imedi /  23 მაისი 2023, 10:12 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი: ჩვენ ამ მოცემულობაშიც, ამ პრივილეგიით, შესაძლებლობით, რომელიც ცალმხრივად რუსეთმა შემოგვთავაზა, უნდა ვისარგებლოთ და ვიხეიროთ

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

მართლა მიკვირს ოპოზიციური სპექტრის დამოკიდებულება, რეალურად რა შეიცვალა? ანუ შიშის საფუძველი საკუთარ ქვეყანაში ქართველების შემოსვლის სიმარტივეა, თუ მათ უბრალოდ თვითმფრინავის ხსენების ეშინიათ? , - ამის შესახებ გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, რუსეთთან უვიზო მიმოსვლა, როგორც რუსეთში მცხოვრები ქართველების საქართველოში ჩამოსვლას შეუწყობს ხელს, ასევე დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე.

„დღეს ჩვენ გვიწევს იმაზე საუბარი, რის ირგვლივ არის ხელოვნურად მწვავე და პრაგმატული შეფასებებიც. რუსეთ - საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის 149 ბრძანებულებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად აღარ ესაჭიროებოდათ ე.წ. ვიზა. მიხეილ სააკაშვილი თავად ხვდებოდა ლარსის საბაჟოზე რუსს ტურისტებს, მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოსურათებს იღებდა და ბოთლი ღვინით უმასპინძლდებოდა. მიხეილ სააკაშვილმა ეს პოლიტიკური მიზანი და მიღებული გადაწყვეტილება გაამართლა იმით, რომ რუსებს უფრო კარგად უნდა გაეცნოთ ქართული სახელმწიფო, დაეგემოვნებინათ ღვინო, მინერალური წყლები და დამტკბარიყვნენ ბუნებით. ანუ დღემდე რუსეთიდან საქართველოში შემოსვლა შესაძლებელი იყო ლარსის გამშვები პუნქტიდან, ან მესამე ქვეყნიდან. დღეს რუსეთის მიერ მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილებით შესაძლებელია უფრო თავისუფლად. ამ შემთხვევაში არჩევანი აქვს თავად შემომსვლელს (ეს საქართველოს მოქალაქე იქნება თუ რუსეთის) შემოვიდეს ლარსიდან სახმელეთო გზით, თუ ავიარეისით. ამ პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ ძირითადად ვერაფერი ვერ შეცვალა (ისევ ის არის, რაც იყო). მართლა მიკვირს ოპოზიციური სპექტრის დამოკიდებულება, რეალურად რა შეიცვალა? ანუ შიშის საფუძველი საკუთარ ქვეყანაში ქართველების შემოსვლის სიმარტივეა, თუ მათ უბრალოდ თვითმფრინავის ხსენების ეშინიათ? ჩვენ უნდა აღვნიშნოთ მთავარი - მსოფლიოში ყველაზე დიდი დიასპორა გვყავს რუსეთში (ცხრაასი ათასი მოქალაქე). ამ გადაწყვეტილებით 900 ათას მოქალაქეს მარტივად შეეძლება ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, თუ ადრე შემოდიოდნენ ლარსის გამშვები პუნქტიდან ან მესამე სახელმწიფოდან, რომელიც დაკავშირებული იყო ფინანსურ შესაძლებლობებთან, დღეს შეუძლიათ შემოვიდნენ თავისუფლად. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ 900 ათასი ადამიანის წინაშე სახელმწიფოს აქვს კონსტიტუციური ვალდებულება. კონსტიტუციური ვალდებულებაა, დიასპორასთან სახელმწიფო ინარჩუნებდეს ურთიერთობას. გზის გახსნით პრინციპში, იმ სტუდენტებისათვისაც გამარტივდა რუსეთში მიმოსვლის შესაძლებლობა, რომლებიც განათლების მიღების პრიორიტეტად ასახელებენ რუსეთს. რატომ? - იმიტომ რომ მედიცინის თვალსაზრისით ვიცით, ძალიან განვითარებულია და ვისაც ევროპაში ან ამერიკაში არ აქვს წასვლის საშუალება, მისთვის მარტივია, რომ წავიდეს რუსეთში. მეტსაც გეტყვით, ყოველწლიურად რუსეთს სასწავლო კვოტა (ქართველების მიღების კვოტა) 500-მდე გაზრდილი აქვს (ეს არ არის პატარა ციფრი). ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორის აღნიშვნა. ჯერ კიდევ აუთვისებელ სიტუაციაში დაანგარიშდა, ტურისტულ ნაკადის შემოსვლის თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა მიიღებს ნახევარ მილიარდ დოლარს წლის განმავლობაში (ესეც ხომ ეკონომიკური ფაქტორია). უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეკონომიკას აქვს თავისი ლოგიკა, ჩვენ ვერ გავექცევით იმას, რომ გვყავს მეზობლები (რუსეთი არის ჩვენი მეზობელი). თურქეთი არის მწარმოებელი ქვეყანა და მათ ნაკლებად სჭირდებათ ჩვენი პროდუქცია. რაც შეეხება რუსეთს, შესაძლებელია, რომ ჩვენმა გლეხმა იხეიროს (მარტივად რომ ვთქვათ) რუსულს ბაზარზე გასვლით. ამ გადაწყვეტილებით (კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვა, არის რუსეთის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება) სარგებელს პოულობს ქართველი გლეხი, ადამიანი, რომელიც საკუთარ სამშობლოში მარტივი გზით დაბრუნდება. ვფიქრობ, რომ ეს არის სერიოზული ეკონომიკური ფაქტორიც. ამის მიუხედავად, არც ჩემი პირადად და არც სახელისუფლო გუნდის (მე ვიცი) პოზიცია არ იცვლება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ეს იქნება მანამ, სანამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. მაგრამ, ჩვენ ამ მოცემულობაშიც, ამ პრივილეგიით, შესაძლებლობით, რომელიც ცალმხრივად რუსეთმა შემოგვთავაზა, - უნდა ვისარგებლოთ და ვიხეიროთ“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

ყველა სიახლე

01 ივნისი 2023, 12:47

საზოგადოება

ComCom-მა 2022 წელს რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა განაახლა

კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ComCom-მა მომხმარებლისთვის ინოვაციური მომსახურებების მიწოდებისა და ქვეყანაში თანამედროვე რადიოსიხშირული სისტემების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით

კახა კალაძე

01 ივნისი 2023, 12:46

პოლიტიკა

კახა კალაძე: მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პლატფორმები ყველამ გამოიყენოს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს, როცა ქვეყანა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, უმაღლესი თანამდებობის პირებმა საერთაშორისო პლატფორმები საქართველოს ევროპული მომავლის გასამყარებლად უნდა გამოიყენონ. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

01 ივნისი 2023, 12:40

რეგიონი

ახალციხემ დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდა 400-მდე ვაკანსიას. ვაკანტური ადგილები წარმოდგენილია ისეთ სფეროებში, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, სასტუმრო ინდუსტრია, წარმოება, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტები და ა.შ.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 12:38

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, განვამტკიცეთ და ქვეყანა მიგვყავს გაერთიანებისკენ

ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვსუსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 12:29

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველა სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში

სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველა სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 12:28

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირისა და არც ნატოს წევრი ქვეყანა და არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა, ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები

ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 12:25

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად არის

„ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, რომლებშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, მთავარი თემა იქნება უკრაინის ომი და უსაფრთხოების საკითხები ევროპის კონტინენტზე და მთელს მსოფლიოში ზოგადად. რა თმა უნდა, ასევე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ჩვენ უსაფრთხოებაზე. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე გვექნება საუბარი. დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს. ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ეროვნულმა პარტნიორებმა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

01 ივნისი 2023, 12:17

საზოგადოება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლებს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა უმასპინძლა

შეხვედრაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიადის“ თავმჯდომარემ, ოსმან თურანმა 2023 წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარებულთა დასახმარებლად შეტანილი

01 ივნისი 2023, 12:13

სამართალი

კონკურენციის სააგენტომ „გლოვოსთან“, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „გლოვოაფფ ჯორჯიასთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხებოდა ეკა გამრეკლიძისა და ვეფხვია ცერცვაძის განცხადებებს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

გია აბაშიძე

01 ივნისი 2023, 11:44

პოლიტიკა

გია აბაშიძე გიორგი არველაძეზე: ჯალათების ხელისუფლების ექს-წარმომადგენელი ბედავს და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს საამაყო, არა პოლიტიზებულ პოლიციას

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი არველაძის პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება, სადაც არველაძე პოლიციელებს ძაღლებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მათ პოლიციის დღის მილოცვა არ ეკუთვნით.

01 ივნისი 2023, 11:33

კულტურა

კიმ კეტროლი სამანტა ჯონსის როლს დაუბრუნდება

კეტროლი სამანტა ჯონსის ცნობილ როლს დაუბრუნდება, თუმცა მხოლოდ ერთ სცენაში გამოჩნდება. სცენა 22 მარტს, ნიუ-იორკში გადაიღეს. მასში სამანტა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს სერიალის მთავარ გმირს, კერის ტელეფონით ესაუბრება.

ღვინის ეროვნული სააგენტო

01 ივნისი 2023, 11:32

საზოგადოება

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის სტუდენტები ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას ეცნობიან

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები საქართველოში იმყოფებიან და ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას ეცნობიან. სტუდენტებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც მათ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა, ირაკლი ჩოლობარგიამ უმასპინძლა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

01 ივნისი 2023, 11:30

რეგიონი

გორისციხის მიმდებარედ ახალგაზრდული კაფე ,,სფეისი“ გაიხსნა

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ

მაკა ბოჭორიშვილი

01 ივნისი 2023, 11:26

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დემარში ვერ გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი

დემარში ვერ გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია დემარშის შინაარსი, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

გია ცაგარეიშვილი

01 ივნისი 2023, 11:26

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში გამოსვლისას შეეცადა, ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი და შეფასებებში ნეგატიური არ ყოფილიყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში გამოსვლისას შეეცადა, ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი და შეფასებებში არ ყოფილიყო ნეგატიური

გიორგი ვოლსკი

01 ივნისი 2023, 11:20

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მინდა დავადასტურო - არანაირი ცვლილება საქართველოს საგარეო კურსს არ ექნება

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა შეესაბამებოდა ძირითადად იმ სტანდარტებს, რაზეც ჩვენ გვაქვს საუბარი. საკმაოდ ბევრია გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო - არანაირი ცვლილება საქართველოს საგარეო კურსს არ ექნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ლევან ნიკოლეიშვილი

01 ივნისი 2023, 11:17

საზოგადოება

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი არველაძის განცხადებაზე: ეს არის სახედაკარგული სააკაშვილის ჩინოვნიკის სახე, რომელმაც იცის, რომ ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში

ნიკოლეიშვილის თქმით, მსგავსი გამონათქვამები სახელმწიფოებრივ აზროვნებას აბსოლუტურად სცილდება, არველაძე კი, პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით პოლიტიკური ხელმოცარულობას და ბოღმას ავლენს

01 ივნისი 2023, 11:10

საზოგადოება

მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა

„როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მეამაყება და მიხარია, რომ ამ ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება“, - განაცხადა კალაძემ.

სვიმონ ჯანგულაშვილი

01 ივნისი 2023, 11:09

საზოგადოება

სვიმონ ჯანგულაშვილი: მოსკოვისთვის 2008 წლის ომის მერე უვიზოს დაწესება და იქ კონცერტები კარგია, 2023-ში მოსკოვის მიერ უვიზოს დაწესება - ჩვენი მთავრობის ბრალია

ჯანგულაშვილის თქმით, მთელი ცხოვრების მანძილზე რუსეთისთვის „სატოპკეების“ მიმცემნი - თემურ ალასანია, მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია, რომელთაც კგბ-ს სასწავლებლები აქვთ დამთავრებული

ირაკლი ჩიქოვანი

01 ივნისი 2023, 11:04

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს ხელისუფლებას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ამ საკითხზე ნებისმიერი სპეკულაცია მიუღებელია

გულწრფელ რეაქციას, რაც ქართულ საზოგადოებაში იყო 26 მაისის აღლუმის დროს პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, შესაბამისი ეფექტი ჰქონდა და ვიხილეთ ის განცხადებები, რომლებიც მან ევროპარლამენტში გააკეთა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.