შალვა პაპუაშვილი: საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რამდენად არასერიოზულია ოპოზიცია - იოტისოდენა პატივისცემაც კი არ აქვთ 26 მაისის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ვიფქრობ, საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რამდენად არასერიოზულია ჩვენი ოპოზიცია. დაკავებული არიან ისეთი საკითხებითა და ევროპად ასახელებენ ისეთ საკითხებს, რასაც საერთოდ კავშირი არ აქვს ევროპასთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხდა, რომელსაც კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართვაზე, რომ „დააბრუნონ ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობის ფასადზე, საქართველოს დროშასთან ერთად, როგორც ეს იყო გასულ წელს“.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების დამოკიდებულება არასერიოზულია და მათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მიმართ მცირედი პატივისცემაც კი არ აქვთ.
„რაც შეეხება ამ საკითხს, მედიიდან გავიგე, რომ ოპოზიციის ნაწილისგან ყოფილა მომართვა, როგორც ჩანს, ალბათ წერილით მომმართეს. თავად ის ფაქტი, რომ მედიაში ეს ტექსტი უფრო მალე აღმოჩნდა, ვიდრე ჩემთან წერილობით, აჩვენებს, რა იყო ამ მომართვის მიზანი. ეს არის საერთოდ იმედგამაცრუებელი და საზოგადოება მგონი, კიდევ ერთხელ ხედავს, რამდენად არასერიოზულია ჩვენი ოპოზიცია. დაკავებული არიან ისეთი საკითხებით და ევროპად ასახელებენ ისეთ საკითხებს, რასაც საერთოდ კავშირი არ აქვს ევროპასთან. ეს ადამიანები, როგორც ვხვდები, „ლელო“ არის ინიციატორი ამ წერილის, რომელიც მე არ მიმიღია და შემდეგ ეს ადამიანები გამოდიან პარლამენტის ტრიბუნაზე, პათეტიკური ტონით საუბრობენ დეპოლარიზაციაზე, ერთად საქმიანობაზე და ასე შემდეგ, ამავე დროს, გეგმავენ, განსაკუთრებით „ლელოს“ შეეხება ეს, ხვალ 26 მაისი ჩააშხამონ საქართველოს მოქალაქეებს. მაშინ, როდესაც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დგანან და არარსებულ პრობლემებს იგონებენ, ამაზე შემდგე თვითონვე იწყებენ კამათს, თვითონვე ნერვები ეშლებათ და სხვასაც უშლიან ნერვებს. არასერიოზულია საერთოდ ეს დამოკიდებულება. მიკვირს, რომ ამასაც კი არ უფიქრდებიან და იოტისოდენა პატივისცემაც კი არ აქვთ 26 მაისის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე

09 ივნისი 2023, 12:03
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ისეთი მსხვილი ჯგუფები, როგორიც არის „ენმ“, “გირჩი-მეტი თავისუფლება“ და სხვები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას „რევოლუციის“ გარეშე ვერ მოერევიან
მისი თქმით, არასამთავრობოები საბოლოოდ გადაიქცნენ ანტისამთავრობო სექტორად და ქვეყანაში მასშტაბური აქციების ორგანიზებას ცდილობენ.

09 ივნისი 2023, 11:58
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ლორანს ბონს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში ლორანს ბონს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

09 ივნისი 2023, 11:48
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საკანონმდებლო ინიციატივაზე: მათი შეფასებით კანონი, რომელიც ეხება ფინანსურ გამჭვირვალობას, რუსული კანონია, შესაბამისად, ეს არის რუსული კანონი
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის რატი იონათამიშვილის თქმით „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, კანონი, რომელიც ეხება ფინანსურ გამჭვირვალობას არის რუსული კანონი, შესაბამისად, მათი საკანონმდებლო ინიციატივა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, არის რუსული კანონი, - ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

09 ივნისი 2023, 11:33
თავდაცვა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. ლიცეუმმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის რვაასამდე დაინტერესებულ მოსწავლეს და მშობელს უმასპინძლა.

09 ივნისი 2023, 11:24
საზოგადოება
FIABCI-ის პრეზიდენტი: ბათუმის სტადიონი ნამდვილად წარმოადგენს ყველასთვის დასამახსოვრებელ პროექტს, დღეს ძალიან ვამაყობთ საქართველოს მიღწევით - თქვენ გვაძლევთ მაგალითს თქვენი განვითარების სურვილითა და დინამიკით
ბათუმის სტადიონი ნამდვილად წარმოადგენს ყველასთვის დასამახსოვრებელ პროექტს. დღეს ძალიან ვამაყობთ საქართველოს მიღწევით. თქვენ გვაძლევთ მაგალითს თქვენი განვითარების სურვილითა და დინამიკით, - ამის შესახებ FIABCI-ის პრეზიდენტმა სუზან გრინფილდმა განაცხადა.

09 ივნისი 2023, 11:23
მსოფლიო
რუმინეთი რუს დიპლომატებს აძევებს
რუმინეთი რუს დიპლომატებს აძევებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანას რუსეთის საელჩოს 40 თანამშრომელს დაატოვებინებენ. მათ შორის 11 დიპლომატი და ტექნიკური დეპარტამენტის 29 თანამშრომელია.

09 ივნისი 2023, 11:16
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ ბათუმმა მიიღო ეს პრესტიჟული ჯილდო
„რა თქმა უნდა, ეს ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლოა, ამავე დროს არის ძალიან დიდი მოტივი და სტიმული, რომ კიდევ უფრო მეტი და ეფექტიანი მშენებლობა განვახორციელოთ“, - განაცხადა რიჟვაძემ.

09 ივნისი 2023, 11:11
ეკონომიკა
ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის ბაღში აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელების პროცესს ადგილზე გაეცნო. ადგილობრივმა ფერმერებმა მინისტრს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და კმაყოფილება გამოთქვეს თხილის მხარდამჭერი ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების გამო.

09 ივნისი 2023, 11:04
რეგიონი
ავთანდილ თალაკვაძე: ვასრულებთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას - სოფელ ნაგომარში, ხანძრის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და რეაბილიტაცია დავიწყეთ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს საბავშვო ბაღის, ამბულატორიისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია.

09 ივნისი 2023, 10:54
საზოგადოება
ComCom-მა თსუ-ს სტუდენტებისთვის 5G-ის შესახებ საინფორმაციო ლექცია ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან 5G ტექნოლოგიის შესახებ, საჯარო ლექცია გამართა.

09 ივნისი 2023, 10:45
მსოფლიო
POLITICO: აშშ-მა შესაძლოა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუმციროს, თუ მათი კონტრშეტევა წარმატებული არ იქნება
გამოცემის წყაროები მიიჩნევენ, რომ თუ უკრაინის კონტრშეტევა საკმარისად წარმატებული არ იქნება ან სულაც კრახით დასრულდება, მაშინ უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სავარაუდოდ ამოიწურება და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მოწოდებები სულ უფრო ხმამაღლა გაჟღერდება.

09 ივნისი 2023, 10:39
საზოგადოება
„ლიბერთის“ მხარდაჭერით ახალი პროექტი „საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ დაიწყო
ლიბერთის მხარდაჭერით და ცაგერის ისტორიული მუზეუმის ინიციატივით, ლეჩხუმის სკოლების უფროსკლასელებისთვის დაიწყო საინტერესო პროექტი, რომლის ფარგლებში, ცნობილი მწერლები, პოეტები და პუბლიცისტები ვეფხისტყაოსნის, შოთა რუსთაველის ეპოქის საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის შესახებ ლექციებს ჩაატარებენ.

09 ივნისი 2023, 10:23
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი ანი წითლიძეზე: უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს
უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანი წითლიძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, „ჩემი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“.

09 ივნისი 2023, 10:22
მსოფლიო
დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ BBC წერს.

09 ივნისი 2023, 10:19
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე რუსეთ-უკრაინის ომზე: დასკვნების გამოტანისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ნებისმიერ ომში ყველა დაინტერესებული მხარე ტოტალურად იტყუება და ყველა მეომარ ქვეყანაში ოფიციალურად დაწესებულია სამხედრო ცენზურა
დასკვნების გამოტანისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ნებისმიერ ომში ყველა დაინტერესებული მხარე ტოტალურად იტყუება და ყველა მეომარ ქვეყანაში ოფიციალურად დაწესებულია სამხედრო ცენზურა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

09 ივნისი 2023, 10:19
კულტურა
ბრუნო მარსმა საქართველოში კონცერტი Facebook-ზე დააანონსა
მსოფლიო ვარსკვლავმა, ბრუნო მარსმა საქართველოში გასამართი კონცერტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. „საქართველო, შევხვდებით 1-ელ ოქტომბერს“, - წერს არტისტი.

09 ივნისი 2023, 10:03
საზოგადოება
საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია გურიის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს
საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია გურიის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს. კონცეფციის დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა.

09 ივნისი 2023, 09:49
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი სურვილია, ყველა ინსტიტუცია ემსახურებოდეს უფრო კონსენსუსის მოძებნას, ვიდრე გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირებების შექმნას
საპარლამენტო რესპუბლიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს სურათი დარღვეულია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

09 ივნისი 2023, 09:43
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, პასუხისგებაში მიეცა ორი პირი. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

09 ივნისი 2023, 09:35
საზოგადოება
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აკადემიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აკადემიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობაზე მეტრეველმა გიორგი კვესიტაძე შეცვალა, რომელიც პრეზიდენტად 2013 წელს აირჩა და აკადემიას 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამავე პერიოდში ისტორიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.