23 მაისი 2023, 18:51 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: ჩვენი მიზანი მიმართულია ერთადერთი რამისკენ - საქართველო იყოს ძლიერი, თავისუფალი, გამთლიანებული სახელმწიფო - ნებისმიერი ალიანსი, კავშირი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა ამისკენ უნდა იყოს მიმართული

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

დიდი ხნის წინ განვაცხადეთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა მშვიდობა და ხალხებს შორის ურთიერთგაგების აღდგენაა. როგორც კი ვიღაცებს მოეჩვენათ, რომ თითქოს ომის დაწყებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდა, ამისკენ მოწოდება დაიწყეს. ეს არის დამღუპველი გზა. ეს ნიშნავს, რომ ვერასდროს ვერ გავუსწორებთ თვალს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს და ვერასდროს აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელი იქნება, თუ ხალხებს შორის ნდობა არ აღდგება. ამის გაკეთება კი შეუძლებელი იქნება, თუ არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა.

„დღეს არის აფხაზეთობა და ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დანარჩენ საქართველოში ცხოვრობს, ვულოცავ. დღეს ძალიან სერიოზული ამბავი დაიწყო სამების საკათედრო ტაძრის ეზოში - სვიმონ კანანელის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც ხუთი, საქართველოს მფარველი წმინდანის სახელობის საკურთხეველი ექნება. ამ ტაძრის მშენებლობას საფუძველი 11 წლის წინ ჩაეყარა და ამდენი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო. სიმბოლურია, რომ დღეს, როცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარკვეული იმედები გაჩნდა, ამ ტაძრის მშენებლობა გაგრძელდა.

ზოგადად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემაზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და ა.შ. ბევრი სპეკულაციაა. მე ერთს ვიტყვი: ჩვენი მიზანი, ოცნება, საქმიანობა, ზრუნვა მიმართულია ერთადერთი რამისკენ - საქართველო იყოს ძლიერი, თავისუფალი, გამთლიანებული სახელმწიფო. დანარჩენი ყველაფერი ამას უნდა ემსახურებოდეს. ნებისმიერი ალიანსი, კავშირი, საგარეო და თუ საშინაო პოლიტიკა ამ ერთი მიზნისკენ უნდა იყოს მიმართული. ვინც ამას არ აკეთებს და სხვა რამეს ამბობს, უბრალოდ, საქართველოს მტერია.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელი იქნება, თუ ხალხებს შორის ნდობა არ აღდგება, თუ არ გავამყარეთ ხიდები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს ძმებთან - ოსებთან, აფხაზებთან და ნებისმიერ ადამიანთან, ვინც იქ ცხოვრობს. საქართველო არ არის მხოლოდ ტერიტორია, საქართველო, პირველ რიგში, ადამიანებია, რომლებისთვისაც ეს ქვეყანა სამშობლოა და რომელთაც ეს ქვეყანა უყვართ. ამათ შორის უნდა შევძლოთ ის საერთო ენა დავიბრუნოთ, რომელიც გვქონდა და რომლითაც ეს ქვეყანა ძლიერი და მდიდარი იყო თავის დროზე. ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება, თუ არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა.

დიდი ხნის წინ განვაცხადეთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა არის მშვიდობა და ურთიერთგაგების აღდგენა ხალხებს შორის. როგორც კი ვიღაცებს მოეჩვენათ, რომ თითქოს ომის დაწყებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდა, ამისკენ მოწოდება დაიწყეს. ეს არის დამღუპველი გზა. ეს ნიშნავს, რომ ვერასდროს ვერ გავუსწორებთ თვალს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს და ვერასდროს აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ, მშვიდობა არის უალტერნატივო და ვინც სხვა რამეს ფიქრობს, ის საქართველოს მტერია - იმ ადამიანების დაკვეთას ასრულებს, რომელთაც საქართველოში მშვიდობა არ უნდათ და რომელთაც საქართველოს დაქცევა სურთ.“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

09 ივნისი 2023, 00:50

საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციამ Georgian Environmental Outlook პროექტის „მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების დაჩქარება ტურიზმის სექტორში“ ფარგლებში სასტუმროებისთვის გზამკვლევი შეიმუშავა

არასამთავრობო ორგანიზაციამ Georgian Environmental Outlook (GEO) პროექტის „მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების დაჩქარება ტურიზმის სექტორში“ ფარგლებში შეიმუშავა გზამკვლევი სასტუმროებისთვის.

09 ივნისი 2023, 00:35

რეგიონი

აჭარაში უნგრელი ტურისტების მოსაზიდად ბუდაპეშტში შეხვედრები გაიმართა

აჭარის პოპულარიზაცია ევროპულ ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, უნგრეთის დედაქალაქში გაიმართა სპეციალური მიღება “ერთი დღე საქართველოში - გაიცანი აჭარა“, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე, ქართული კულტურა, ღვინო და გასტრონომია იყო წარმოდგენილი.

დმიტრო კულება

09 ივნისი 2023, 00:26

მსოფლიო

კულება: სტოლტენბერგმა პირობა დადო, რომ ნატოს მექანიზმებს გამოიყენებენ ჰუმანიტარული დახმარებისთვის კახოვკის კაშხლის განადგურებით გამოწვეული კრიზისის შესამსუბუქებლად

რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლის განადგურებით გამოწვეული კრიზისის შესამსუბუქებლად იენს სტოლტენბერგმა პირობა დადო, რომ ნატოს მექანიზმებს გამოიყენებენ ჰუმანიტარული დახმარებისთვის, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

ანასტასია კირთაძე

09 ივნისი 2023, 00:18

სპორტი

ანასტასია კირთაძე 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, მან სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ნაადრევად, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.

გოგა ხაინდრავა

09 ივნისი 2023, 00:13

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ჩინეთი, თურქეთი, უნგრეთი და საქართველო - 4 ქვეყანა, რომელიც სიმართლის თქმას ბედავს - დღეს ევროკავშირი თავისი თავის პატრონი არ არის, რასაც ეუბნებიან იმას აკეთებს

დღეს ევროკავშირის თავის თავს ვნებს, ის არ არის თავისი თავის პატრონი, რასაც ეუბნებიან იმას აკეთებენ. იმას ავალებს აშშ-ი, ის ადმინისტრაცია რომელიც დღეს არის იქ და რომელიც კრახით ამთავრებს თავის ადმინისტრაციას, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

09 ივნისი 2023, 00:08

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: 2 მონსტრი დაეტაკა ერთმანეთს - აშშ და რუსეთი და ამას უკვე შეეწირა უკრაინა

2 მონსტრი დაეტაკა ერთმანეთს - აშშ და რუსეთი და ამას შეეწირა უკვე ეს ქვეყანა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ უკრაინაზე საუბრისას განაცხადა.

09 ივნისი 2023, 00:01

ტექნოლოგიები

პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point იწყება

თბილისში ხვალ პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point გაიმართება. პროექტი დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, პროგრამის - „თბილისი იუნესკო-ს მედია ხელოვნების ქალაქი“ ფარგლებში ხორციელდება.

გოგა ხაინდრავა

09 ივნისი 2023, 00:00

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ყველას კარგად ესმის, რომ ამ ქვეყნის საუკუნოვანი საფუძველი არის რწმენა, ოჯახი, ღირსება, ტრადიციები და ის, რამაც მოიტანა ეს პატარა, ციცქნა ქვეყანა

ყველას კარგად ესმის, რომ ამ ქვეყნის საუკუნოვანი საფუძველი არის რწმენა, ოჯახი, ღირსება, ტრადიციები და ის, რამაც მოიტანა ეს პატარა, ციცქნა ქვეყანა, რომელიც ამ ვეშაპებში იყო: არაბები, თურქები, სპარსელები, მონღოლები, ბიზანტია... რუსეთისა არ იყოს, ერთმორწმუნე, მაგრამ ერთი სული ჰქონდა, მიწასთან გაესწორებინა ეს ქვეყანა. თუ რამემ გადაგვარჩინა, თუ არა გონიერმა მმართველებმა, მეფეებმა და ამ ტრადიციებმა, და აქ მიდის დარტყმა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

08 ივნისი 2023, 23:50

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: რაც დღეს რასმუსენმა განაცხადა ზუსტად იმას ადასტურებს, რასაც საქართველოს ხელისუფლება და პირველ რიგში ირაკლი ღარიბაშვილი მთელი ამ თვეების განმავლობაში ლაპარაკობს

რაც დღეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა ზუსტად იმას ადასტურებს, რასაც საქართველოს ხელისუფლება, მისი სხვადასხვა წარმომადგენელი და პირველ რიგში ირაკლი ღარიბაშვილი მთელი ამ თვეების განმავლობაში ლაპარაკობს, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ჯო ბაიდენი

08 ივნისი 2023, 23:46

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ-ს ექნება დაფინანსება, რომელიც აუცილებელია უკრაინის მხარდასაჭერად

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს ექნება დაფინანსება, რომელიც აუცილებელია უკრაინის მხარდასაჭერად იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

გიორგი ვოლსკი

08 ივნისი 2023, 23:41

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და რატომ იზრუნებს იმაზე, რომ შენ უკეთესი პირობები გქონდეს?

„ოკუპანტი ქვეყანაა და რატომ იზრუნებს იმაზე, რომ შენ უკეთესი პირობები გქონდეს? ხომ არ არის მიზანი, რომ სწორედაც ეს საკითხი ევროსტრუქტურებში დაისვას და დამატებითი ბარიერი შეექმნას ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემის რეალიზაციას. ხომ არ გაკეთდა ეს იმისთვის, რომ ეს კითხვა გაჩნდეს?“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

08 ივნისი 2023, 23:39

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი მარინა კალიურანდზე: კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება ევროკომისიის მიერ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, და არა ასეთი სუბიექტური, ხშირ შემთხვევაში პიროვნული მიდგომებით

ევროპარლამენტს აქვს გარკვეული რესურსი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება ევროკომისიის მიერ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, და არა ასეთი სუბიექტური, ხშირ შემთხვევაში პიროვნული მიდგომებით, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

08 ივნისი 2023, 23:37

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მთელი ოპოზიციური სპექტრი იმის მოლოდინშია, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ

ჭკვიან ხელისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაზე გათვლა გაკეთებული უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, ხომ არ აქვს მას კანდიდატის სტატუსზე ნეგატიური პასუხის მოლოდინი.

გიორგი ვოლსკი

08 ივნისი 2023, 23:28

ეკონომიკა

გიორგი ვოლსკი: მხოლოდ უკრაინის გავლით მხოლოდ გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში

მხოლოდ უკრაინის გავლით მხოლოდ გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

08 ივნისი 2023, 23:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ინტელექტუალური გუნდია, რომელსაც შეუძლია ღირსეული პასუხი გასცეს

აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ინტელექტუალური გუნდია, რომელსაც შეუძლია ღირსეული პასუხი გასცეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

08 ივნისი 2023, 23:06

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განაწესში იმყოფებოდა, მასზე მიმაგრებული საშტატო იარაღით.

08 ივნისი 2023, 22:12

მსოფლიო

CNN: უკრაინულმა ძალებმა ძლიერი წინააღმდეგობა და დანაკარგები განიცადეს რუსეთის თავდაცვის ხაზების გარღვევის მცდელობისას

ბოლო დღეებში რუსეთის თავდაცვის ხაზების გარღვევის პირველი მცდელობისას უკრაინულმა ძალებმა მძიმე ტექნიკისა და ჯარისკაცების დანაკარგები განიცადეს, ვინაიდან რუსეთის ძალების მხრიდან მოსალოდნელზე მეტ წინააღმდეგობას წააწყდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 ივნისი 2023, 22:00

რეგიონი

ბათუმის სტადიონი უძრავი ქონების ოსკარის მოლოდინშია

ბათუმის სტადიონი უძრავი ქონების ოსკარის მოლოდინშია. რამდენიმე საათში, ქალაქ მაიამიში გაირკვევა 2023 წლის ნომინაციებში გამარჯვებული საერთაშორისო პროექტების ვინაობა.

08 ივნისი 2023, 21:47

პოლიტიკა

ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ეხმაურება

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების მხრიდან საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელშიც, როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოყვანილი აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიანის მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადება.

იენს სტოლტენბერგი

08 ივნისი 2023, 21:15

მსოფლიო

სტოლტენბერგი: უნდა გავაძლიეროთ უკრაინის პოზიციები ბრძოლის ველზე - პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი

უნდა გავაძლიეროთ უკრაინის პოზიციები ბრძოლის ველზე, რათა უკრაინამ მიიღოს ომის შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გამარჯვებას და რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ეს ომი, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.