გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა.
როგორც გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, კანონპროექტის მიღების შედეგად სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიების საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებისა, უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარეები გადაეცემა სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ხოლო აჭარაში - სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს და ასევე, მუნიციპალიტეტს, როგორც ტყის მართვის ორგანოს.
მისი თქმით, ახალი წესის მიღების შედეგად, ტყის მართვის ორგანოებს გაუჩნდებათ მერქნული რესურსების მიღების დამატებითი წყარო, რის ხარჯზეც შეძლებენ დააკმაყოფილონ მერქნულ რესურსებზე მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების გარკვეული ნაწილი და შესაბამისად, შეამცირონ ხე-ტყის ჭრის მასშტაბები.
სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად, ფარავნის ტბის აღკვეთილის, აბულის ტბის აღკვეთილის და საღამოს ტბის აღკვეთილის საზღვრების დემარკაციის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგები აისახება კანონში. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები. ასევე, სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება ან არ შეესაბამებიან „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს (საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვ).
შესაბამისად, ფარავნის ტბის აღკვეთილის ფართობი 4031 ჰა-დან შემცირდა 35-ჰა-თი და შეადგინა 3996 ჰა; აბულის ტბის აღკვეთილის ფართობი 211 ჰა-დან გაიზარდა 29-ჰა-თი და შეადგინა 240 ჰა; საღამოს ტბის აღკვეთილის ფართობი 629 ჰა-დან გაიზარდა 5-ჰა-თი და შეადგინა 634 ჰა.
შესაბამისად, ხორციელდება ფარავნის ტბის აღკვეთილის, აბულის ტბის აღკვეთილის და საღამოს ტბის აღკვეთილის კოორდინატების ასახვა კანონში.
კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტზე „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
პროექტის მიღების შედეგად კანონში აისახება ცივ-გომბორის აღკვეთილის საზღვრების დემარკაციის შედეგები. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისთვის არატიპური ინფრასტრუქტურა ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე, სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება ან არ შეესაბამებიან „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს.
ჩატარებული სადემარკაციო სამუშაოების შედეგად საზღვარმა გაიარა მყარ გეოგრაფიულ ორიენტირებზე (ხევი, ქედი და სხვა), ცივ-გომბორის აღკვეთილის ფართობი 73,2 ჰა-ით გაიზარდა და შეადგინა 5009 ჰა. პროექტის შესაბამისად, ცივ-გომბორის აღკვეთილის კოორდინატები კანონში აისახება.
ყველა სიახლე

02 ივნისი 2023, 20:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროპას ნამდვილად ვაჩვენეთ, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია - სტატუსის არმინიჭების მიზეზი არ არსებობს
ახლა დარჩენილია მთავარი ნაბიჯი - პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს. აქ საუბარი მხოლოდ სტატუსის მინიჭებაზე აღარ უნდა იყოს, საუბარი უნდა იყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე.

02 ივნისი 2023, 20:04
სამართალი
სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო
სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო.

02 ივნისი 2023, 20:01
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
„ნაპოლის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

02 ივნისი 2023, 19:53
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია პრემიერ-მინისტრის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებს.

02 ივნისი 2023, 19:41
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ბოლო დღეებში ერთდროულად გაჟღერდა საქართველოს პრემიერისა და რომის პაპის იდენტური ვარაუდები: უკრაინაში ომის დაწყება შესაძლოა ინსპირირებული იყო რუსეთისთვის NATO-ს აღმოსავლეთით არგაფართოების დაპირების დარღვევით
არანაკლებად მნიშვნელოვანი იყო ამ ბოლო დეკადის შემდეგი მოვლენებიც. ერთდროულად გაჟღერდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რომის პაპ ფრანცისკოს იდენტური ვარაუდები: უკრაინაში ომის დაწყება შესაძლოა, ინსპირირებული იყო რუსეთისთვის NATO-ს აღმოსავლეთით არგაფართოების დაპირების დარღვევით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

02 ივნისი 2023, 19:36
მსოფლიო
ზელენსკი: გვესმის, რომ არ ვიქნებით ნატოს წევრი, ვიდრე ომი მიმდინარეობს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ესმის, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, ვიდრე ომი გრძელდება.

02 ივნისი 2023, 19:32
ეკონომიკა
თამაზ გაიაშვილი: ქართული ოპოზიცია და მათი რუპორი მედიასაშუალებები გაჰყვირიან, რომ ჩვენ რუსეთის ეკონომიკას ვეხმარებით - ავიაკომპანია, რომლის განკარგულებაში სულ ოთხი თვითმფრინავია, რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს
1-ელ ივნისს ოპოზიციური მედიის მიერ შექმნილი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, თითქოს, თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა უკრაინის მთავრობამ, გადაჭარბებულია, – ამის შესახებ “ჯორჯიან ეირვეისის” საფრენოსნო დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

02 ივნისი 2023, 19:30
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე სააკაშვილზე: „ალასანიას დიეტაზე“ დასმული და „ვივამედში“ 2-ოთახიან პალატაში წამოწოლილი ომისთვის მზადებას მოგვიწოდებს, რუსეთთან 3 ომის მერე, კიდევ ომს უსურვებს საქართველოს, მეორე ფრონტის გახსნას და სისხლისმღვრელ ომს
„ალასანიას დიეტაზე“ დასმული და „ვივამედში“ 2-ოთახიან პალატაში წამოწოლილი ომისთვის მზადებას მოგვიწოდებს, რუსეთთან 3 ომის მერე, კიდევ ომს უსურვებს საქართველოს, მეორე ფრონტის გახსნას და სისხლისმღვრელ ომს! -ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ „იმედინიუსს“ განუცხადა. .

02 ივნისი 2023, 19:28
ეკონომიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომელიც სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

02 ივნისი 2023, 18:56
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: არ გამოვიდა შიმშილობა, არ გამოვიდა ავადმყოფობა, ახლა კი ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სააკაშვილის ნებისმიერი აქტივობა მიცვალებულის თავის წამოწევას ემსგავსება, არ გამოვიდა შიმშილობა, ავადმყოფობა, ახლა ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა.

02 ივნისი 2023, 18:55
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ომამდე გაყიდა მიხეილ სააკაშვილმა - კოდორი, სამაჩაბლო ქართველი ბიჭების სისხლს გაატანა და ეს მის სინდისზეა
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის - ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად“.

02 ივნისი 2023, 18:50
მსოფლიო
ზელენსკი: კონტრშეტევა ფილმი არ არის, მიჭირს იმის თქმა, როგორ დაინახავთ თქვენ კონტრშეტევას - მთავარია, რომ რუსეთი ამას ხედავს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის შედეგი უნდა იყოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და როცა ეს მოხდება, ეს იქნება ხელშესახები.

02 ივნისი 2023, 18:26
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა პარიზში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

02 ივნისი 2023, 18:25
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ წელს აჭარა კიდევ უფრო მეტად ღირსეულად დახვდება ზაფხულის ტურისტულ სეზონს
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ წელს აჭარა კიდევ უფრო მეტად ღირსეულად დახვდება ზაფხულის ტურისტულ სეზონს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, სხვა რეგიონებშიც ფაქტობრივად დასრულებულია ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადება.

02 ივნისი 2023, 18:23
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ჯაბანი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მორიგ ტრაგიკომიკურ ილუზიებშია, ახლა აღარ „კვდება“ და აღარ „ხმება“ ეს ბოროტი ქოსატყუილა?
ჯაბანი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მორიგ ტრაგიკომიკურ ილუზიებშია. თურმე ჩვენი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისთვის ჩამბარებელს, ახლა ზელენსკისთან ერთად მდინარე ფსოუზე მოუნდა საქართველო-უკრაინის საზღვრის გავლება, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

02 ივნისი 2023, 18:22
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილზე: ეს ის კაცი არ არის, კოდორი უომრად რომ ჩააბარა ოკუპანტს და მთელი თავისი მთავრობა წითელ ხიდზე გარბოდა?
„ნაძირალამ გაიღვიძა, იფიქრა, საერთოდ არ ჩამოვრჩე მოვლენებსო და ახალი სიბრძნე გამოაცხო. არადა, ეს ის კაცი არ არის, კოდორი უომრად რომ ჩააბარა ოკუპანტს და მთელი თავისი მთავრობა წითელ ხიდზე გარბოდა? თქვენი ფსოუზე გავლებული საზღვარი ვნახეთ და ისიც, გორში როგორ ფორთხავდი...“

02 ივნისი 2023, 18:08
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: ჯერჯერობით არც ვენეციის კომისიისგან მოსულა დასკვნები, რომ დეოლიგარქიზაციის კანონმა უკრაინაში არ იმუშავა, ვერ იმუშავა ან ცუდი ეფექტი ჰქონდა და შედეგი ვერ დადო
ჯერჯერობით არც ვენეციის კომისიისგან ყოფილა დასკვნები, რომ დეოლიგარქიზაციის კანონმა უკრაინაში არ იმუშავა, ვერ იმუშავა ან ცუდი ეფექტი ჰქონდა და შედეგი ვერ დადო. ამდენად, ჩვენ მივყვებით იმ რეალობას, რა რეალობაც გვაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

02 ივნისი 2023, 18:07
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: რადიკალური ოპოზიცია საუბრობს და „მიილტვის“ ევროპისკენ, თუმცა ისინი არაფერს აკეთებენ, რომ ეს პროცესი ქვეყანაში რეალურად წარიმართოს
გარკვეული პოლარიზაცია ბევრ ქვეყანაშია და პოლიტიკურ ძალებს შორის განსხვავებული ხედვებია არსებობს. მაგრამ ის, რაც საქართველოში ხდება და რაც პრაქტიკულად ტყუილების, მოგონილი ამბების საფუძველზე სახელმწიფოს ძირის გამოთხრაა, ამის შედარება სხვა ქვეყანასთან შეუძლებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

02 ივნისი 2023, 18:05
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: 10 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია გვიკიჟინებდა, თითქოს ქვეყანა არ მიგვყავს ევროკავშირისკენ, ყველას დავანახეთ, რომ საქართველო იყო ლიდერი რეფორმების თვალსაზრისით
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე ისაუბრა.

02 ივნისი 2023, 17:56
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლობით ჩვენი ქვეყანა ცნობადობის აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადავა
2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლობით ჩვენი ქვეყანა ცნობადობის აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადავა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.