ვლადიმერ ბოჟაძე: ბიძინა ივანიშვილის ქონების გაზრდა უკავშირდება გახმაურებულ სასამართლო პროცესებში მის გამართლებას და კუთვნილი თანხების დაბრუნებას

ვლადიმერ ბოჟაძე
ფოტო: თბილისის საკრებულო
რადგან გუშინ კიდევ ერთხელ იქნა მხილებული რადიკალური ოპოზიცია, მისი მართვადი სამოქალაქო სექტორი და მედია ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელებაში და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებში, სანქციების დაწესების მოთხოვნის უსაფუძვლობაში, დღეს გადაწყვიტეს ახალი დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს ბიძინა ივანიშვილის ქონების ზრდა რაიმე კავშირში იყოს რუსეთ-უკრაინის ომთან, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტით დადასტურდა, რომ ევროკავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი სრულად ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას. რაც შეეხება გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილის ქონების გაზრდას რუსეთ-უკრაინის ომთან რაიმე კავშირი აქვს, ბოჟაძე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ქონების გაზრდა გახმაურებულ სასამართლო პროცესებში მის გამართლებას და კუთვნილი თანხების დაბრუნებას უკავშირდება.
„2011 წლიდან ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ყოველდღიურ რეჟიმში ითხოვენ ჩვენი სახელმწიფოსთვის სანქციების დაწესებას, მიზეზი საქართველოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავის ასარიდებლად სავარაუდო გამოყენებაა. სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის ორდღიანი ვიზიტით დადასტურდა რომ: ქვეყანა სანქციების გვერდის ასავლელ პლატფორმად არ გამოიყენება, საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლის საშუალებითაც კონტროლდება ექსპორტი, ყველაზე სენსიტიური 38 პროდუქტის შესაძლო ექსპორტი საქართველოდან, იგივე ეხება ფინანსური სანქციების აღსრულებასაც. გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროკავშირი, ამერიკა და დიდი ბრიტანეთი სრულად ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას და იმ განსაკუთრებულ ზომებს რაც სანქციების აღსრულებისთვის იქნა შემუშავებული. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება დევიდ ო'სალივანმა საერთოდ არ ისურვა. რადგან გუშინ კიდევ ერთხელ იქნა მხილებული რადიკალური ოპოზიცია, მისი მართვადი სამოქალაქო სექტორი და მედია ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელებაში და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებში, სანქციების დაწესების მოთხოვნის უსაფუძვლობაში, დღეს გადაწყვიტეს ახალი დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს ბიძინა ივანიშვილის ქონების ზრდა რაიმე კავშირში იყოს რუსეთ-უკრაინის ომთან. სინამდვილეში ქონების გაზრდა უკავშირდება გახმაურებულ სასამართლო პროცესებში ბიძინა ივანიშვილის გამართლებას და მისთვის კუთვნილი თანხების დაბრუნებას, იმ თანხების რომლებიც შვეიცარიულმა ბანკმა სრულიად უკანონოდ განკარგა, რაც დადასტურდა კიდეც სასამართლო სხდომებზე. რაც არ უნდა ეცადოს ომის და ღალატის პარტია, სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილი გაავრცელოს ტყუილი და დეზინფორმაცია საკუთარი ქვეყნის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, შედეგს ვერასდროს მიაღწევენ, რადგან სიმართლე ერთია და ეს სიმართლე იცის მთელმა მსოფლიომ და საქართველომ!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.
ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2023, 14:33
საზოგადოება
კახა კალაძე: 18-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ნაწილი ჩამოსულია, დეკემბრის ბოლომდე კი ჯამში, 50 ერთეული იქნება თბილისში
18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი დედაქალაქში უკვე შემოსულია, დეკემბრის ბოლომდე, ჯამში, 50 ავტობუსი იქნება თბილისში, ხოლო იანვრის ბოლოდან ხაზებზე გადანაწილდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 14:32
პოლიტიკა
კახა კალაძე: რომ გითხრათ დიდად მაღელვებს „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი, არ ვიქნები მართალი, არსებობს პარტიული ბრძოლა სკამებისთვის
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები დიდად არ მაღელვებს, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ არსებობს დაპირისპირება და შიდა პარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობებისთვის“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ.

06 დეკემბერი 2023, 14:31
პოლიტიკა
გიორგი ბოტკოველი: „ნაციონალური მოძრაობა“ არ იშლება - ვისი ფლანგი რას საუბრობს, ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა
„ნაციონალური მოძრაობა“ არ იშლება. პარტიას ბევრი რამ გადაუტანია და მთავარი - გადაუტანია ის, რასაც იტანს 11 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 14:30
პოლიტიკა
კახა კალაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან
„ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოზიციას მოჰყვა.

06 დეკემბერი 2023, 14:28
პოლიტიკა
მიხეილ დაუშვილი: „ნაცმოძრაობამ“ ხელი არ უნდა შეუწყოს „ოცნების“ გაძლიერებას - ჩვენ ამას ვითხოვთ
„ნაცმოძრაობამ“ ხელი არ უნდა შეუწყოს „ოცნების“ გაძლიერებას - ჩვენ ამას ვითხოვთ, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი მიხეილ დაუშვილი ხობის საკრებულოს 11 წევრის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას.

06 დეკემბერი 2023, 14:27
პოლიტიკა
რომან გოცირიძე: მძიმე პროცესები მიდის „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ყოველი მათი ახალი გადაწყვეტილება კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს
პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე პროცესები მიდის.

06 დეკემბერი 2023, 14:23
რეგიონი
„ნაციონალური მოძრაობა“ ხობის საკრებულოს 11-მა წევრმა დატოვა
„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ყოველდღიურად ტოვებენ. პარტიიდან გასვლის პროცესი გრძელდება.

06 დეკემბერი 2023, 14:21
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველო მზად არის ნატო-ში გასაწევრიანებლად. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გადაწყვეტილება და ბურთი სწორედ ნატო-ს მოედანზეა
„არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მექანიზმს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გაცხადებული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტი, რომელსაც ეწოდება ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება. უკრაინის მოვლენების შემდგომ, ეს კიდევ უფრო ერთიანი პროცესია ქვეყნის შიგნით რეფორმების გატარების და ქვეყნის გარეთ პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მიზნით“

06 დეკემბერი 2023, 14:18
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: საქართველოს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე აქვს იმის საშუალება, რომ ნატოელ კოლეგებთან ერთად შეაჯამოს წელი და ამავე დროს დაგეგმოს მომავალი
„მომავალ წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს ჩასატარებელი, მათ შორის ვაშინგტონის სამიტი. როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაწევრების თაობაზე საქართველოსთან დაკავშირებით, გვინდა მაქსიმალური მხარდაჭერა მოვიპოვოთ“, -აღნიშნა დოლიძემ.

06 დეკემბერი 2023, 14:15
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი: ვიქტორ ორბანს უფრო უნდა, იხილოს საქართველო ევროკავშირში, ვიდრე, მაგალითად, სალომე სამადაშვილს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უფრო უნდა, იხილოს საქართველო ევროკავშირში, ვიდრე, მაგალითად, სალომე სამადაშვილს.

06 დეკემბერი 2023, 14:05
საზოგადოება
კახა კალაძე უკანონო მშენებლობების დემონტაჟის შესახებ: ტყუილია, რომ იქ ვინმე ცხოვრობდა
არსებობენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებენ ხალხს, თითქოს, შეუძლიათ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობები ააშენონ და შემდეგ ამას დაუკანონებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.

06 დეკემბერი 2023, 14:02
პოლიტიკა
გიორგი კალანდია: დადიანების სასახლის თანამშრომელმა ელზა ზოდელავამ არაერთხელ განახორციელა თანამშრომლების ფარული მიყურადება, შემდეგ კი ჩანაწერები უკანონოდ გამოიყენა, რის გამოც იგი სამსახურიდან გათავისუფლდა
ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი მუშაკი ქალბატონი ელზა ზოდელავა ფარული ჩაწერისა და მიყურადების არაერთი შემთხვევის გამო გათავისუფლდა სამსახურიდან, - ამის შესახებ ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელშ წერს.

06 დეკემბერი 2023, 14:00
ტექნოლოგიები
YouTube Premium-ი და YouTube Music-ი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია
YouTube Premium და YouTube Music უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ინდივიდუალური პაკეტი თვეში 17,49 ლარი ღირს და მასში შედის: ვიდეოები რეკლამის გარეშე, ვიდეოს ჩამოტვირთვა ინტერნეტის გარეშე საყურებლად, ვიდეოს დაკვრა და აპლიკაციის გაშვება ფონურ რეჟიმში. YouTube Music - მუსიკის სტრიმინგის სერვისი.

06 დეკემბერი 2023, 13:56
საზოგადოება
ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქი - გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს
„აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 10 დეკემბრამდე თოვლია მოსალოდნელი, 7 დეკემბრის დილამდე ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 4, +6 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში

06 დეკემბერი 2023, 13:46
LIVE ისრაელი
CNN: თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთში საკუთარ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას იანვარში დაასრულებს
თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთში საკუთარ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას იანვარში დაასრულებს, რის შემდეგაც „ჰამასზე“ წერტილოვანი დარტყმების განხორციელებას დაიწყებს.

06 დეკემბერი 2023, 13:34
საზოგადოება
გოძიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
მეორე ეტაპის სამუშაოები იწარმოებს 11-დან 20 დეკემბრამდე. აღნიშნულ პერიოდში გადაადგილება შეიზღუდება გოძიაშვილის IV შესახვევში და ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ გოძიაშვილის ქუჩაზე ორმხრივად.

06 დეკემბერი 2023, 13:33
საზოგადოება
თამთა მეგრელიშვილი: თუკი ვინმე მოულოდნელად „ქართულ ჯიგრულ პონტში“ გამდიდრდა, სწორედ გახარიას გუნდის წევრები და მათი მეგობრები თუ ნათესავები იყვნენ, რაც ყველაზე უკეთ თავად მან იცის და ამაზე დუმილს ინარჩუნებს
„თუკი ვინმე მოულოდნელად „ქართულ ჯიგრულ პონტში“ გამდიდრდა, სწორედ გახარიას გუნდის წევრები და მათი მეგობრები თუ ნათესავები იყვნენ, რაც ყველაზე უკეთ თავად მან იცის და ამაზე დუმილს ინარჩუნებს. მოკლედ, კაცი არავინ და არაფრიდან კაცად იქცა. საკუთარი ძლევამოსილების დაიჯერა და დამოუკიდებელ მოთამაშედ გავიდა, მაგრამ ფაქტია, ის არცერთ ფლანგზე აღარ ვარგა, პოლიტიკურად უკვე ვადაგასულია და მუქარით, რომ ყველას და ყველაფერს დაასმენს უბრალოდ ისევ საკუთარ უიმიჯო იმიჯს ურტყამს“

06 დეკემბერი 2023, 13:32
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიაზე: 10 წელი ყველა მთავარი თანამდებობა მოიარა ამ “ქოსა-ტყუილამ” და 2 წელია აღმოაჩინა კორუფცია?!
ქადაგიძე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, სადაც ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ იცის ის 25 ოჯახი ვის ჯიბეშიც მიდის ქართული ეკონომიკა. „ხალხის ძალის“ წევრი კითხვას სვამს, თუ გახარიას აქვს ეს ინფორმაცია, რატომ არ ასახელებს მათ.

06 დეკემბერი 2023, 13:30
რეგიონი
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

06 დეკემბერი 2023, 13:21
რეგიონი
კლიმატის ცვლილების კანონის - „თეთრი წიგნის“ შესახებ პირველი საჯარო კონსულტაცია გაიმართა
საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნი“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, უესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა.