შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ყველა მოქალაქეს და ჩვენი სამშობლოს ყველა მეგობარს, ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,’’ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დამოუკიდებლობის დღე ჩვენი თავისუფლების, სიმტკიცისა და ქართველი ხალხის ძლიერი და შეუპოვარი სულის სიმბოლოა.
,,დღეს განსაკუთრებული სიამაყითა და სიხარულით აღვნიშნავთ იმ გზას, რომელმაც საქართველო დღევანდელ თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფომდე მოიყვანა. გამორჩეულად მადლიერები ვართ ჩვენი წინაპრების, რომლებმაც თავისი სიმამაცითა და შეუპოვრობით შექმნეს სახელმწიფოებრიობა და შეგვინარჩუნეს ეროვნული თვითმყოფადობა,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის სახელით, სიკვდილის შემდეგ, თავისუფლების საპარლამენტო ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს დამფუძნებელი კრების ხელმძღვანელი პირები.
,,სიმბოლურია, რომ დღეს, ერთი საუკუნის შემდეგ ერთ-ერთი ასეთი მოღვაწე დაუბრუნდა სამშობლოს და პატივით მიებარება მშობლიურ მიწას. ხელისუფლების ძალისხმევით, დღეს, გადასახლების ადგილიდან, ჩამოვასვენეთ სახელმწიფო მოღვაწის, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობისა და პარლამენტარიზმის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს პარლამენტის სახელით, სიკვდილის შემდეგ, თავისუფლების საპარლამენტო ორდენით ვაჯილდოვებთ დამფუძნებელი კრების ხელმძღვანელებს: კრების თავმჯდომარეს კარლო ჩხეიძეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ალექსანდრე ლომთათიძეს და თავმჯდომარის მოადგილეებს - ექვთიმე თაყაიშვილსა და სვიმონ მდივანს. ქართველი ხალხის სახელით, პატივს მივაგებთ მათი, ისევე როგორც პრეზიდენტის მიერ ეროვნული გმირის წოდებით დაჯილდოებული „სამხედრო ცენტრის“ მეთაურების და პირველი რესპუბლიკის ყველა გმირი ქართველის ღვაწლს ქვეყნის წინაშე,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიტყვით გამოსვლის დროს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა საბჭოთა ოკუპაციის პირობებში ქართველი ერის თავგანწირული ბრძოლის შესახებ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში.
,,ამ დიდი წინაპრებისა და მათი თანამედროვე პატრიოტების ძალისხმევის მიუხედავად, 1918 წლის 26 მაისს მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ მხოლოდ სამ წელს გასტანა. თუმცა, დამოუკიდებლობის დაკარგვამ და საბჭოთა ანექსიამ ვერ ჩაახშო ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება და დამოუკიდებლობის მისწრაფებები. საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, სწორედ 26 მაისის თავისუფლების იდეას ეფუძნებოდა ქართველი ხალხის რწმენა, გაეგრძელებინა ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ამ სულისკვეთებამ შედეგი გამოიღო და თაობათა ოცნება რეალობად იქცა - საქართველომ, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და ჩვენი მშობლების თაობის ძალისხმევით, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო დამოუკიდებლობის აღდგენა. ფასდაუდებელი და სამაგალითოა წინა თაობების, ჩვენი ერის და ბერის, ბრძოლა და თავგანწირვა საქართველოს თავისუფლების მოპოვებაში,’’ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ყველა სიახლე

01 ივნისი 2023, 13:14
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ვერც ომის დროს „მოკლენ“ გვერდში მყოფი სარდლები და ვერც ახლა აქვთ ის ერთი ადგილი, პოლიციელს მიუახლოვდნენ და სახეში შესძახონ: „შე ძაღლო!“
ქართველიშვილი ეხმაურება გიორგი არველაძის განცხადებას და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, ხოლო არველაძე - ემიგრაციიდან შეურაცხყოფენ პოლიციელებს, მაგრამ არც ერთს ჰყოფნის გამბედაობა, პოლიციელს მიუახლოვდნენ და სახეში შესძახონ: „შე ძაღლო!“

01 ივნისი 2023, 13:12
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი გიორგი არველაძის განცხადებაზე: ისევ 2003 წელი ჰგონია, როცა პოლიციელებს ათას ბინძურ დავალებას აძლევდნენ და მათი დიდი ნაწილი დავალების არშესრულების გამო ისჯებოდა, ზოგიც თავს იკლავდა
„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის განცხადებას, რომელშიც მან პოლიციელებს „ძაღლობა“ უწოდა, სოციალურ ქსელში აფასებს

01 ივნისი 2023, 13:09
პოლიტიკა
ანალენა ბერბოკი: ნატო ვერ მიიღებს ახალ წევრებს, რომლებიც ომში არიან
ნატო ვერ მიიღებს ახალ წევრებს, რომლებიც ამჟამად ომში არიან ჩართული, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ოსლოში განაცხადა, სადაც ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ.

01 ივნისი 2023, 13:07
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია 3 ივნისს გაიმართება
როგორც თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ, აჰმეთ იენერმა განაცხადა, საბოლოო შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,18%-ი მიიღო

01 ივნისი 2023, 13:06
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ნირია - ვინც მათთან არ არის, მათი მტერია
გუშინ იყო ერთმანეთთან მტრების გასაუბრება, „ნაციონალური მოძრაობის“ ნირია და ამას ვერ იცვლიან, ვინც მათთან არ არის, მათი მტერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

01 ივნისი 2023, 13:03
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ჰქონდეს წინსვლა ევროკავშირთან დაახლოების მხრივ მიიღოს სტატუსი და არამხოლოდ სტატუსი, არამედ გაიხსნას მოლაპარაკება წევრობასთან დაკავშირებით
„თუკი ავიღებთ და შევადარებთ ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას და ამ მხრივ შევხედავთ საკითხს, რა თქმა უნდა, საქართველო არ არის მზად იმ დონეზე, რომ იყოს წევრი ევროკავშირის, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ჯერჯერობით კანდიდატობაზე“

01 ივნისი 2023, 13:00
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მიკ უოლესი: საქართველოს არ აინტერესებს ომი. საქართველოს მშვიდობა სურს. მიანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ნება მიეცით ხალხს, უცხოური ჩარევის გარეშე გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება
„საქართველოს არ აინტერესებს ომი. საქართველოს მშვიდობა სურს. მას სურს ჰქონდეს კარგი ურთიერთობა ყველასთან, განსაკუთრებით თავის მეზობლებთან. ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველომ საკუთარ სუვერენიტეტზე უარი უნდა თქვას? უნდა წაახალისონ ომი, მშვიდობის ნაცვლად? მიანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ნება მიეცით ხალხს, უცხოური ჩარევის გარეშე გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა უოლესმა.

01 ივნისი 2023, 12:57
საზოგადოება
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა და ევროპის საბჭომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გამართეს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა უფლებებისა და თანასწორობის თემაზე, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

01 ივნისი 2023, 12:52
საზოგადოება
გერმანიის გიოტინგენის უნივერსიტეტის სტუდენტები სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იმყოფებოდნენ
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს გიოტინგენის უნივერსიტეტის მცენარეთა პათოლოგიისა და მოსავლის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი და მოსავლის დაცვის სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი, გიოტინგენის უნივერსიტეტის 22 სტუდენტთან ერთად ესტუმრა.

01 ივნისი 2023, 12:47
საზოგადოება
ComCom-მა 2022 წელს რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა განაახლა
კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ComCom-მა მომხმარებლისთვის ინოვაციური მომსახურებების მიწოდებისა და ქვეყანაში თანამედროვე რადიოსიხშირული სისტემების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით

01 ივნისი 2023, 12:46
პოლიტიკა
კახა კალაძე: მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პლატფორმები ყველამ გამოიყენოს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს, როცა ქვეყანა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, უმაღლესი თანამდებობის პირებმა საერთაშორისო პლატფორმები საქართველოს ევროპული მომავლის გასამყარებლად უნდა გამოიყენონ. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

01 ივნისი 2023, 12:40
რეგიონი
ახალციხემ დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა
სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდა 400-მდე ვაკანსიას. ვაკანტური ადგილები წარმოდგენილია ისეთ სფეროებში, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, სასტუმრო ინდუსტრია, წარმოება, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტები და ა.შ.

01 ივნისი 2023, 12:38
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, განვამტკიცეთ და ქვეყანა მიგვყავს გაერთიანებისკენ
ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვსუსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება.

01 ივნისი 2023, 12:29
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველა სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში
სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველა სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა.

01 ივნისი 2023, 12:28
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირისა და არც ნატოს წევრი ქვეყანა და არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა, ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები
ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება.

01 ივნისი 2023, 12:25
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად არის
„ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, რომლებშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, მთავარი თემა იქნება უკრაინის ომი და უსაფრთხოების საკითხები ევროპის კონტინენტზე და მთელს მსოფლიოში ზოგადად. რა თმა უნდა, ასევე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ჩვენ უსაფრთხოებაზე. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე გვექნება საუბარი. დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს. ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ეროვნულმა პარტნიორებმა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

01 ივნისი 2023, 12:17
საზოგადოება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლებს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა უმასპინძლა
შეხვედრაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიადის“ თავმჯდომარემ, ოსმან თურანმა 2023 წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარებულთა დასახმარებლად შეტანილი

01 ივნისი 2023, 12:13
სამართალი
კონკურენციის სააგენტომ „გლოვოსთან“, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „გლოვოაფფ ჯორჯიასთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხებოდა ეკა გამრეკლიძისა და ვეფხვია ცერცვაძის განცხადებებს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

01 ივნისი 2023, 11:44
პოლიტიკა
გია აბაშიძე გიორგი არველაძეზე: ჯალათების ხელისუფლების ექს-წარმომადგენელი ბედავს და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს საამაყო, არა პოლიტიზებულ პოლიციას
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი არველაძის პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება, სადაც არველაძე პოლიციელებს ძაღლებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მათ პოლიციის დღის მილოცვა არ ეკუთვნით.

01 ივნისი 2023, 11:33
კულტურა
კიმ კეტროლი სამანტა ჯონსის როლს დაუბრუნდება
კეტროლი სამანტა ჯონსის ცნობილ როლს დაუბრუნდება, თუმცა მხოლოდ ერთ სცენაში გამოჩნდება. სცენა 22 მარტს, ნიუ-იორკში გადაიღეს. მასში სამანტა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს სერიალის მთავარ გმირს, კერის ტელეფონით ესაუბრება.