და საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი. მე საზოგადოებას მინდა, მოვუწოდო, რომ სათანადოდ დააკვირდნენ ამ მოვლენებს და სწორი შეფასება მისცენ“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

ბენ უოლესი

02 ივნისი 2023, 22:14

მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე: რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ უახლოეს დროში ეს არ მოხდება

ამერიკულ გაზეთ The Washington Post-თან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებას ვერ შეძლებს.

02 ივნისი 2023, 21:51

მსოფლიო

ინდოეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა

ინდოეთში ოდიშას შტატში ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მატარებლების შეჯახების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

02 ივნისი 2023, 21:23

მსოფლიო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: დადგა დრო, ნათლად ვუთხრათ უკრაინას, როგორ და როდის შეძლებს ის ნატოში გაწევრიანებას - ბუნდოვანი დაპირებების დრო აღარაა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ნათელი პასუხი, თუ როგორ და როდის შეძლებს ის ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ მან ოსლოში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა.

ენტონი ბლინკენი

02 ივნისი 2023, 20:54

მსოფლიო

ბლინკენი: უკრაინაში რუსეთის ომი სტრატეგიული მარცხია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი სტრატეგიული მარცხია, რამაც შეამცირა რუსეთის გავლენა და ინტერესები მომდევნო წლების განმავლობაში.

02 ივნისი 2023, 20:48

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძის თქმით, საქართველომ ინფლაციური გამოწვევა უკვე დაძლია, ხოლო დანარჩენი მსოფლიოსთვის ეს საკითხი დიდ გამოწვევად რჩება

„ფართო რეგიონისა და ევროპის ქვეყნებში ჩვენ ვხედავთ რომ ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლები ფიქსირდება და ზოგადად ამ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პოლიტიკა მიმდინარეობს ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველომ უკვე დაიწყო მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა“.

დაჩი ცაგურია

02 ივნისი 2023, 20:26

საზოგადოება

დაჩი ცაგურია: უნდა დასრულდეს მუდმივი შეურაცხყოფა იმ ღირებულებებისა და ძალიან ძვირფასის, რაც ქართველისთვის არის ფასდაუდებელი

უნდა დასრულდეს მუდმივი შეურაცხყოფა იმ ღირებულებებისა და ძალიან ძვირფასის, რაც ქართველისთვის არის ფასდაუდებელი, - ამის შესახებ მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ მხარდამჭერმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

02 ივნისი 2023, 20:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროპას ნამდვილად ვაჩვენეთ, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია - სტატუსის არმინიჭების მიზეზი არ არსებობს

ახლა დარჩენილია მთავარი ნაბიჯი - პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს. აქ საუბარი მხოლოდ სტატუსის მინიჭებაზე აღარ უნდა იყოს, საუბარი უნდა იყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე.

ბექა გრიგორიადისი

02 ივნისი 2023, 20:04

სამართალი

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო.

ხვიჩა კვარაცხელია

02 ივნისი 2023, 20:01

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

„ნაპოლის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ნიკოლ ფაშინიანი

02 ივნისი 2023, 19:53

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია პრემიერ-მინისტრის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

02 ივნისი 2023, 19:41

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბოლო დღეებში ერთდროულად გაჟღერდა საქართველოს პრემიერისა და რომის პაპის იდენტური ვარაუდები: უკრაინაში ომის დაწყება შესაძლოა ინსპირირებული იყო რუსეთისთვის NATO-ს აღმოსავლეთით არგაფართოების დაპირების დარღვევით

არანაკლებად მნიშვნელოვანი იყო ამ ბოლო დეკადის შემდეგი მოვლენებიც. ერთდროულად გაჟღერდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რომის პაპ ფრანცისკოს იდენტური ვარაუდები: უკრაინაში ომის დაწყება შესაძლოა, ინსპირირებული იყო რუსეთისთვის NATO-ს აღმოსავლეთით არგაფართოების დაპირების დარღვევით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 ივნისი 2023, 19:36

მსოფლიო

ზელენსკი: გვესმის, რომ არ ვიქნებით ნატოს წევრი, ვიდრე ომი მიმდინარეობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ესმის, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, ვიდრე ომი გრძელდება.

თამაზ გაიაშვილი

02 ივნისი 2023, 19:32

ეკონომიკა

თამაზ გაიაშვილი: ქართული ოპოზიცია და მათი რუპორი მედიასაშუალებები გაჰყვირიან, რომ ჩვენ რუსეთის ეკონომიკას ვეხმარებით - ავიაკომპანია, რომლის განკარგულებაში სულ ოთხი თვითმფრინავია, რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს

1-ელ ივნისს ოპოზიციური მედიის მიერ შექმნილი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, თითქოს, თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა უკრაინის მთავრობამ, გადაჭარბებულია, – ამის შესახებ “ჯორჯიან ეირვეისის” საფრენოსნო დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

ვლადიმერ ბოჟაძე

02 ივნისი 2023, 19:30

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე სააკაშვილზე: „ალასანიას დიეტაზე“ დასმული და „ვივამედში“ 2-ოთახიან პალატაში წამოწოლილი ომისთვის მზადებას მოგვიწოდებს, რუსეთთან 3 ომის მერე, კიდევ ომს უსურვებს საქართველოს, მეორე ფრონტის გახსნას და სისხლისმღვრელ ომს

„ალასანიას დიეტაზე“ დასმული და „ვივამედში“ 2-ოთახიან პალატაში წამოწოლილი ომისთვის მზადებას მოგვიწოდებს, რუსეთთან 3 ომის მერე, კიდევ ომს უსურვებს საქართველოს, მეორე ფრონტის გახსნას და სისხლისმღვრელ ომს! -ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ „იმედინიუსს“ განუცხადა. .

02 ივნისი 2023, 19:28

ეკონომიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომელიც სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

ლევან ნიკოლეიშვილი

02 ივნისი 2023, 18:56

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: არ გამოვიდა შიმშილობა, არ გამოვიდა ავადმყოფობა, ახლა კი ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სააკაშვილის ნებისმიერი აქტივობა მიცვალებულის თავის წამოწევას ემსგავსება, არ გამოვიდა შიმშილობა, ავადმყოფობა, ახლა ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა.

თამთა მეგრელიშვილი

02 ივნისი 2023, 18:55

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ომამდე გაყიდა მიხეილ სააკაშვილმა - კოდორი, სამაჩაბლო ქართველი ბიჭების სისხლს გაატანა და ეს მის სინდისზეა

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის - ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 ივნისი 2023, 18:50

მსოფლიო

ზელენსკი: კონტრშეტევა ფილმი არ არის, მიჭირს იმის თქმა, როგორ დაინახავთ თქვენ კონტრშეტევას - მთავარია, რომ რუსეთი ამას ხედავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის შედეგი უნდა იყოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და როცა ეს მოხდება, ეს იქნება ხელშესახები.

დავით სონღულაშვილი

02 ივნისი 2023, 18:26

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა პარიზში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

მარიამ ქვრივიშვილი

02 ივნისი 2023, 18:25

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ წელს აჭარა კიდევ უფრო მეტად ღირსეულად დახვდება ზაფხულის ტურისტულ სეზონს

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ წელს აჭარა კიდევ უფრო მეტად ღირსეულად დახვდება ზაფხულის ტურისტულ სეზონს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, სხვა რეგიონებშიც ფაქტობრივად დასრულებულია ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადება.